მთავარი,სიახლეები

ეთერ მაჭუტაძე ბულვარის თანამშრომლებს ზურაბ პატარაძემ წარუდგინა

10.01.2017
ეთერ მაჭუტაძე ბულვარის თანამშრომლებს ზურაბ პატარაძემ წარუდგინა

დღეს,10 იანვარს, ბულვარის ადმინისტრაციას ახალი უფროსი, ეთერ მაჭუტაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინა. წარდგენას ესწრებოდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე. „ბათუმის ბულვარი“ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობას დავით გორგილაძე ასრულებდა, მას შემდეგ, რაც ბულვარის დირექტორი ცისკარ გოგიტიძე მთავრობის ცვლილების გამო გათავისუფლდა დირექტორობიდან. რაც შეეხება ეთერ მაჭუტაძეს, ის აქამდე ბათუმის მერიის ა(ა)იპ გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ზურაბ პატარაძემ, გასული წლის დეკემბერში განაცხადა რომ მთავრობა ბათუმის ბულვარის კონსერვაციას აპირებს. ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: