როგორ მუშაობენ „ბებოებად გადაცმული“ ტროლები – ქართველი პროპაგანდის ევოლუცია

სოციალური ქსელები საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ველია. საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასა და ონლაინ სივრცეში, “ქართული ოცნებისთვის” სასურველი, ალტერნატიული რეალობის შესაქმნელად პროსახელისუფლებო მედია, ყალბი პროფილები და კოორდინირებული კამპანიები გამოიყენება.

ამის ნათელი მაგალითია “ქართული ოცნების” მიერ დაპატიმრებული ადამიანების წინააღმდეგ, გააქტიურებული დისკრედიტაციის კამპანიები – აუცილებლად შეამჩნევდით პოლიტპატიმრებისა და აქტივისტების შესახებ გავრცელებულ პოსტებზე, ზიზღის ენით დაწერილ კომენტარებს, რომლებიც დაკავებულების უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ. ამ კომენტარების ავტორების პროფილზე გადასვლისას, შვილიშვილებით გარშემორტყმული უწყინარი ბებოების ფოტოები გხვდება – ეს ბოლო პერიოდში ქართველი ტროლის ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟია. 

  • ვინ აკვირდება ტროლებს

საქართველოში წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს აქტიურად აკვირდება სამოქალაქო სექტორი. მაგალითად, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) წლებია სწავლობს ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროპაგანდისტულ კამპანიებს. ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტების კოორდინატორი, ქრისტი ფარჯიანი ამბობს, რომ არაავთენტური ექაუნთების პერსონაჟები პერიოდულად იცვლება:

„თავიდან უფრო ადვილად აღქმადი ტროლები იყვნენ – მაგალითად, ედოთ ინტერნეტიდან მოპარული ლამაზი გოგოების ფოტოები და რომ დაძებნიდი, ადვილად პოულობდი. მოგვიანებით ასეთი ფოტოები ხელოვნური ინტელექტით [AI] გენერირებული ფოტოებით ჩანაცვლდა, თუმცა AI- ს მიერ დაშვებული შეცდომების გამო, მათი არანამდვილობა ხშირად აშკარა იყო.

ნაწილი ექაუნთების საერთოდ არ შეიცავდა პიროვნების შესახებ ინფორმაციას – მაგალითად, ფეისბუქ პროფილს სახელად „რკინის ნაკეთობები”, შეიძლება სერიოზული პოლიტიკური შეფასებები დაეკომენტარებინა სხვადასხვა პოსტზე. შესაბამისად, დეზინფორმაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, უფრო ადვილად პოულობდნენ ასეთ ექაუნთებს.

ახლა, მისი თქმით, „არაავთენტური ანგარიშების დიდი ნაწილი საშუალო და უფრო ზევით ასაკის (ძირითადად) ქალების პროფილებისგან შედგება“. იმას, თუ რატომ შეირჩა ქართველი ტროლისთვის ასეთი პერსონაჟი, რამდენიმე მიზეზი აქვს.

„ერთი მიზეზი ალბათ არის ის, რომ სახელისუფლებო გუნდს, ძირითადად მხარდამჭერები დაახლოებით ამ ასაკის ადამიანები ჰყავს. გარდა ამისა, სანდოობაც მეტად არის, მომხმარებელი ფიქრობს “ეს ამხელა ასაკიანი ქალი ტროლი ხომ არ იქნება” ან/და ვინ მოიპარავდა ასეთი ასაკიანი ქალის ფოტოს“.

როცა ძველი სტილი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად საცნობი ხდება, ტროლების „სახეები“ იცვლება: „მაგალითად, ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით პროფილებს ლამაზი გოგოების ფოტოებით ან BMW-ს მანქანებით, მაგრამ როცა ადვილად საცნობი გახდა საზოგადოებისთვის, რომ ეს პროფილები ავთენტური არ იყო, ტროლების სახე შეიცვალა და უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, საშუალო ასაკის ქალების აქტიურობა, რომლებსაც ანაღვლებთ, რა ხდება ქვეყანაში და თავიანთ აზრს, აი ასე გულწრფელად აფიქსირებენ“, – ამბობს ქრისტი ფარჯიანი.

  • როდის და როგორ აქტიურდება ტროლების ქსელი

როგორც კი მოქალაქეები ან ორგანიზაციები „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებენ, იწყება ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიები. ასეთი კამპანიები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა აქციებზე დაკავებული პირების წინააღმდეგ, თუმცა განსაკუთრებით გააქტიურდნენ დაკავებულების განაჩენის გამოცხადების პერიოდში.

მაგალითად, ერთ-ერთი უახლესი კოორდინირებული კამპანია, ივნისის თვეში, “მითების დეტექტორმა” გამოავლინა, რომელიც მათე დევიძისთვის განაჩენის გამოტანის პროცესს უკავშირდება. ამ დროს სოციალურ ქსელში, მათე დევიძის დისკრედიტაციის მიზნით, ყალბი და ანონიმური (რეა ლობა, Aravin, მიხეილ მზეთუნახავი, ბოროტმოქმედია) ანგარიშები გააქტიურდნენ, რომლებიც პროსახელისუფლებო მედიასთან (posTV, იმედი) ერთად მათე დევიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდნენ.

„მითების დეტექტორის“ ცნობით, ყალბი ანგარიშების ნაწილი პროსახელისუფლებო ფეისბუკის გვერდებთან იყო დაკავშირებული, ნაწილი კი დამოუკიდებლად მოქმედებდა. ისინი კოორდინაციაში იყვნენ სამთავრობო მედიასა და სხვა ანონიმურ ანგარიშებთან.

ჯერ კიდევ 2019 წელს, Facebook-მა, გამოავლინა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კოორდინირებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც წაშალა 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი, რადგან დაადგინა, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

ქრისტი ფარჯიანი განმარტავს, რომ კოორდინირებული თავდასხმები ემყარება წლების განმავლობაში აგებულ ფართო ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს პროპაგანდისტულ მედიასა (posTV, „იმედი“) და სააგენტოებს („kvira.ge“, „ნიუსჰაბი“, „მხარე“ და სხვ.). ხოლო ისეთი გზავნილებისთვის, რასაც ეს მედიები არ/ვერ ავრცელებს, არსებობენ ეგრეთ წოდებული „ექსპერტები“ და Facebook-ზე აქტიური „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. 

„ასევე, როდესაც რაღაცა ტრაგედია ხდება, ან უნდათ, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს დამნაშავე იპოვონ ამ ყველაფერში, ჰყავთ „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები Facebook-ზე, რომლებიც იწყებენ დისკრედიტაციის კამპანიებს. მაგალითად, ასე მოხდა თვალჭრელიძის ქუჩის ამბების დროს. ზუგდიდის ხანძრის შემთხვევაშიც, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, „ოცნების“ მხარდამჭერებს ფეისბუქზე ავრცელებინებდნენ ბრალდებებს, თითქოს დედა იყო დამნაშავე, რადგან „დედას არ ეცალა“. 

აი, ასეთი ინფრასტრუქტურა აქვთ და საკმაოდ ბევრი ტროლი ამ ყველაფრის ნაწილია“, – ამბობს ქრისტი.

  • რა ამოცანები აქვთ ტროლებს და როგორ ატყუებენ ალგორითმს

არაავთენტურ ანგარიშებს ძირითადად ორი ფუნქცია აქვს: პოსტების ინტერაქციის გაზრდა (ლაიქები, რეაქციები) და რაც შეიძლება მეტი კომენტარის დატოვება, რომ რეალობა წარმოაჩინონ ისე, როგორც აწყობს პროპაგანდას.

„ამით ორი მიზანი მიიღწევა: ერთი – როცა ხედავ, რომ ძალიან ბევრი კომენტარი ერთ აზრს აფიქსირებს, მერე სხვებს უჭირთ, განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება; მეორე – ალგორითმი ტყუვდება, თვლის, რომ ასეთი კომენტარები მნიშვნელოვანია და მეტ მომხმარებელს აჩვენებს.

ამას აკეთებენ შემდეგი ტაქტიკით: წერენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს და შემდეგ აღარ პასუხობენ კომენტარებს, რასაც სხვა მომხმარებლები პასუხობენ. ამ დროს მეტა თვლის, რომ რადგან ბევრი ადამიანი პასუხობს ამ კომენტარს, ესე იგი ეს ანგარიში მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს არაავთენტური ანგარიშები უფრო პოპულარული ხდებიან და მეტ ადამიანს უჩენს მათ კომენტარს“, – განმარტავს ქრისტი ფარჯიანი.

როდესაც მონიტორინგის ჯგუფები ტროლების კოორდინირებული ქცევას გამოავლენს, ინფორმაცია გადაეცემა Meta-ს, რის შედეგადაც ის შლის ასეთ ქსელებს – არა გზავნილების შინაარსის, არამედ ქცევის გამო.

  • როგორ იქმნება ტროლების ქსელი და რა ართულებს მათ ამოცნობას

როგორც წესი, ეს სქემა მუშაობს არა ერთი-ორი ანგარიშით, არამედ ორგანიზებულ ქსელების პრინციპით. ქსელები შედგება ათეულობით ყალბი პროფილისგან, რომლებიც ერთმანეთთან ინტერაქციაში შედიან – წერენ კომენტარებს, ალაიქებენ ერთმანეთის პოსტებს, თითქოს ავთენტურები არიან. მიზანი საზოგადოების დარწმუნებაა იმაში, რომ ეს პროფილები რეალურ ადამიანებს ეკუთვნის.

„შარშან, წლის ბოლოს ერთი ასეთი ქსელი აღმოვაჩინეთ, სადაც შედიოდა დაახლოებით 30-მდე ანგარიში, რომლებიც ერთმანეთთან შედიოდნენ ინტერაქციაში, უწერდნენ ერთმანეთს კომენტარებს – „მაიკო, ჩემო ლამაზო“ და მსგავსი. მაიკოს სურათი სინამდვილეში რუსი ბლოგერის მოპარული ფოტო იყო – არანაირი მაიკო არ არსებობდა.

თუ ადრე ძირითადად ახალგაზრდა გოგოების ფოტოებს იპარავდნენ, ახლა ტენდენცია შეიცვალა – აქტიურად იყენებენ ასაკოვანი ქალების ფოტოებს, რადგან ძველი სქემა უკვე ამოცნობადი გახდა და ასეთი პროფილებით ცდილობენ განსხვავებული რეალობის შექმნას”. 

ბებოებად “გადაცმული” ტროლების ამოცნობას ართულებს ის ფაქტიც, რომ შესაძლოა ანგარიშები გაკეთებული იყოს რეალური ხანდაზმული ადამიანების ფოტოებით, რომლებიც არ აქტიურობენ ინტერნეტში:

„შეიძლება ანგარიშები რეალური ადამიანების ფოტოებით იყოს შექმნილი და ნათესავი უკომენტარებდეს, თუმცა თავად არ მართავდეს პროფილს. თუმცა, ხშირად ისეთი თანამედროვე ენით და ინფორმაციული წყაროებით ხელმძღვანელობენ ეს ანგარიშები, რომ ძნელია დაიჯერო ასაკოვან ადამიანებს შეიძლება ასეთ წყაროებზე მიუწვდებოდეთ ხელი“.

  • უცნაური სტუმრები TikTok-ზე

თუ ადრე ტროლების ძირითადი ჰაბიტატი საქართველოში ფეისბუქი იყო, ბოლო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა და არაავთენტური ანგარიშები აქაც მომრავლდა.  

საქმე ის არის, რომ თავად Tik-Tok-ი ახალგაზრდულ პლატფორმად ითვლება, თუმცა კომენტარებში ხშირად ჩანს საშუალო ან უფროსი ასაკის ადამიანების პროფილები. სწორედ ამას მიიჩნევენ სპეციალისტები საეჭვოდ, რადგან ასეთი აუდიტორია, ბუნებრივად, არ არის TikTok-ზე აქტიური.

„TikTok-ის ენა განსხვავებულია, უფრო ახალგაზრდული და ძალიან განსხვავდება ეს კომენტარებიც, TikTok-ისთვის არადამახასიათებელი კომენტარებია, სწორედ ეს არის ხოლმე საეჭვო. მაგალითად აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ უდევს ვიდეო TikTok-ზე, არც ერთი რეპოსტიც არ აქვს გაკეთებული, ან თუ აქვს რეპოსტები, მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიდეოების და მეტი ინტერაქცია არ აქვს არავისთან“, – განმარტავს ქრისტი.

მართალია, პროსახელისუფლებო და პროპაგანდის გამავრცელებელი ანგარიშების ნაწილი რეალურ ადამიანებს ეკუთვნით, თუმცა ISFED-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი კოორდინირებული კამპანიების მასშტაბები ცხადყოფს, რომ სოციალური ქსელები დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარი არხია საქართველოში.

____

ამავე თემაზე:

ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ

 

არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები – განცხადება

დღეს, 16 აგვისტოს, 34-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ სოლიდარობის წერილი გაავრცელა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიურო, ე.წ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება.

განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ, ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

პირველ რიგში, ვაფიქსირებთ პატივისცემას პრინციპული პოზიციისადმი, არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები.

თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარ წესდებების მიხედვით  და ემსახურებით მხოლოდ ქართველ ხალხს. თქვენი მისია – ქალების, ბავშვების, მშრომელთა, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა – დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.

ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA)-ს თანახმად, თქვენი ორგანიზაციები არ ექვემდებარებიან მსგავს რეესტრში რეგისტრაციას.

ვაფასებთ თქვენს სიმამაცეს და შეუპოვრობას, რომლითაც აგრძელებთ საქმიანობას უსამართლო თავდასხმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარის პირობებში.

თქვენი შრომა აუცილებელია საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად.

თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას.

ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა.

პატივისცემითა და ურყევი სოლიდარობით“-ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც დღეს, 16 აგვისტოს გავრცელდა.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს საქართველოში მოქმედი 34 ორგანიზაცია.

  1. Europe Foundation • ევროპის ფონდი სამოქალაქო იდეა
  2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის • Civic Movement for Freedom
  3. EuroClub Kvareli • ყვარლის ევროკლუბი
  4. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
  5. საქართველოს ევროპული ორბიტა/Georgia’s European Orbit
  6. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი-Economic Policy Research Center ‒ EPRC
  7. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი / Civil Solidarity Fund
  8. სასამართლოს გუშაგი-GeorgianPrevention For Progress
  9. პრევენცია პროგრესისთვის./Prevention For Progress
  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  11. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/ Georgian Young Lawyers’ Association
  13. მწვანე ალტერნატივა/ Green Alternative
  14. უფლებები საქართველო – Rights Georgia
  15. ინფორმაციის თავისფლების განვიატარების ინსტიტუტი -IDFI
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  17. თბილისი პრაიდი –
  18. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი Tolerance and Diversity Institute (TDI)
  19. საქართველოს მომავლის აკადემია Georgia’s Future Academy
  20. მედიაომბუდსმენი Mediaombudsman
  21. Georgian Charter of Journalistic Ethics- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  22. ბათუმელები • Batumelebi.ge
  23. ნეტგაზეტი- ge
  24. პროაქტივ ჯგუფი საქართველო
  25. მედია კლუბი Media club
  26. სტუდია რე
  27. ადამიანის უფლებათა ცენტრი-HRC
  28. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  29. EECMD – აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  30. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი
  31. International Center on Conflict and Negotiation
  32. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  33. სამოქალაქო იდეა- Civic Idea
  34. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – Women’s Initiative Supporting Group

________________

მთავარი ფოტო: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო ემუქრება.

________________

ამ თემაზე:

„ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას“ – ინტერვუ NGO-ების ხელმძღვანელების პატიმრობით მუქარაზე

ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტობანზე – დაიღუპა 1 ადამიანი

ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ავარიის გამო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებულიყო იყო ავტობანზე.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის 6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა დღეს, 16 აგვისტოს მოხდა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 069 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010]
  • ტანკი – 11 112 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 135 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 31 540 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 467 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 207 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 51 342 ერთეული [+152]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 558 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 58 733 ერთეული [+137]
  • სპეცტექნიკა – 3 942 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 77 659 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 598 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 586 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 581 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 749 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ მართალია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა “დიდი პროგრესია”.

ალასკაში ორ სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ტრამპისა და პუტინის შეხვდრა, რომლის შემდეგაც პრეზიდნეტებმა განცხადებები გააკეთეს მედიასთან.  ორივეს განცხადება იყო ზოგადი, თუმცა ცხადი გახდა, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

უფრო ვრცლად: შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა დიდი პროგრესია – ტრამპი 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების“ შემწირველი სარფში მასშტაბური კომპლექსის აშენებას გეგმავს

სარფის მთაზე „ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, გურამ ჯიჯავაძის კომპანია, „გურუ ინვესტი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა განათავსონ.

მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში 7 ნაკვეთზე იგეგმება, კომპანია სამომავლოდ მათ გაერთიანებას გეგმავს. ნაკვეთების ფართობი ჯამში ერთ ჰექტარზე მეტია [10 604 კვ.მეტრი] სამშენებლო ნაკვეთები ერთი მხარეს კერძო საკუთრებას, მეორე მხარეს კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ესაზღვრება.

ტერიტორიის ზედაპირი რელიეფურია და განსხვავდება ნიშნულები, პირდაპირ ესაზღვრება მე-7 ქუჩას, ხოლო დანარჩენი მხრიდან სამეზობლო ნაკეთებია.

პროექტის მიხედვით აქ უნდა განთავსდეს საცხოვრებელი კომპლექსი: ბლოკი A, B და C მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, ბლოკი D-„რეცეფშენი“, ბლოკი E-აუზი, და 13 ერთეული ვილა.

პროექტის რენდერი

პროექტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე განთავდება 81 ავტოსადგომი, მათ შორის 4 შშმ პირისთვის იქნება განკუთვნილი. A ბლოკი-მოიცავს ერთ საპარკინგე სართულს და 5 საცხოვრებელ სართულს ტერასით. საპარკინგე პირველ სართულზე განთავსებული იქნება 14 ერთეული ავტოსადგომი და 4 სათავსო.

რენდერი

შპს „გურუ ინვესტი“ 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა და კომპანიის 100 პროცენტს გურამ ჯიჯავაძე ფლობს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია.

2020 წლიდან დღემდე მან ოცნებას 230 000 ლარი შესწირა.

 

გურამ ჯიჯავაძე არის ასევე შპს „ახალი ბათუმი ჯგუფის“ 50 პროცენტის მფლობელი, „გურუ დეველოპმენტის“, „გურუ ქონსთრაქშენისა“ და „გურუ ჰოლდინგის“ 100 პროცენტის მფლობელი.

„ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას“ – ინტერვუ NGO-ების ხელმძღვანელების პატიმრობით მუქარაზე

„ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რაც არსებობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დანარჩენს შევხედავთ, პროცესი როგორ განვითარდება,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი. მან და კიდევ 5-მა სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საქართველოში რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან წერილი მიიღო.

ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ დიქტატურის დამყარების გზაზე ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა სამოქალაქო ორგანიზაციების ლიდერების დაპატიმრება იყოს. რას აპირებენ სამოქალაქო ორგანიზაციები? – „ბათუმელები“ ლევან ნატროშვილს ესაუბრა, იგი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორია.

  • ბატონო ლევან, თქვენ და კიდევ ხუთმა ორგანიზაციამ რაჟდენ კუპრაშვილის წერილი მიიღეთ – აგენტებად რატომ არ რეგისტრირდებითო. რა არის თქვენი პასუხი?

ჩვენი პასუხი არის ის, რაც არაერთხელ გავაჟღერეთ: კანონი, რაც საქართველოში გადმოიღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ეგრეთ წოდებული FARA, არ ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებზე, რომლებსაც საკუთარი წესდება აქვთ, საკუთარი ინტერესები აქვთ და არ არიან დონორების და დამფინანსებლების ინტერესების გამტარებლები.

ასეთი ორგანიზაციები FARA-ს რეესტრში არ რეგისტრირდებიან და მათ არ ეხება ეს კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინაიდან ეს არის ამერიკული კანონის ანალოგი – ასე არის ყოველ შემთხვევაში კომუნიკაციის დროს გაჟღერებული „ქართული ოცნების“ მხრიდან – ჩვენ არ გვეხება.

მოგეხსენებათ, „სამართლიანი არჩევნები“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამოქალაქო ორგანიზაციაა – 1995 წელს დაფუძნებული. მას შემდეგ ამ ორგანიზაციამ არაერთი საქმე გააკეთა და არაერთი მხარდამჭერი ჰყოლია, არაერთი დამფინანსებელი, დონორი, პარტნიორი და ასე შემდეგ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვინმეს აგენტი ვართ და ვინმეს ინტერესებს ვატარებთ?

მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციის, თუ ფიზიკური პირების მხრიდან, არის სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი საწესდებო მიზნები, ჩვენი ამოცანები, რაც გვაქვს განსაზღვრული და რასაც ემსახურება ორგანიზაცია – ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობაა. სწორედ, აი, ამ მიზნების განხორციელებაში გვეხმარება და არავის ინსტრუქციებს არ ვასრულებთ, არავის დავალებებს არ ვასრულებთ. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ამ კანონის ინტერესის საგანი.

  • კუპრაშვილის უწყება როგორ ასაბუთებს, რომ თქვენ გაქვთ ვალდებულება, დარეგისტრირდეთ აგენტებად

წერილში პირდაპირ არ წერია, რომ ჩვენ ვარღვევთ კანონს, მაგრამ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ასე ფიქრობენ – წერილი ისეა ფორმულირებული, რომ მათ გარკვეული ინფორმაცია მოაქვთ მაგალითად და ამბობენ, რომ შეიძლება თქვენ გიწევდეთ ამ რეესტრში დარეგისტრირება და გვთხოვენ განმარტებას: რატომ არ დავრეგისტრირდით აქამდე ამ რეესტრში.

წერილში მოყვანილია, რომ მათ შეისწავლეს ჩვენი ვებგვერდი, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც პირველი წერილის პასუხად მივაწოდეთ, შეისწავლეს ჩვენი დაფინანსების წყაროები და ამბობენ, რომ შეიძლება ჩვენ გვიწევდეს ამ რეესტრში დარეგისტრირება.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროში მიიჩნევენ, რომ გვიწევს ცალსახად დარეგისტრირება, მაგრამ ამას ვნახავთ კომუნიკაციის შედეგად, როდესაც ჩვენ უკვე მივწერთ წერილს და განმარტებებსაც მივაწვდით. მერე შევხედავთ, რა გადაწყვეტილებას და რა ნაბიჯებს გადადგამს ბიურო.

  • რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო გემუქრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით. ელოდებით, რომ შესაძლოა დაიწყოს სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაპატიმრება?

სამწუხაროდ. არაფერი გამორიცხული არ არის. ამ წერილშიც მითითებულია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, თუკი გიწევს დარეგისტრირება და არ რეგისტრირდები.

ვიცით ეს კანონები, მათ შორის ე.წ. FARA რა მიზნით იქნა მიღებული, მის მიღების წინა პერიპეტიები რა იყო და როგორი ნარატივები ვრცელდებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, – რომ მათ სურდათ ფაქტობრივად სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურება.

ვიცით, რომ ეს კანონები სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული. ველოდებით, ცხადია, რომ შეიძლება დაიწყოს ამ კანონის აქტიური გამოყენება კონკრეტული ჯგუფების მიმართ, ვინ არასასურველ პირებს წარმოადგენს „ოცნებისთვის“. ეს ორგანიზაციები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მმართველი პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის…

ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, საკუთარ საქმეს აკეთებენ და ხშირად შეიძლება კრიტიკაც ისმოდეს მათი მხრიდან. ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ პარტიებმა, ხელისუფლებამ, იმ მხარემ, ვისაც აქვს პოლიტიკური ხელისუფლება, უნდა მიიღოს ეს კრიტიკა, გაითვალისწინოს, რაღაც არ გაითვალისწინოს, მაგრამ ასეთი პირების და ორგანიზაციების დევნა სრულიად მიუღებელი, არადემოკრატიული პრაქტიკაა.

ეს პროცესი მიუთითებს, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანა ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის. რასაც ვხედავთ, ეს ავტორიტარული მმართველობა სულ უფრო მეტად კონსოლიდირებული ხდება – სულ უფრო მეტი სტანდარტი ირღვევა ადამიანის უფლებების, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით.

  • რას აპირებთხლა, როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

შემდეგ კვირაში ჩვენ მივწერთ წერილს ანტიკორუფციულ ბიუროს, რადგანაც ითხოვენ, რომ განმარტებები მივაწოდოთ. ჩვენ მივაწვდით ჩვენს პოზიციას, რაც არის ამ კანონთან დაკავშირებით – გვიწევს თუ არ გვიწევს რეგისტრაცია.

ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რაც არსებობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დანარჩენს შევხედავთ, პროცესი როგორ განვითარდება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

  • თქვენი ორგანიზაციაც ამ ეტაპზე არ იღებს დაფინანსებას რომელიმე უცხო ქვეყნიდან?

ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ იღებს ორგანიზაცია დაფინანსებას, მაგრამ დაფინანსების მიღება არ ნიშნავს, რომ შენი დონორის აგენტი ხარ და მის ინტერესებს ატარებ, ხომ?

ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც რაღაც ორგანიზაციას, ან თუნდაც ფიზიკურ პირს აქვს გარკვეული მიზნები და კარგი საქმის გაკეთება სურს უანგაროდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უსასყიდლოდ ვაწვდით ამ სერვისს ჩვენს ქვეყანას. ამისთვის კი, არის შესაძლებელი ფონდების მოძიება, შემოწირულობები, არსებობენ სპეციალური, საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათგან ვიზიდავთ დაფინანსებას და ეს ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაციისთვის, როდესაც იგი ცდილობს, მოიძიოს მხარდამჭერები, პარტნიორები გარკვეული კარგი საქმის გასაკეთებლად.

ჩვენც ამ კატეგორიაში გავდივართ. ის კანონი, რაზეც არის საუბარი, საერთოდ სხვა კატეგორიაა – სადაც მოქმედებს ასეთი კანონები, იქ არის ძალიან ცხადი, პირდაპირი კავშირი შემკვეთსა და შემსრულებელს შორის. დონორი იქნება თუ პრინციპალს რასაც ეძახიან, მან დავალება უნდა მისცეს კონკრეტულ პირს, ამისთვის შეიძლება თანხა გადაიხადოს ან არ გადაიხადოს და ისე მისცეს დავალება და მისი, ანუ პრინციპალის ინტერესებით მოქმედებდეს ეს პირი.

ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ჩვენ დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ და ვერავინ გვეტყვის, რა როგორ უნდა გავაკეთოთ. რეპუტაცია აქვს ორგანიზაციას, მას ქველმოქმედების მიზნით ბევრი ორგანიზაცია ეხმარება და ეს სულ სხვა სამართლებრივი რეალობაა.

  • ხედავთ შანსს, რომ დღეს სასამართლოს თქვენ ამ პოზიციას გაიზიარებს?

არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი, რომ სასამართლოში ამის დამტკიცება შესაძლებელია – სასამართლოც, სხვა სახელმწიფო უწყებების მსგავსად, სამწუხაროდ, არის მიტაცებული და პოლიტიზებული. სასამართლო ხშირად ასრულებს მმართველი პარტიის დაკვეთებს. შესაბამისად, დიდი იმედი ამ მიმართულებით არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, სხვა არაფერი არ დაგვრჩენია რეალურად. ვაპირებთ, რომ გავყვეთ ამ პროცესს ბოლომდე!

  • საზოგადოებას რას ეტყოდით: რას კარგავთ ახლა, როცა სამოქალაქო ორგანიზაციებს დაპატიმრებით ემუქრება ივანიშვილის რეჟიმი?

მგონი, უკვე ყველა თვალსაჩინოდ ხედავს, რომ ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის. ასე იწყებოდა ყველა სხვა, დღეს უკვე ავტორიტარულ ქვეყანაში თავისუფლებების შეზღუდვა, სივრცეების შეზღუდვა, რამაც საბოლოო ჯამში, დიქტატორული რეჟიმები ჩამოაყალიბა. დიქტატურა რომ კარგი არ არის, მგონი, საქართველოს მოქალაქისთვის ამის ახსნა-განმარტება ზედმეტია, ხომ?

ბევრი ადამიანი, ვინც ახლაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, საბჭოთა კავშირს მოსწრებია და იცის რა არის, თუ თვითონ არ იცხოვრა, მონაყოლი ექნება, ან ფილმები ექნებათ ნანახი… როგორც წესი, თუ გინდა, რომ დიდი კეთილდღეობა გქონდეს, ელემენტარულად კარგი განათლება გქონდეს, ჯანდაცვა და ასე შემდეგ, შენი შვილები იზრდებოდნენ ნორმალურ ქვეყანაში, დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს.

თუ იქნება დიქტატურა, ის კეთილდღეობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და უსაფრთხოების რისკებს გააჩენს ადამიანებისთვის, არ იქნება უსაფრთხო ცხოვრება და თავისუფლება. ვიცით, რომ ასეთი ქვეყანა ცუდია და ამ მიმართულებით მიდის ჩვენი ქვეყანა.

დღეს ერთს მიადგებიან, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს და საბოლოო ჯამში გამოვა ისე, რომ საქართველო დაემსგავსება ზოგიერთ მეზობელ ქვეყანას, სადაც აღარ არის დემოკრატიის არანაირი ჩანასახი. ცხადია, ეს ყველასთვის ცუდი იქნება.

„სანამ ბიძინა გაიქცევა…“ – ზურა გირჩი ჯაფარიძის წერილი ციხიდან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილით, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, ზურა ჯაფარიძე წერს, რა მოლოდინი აქვს საქართველოში მიმდინარე პროტესტთან და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.

„ბათუმელები“ თითქმის სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ მის წერილს.

„მოვყვები რას ველოდები. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ყველაფერი. მე არ ვიცი ზუსტად როდის ჩამოიშლება ეს ბოროტი ცირკი, უბრალოდ მოვყვები ჩემი აზრით საით მიდის პროცესი.
რა დაემართება ქვეყანას:

შენგენთან უვიზო მიმოსვლას (ევროკავშირთან უვიზოს რასაც ვეძახით) დავკარგავთ. ტყუილი ილუზიები არ უნდა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით.

რასაც ახლა აკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არის ის, რაც ჩვენ ვთხოვეთ (არ ვიცი ამაზე რატომ არავინ საუბრობს აქეთ მხრიდან). როდესაც ამ თემაზე დაიწყო სერიოზულად საუბარი ევროპელების მხრიდან, ჩვენი თხოვნა იყო, რომ ერთბაშად არ გაეუქმებინათ, ჯერ დაეყენებინათ პირობები და მოეცათ ვადა, შემდეგ აემოქმედებინათ შეჩერების (და არა გაუქმების) მექანიზმი და კიდევ მოეცათ ვადა, და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება უვიზოს გაუქმებაზე. მე რასაც ვუყურებ, ამ სცენარით მიდიან, ოღონდ პირობები დააყენეს ცოტა არაადეკვატური არსებული რეალობისთვის.

მაღალი ალბათობით, ასევე დავკარგავთ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან, თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელია (არ ვიცი), შეაჩერებენ ასოცირების შეთანხმებასაც.

საქართველოში ფულს აღარ ჩადებს არავინ. ინვესტიციები ისედაც აღარ შემოდის და ეს ტენდენცია გაგრძელდება. სულ უფრო ნაკლები ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში (რატომ უნდა ჩადოს მსოფლიო ბანკმა ან EBRD-მა ან ნებისმიერმა სხვამ ფული ქვეყანაში, რომელიც სწრაფი ტემპით ყალიბდება ჩიხად?) სულ უფრო გართულდება გარეთ ვალის აღება და ის, რის აღებასაც მოახერხებს რეჟიმი, იქნება სულ უფრო ძვირი ფული. ეს ყველაფერი უკვე ჩანს, თუმცა თუ ჯერჯერობით რეჟიმი ახერხებს ამ პრობლემების კომპენსირებას სხვადასხვა გზებით, მალე ვეღარ შეძლებს. შედეგი იქნება ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, რასაც ყველა იგრძნობს.

ის, რომ ჩინეთიდან, არაბეთიდან ან კიდევ საიდანმე „მოიტანენ“ ფულს – ზღაპარია. რატომ უნდა ჩადონ ან ჩინელებმა, ან არაბებმა, ან ვინც გინდა იმან ფული ჩიხში? ამ ქვეყნის მიმზიდველობის მთავარი ატრიბუტი ის იყო, რომ აქედან უკავშირდები დასავლეთს, რომელთანაც მათ შორის, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. როცა ეს ქვეყანა სრულად იზოლირებულია დასავლეთისგან, დე-ფაქტო მმართველი დასანქცირებულია აშშ-ს მიერ და მაღალი ალბათობით, სხვა ქვეყნის სანქციებიც მოხვდება, ხოლო ფორმალურ უმაღლეს თანამდებობის პირებს ისევ &ლეებად თვლიან, რადგან ხელს არ ართმევს არავინ რუსეთის ღია სატელიტების გარდა, აქ ფულს რატომ ჩადებენ? ახლა მითუმეტეს, ზანგეზურზე სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ.

მაქსიმალურად ცივი გონებით ვცდილობ შევხედო ამ მოცემულობას და ვერ ვხვდები, ამ სპირალიდან როგორ შეიძლება ამოძვრენა. *რაკში არიან, ჩემი აზრით.

რა დაემართება წინააღმდეგობას?

იმ ხალხსაც კი, ვინც შარშან ნოემბერ-დეკემბერში მიმტკიცებდა, „ნუ რამდენ ხანს გაგრძელდება? დაიღლებიან და წავლენ სახლში“-ს, აღარ სჯერათ რომ წინააღმდეგობა შეწყდება, სანამ ეს რეჟიმი ხელისუფლებაშია.

მე არ ვიცი რა სახეს და ფორმებს მიიღებს ეს ბრძოლა. ალბათ არც არავინ იცის, რადგან ყოველი ასეთი დაპირისპირება ბოროტებასთან უნიკალურია ბევრი თვალსაზრისით.

მაგრამ ვიცი, რომ ბრაზი რომელიც ადამიანებშია, არსად წასულა და არსად წავა, კავშირები, კონტაქტები, მეგობრობები, რომლებიც ჩამოყალიბდა ბოლო თვეებში, არსად გაქრება, განცდა, რომ ყველა ერთ ნავში ვართ და ამ ნავის გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ გაძლიერდება.

ასევე ჩანს, რომ რეჟიმის პროპაგანდა აღარ მუშაობს და „იმედი-პოსტივის“ ბაბლს მიღმა. თან უკვე კაი ხანია, მეტიც, ამჟამინდელი პროპაგანდა აღარც არის გათვლილი იმაზე, რომ ქოცური ბაბლის მიღმა ვინმე რამეში დაარწმუნოს. ამ პროპაგანდის მიზანი მხოლოდ არსებული ბაბლის შენარჩუნებაა. რაც მთავარია, 4-წლიანმა პროპაგანდამ და ამ საქმეში ასობით მილიონის დახარჯვამ ვერ დააჯერა უმრავლესობა, რომ გროზნო სჯობს ჰაიდელბერგს.

მე მგონია, რომ ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ იმას, თუ რას ნიშნავს, რომ ასამდე ადამიანი დაიჭირეს, დააშინეს, ათას რამეს დაპირდნენ, მრავალი წლით ციხეში უშვებენ, და არც ერთი (არცერთი!) არ გატყდა.

მე ზოგადად მჯერა, რომ ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა ცალკეული ადამიანების მხრიდან ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმაა.

ნებისმიერ ფასად, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა დააჯეროს რეჟიმმა ვინმე, რომ ეს წინააღმდეგობა გარედანაა დაფინანსებული, როდესაც 19-20 წლის ბიჭები ჯიუტად იცავენ საკუთარ სიმართლეს, უარს ამბობენ ე.წ შეწყალებაზე და რამდენიმე წლით მიდიან ციხეში?

ან მზია ამაღლობელმა რაც გააკეთა, ადამიანების 99% ისე კვდება, რომ ეგეთ რამეს, ეგეთ ქცევას ასეთ რეალობაში, მარტო ფილმში თუ ნახავს ან წიგნში თუ წაიკითხავს. ჩვენ ლაივში ვუყურეთ, დაკავებიდან მისჯამდე, თავიდან ბოლომდე.

არავინ ელის რომ ცხოვრებაში მოუწევს ასეთ უსამართლობასთან პირისპირ შეჯახება და, შემდეგ, თვეების განმავლობაში ინკვიზიციის წინაშე საჯაროდ დგომა. არავინ იცის, როგორ მოიქცევა ასეთ დროს წინასწარ.

და ჩვენ ვუყურეთ ადამიანს, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სანამ იძულებით ჰყავდათ სცენაზე გამოყვანილი, გიჩენდა განცდას, რომ შეგიძლია გაჩერდე, დაისვენო, ცოტა ხანი მშვიდად იყო, იმიტომ, რომ ის იბრძვის, იბრძვის შენს ნაცვლად და ყველას ნაცვლადაც. და შენ, რაც არ უნდა გააკეთო, მხოლოდ უმნიშვნელო ფაფხური იქნება იმასთან შედარებით, რასაც ეს ადამიანი აკეთებს.

ასეთი რეჟიმები მნიშვნელოვანწილად დგას იმაზე, რომ უნდა გატეხოს წინააღმდეგობა, უნდა გატეხოს კონკრეტული ადამიანები, და ეს უნდა ანახოს ყველას, რომ არავინ გაბედოს წინააღმდეგობის გაწევა. როცა რეჟიმი ამას ვერ ახერხებს, ამას აქვს პირიქით შედეგი – ადამიანებში ჩნდება და ძლიერდება რწმენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და რომ რეჟიმი დამარცხებადია.

მე მგონია, რომ ეს რწმენა უკვე ძლიერდება და ეს პირველ რიგში პოლიტპატიმრების დამსახურებაა.

და ბოლოს, რა დაემართება რეჟიმს?

იზოლაცია გაგრძელდება. არცერთი თავმოყვარე ქვეყნის ლიდერი ამათთან საქმეს არ დაიჭერს. პოლიტიკური იზოლაცია სულ უფრო მეტად გადავა ეკონომიკურ იზოლაციაში. ამათ მოუწევთ ისევ მათხოვრებივით ყველა უცნაურ საერთაშორისო ფორუმებზე სიარული და იქ უცნაურ ხალხთან ფოტოების გადაღება, რომ აჩვენონ თავიანთ ბაბლს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და სულ არ თვლიან *ლეებად სამყაროს ცივილიზებულ ნაწილში.

სანქციების რაოდენობაც მოიმატებს მაღალი ალბათობით. სულ რომ ანგელოზებივით მოიქცნენ, ისეთები აქვთ ნაკეთები, რომ ჯერ ყველას არ მიუღია საკადრისი პასუხი.

წინ წამოვლენ სულ უფრო უწიგნური, უტვინო და უსინდისო პერსონაჟები. არავინ ნორმალური, ვისაც აზროვნება და სინდისი შერჩენია, ამ რეჟიმს აღარ გაეკარება. ეს უკვე ჩანს.

ისედაც ხომ საშუალო გაქანების, მშიშარა, დაკომპლექსებულ სირებს ჩააბარეს ყველაფერი, რომელთაც ცხოვრებაში არასოდეს არაფრისთვის უბრძოლიათ, რადგან ამის ადგილი არ ჰქონდათ. მაგრამ ახლა რა ხალხშიც გამოდგეს და ბრიფინგებს ატარებინებენ, მაინც სხვა სიმაღლეა, მარტო მესიჯბოქსის წაკითხვა და გამეორება შეუძლიათ. საბჭოთა კალკულატორივით არიან პროცესორის ამბავში.

ამ ხალხს ამ ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო გაურთულდება. კი, სახლები, აგარაკები და მანქანები ექნებათ, მაგრამ ქუჩაში გავლა უკვე პრობლემაა მათთვის. რამდენიც არ უნდა აჯარიმონ მონის დაძახებისთვის ხალხი, დისკომფორტს ვერ გაექცევიან და ვერ დაემალებიან, ვერც თვითონ და ვერც მათი ოჯახის წევრები. ეს იციან. ამიტომ დადიან 7-8 კაციანი დაცვებით.

რეჟიმი გახდება სულ უფრო იზოლირებული ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან და ამას ვერ დააკომპენსირებს გამგებლების კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან. მეტიც, ის გახდება გაცილებით პარანოიდული.

ჟანრის კანონია. ამის ნიშნებიც ჩანს უკვე. შინაურების და ყოფილი შინაურების ჭამა გაგრძელდება და უფრო ინტენსიურიც გახდება. მანდ დაიწყებს რეჟიმი ნაკერებზე რღვევას.

ამ სისტემის შენახვა დროთა განმავლობაში დაჯდება სულ უფრო ძვირი. ესეც გარდაუვალია. ეს ფული საიდანღაც უნდა მოიტანონ. მე მგონია, რომ გაუჭირდებათ. ჯერჯერობით რომ ახერხებენ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რაღაც ბალიში ჰქონდათ და/ან გარემოებებმა შეუწყო ხელი. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

რეჟიმის შენახვა არ არის იაფი საქმე ზოგადად. საქართველოსნაირი ქვეყნის გარუსება კი ძალიან ძვირი საქმეა. უბრალოდ ისტორია უნდა იცოდე.

ესაა რასაც მე ველოდები. რაღაცებში შეიძლება ავცდე, რაღაცები შეიძლება განსხვავებულად მოხდეს, მაგრამ ჯამში ტენდენციები ასეთი იქნება. სადამდე მივალთ მანამ, სანამ ბიძინა გაიქცევა (მაქეთ მიჰყავს თვითონ) არ ვიცი, მაგრამ სადღაც რომ გავწყვეტთ და დავუბრუნდებით ნორმალურობას მაგაში ეჭვი არასოდეს შემპარვია.

არ გარუსდება ეს ქვეყანა!

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“ – წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე.

ზურა ჯაფარიძე „ოცნებამ“ 22 მაისს დააკავა, ისევე როგორც სხვა არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არმონაწილეობის გამო. მას 7-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ბებიამ საბერძნეთში ავტობუსის საბარგულით შეაღწია, არ მინდა იმ დროში დავბრუნდეთ – მასწავლებელი

„როცა ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, სულ მახსენდება ბებია, რომელმაც ჯოჯოხეთური გზა გაიარა იქ მოსახვედრად. საბერძნეთის საზღვარი ჩუმად, ავტობუსის საბარგულში ჩამწყვდეულმა გადაკვეთა და ასე იარა რამდენიმე საათი. არ მინდა, რომ აქ დავბრუნდეთ“ – ამბობს შალვა მინდაძე, თბილისის 70-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

„ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოსალოდნელ საფრთხეებზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ესაუბრა.

„მე დღეს ჩამოვედი ევროპიდან, კონფერენციაზე ვიყავი და მქონდა მოგზაურობის დროც. ძალიან ბევრი მუზეუმი, ციხესიმაგრე მოვინახულე და ჩემთვის, როგორც ისტორიის მასწავლებლისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა იქნება ევროპაში მარტივად მოგზაურობის შესაძლებლობის დაკარგვა.

ქვეყნისთვისაც პრივილეგიაა უვიზო მიმოსვლა. თუნდაც ტურიზმის ან ოჯახის წევრების მონახულების მიზნით, ასევე საქმიანი მიზნებისთვის.

თუმცა, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიზალიბერალიზაცია არის პოლიტიკური მნიშვნელობის, სამართლებრივი ნდობა, პირველ რიგში ევროკავშირის მხრიდან, ერთგვარი სიგნალია, რომ ქვეყანა მიჩნეულია საიმედო პარტნიორად და ფაქტობრივად, ეს ქრება. ეს არის მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისადმი ვალდებულებებთან და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ქვეყანა აღარ ვართ.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დარღვევა, მიგრაციის კონტროლის გაუარესება და ასე შემდეგ. უვიზოს დაკარგვით დაგვიმძიმდება არა მხოლოდ მგზავრობის პირობები, ეს იქნება ქვეყნის უკუსვლის სიმბოლოც, რომელიც რაღაც იმედებს ჩაუკლავს ჩვენს მოქალაქეებსაც.

მსოფლიოსთვის კი ეს იქნება ნათელი მესიჯი, რომ ჩვენ უკვე ავტოკრატიული ქვეყანა ვართ.

როცა ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, სულ მახსენდება ბებია, რომელმაც ჯოჯოხეთური გზა გაიარა იქ მოსახვედრად. 16 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა. საზღვარი ჩუმად, ავტობუსის საბარგულში ჩამწყვდეულმა გადაკვეთა და ასე იარა რამდენიმე საათი. არ მინდა, რომ აქ დავბრუნდეთ“ – ამბობს შალვა მინდაძე.

მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ბოლშევიკურ პოლიტიკას ატარებს და მათი პრემიერ-მინისტრიც ამ სისტემის მსახურებს აგონებს.

„ირაკლი კობახიძეს მამია ორახელაშვილს ვადარებ ხოლმე, რომელიც იმავეს ამბობდა 1921 წელს, რომ ჩვენ „აგენტების“ ხელით ვებრძოდით რუს ბოლშევიკებს.

ის ამბობდა, რომ „ამდენი ადამიანი უმოწყალოდ, უმიზეზოდ შეეწირა ქვეყანას და ქვეყნის დამოუკიდებლობას“ და ამდენი ხნის შემდეგ, ირაკლი კობახიძემაც ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა, რაც ჩემთვის ღალატის ანატომიაა. იმდენად ცხადი და ღიაა, რომ ყველგან, ყველა პლატფორმაზე ვყვირი.

სამწუხაროდ, ჩვენ მოსახლეობაში ძირეული პრობლემაა განათლების დაბალი დონე და მოსახლეობა ადვილად ექცევა ე. წ. ხელისუფლების პროპაგანდის ქვეშ, „ხელისუფლების“, რომელიც არ ასრულებს მოქალაქეების ნებას, არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და როცა ვხედავ, მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები რუსული სისტემით როგორ იმართება, ჩემთვის ეს არის დღისა და ღამის არევა, ვერ დაძინება იმაზე ფიქრით, რომ ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ლამის 30%-ი აქვს უკვე ოკუპირებული, აღწევს სახელმწიფო ინსტიტუციებშიც“- ამბობს შალვა მინდაძე.

მისი აზრით, ევროპისგან დაშორება იწვევს ღირებულებების აღრევას საგანმანათლებლო სისტემაშიც:

„თუ აქამდე სკოლებშიც ვასწავლიდით, რომ კარგი სწავლით გახდები წარმატებული, იქნები რეალიზებული და გექნება ახალი შესაძლებლობები, ახლა ეუბნებიან, რომ თურმე ამდენი წელი გატყუებდით, რომ თურმე ევროპა დემოკრატია კი არა რაღაც სიბინძურეა, იქ გაგრყვნიან, მონად გაქცევენ და ეს არის სრული სიგიჟე.

თუმცა მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა იმდენად დაბალია, რომ ვიღაცების ინტერესები, სამწუხაროდ, მაინც კუჭზე გადის… „კაცია ადამიანი?!“ ყოველთვის აქტუალურია, ყველა რეალობაში.

ეს ვითომ ხელფასების მატება მასწავლებლებისთვისაც იქითკენ არის მიმართული, რომ აგრძნობინონ „ნაჭამი ხარ, ნასვამი ხარ და მეტი აღარ გჭირდება“. მოგზაურობა გინდა? წახვალ აგერ რუსეთში ან სხვაგან, სადაც გვექნება უვიზო. ფაქტობრივად ღირსება დავკარგეთ, რადგან ღირსებადაკარგული ერი რომ არ ვიყოთ, დღეს ეს რეალობა ნამდვილად არ გვექნებოდა.

ილია ამბობდა, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ მაშინ ფეთქდება, როცა ერი სიკვდილის პირას არისო და რეალურად, ჩვენ დღესაც ვხედავთ სიკვდილს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, ყველა იდეის, ყველა სულიერი თუ პრაქტიკული ნაწილის კვდომას ქვეყანაში და თუ ჩვენ მართლა „ფენიქსის“ ერი ვართ და ეს არ არის მხოლოდ სადღეგრძელო, მაშინ უნდა შევძლოთ აფეთქება“ – ამბობს შალვა მინდაძე.

მისი თქმით, ევროპისგან დაშორებული სკოლა და განათლების სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდება საბჭოთა სკოლას.

„გვეყოლება ჩაკეტილი, იზოლირებული სასკოლო საზოგადოება, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს იმ დოზით და იმ დონის განათლებას, რომელიც მხოლოდ ყოფით ინტერესებს დაუკმაყოფილებს.

მივიღებთ თვითცენზურას, პროპაგანდას, შიშზე დამყარებულ სისტემას და ვეღარ ვიქნებით ლაღი და თავისუფალი. უფრო პირქუშები გავხდებით და ჩვენი სკოლები, სადაც კლასებს ჯერ კიდევ შეშის ღუმელებით ათბობენ, კიდევ უფრო ცივი გახდება.

კორუფციის მწვერვალებზე ვართ უკვე. სულ რაღაც 10-15 სკოლა გავარემონტეთ და მერე ალბათ ესეც აღარ იქნება. ასე იცის რუსეთზე დამოკიდებულებამ და ეს არ არის უბრალოდ საგარეო პოლიტიკის არჩევანი, ეს ნიშნავს წარსულის გამეორებას.

ისიც კი მოვისმინე, რომ ჩვენ გვჭირდება „გეორგიევსკის ტრაქტატი 2“ და ამაზე მშვიდობის სახელით საუბრობენ, მაგრამ გულისხმობენ მორჩილებას, რადგან ეს არაა მშვიდობა, ესაა მშვიდობის ილუზია.

მაშინ საერთოდ რა საჭიროა სიცოცხლე, თუ მონობაში უნდა გავატაროთ. ნამდვილი მშვიდობა იქ არის, სადაც ადამიანი თავისუფალია, ბავშვი იზრდება კრიტიკულად მოაზროვნე და არა მორჩილებაში. ეს ყველაფერი დაიკარგება ევროპის დაკარგვით.

სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს სტალინის მადიდებელი საზოგადოება. მასწავლებლების 20%-ი სტალინს, ჰიტლერს ადიდებს და ეს ხალხი ჯერ კიდევ სკოლებშია.

რა ერთობაზეა საუბარი, როცა პატიმარი მასწავლებელი გვყავს და ერთი საჯარო მხარდაჭერის პოსტი არ დაუდია არავის.

მათი შემხედველი ვამბობ ხოლმე, – „მასწავლებელი კვდება“ და ამის გამოც ძალიან მიბრაზდებიან. ეს საბჭოთა, მონური სული სამწუხაროდ ისევ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ, თუ მასწავლებელი ბოლომდე მოკვდება, ეს ქვეყანაც მოკვდება.

უბრალოდ იმის იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნის ახალგაზრდობაში მოვასწარით კრიტიკული აზროვნების ჩადება და არ ვართ ასეთი ნაწილი ძალიან ცოტა. სადღაც 500 ათასი მაინც ხომ ვართ და ვერ ვიქნებით ასე მარტივად გასაქრობი. პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების იმედი მაქვს, მათი ვინც გაიზარდა სწორ ღირებულებებზე და ეს ღირებულებები ასე მარტივად ვერ შეიცვლება“ – ამბობს შალვა მინდაძე.

________________

ამ თემაზე:

რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი

ბათუმისთვის ახალ ავტობუსებს ყიდულობენ – ტენდერში მონაწილეობა 10 ათასი ლარი ღირს

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოსაცხადებელ ტენდერში დაინტერესებულ პირს თუ მონაწილეობის მიღება სურს, წინადადების წარდგენისთვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 12 აგვისტოს მიიღო.

ბათუმისთვის 18 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. ავტობუსების შესაძენად კი, ქალაქის [2025-2027 წლების] ბიუჯეტებიდან, მერიის ახლანდელი გათვლებით, ჯამში 11 702 456 ლარი გამოიყოფა.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, კონკურსის ან ტენდერის შემთხვევაში წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით. ამავე კანონით, საქართველოს მთავრობას შეუძლია კონსოლიდირებულ ტენდერში განსხვავებული საფასურიც დაადგინოს.

ამ შემთხვევაში საფასური 10 ათასი ლარის ოდენობით დაადგინეს.

„შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ განკუთვნილი M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების 2025 – 2027 წლების კონსოლიდირებულ ტენდერ(ებ)ში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის საფასური განისაზღვროს 10 000 ლარის ოდენობით“ – წერია მთავრობის განკარგულებაში.

ამასთან „იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე შესყიდვის ობიექტზე განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 1 000 ლარის ოდენობით.“

ამავე განკარგულებით უნდა შეიქმნას სატენდერო კომისია, რომელშიც შევლენ: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე [სატენდერო კომისიის თავმჯდომარე], საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე [სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეები], ასევე იუსტიციის, ფინანსთა, თავდაცვის, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, განათლების მინისტრების მოადგილეები და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე – როგორც სატენდერო კომისიის წევრები.

საბოლოოდ, როცა როცა სატენდერო კომისია კონსოლიდირებულ ტენდერს გამოაცხადებს და გამოავლენს გამარჯვებულს, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ამ გამარჯვებულისგან შეისყიდის ავტობუსებს.

„ოცნების“ ხელისუფლება 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გეგმავს.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კი ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. 261 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში ახალი არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

„ოცნების“ ხელისუფლებამ 4 ოქტომბერს არჩევნები უკვე ჩანიშნა. არჩევნების დღემდე დაახლოებით 2 თვით ადრე ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაზარდა, რაც საკრებულომ უპრობლემოდ დაამტკიცა.

სწორედ ამ ცვლილების დროს შეიტანეს ახალი ავტობუსების შესაძენად საჭირო 4 მილიონ 681 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტში [დანარჩენი თანხა შემდგომი წლების [2026-2027 წწ] ბიუჯეტებში უნდა გაიწეროს.

ფაქტია, ახალი ავტობუსების შეძენას 2025 წელს ქალაქის მერია არ გეგმავდა [არც შესაბამისი თანხა ჰქონდა], თუმცა, 4 ოქტომბრამდე ორი თვით ადრე თანხაც „გამონახეს“ და ბიუჯეტში ცვლილებაც „ჩაწერეს“, შესაბამისად, ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცედურებს, როგორც ჩანს, არჩევნებამდე დაიწყებენ.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის მერია ავტობუსებს კიდევ იყიდის – პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია

 

ბათუმის 9 ქუჩაზე წყალმომარაგება 22:00 საათამდე შეწყდა

დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს: ბაგრატიონის ქუჩაზე ნაწილობრივ, პუშკინის, სულაბერიძის, მთისძირის, შავშეთის, ქედის, სოხუმის, ანდრონიკაშვილისა და ქობულეთის ქუჩებზე.

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.

მათივე ცნობით, წყალმომარაგება შეწყდება 22:00 საათამდე.

„ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს“ – დავით ხომერიკი

დღეს, 15 აგვისტოს, 26 წლის მუსიკოსი, სინდისის პატიმარი, დავით ხომერიკი საბოლოო სიტყვით წარდგა სასამართლოს წინაშე.

პროკურატურა დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18/229-ე მ მუხლების დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის, ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას“.  გამოძიების ვერსიით, მას ჩანთაში უპოვეს ბოთლები, აალებდი ნივთიერება და სხვა ნივთები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამზადებისთვისაა საჭირო. დავით ხომერიკი ბრალს არ აღირებს.

„პირველ რიგში, თედოს [თედო აბრამოვი, სინდისის პატიმარი, რომელიც დღეს, 15 აგვისტოს სასამართლომ უდანაშაულოს ცნო] ამბავი ძალიან გამიხარდა. ვულოცავ მას თავისუფლებას. ახლა, ალბათ, ის ყველაზე თავისუფალი ადამიანია”, – ასე დაიწყო დავით ხომერიკმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმა და სასამართლო დარბაზს აჩვენა სამაჯური, რომელიც მას თედო აბრამოვმა აჩუქა.

დავით ხომერიკმა მოსამართლეს წინასწარ დაწერილი სიტყვის წაკითხვის ნებართვა სთხოვა.

„ბათუმელები“ გთავაზობთ დავით ხომერიკის დასკვნით სიტყვას შემოკლებით [სრული სიტყვის ჩაწერას ჟურნალისტები სასამართლო დარბაზში, ძირითადად, ვერ ახერხებენ, რადგან, „ოცნების“ გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზებში ვიდეო/აუდიო/ფოტო მასალის მომზადება აიკრძალა].

„სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა ყველა, სადაც სიმართლე ყველა დაგვავიწყდა, ხოლო სამართალი კიდევ უფრო რთული და ძნელად საპოვნელი გახდა.

ჩვენ დიდი ხანია, რაც ამ ბრძოლაში ჩავებით ჩვენი საერთო სატკივრისა და ღირებულებების გამო, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ვიცხოვროთ ისეთ სამართლიან, მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია იმსახურებს.

ერთადერთი გზა კი ამ ყველაფრის მისაღწევად, ეკლიანი გზის გავლაა…

დიახ, ეს ზუსტად ის მიზეზებია, რის გამოც ჩვენ დღეს ციხეში ვართ და ვერ გაგვიგია, თუ რატომ უნდა იჩაგრებოდნენ ადამიანები იმის გამო, რომ მათ უბრალოდ ხმა ამოიღეს და პროტესტი გამოხატეს ძალადობისა და უსამართლობის მიმართ.

მე ბავშვობიდან ქრისტიანულ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც ყოველთვის მასწავლიდნენ სიყვარულს, სიკეთესა და ერთმანეთის პატივისცემას და მე დღემდე არ გადამიხვევია ამ მცნებებისათვის.

ამაში უკეთ გასარკვევად მე მუსიკა დამეხმარა.

სწორედ მუსიკა და ხელოვნება აღმოჩნდა ჩემთვის მთავარი რამ, რითაც შემეძლო ჩემი ტკივილი და პროტესტი გამომეხატა. და ახლაც მჯერა, რომ მუსიკა მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.

….რაც შეეხება ჩემს პროტესტს – ამას ყოველთვის მშვიდობიანად გამოვხატავდი, ისე, როგორც შემეძლო. ყველაზე ხშირად კი ამას ჩემი მუსიკითა და სიმღერით ვაკეთებდი, საჯარო, სიტყვით გამოსვლები არასდროს მიყვარდა.

თუმცა, ხანდახან არის მომენტები, როდესაც სიჩუმე დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება უფრო მეტად დაგვაზიანოს.

ყველაფერი სწორედ 20 ივნისს, ეგრეთ წოდებული „გავრილოვის ღამით“ დაიწყო, როცა ხალხი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა ჩვენს ქვეყანაში.

იმ აქციების დროს, მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები აქციაზე შეკრებულ ხალხს სასტიკად და ძალადობრივად გაუსწორდნენ. ამ ჯალათური  დარბევების დროს დაზიანდნენ აქციაზე მყოფი ჩემი მეგობრებიც, რომლებსაც სახის არეში ძალოვანი ჯგუფების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდათ, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე.

20 ივნისის შემდეგ აქციები თითქმის აღარ შეჩერებულა და რუსთაველის გამზირი ნამდვილ ომის ველად იქცა. იქ ყოფნისას ყოველთვის იმის განცდა მრჩებოდა, რომ საიდანღაც ისევ რეზინის ტყვიებს გაისვრიდნენ. …სამწუხაროდ, ამ უბედურების მთავარი გამომწვევი და პროვოკატორი ჩვენივე ქვეყნის მმართველი ხელისუფლებაა, რომელმაც არაერთხელ ძალადობრივი გზა აირჩია თავისივე ხალხის წინააღმდეგ.

მათ ეშინიათ ჩვენი ერთიანობის, რადგან იციან, რომ სიმართლე ხალხის მხარესაა. ისინი არათუ სიკეთესა და მშვიდობას თესავენ ჩვენს ქვეყანაში, არამედ პირიქით, წამლავენ და ბოროტებას უწყობენ ხელს.

რაც შეეხება ჩემს, პროკურატურის მიერ ამ შეთითხნილ და გამოგონილ ბრალდებას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რასაც აქამდე ვამბობდი – ეს არის აბსურდი და აბსოლუტური სიცრუე და რა თქმა უნდა, მე არ ვაღიარებ დანაშაულს, რომელიც მე არ ჩამიდენია.

პროკურატურას არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია ჩემთვის ბრალის დასამტკიცებლად. საქმეში არცერთი ვიდეო მასალა, არც ნივთმტკიცება, არც დაზარალებული და არც რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ ფიგურირებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროკურორი ბრალს მდებს ყოველ მეორე წინადადებაში და იცავს და იმეორებს იმავე რაღაცას, რაზეც მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და რომელზეც ინფორმაციას არ ვფლობ.

ბრალდების მხარეს ასე მოჰყავს მოწმეები სრულად დაზეპირებული, ერთი და იგივე ფრაზებით… მათ უმეტესობას სახეზე ვერც ვცნობ, ხოლო ნაწილს პირდაპირ დანაშაული აქვთ ჩადენილი.

პატივცემულო მოსამართლე, თქვენო ღირსებავ! ყველაფერს მიუხედავად, მე მაინც მრჩება იმედი, რომ ამ ყველაფერს სასამართლო გაითვალისწინებს და ობიექტურ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მესმის, რომ შეიძლება თქვენც იძულებულს გხდიდნენ, რომ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოგატანინონ, მაგრამ ეს ხომ თქვენი ბრძოლაცაა სასამართლოს სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ იყავით ბოლომდე დამოუკიდებელი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს რწმენა და სჯეროდეს მისი სამართლიანობის.

ხალხი იმსახურებს ამას, ხალხი იმსახურებს სამართალს, ხალხთან ერთად კი ქვეყანა – მშვიდობასა და თავისუფლებას.

ბოლოს მინდა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, უცნობებსაც და ნაცნობებსაც, ყველას ერთად მოგმართოთ – თქვენ ჩემი იმედის ვარსკვლავები და სხივები ხართ.

თქვენგან წამოსული სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია.

ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ გავიდა. დარბაზიდან გაიყვანეს დავით ხომერიკიც. დარბაზი ელოდება დავით ხომერიკის განაჩენს.

განახლებული ინფორმაცია: 

მოსამართლე ნინო გალისტაშვილმა 26 წლის მუსიკოსს, დავით ხომერიკს 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რეჟისორი ოთარ ქათამაძე რეანიმაციაშია – მას დახმარება სჭირდება

ბათუმელ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს, ოთარ [ოთო] ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც რეჟისორის მეგობრები „ბათუმელებს“ უყვებიან, ოთო ქათამაძეს რამდენიმე დღის წინ ანევრიზმა გაუსკდა, რის შედეგადაც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ოთო ქათამაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მის გადასარჩენად მეგობრები თანხას აგროვებენ. მათ ფეისბუქზე შექმნეს სპეციალური გვერდი, სადაც ოთო ქათამაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ახლდება.

„ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, ოთარ ქათამაძე, მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა — ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება.

დღესდღეობით ოთია რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ რაც მთავარია ექიმები იმედიან პროგნოზს გვაძლევენ და ჩვენ ვიცით, ოთია აუცილებლად გამოჯანმრთელდება და მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს!

ამ გამარჯვებამდე კი წინ არის ხანგრძლივი და ძვირადღირებული რეაბილიტაციის გზა. სწორედ ახლა სჭირდება მას ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა.

ოთია — ნიჭიერი დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი, ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და სამაგალითო მოქალაქეა. მოდით, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ, რომ მან ეს ბრძოლა აუცილებლად მოიგოს“, – წერენ ოთო ქათამაძის მეგობრები.

ანგარიშის ნომრები:

#GE37TB7251245064300006

#GE36BG0000000525985281

მიმღები – ანა დეისაძე

დანიშნულება – ოთიასთვის

 

მთავარი ფოტო: ოთო ქათამაძე; ფოტოს ავტორი: ედო მჟავანაძე

ბათუმში აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს

აქტივისტი თამარ კურატიშვილი წერს, რომ სასამართლოდან დაჯარიმების შესახებ აცნობეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „სილა რეჟიმს“, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოს შესასვლელთან გააკეთა.

„მორიგი ჯარიმის შესახებ დამირეკეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, დაჯარიმებული ვარ 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, რას გულისხმობს და – მზიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გავაკეთე მზიას სტენსილი წარწერით „სილა რეჟიმს“, იმ განყოფილების თაღებზე, სადაც მზია ამაღლობელი დააკავეს.

რომ კითხოთ, ამ განყოფილებას გარე კამერები არ აქვს – ასე უპასუხეს მზიას, როცა ვიდეოჩანაწერები მოითხოვა. ჩემ შემთხვევაში კი, მტკიცებულებად წარმოდგენილია ვიდეომასალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩანიშნულია 20 აგვისტოს 11:00 საათზე. კვლავ გეპატიჟებით მორიგ კონცერტზე, მოქალაქენო.

სილა რეჟიმს! აი, რაც შეხება ჩემს ჯარიმებს, სტენსილის ჯარიმებს ვიხდიდი-ხოლმე, ამ ბოლო ხანებში უსამართლოდ და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების შემდეგ, გადავწყვიტე, ჯარიმები სისტემას ვათვლევინო. სასამართლო პროცესებს დავესწრები ხოლმე იმის მიხედვით, რა ხასიათზე გავიღვიძებ. ჯარიმები წერეთ და გეჭიროთ!“ – წერს თამარ კურატაშვილი ფეისბუქზე.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 აგვისტოს 21 საათიდან 16 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

  • სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

______________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 068 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940]
  • ტანკი – 11 106 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 133 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 31 498 ერთეული [+40]
  • MLRS – 1 467 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 207 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 51 190 ერთეული [+147]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 558 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 58 596 ერთეული [+140]
  • სპეცტექნიკა – 3 940 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 77 490 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 584 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 586 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 544 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 702 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში მშვიდობის გზა კიევის გარეშე ვერ გადაწყდება – ევროპელი ლიდერები

გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვინ აშენებს ახალ კომპლექსს შეკვეთილში „პარაგრაფთან“ – გდგ დამტკიცებულია

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] დაამტკიცა. კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები შეკვეთილის გამწვანებულ ზოლში, ზღვის სანაპიროზე 40 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, განაშენიანების დეტალური გეგმა კი გაცილებით დიდ ფართობზეა მომზადებული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

კომპანიამ ტერიტორია ხუთ ნაწილად დაყო და პროექტის განხორციელებაც ხუთ ფაზად დაგეგმა.

რენდერი

კომპანია რუსული კანონის მხარდამჭერ ბიზნესმენს, ნოშრევან ნამორაძეს ეკუთვნის.

დოკუმენტის მიხედვით საპროექტო ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი გათვალისწინებულია სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი შენობებისთვის. აქვე განთავსდება კვების ობიექტები, გართობისთვის განკუთვნილი მომსახურების ობიექტები, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურების ობიექტები და ავტოსადგომები.

მონიშნულია „ვი არ შეკვეთილის“ ნაკვეთები სანაპიროზე
„ვი არ შეკვეთილის“ მიწის ნაკვეთი.

განაშენიანების დეტალური გეგმა სამშენებლო ტერიტორიაზე სამანქანო გზების მოწყობასაც ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 36-სართულიანი და 12-სართულიანი სასტუმროს ტიპის შენობების მშენებლობა დამხმარე ინფრასტრუქტურით.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში [შეკვეთილში]. ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება კერძო ნაკვეთები, ხოლო აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია სამანქანო გზით, ნაწილობრივ ესაზღვრება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ნაკვეთებსაც. მიმდებარედ არის სასტუმრო „პარაგრაფი“ და „ბლექ სი არენა“.

მონიშნულია სასტუმრო „პარაგრაფი“ და მის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის კომპანიის საკუთრებაშია. „პარაგრაფი“ 67 066 კვ.მეტრს მოიცავს. სასტუმროს წინ პლაჟზე, სადაც აუზი მოაწყვეს – 10 420 კვ.მეტრი, შპს „ბლექ სი რიზორთს“ საიჯარო წესით 99 წლის ვადით აქვს აღებული. „პარაგრაფის მიმდებარედ“ 54 ჰექტარზე გაშენებული დენდროლოგიური პარკი „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაა, ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის. „პარაგრაფი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებითაც სარგებლობს.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება საკურორტო ზონა 2 (შზ-7), რომელიც ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში კურორტისთვის დამახასიათებელ განაშენიანებას წარმოადგენს, კომპლექსი 191 080 კვ.მეტრ ტერიტორიაზე უნდა განათავსონ.

დოკუმენტის მიხედვით კომპანიამ ჯანსაღი მრავალწლიანი ხეები უნდა შეინარჩუნოს, მათი ნაწილი უნდა გადარგას.

ნაკვეთები ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილის ფიჭვნარში ნოშრევან ნამორაძის კომპანიას ძირითადად 2023 წელს შეუსყიდია, რამდენიმე მათგანი უფრო ადრეც.

საჯარო რეესტრის მიხედვით, მათი გამყიდველი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი ზურაბ სომხიშვილია. ეს ნაკვეთები მის სახელზე 2003 წლიდან ფიქსირდება. სომხიშვილს თანამესაკუთრეებთან ერთად დაუფუძნებია შპს „გავრიონი“, სადაც წილების 80 პროცენტს თავად ფლობს. დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიას 2016 წელს მიღებული აქვს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ ასივე პროცენტი შპს „ვი არ ლისის“ საკუთრებაა. ამ კომპანიას კი ნოშრევან ნამორაძე ფლობს. ნამორაძის სამშენებლო კომპანიებმა, პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე ნებართვები მიიღეს მასშტაბურ პროექტებზე თბილისში, თაბორის მთაზე, კრწანისში და სხვაგან.

2023 წლის სექტემბერში ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტარ ნინო წილოსანთან ერთად, ინგლისურენოვანი ჟურნალის, „გლამურ საქართველოს“ ახალი ნომრის გადაღებებზე გამოჩნდა.

ბიზნესმენი ნამორაძე და ირაკლი კობახიძე „გლამური საქართველოს“ გადაღებაზე

ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. ნამორაძემ არაერთხელ გამოხატა მადლიერება „ოცნების“ და მისი მთავრობის მიმართ „ჯანსაღი მიდგომისა და ხელშეწყობისთვის კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის“. მთავრობისა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წვლილს მან შეკვეთილში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაციაზეც გაუსვა ხაზი.

მანამდე ნამორაძის ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებაზეც საუბრობდნენ. ბიზნესმენის მეუღლემ ტელეკომპანია „პირველთან“ არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო, რომ ყოფილი პრემიერი მათი შვილის ნათლიაა. ნამორაძის კომპანიის ერთ-ერთი პროექტის „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პრეზენტაციას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ. ნამორაძის სამშენებლო კომპანიებმა, პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე ნებართვები მიიღეს მასშტაბურ პროექტებზე თბილისში, თაბორის მთაზე, კრწანისში და სხვაგან.

„ვი არ შეკვეთილის“ პროექტის პრეზენტაცია „პარაგრაფში“ გამართეს, პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მთავრობის წევრები, მინისტრები და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ, პრეზენტაციაზე პირველი სიტყვა სწორედ მას მისცეს.

ლევან დავითაშვილმა „ვი არ ჰოლდინგის“ პროექტს შეკვეთილის განვითარების მეორე ეტაპი უწოდა და „პარაგრაფის“ მიერ დანერგილ „მაღალ სტანდარტზეც“ ისაუბრა. შეხვედრას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ასევე „ტურიზმის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი კახა ბაინდურაშვილი, თავად ნოშრევან ნამორაძემ კი განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას. ამ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

შპს „ტურიზმის განვითარების ფონდი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა დააფუძნა. ფონდის შექმნიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტურიზმის განვითარების ფონდმა“ თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.

პროექტები თანაინვესტირების ფონდმა წამოიწყო და ახალშექმნილ ფონდს გადააბარა, რადგან მათი განცხადებით, პროექტების სიმრავლე მოითხოვდა მიზნობრივი ფონდის ცალკე არსებობას. ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა, ის საქართველოს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრია.

პროექტების ჩამონათვალი ნახეთ აქ. 

რას შეცვლის ზანზეგურის დერეფანი საქართველოსთვის

9 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „ტრამპის გზა საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ“ – The Trump Route for International Peace and Prosperity – TRIPP.

სომხური მხარე ტრამპის გზა/მარშრუტს სიუნიქის გზად მოიხსენიებს, აზერბაიჯანული მხარე კი ზანგეზურის დერეფანს უწოდებს.

სამმხრივი ხელშეკრულებით აშშ-მ მიიღო ექსკლუზიური უფლება 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისთვის.

მაშინ, როცა სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის ლიდერი ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავდა, არსად იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები. უფრო მეტიც, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, კითხვებშიც კი საქართველო არავის უხსენებია.

სამხრეთ კავკასიაში „ტრამპის მარშრუტის“ გაჩენამ გააჩინა კითხვები:

ხომ არ ყალიბდება საქართველოს გვერდის ავლით აზიის ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფანი?

ხომ არ გამოიწვევს საქართველოს რკინიგზის ნავსადგურების და ბაქო-თბილისი-ყარსის განშტოებიდან გარკვეული ტვირთნაკადების ზანგეზურის დერეფნის მიმართულებით გადმორთვას?

ხომ არ იმოქმედებს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებას და რა როლი ექნება ასეთ გადანაწილებაში საქართველოს?

ამ კითხვებზე პასუხი „ბათუმელებმა“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელისგან, პაატა ცაგარეიშვილისგან მოისმინა.

  • ბატონო პაატა, დაახლოებით რა დროში ამოქმედება ეს ე.წ. ტრამპის გზა (სიუნიქის/ზანგეზურის) დერეფანი?  და ხომ არ აუვლის ის გვერდს საქართველოს.

მოდით თავიდან ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომელზეც არავინ არ საუბრობს: ზოგადად რომ წარმოვიდგინოთ. ზანგეზურის დერეფანი დაახლოებით 800-850 კილომეტრის სიგრძისაა – იწყება ყარსში და მთავრდება ბაქოში, წრიულად უვლის აზერბაიჯანის, ნახიჩევანის ანკლავს [სომხეთი ზანგეზურის დერეფანს სიუნიქს ეძახის] და შემდეგ ისევ აზერბაიჯანში ბრუნდება.

თუ აი, ამ 800 კილომეტრიან მონაკვეთს წარმოვიდგენთ, როგორც დერეფანს, დაახლოებით 200 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. აქ მშენებლობა ახლა იწყება, ჯერჯერობით განვითარებულ ფაზაში შესული არაა. თურქული პრესის თანახმად, დაახლოებით 5 წელი დასჭირდება თურქული 200-კილომეტრიანი უბნის მშენებლობას.

შემდეგ მოდის ნახიჩევანი, ანუ აზერბაიჯანის უბანი, რომელიც დაახლოებით 177 კილომეტრია. აქ მოძველებული სარკინიგზო ლიანდაგია და აზერბაიჯანი გეგმავს, ააშენოს მეორე ლიანდაგი, გააკეთოს ელექტროფიცირება. ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული და შეიძლება 5 წელზე მეტიც დასჭირდეს.

ცალკე არის 45 კილომეტრიანი სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებული სიუნიქის მონაკვეთი, რომელიც ისეთ პირობებშია, რომ საერთოდ მიწის ვაკისიც კი აღარ არსებობს. დაახლოებით 30 წელია უფუნქციო მდგომარეობაშია. ამიტომ ამ მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ესეც დიდ დროსთან არის დაკავშირებული.

პაატა ცაგარეიშვილი, სქრინი ტელეკომპანია “ფორმულადან”

რაც შეეხება აზერბაიჯანის მხარეს სარკინიგზო მონაკვეთის მოწყობას, აქ სიტუაცია უკეთესად არის, თითქმის დასრულებისკენ მიდის, დაახლოებით 500 კილომეტრიან მონაკვეთზეა საუბარი. 5 წელია განსაზღვრული, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ 5-7 წელი მაინც გაგრძელდება ეს მშენებლობა.

პარალელურად შენდება საავტომობილო-სატრანზიტო მაგისტრალი, შეიძლება ეს მაგისტრალი უფრო ადრე შევიდეს ექსპლუატაციაში.

5-7 წელიწადი ეს არის ის ვადა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს თავის სასიკეთოდ, დაასრულოს ინფრასტრუქტურული საგზაო თუ სარკინიგზო პროექტები, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო.

მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთ საავტომობილო მაგისტრალი, წინა მთავრობების დროს 6-ჯერ შეიცვალა მისი დასრულების ვადა, ამ მაგისტრალის სიგრძე არის 430 კილომეტრი და დღეს მხოლოდ 70%-ია აშენებული, ავტობანს რასაც ვეძახით.

ახლახან ინფრასტრუქტურის მინისტრმა დააანონსა, რომ ეს მაგისტრალი 2032 წელს დასრულდება. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან შორსაა, ასეთ კონკურენტულ დაპირისპირებაში ზანგეზურის დერეფანთან. ბუნებრივია, ეს ვადა იქნება ჩვენთვის არასახარბიელო და არამიმზიდველი.

ცალკე არის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დასრულების ეტაპზეა, მაგრამ ვერა და ვერ დასრულდა. საუბარობენ, რომ რიკოთის უღელტეხილზე გაიზარდოს გამტარუნარიანობა, ასევე საუბარია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის სრულად ამოქმედებაზე, რომელიც 2017 წელს გაიხსნა. ყოველ წელს გვპირდებოდა საქართველოს მთავრობა, რომ დასრულდება, დასრულდება, მაგრამ დღესაც არ არის დასრულებულ მდგომარეობაში.

საუბარია ანაკლიის ნავსადგურზე, რომელიც იქნებოდა დამატებითი მიმწოლი პროექტი, რომ ტვირთნაკადები მოგვეზიდა შუა დერეფანში.

მე რამდენიმე პროექტი დავასახელე, რომლის დაუსრულებლობის შემთხვევაში შუა დერეფანს, ანუ საქართველოზე გამავალ დერეფანს მიმზიდველობა დაეკარგება და ნაკლებად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდება ზანგეზურის დერეფანთან მიმართებაში.

ამიტომ პირველი და აუცილებელი ამოცანაა ჩვენს შუა დერეფანზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება და ახალი პროექტების ინიცირება, პირველ რიგში ლოგისტიკური ცენტრების, სადაც მოხდება ტვირთნაკადების კონსოლიდაცია და გაშლა. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ზანგეზურის დერეფანი საქართველოს უბიძგებს უფრო ინტენსიურად განავითაროს საკუთარი ინფრასტრუქტურა და შესაძლებელია ეს დადებით კონტექსტში იყოს განხილული.

პაატა ცაგარეიშვილი, სქრინი ტელეკომპანია “ფორმულადან”
  • ხომ არ მოხდება საქართველოს რკინიგზის, ნავსადგურების და ბაქო-თბილისი-ყარსის განშტოებიდან გარკვეული ტვირთნაკადების სიუნიქის/ზანგეზურის დერეფნის მიმართულებით გადართვა?

ეს მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია – დაკარგავს თუ არა საქართველოზე გამავალი დერეფანი ტვირთნაკადს ამ დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში.

ამ ეტაპზე, როდესაც ერთი დერეფანი არ არის დასრულებული და ვვარაუდობთ, რომ 5-7 წლის შემდეგ დასრულდება, წინსწრებით თუ რა მოცულობის ტვირთს დაკარგავს შუა დერეფანი, ძნელი სათქმელია.

ამ კვლევის ჩატარება სახელმწიფოს პრეროგატივაა, რადგან სახელმწიფოს აღიარებული აქვს შუა დერეფანი ერთ-ერთ მის პრიორიტეტად, ეკონომიკის ქვაკუთხედად.

სომხეთი აქტიურად მოიპოვებს მადანს, ეს ძვირადღირებული მადნებია. ეს ტვირთნაკადი დღეს ფოთის და ბათუმის ნავსადგურებიდან მოძრაობს აზიისკენ, ძირითადად ჩინეთისკენ ჩვენი დერეფნის გავლით.

ზანგეზურის დერეფნის გახსნის შემთხვევაში, ეს ტვირთნაკადი ჩაიხსნება საქართველოს დერეფნიდან და გადაერთვება ჩინეთის მიმართულებით. დაახლოებით 800 ათასიდან მილიონ 200 ათას ტონამდე ტვირთია. სავარაუდოდ, ჩვენ ამ ტვირთნაკადს დავკარგავთ.

შეიძლება დავკარგოთ საკონტეინერო ნაკადი, რომელიც დღეს ფოთის ნავსადგურიდან შემოდის და მიდის სომხეთში. არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთიდან ბლოკ მატარებლებით შემოვიდეს პირდაპირ შუა დერეფნის გავლით, ზანგეზური გადაკვეთოს და სომხეთში აღმოჩნდეს.

თუკი სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობიან თანაცხოვრებაში გადავლენ, არ გამოვრიცხავ დაიკარგოს სომხეთისთვის უმნიშვნელოვანესი გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების ფუნქცია. არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის ნაცვლად სომხეთმა აზერბაიჯანიდან ან ცენტრალური აზიიდან  მიიღოს გაზი და ნავთობი.

ასევე ისეთი ტვირთნაკადები, რომელიც დღეს შემოდის ბათუმის ნავსადგურში და ბათუმისთვის მნიშვნელოვანი ტვირთნაკადებია, იქნება ეს ყაზახეთიდან წამოსული ხორბალი თუ ქიმიური ტვირთები, წავიდეს ზანგეზურის დერეფნის გავლით თურქეთში.

ცენტრალურ აზიაში ინტენსიურად ვითარდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებით არსებული საწარმოები. როდესაც არსებული საწარმოების განვითარებაზე ვსაუბრობთ, აქ უნდა შევხედოთ ცენტრალური აზიის, კერძოდ კი ყაზახეთის და უზბეკეთის მთავრობების ხედვას.

ისინი ეტაპობრივად გადადიან არა ნედლეულის, არამედ გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტზე. ყაზახეთს ახლო გეგმაში აქვს 2027 წლისათვის, რომ 10 მილიარდი დოლარი უნდა ჩადოს მეტალურგიული სიმძლავრეების განვითარებაში, ასევე უზბეკეთს აქვს სახელმწიფო პროგრამა შემუშავებული, რომ 10 მილიარდი ჩაიდება ქიმიური მრეწველობის განვითარებაში.

მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია კონკურენტულ არეალში წავა, ან შუა დერეფნით უნდა წავიდეს ან ზანგეზურის დერეფნით.

ეს საწარმოები მოდერნიზდება ევროპული ძირითადად ინვესტიციების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსი იქნება საწინააღმდეგო ევროპული კურსის… ევროკავშირი დებს თანხებს ცენტრალური აზიის საწარმოო სიმძლავრეების გასაძლიერებლად, პოტენციალის გასაძლიერებლად. უნდა ვივარაუდოთ, რომ სად წავა ტვირთი, მის [ევროკავშირის] კარნახზე იქნება დამოკიდებული. უპრიანია, რომ წამოვიდეს ზანგეზურის დერეფნიდან, რადგან ისინი უკვეთავენ ამ შემთხვევაში სიტუაციას.

პოლიტიკური ორიენტაციის მდგენელი იქნება განმსაზღვრელი, თუ რომელი ტვირთი რა მიმართულებით წამოვა.

ზანგეზურის დერეფანი იქნება კონკურენტი საქართველოს სატრანსპორტო, შუა დერეფნის.

ერთიც მინდა დავამატო – დღესდღეობით რატომღაც ექსპერტები, პოლიტოლოგები, დეპუტატები და ასე შემდეგ ყურადღებას არ აქცევენ, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა და აზერბაიჯან-სომხეთის მეგობრული დამოკიდებულების ფაზაში გადასვლა ავტომატიურად იწვევს სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა დერეფნის დებლოკირებას, ანუ გახსნას.

სომხეთის ტერიტორიაზე თუ სადმე გაჩერებულია სატრანზიტო დერეფანი, მაგალთად, სომხეთ-თურქეთის დამაკავშირებელი ახურიანი, ყველა ეს დერეფანი გაიხსნება.

საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი არამარტო ზანგეზურის დერეფნის კონკურენტი ხდება, არამედ სომხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სატრანზიტო დერეფნების  წარმოშობის კონკურენტიც ხდება, ანუ მათ დამატებითი კონკურენტი დერეფნები ებადება.

სომხეთი ამ შემთხვევაში ხდება მისთვის მიუღწეველი მიზნის სატრანზიტო სახელმწიფოს მატარებელი.

აზერბაიჯანი ყველაზე მოგებული რჩება ამ დერეფნის ამოქმედებით, გამომდინარე იქიდან, რომ მის ხელში აღმოჩნდება, პრიმიტიულად რომ ვთქვათ „ონკანი“. მასშტაბური ონკანის მფლობელი ხდება აზერბაიჯანი, საშუალება ექნება მისთვის მისაღებ სატარიფო ვადებში ან შუა დერეფნით დააგზავნოს ტვირთნაკადი ან ზანგეზურის დერეფნით. ამავე დროს ერთ-ერთი მომგებიან პოზიციაში რჩება თურქეთი, რადგანაც როგორც ზანგეზურის, ისე შუა დერეფნის გავლით, ორივე ნაკადი ყარსში იკრიბება.

თურქეთმა დაახლოებით 4-5 წელი დახარჯა, რომ ყარსში მოეწყო უდიდესი ლოგისტიკური ცენტრი, სადაც არის ხორბლის შესანახი ტერმინალებიდან დაწყებული ძალიან დიდი გაშლილი ინფრასტრუქტურა. ერთობლიობაში თურქეთი არაფერს კარგავს – ორივე შემთხვევაში, ორივე დერეფანი იკრიბება, ერთდება ყარსში და ყარსი გარდაიქმნება აღმოსავლეთ თურქეთში ერთ-ერთ მძლავრ შემკრებ-გამანაწილებელ ლოგისტიკურ ცენტრად. ეს იყო თურქეთის მიზანი.

რადგანაც თურქეთში არის ეკონომიკის დისპროპორცია, ანუ დასავლეთ თურქეთი მეტად არის განვითარებული ეკონომიკურად, აღმოსავლეთ თურქეთი ნაკლებად, ამიტომ ეს არის მისი სტრატეგიული ამოცანა.

ეს ორი სახელმწიფო გადაიქცევა მნიშვნელოვან გასაღებად ამ დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, კარგავს თავის დატვირთვას რუსეთი, რადგანაც ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის, ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფანზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადების შედეგად ფაქტობრივად შესაძლებელია დაკარგოს გავლენა ჩრდილოეთიდან ირანი-ინდოეთის მიმართულებით.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ტვირთნაკადი, რომელიც საავტომობილო მიმართულებით დღეს გადაიზიდება შუა დერეფნით, ამ ნაკადმაც გადაინაცვლოს ზანგეზურის დერეფანში.

როგორც კი 2022 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო უკრაინაში და ტვირთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საქართველოს მხარემ გაზარდა სხვადასხვა ტარიფი სატრანსპორტო, სატრანზიტო, საავტომობილო ინფრასტრუქტურაში.

მაგალითად, სატრანზიტო ტარიფი საავტომობილო გადაზიდვებისათვის იყო 200 და გახდა 350 ლარი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საავტომობილო ტრანსპორტი, რომელიც უფრო მობილურია, სწრაფად იპოვის ალტერნატიულ მიმართულებას. არ გამოვრიცხავთ, რომ საავტომობილო ტრანსპორტი თურქეთიდან ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში, ზანგეზურის დერეფნით წავიდეს, თუ რა მოცულობით ჯერ ამაზე საუბარი რთულია, ეს პირობებზეა დამოკიდებული.

  • იმ შემთხვევაში, თუ ბაქოთბილისიყარსის საქართველოს მონაკვეთი იქნებოდა გამართული, ქვეყანა დაკარგავდ თუ არა ტვირთს, ან რა შემოსავალი შეიძლებოდა ჰქონდეს?

ბაქო-თბილისი-ყარსის მხოლოდ საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა-მოდერნიზაციაზე აზერბაიჯანის მხარემ, დაახლოებით 900 მილიონი დოლარი დახარჯა. ახლა როდესაც მოხდა დებლოკირება, შერიგება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თურქეთსა და სომხეთს შორის, 1999 წელს შეჩერებული სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი.

მხოლოდ 36 მილიონი დოლარია დასახარჯი, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს და ტვირთმა დაიწყოს მოძრაობა ყარსიდან სომხეთის მიმართულებით. შესაბამისად, ჩაანაცვლოს ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთი. ანუ, ეს მონაკვეთი უფრო მიმზიდველი შეიძლება გახდეს სომხეთის გავლით. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულად წარმომიდგენია ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთის პერსპექტივა, იმ გადმოსახედიდან, რომ აქ მთაგორიანი უბანია და, დაახლოებით, 5 თვე წყდება მოძრაობა,ზამთრის პერიოდში.

რთული იქნება თუ არ დამაგრდა გარკვეული ტვირთები მაგალითად, ყაზახეთიდან წამოსული ხორბლი, ჩინური ტვირთები… ამ ტვირთებს უნდა მიეცეს შესაბამისი მომგებიანი სატარიფო პოლიტიკა.

ძალიან რთულია ამის განხორციელება, რადგან ახალქალაქის რკინიგზა ურიკების შემცვლელი უბანია. მატარებელი რომ მოდის თურქეთიდან, უნდა გადმოვიდეს საბჭოთა რელსებზე. ღერძებს შორის მანძილი უნდა შეიცვალოს ახალქალაქში – ორმაგი შეცვლა სჭირდება, რაც ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გარკვეულ ჩიხშია და გაუჭირდება კონკურენტულ ბრძოლაში შესვლა, თუ არ გამოიგზავნა რაიმე ძვირადღირებული ტვირთები და არ მოხდა მათი დამაგრება.

„ყველას უნდა აგვისტოს ბოლომდე გააღწიოს საქართველოდან“ – დასაქმება პოლონეთში

„ყველას უნდა მოსწრება და აგვისტოს ბოლომდე გაღწევა საქართველოდან. არ ვიცით, რა იქნება, ძალიან განვიცდით ამ საკითხს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე საუბრის დროს ირინა ნამიჩეიშვილი. იგი HR რეკრუტერია და ბოლო წლებია საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება პოლონეთში დასაქმებაში.

აგვისტოს ბოლოს ევროკავშირი იმსჯელებს – უნდა შეუჩერდეს თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს?

მას შემდეგ, რაც საქართველოსთან ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი აამოქმედა, საქართველოდან ევროპაში ბევრი დასაქმების მიზნით მიდის. დღეს მოქალაქეები საქართველოს ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური ხელისუფლების წყალობით, წარსულში დაბრუნების საფრთხეს ხედავენ – უფრო მეტ სიღარიბეს და უმუშევრობას, რომელსაც ვეღარ გაექცევი.

დასაქმებას ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეები ხშირად ახერხებდნენ პოლონეთში. ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლოა არ არის მაღალი ჯამაგირი, მაგრამ შედარებით იოლია სამუშაო ადგილის პოვნა.

პოლონეთში თვეში საშუალო ანაზღაურება 1500-1800 აშშ დოლარი გამოდის.

„თვეში 20-30 ადამიანამდე ვაგზავნი, ჩემს გარდა არიან სხვებიც, ვინც მხოლოდ პოლონეთზე მუშაობს… ბევრად მეტია მსურველი, მაგრამ რა შევთავაზო?“ – კითხულობს ირინა ნამიჩეიშვილი.

იგი ჩვენთან საუბრისას, პირველ რიგში, იმ დღეს იხსენებს, როცა თავადაც პოლონეთში იყო, მუშაობდა, როგორც ემიგრანტი და უთხრეს – საქართველოს მოქალაქეებს ვიზები აღარ დაგჭირდებათო.

„ეს იყო ჩემთვის ფანტასტიკის სფერო – შვილი ვნახე, სულ თოთო იყო, როცა დავტოვე საქართველოში და წავედი ემიგრაციაში.

ჩემსავით რამდენი ქალი იყო? ასობით და ათასობით ქალი, რამდენმა დედამ ჩაიკრა შვილი გულში? ახლა ოჯახის წევრებს თავისუფლად ნახულობ. ეს რამხელა სტიმულია, რომ გააგრძელო მუშაობა. ძალიან რთული შრომა უწევთ ემიგრანტებს. ვინმეს თუ მარტივი ჰგონია, ასე არაა.

ახლა ეს ყველაფერი უკან გვიბრუნდება, ყველაფერი შეიცვლება: საშინლად აისახება უვიზოს გაუქმება ყველა ოჯახზე. ემიგრაციით სუნთქავს საქართველოში უმრავლესობა.

თუ ჩამოვცილდით ამ ყველაფერს და დაგვიხურეს ყველა კარი, მთავრობის ბრალია, აბა, მეტი ვისი ბრალია? მე ვინც მირეკავს, ყველა შეწუხებულია ამით და ყველას აქვს აგრესია მთავრობის მიმართ.

ამიტომაც, ვთხოვთ კი არა, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ ეს საჩუქარი – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – არ დავკარგოთ,“ – ამბობს ირინა ნამიჩეიშვილი.

მას შემდეგ, რაც ქართველი ემიგრანტების ნაწილმა პოლონეთის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის გამოყენება დაიწყო, პოლონეთში დასაქმებულ ემიგრანტებს სამუშაო ნებართვის ქონა უკვე მკაცრად მოეთხოვებათ.

ირინა ნამიჩეიშვილი

ირინა ნამიჩეიშვილი გვიყვება, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ პრობლემად იქცა ქართველების რეპუტაცია პოლონეთში.

„საკმაოდ მარტივად გაიცემა ნებართვა, თუ არ აქვს კანდიდატს რამე სახის დარღვევა. 2 ივნისიდან პოლონეთში ამოქმედდა ახალი კანონი და ცოტა გართულდა პროცედურები: მაგალითად, ადამიანს უკვე ჰქონდა გაკეთებული ეს სამუშაო ნებართვა და არ გამოცხადდა დამსაქმებელთან, დამსაქმებელი ვალდებულია აცნობოს შესაბამის უწყებას 14 დღის ვადაში, რომ არ გამოცხადდა კანდიდატი… ვისაც არა აქვს დარღვევა, ვინც მიდის პირველად და ასე შემდეგ, უპრობლემოდ, მაქსიმუმ 14 სამუშაო დღეში ხელზე აქვთ სამუშაო ნებართვა.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ 80% პოლონური ვიზებით არ მუშაობს შემდგომ პოლონეთში – მიდიან, აგრძელებენ გზას, გერმანიაში, ჰოლანდიაში, სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, პოლონეთში არ იხდიან გადასახადებს.

მე ამჟამად ვმუშაობ ექვს წამყვანს კომპანიასთან პოლონეთში. ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიხურა. როცა დამსაქმებლებს ვეკითხები, რა არის მიზეზი? პირდაპირ არავინ არაფერს გეუბნება, მაგრამ ფაქტია, რომ იმიჯი შეილახა: არის ქურდობის შემთხვევები, კონფლიქტები… ერთი დასაქმებული მყავდა, ქუჩის ბიჭი თუ რასაც ეძახიან. ინდაურების ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, სადაც მზადდებოდა ხორცი, ორი-სამი დღე იმუშავა… შემდეგ ამ საწარმოს დირექტორმა მაჩვენა კადრები, როგორ იდებდა ეს ბიჭი ხორცის ნაჭრებს მაღალყელიან ჩექმებში.

ძალიან რთული შრომა უწევთ პოლონეთში. ფაბრიკა-ქარხნებში, ან ტანსაცმლის საწყობებში. ერთი შეხედვით ისე ჟღერს, რა უნდა იყოს ახლა ტანსაცმლის საწყობია, ეს არაფერი, შეფუთვა და ასე შემდეგ, ხომ? მაგრამ რომ ჩაუღრმავდე, მე დავდიოდი სწავლებაზე თარჯიმნად და კილომეტრების გავლა უწევთ 12 საათის მანძილზე, რაღაც არაადამიანური სისწრაფით მოძრაობა,“ – გვიყვება ირინა ნამიჩეიშვილი.

ქართველი რეკრუტერის დაკვირვებით, პოლონეთში უფრო ქართველ ქალებს ენდობიან.

„ქართველ ქალებს სადაც უმუშავიათ, ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, ყველგან ძალიან ენდობიან და უნდათ. ხშირად არათუ მოთხოვნა მიმიღია, არამედ მეხვეწებიან, იქნებ ქართველი ქალი გვაპოვნინოო…. სადღაც ერთი თვის წინ პოლონელი, 79 წლის ქალი დამიკავშირდა, ქართველი დიასახლისი მინდა სახლშიო – საქართველოში ვიყავი და ქართული სამზარეულო შემიყვარდაო. სხვათა შორის, კარგი გოგო ვუპოვე და ორივე ბედნიერია.

უკვე თითქმის ყველა კომპანიაში ითხოვენ რუსულ ენას, რადგან პროექტების კოორდინატორები, ბრიგადირები არიან უკრაინელები, უკრაინელებთან ძირითადად კომუნიკაცია არის რუსულ ენაზე და შესაბამისად, ითხოვენ რუსულ ენას, ინგლისური ნაკლებად იციან.

არ უნდა დავზარალდეთ უბრალო ხალხი… მთავრობას შეუძლია იმოქმედოს ისე, რომ რაღაცნაირად მოგვარდეს ეს საკითხი. ჩემმა შვილმაც მინდა, რომ ისწავლოს ევროპაში. რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ყველაფერს მოკლებული?!“ – გვითხრა ირინა ნამიჩეიშვილმა.

რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი

„როცა ბავშვს აშინებ, ემუქრები, ვერ მიიღებ მისგან კარგ შედეგს, ხომ?! ასეა აღზრდაშიც.

ან რატომ უნდა შემაშინო ომით. მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდე? ესეც ხომ გასააზრებელია“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი.

ელენე ბეთლემიშვილი გორის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე ასწავლის.

„ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე ესაუბრა, რომლის წინაშეც ქვეყანა „ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა პოლიტიკამ დააყენა.

„მახსოვს, როგორ ზეიმობდა მთელი ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას და ყველა ვხედავთ, რამდენი სიკეთე მოიტანა ევროპასთან უვიზო მიმოსვლამ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების დონეზე. წლების განმავლობაში უნახავი ოჯახის წევრები მოინახულეს ადამიანებმა და ამის ბევრი ისტორია არსებობს.

ყველამ ვიცით, ჯანდაცვის კუთხით ადამიანები როგორ კარგად სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით. მეგობარი მყავს, რომელიც საფრანგეთში მკურნალობს, რადგან ვერასდროს იმკურნალებს და ვერ გასწვდება იმ ხარჯებს, რასაც ეს ქვეყანა აძლევს მას სრულიად უფასოდ.

განათლება ავიღოთ. ყველას გვინდა რომ განვვითარდეთ, ხომ?! გვინდა ევროპული ხარისხის სტანდარტებს მივაღწიოთ სკოლაში, უმაღლეს განათლებაში. ძალიან ბევრი პროგრამით ისარგებლეს მასწავლებლებმაც, ნახეს ევროპის სკოლები, გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებებს. მოსწავლეებისთვის არსებობს ასევე ძალიან კარგი პროგრამები, სტუდენტები „ერასმუსით“ სარგებლობენ და ეს ყველაფერი თუ შეგვეზღუდება საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან ცუდი იქნება.

ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის სამუშაოდ ევროპაში.

პოლიტიკური რეპრესიების გამო ბევრი ადამიანი გამოუშვეს სამსახურებიდან. როგორ იცხოვრონ ამ ადამიანებმა? ისინიც ცდილობენ, რომ წავიდნენ ევროპაში და ასე გადარჩნენ.

ვიზალიბერალიზაციის დაკარგვით, ერთია ის, რომ ვკარგავთ კომფორტული მოგზაურობის და ცხოვრების შესაძლებლობას, მაგრამ მეორეა ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად ვკარგავთ ქვეყანას. წარსულში ვბრუნდებით და ამ საწყისზე დაბრუნებას თაობები დასჭირდება ისევ“- ამბობს ელენე ბეთლემიშვილი.

ევროპისგან მოწყვეტა, მას აგონებს საბჭოთა წარსულს და საბჭოთა რეპრესიებს.

„პატარა აღარ ვარ და კარგად მახსოვს რა გამოვიარეთ, როგორი მძიმე წლები გვქონდა ცხოვრებაში. ბევრი ადამიანის ისტორია მახსოვს, გაუსაძლის პირობებში რომ უწევდათ გადარჩენა, ემიგრაციაში წასვლა, რომ ოჯახები გადაერჩინათ.

სკოლა 1991 წელს დავამთავრე და მახსოვს ის დღე, როცა კლასელებთან ერთად წავედი აქციაზე, სადაც კომკავშირელის მანდატები დავწვით. ეს საყოველთაო პროტესტი იყო.

ისიც მახსოვს, მეორე დღეს სკოლაში როგორ გაგვიყვანეს ცალკე ეს შვიდი მოსწავლე და გვისაყვედურეს. ასეთი საყვედურების თუ რეპრესიების შიში დღესაც აკავებს ბევრ ადამიანს, რომ ხმა აიმაღლოს. ამიტომ, მგონია, რომ მეტი სიზუსტე, მეტი კონკრეტიკა სჭირდებათ ადამიანებს ამ ბრძოლაში. ხომ იცით, პროპაგანდაც როგორც მუშაობს. ამიტომ ბევრი კითხვა უნდა დავუსვათ ხოლმე ამ პროპაგანდას. თუნდაც იმაზე, რომ აი, ხომ მოაწერეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი?! ხომ გამოხატეს პროდასავლური მიზნები, დაიწყო ომი სომხეთში?!

ფაქტია, რომ არა, ხომ?!

ან რატომ უნდა შემაშინო ომით. მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდე?! თუ ევროკავშირში შევალ, მემუქრები?! – ესეც ხომ გასააზრებელია.

როდის იყო მუქარით კარგი შედეგი მიიღებოდა. აღზრდაშიც ასეა ხომ?! როცა ბავშვს აშინებ, ემუქრები, ვერ მიიღებ მისგან კარგ შედეგს“ – ამბობს მასწავლებელი.

მისი თქმით, მას ვერ წარმოუდგენია ისეთ სახელმწიფო ცხოვრება, რომელიც შეიძლება მოწყდეს განვითარებას და ევროპულ ცივილიზაციას.

„წარმოდგენაც არ მინდა ხოლმე ამის.

ვხედავთ ხომ რა ხდება რუსეთში. იქ მცხოვრები ადამიანებიც საუბრობენ რომ დაუბლოკეს YouTube-ი, მიიღეს კანონი, რომელიც გუგლში გარკვეული სიტყვების მოძიებისთვისაც კი სჯის ადამიანებს, იდევნება ნებისმიერი ოპოზიციური აზრი. არც კი ვაძლევ ჩემს გონებას იმის უფლებას, ეს წარმოვიდგინო ჩემს ქვეყანაში. ძალიან მაშინებს, რადგან ასეთ ქვეყანაში გინდ გიცხოვრია და გინდ არა, ფაქტობრივად მომავალი არ გაქვს“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი.

მისი თქმით, სულ ფიქრობს ერთობის აუცილებლობაზე, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ქვეყნის მომავლის გადარჩენას.

„სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ახლა. წინააღმდეგობრივი მუხტი გვჭირდება.

რაც ეს საპროტესტო აქციები ტარდება, სულ ვფიქრობ, თუნდაც მასწავლებლების ერთობაზე. რა მოხდება სამი, ოთხი, ხუთი დღე რომ უარი ვთქვათ სამსახურზე? ხვდებით ხომ, როგორი დისონანსი შეიძლება შეიტანოს ამან ყველაფერში და როგორი შედეგიანიც შეიძლება აღმოჩნდეს ეს ჩვენს გადასარჩენად.

რაღაც ცვლილებაა საჭირო, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რომ შეიცვალოს ქვეყანაში მდგომარეობა. სულ ვსაუბრობ ადამიანებთან, მინდა რაღაც ემპათია გავუჩინო, დავაფიქრო იმ ცუდ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ევროპული მომავლის დაკარგვას.

მეტი სამუშაოა ადამიანებთან და დარწმუნებული ვარ, ყველა გაიხსენებს იმ სიკეთეებს, რომელიც უვიზო მიმოსვლით მიუღია მას, როგორც ერთ ადამიანს“ – გვეუბნება ელენე ბეთლემიშვილი.

მისი თქმით, რთულია სწორ ღირებულებებზე ელაპარაკო ბავშვებს კლასში, როცა გარეთ სხვა მაგალითებს ხედავენ.

„ვინც პოლიტიკაშია, ისინიც ხომ არიან ამ ბავშვებისთვის მოდელები? ხედავენ ტელევიზორში როგორ იქცევიან ისინი თუნდაც პარლამენტში, როგორ ჩხუბობენ, ფიზიკურად უსწორდებიან ერთმანეთს. შენ სხვა მორალურ ღირებულებებზე ზრდი, მაგრამ შეიძლება ქარმა წაიღოს შენი სიტყვები ამ რეალობის შემყურე.

მოსწავლეებს ვეუბნებით, ჩვენი დანიშნულება არ არის მხოლოდ ის, რომ პროფესია გვქონდეს და პირადი კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ, სამყაროსთვისაც უნდა გააკეთო რაღაც კარგი.

მაგრამ სკოლაშიც ვაწყდებით ხოლმე განსხვავებულ ღირებულებებს. შეიძლება შენ ერთს ასწავლი ბავშვს და მეორე მასწავლებელი სხვა რამეს ეუბნება.

რატომ გვინდა ევროპული სახელმწიფო? იმიტომ, რომ იქ პრიორიტეტულია ადამიანი, მისი უფლებები, მისი სიცოცხლე, განათლება, ჯანმრთელობა.

პოლიციელების მოქმედება ავიღოთ თუნდაც. არავინ უარყოფს, რომ დამნაშავე უნდა დაიჭირო, მაგრამ დაკავებულსაც უნდა მოექცე ადამიანურად.

„მოზარდი”, ასეთი სერიალია, რომელიც ბრალდებული ბავშვის ისტორიას გვიყვება და ვხედავთ, როგორ ეპყრობიან პოლიციელები, როგორი სანიმუშოა მათი ქცევა.

მოზარდს ეპყრობიან პატივისცემით, როგორც ადამიანს, პიროვნებას და ეს არის ევროპული ღირებულება, ეს მგონია მნიშვნელოვანი და არა ძალადობის გამოვლინება. დაკავებაც შეიძლება ადამიანურად მოხდეს და არა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებით და გული მტკივა ხოლმე, როცა ამის საპირისპიროს ვხედავ.

ვისაც შეუძლია ამაზე დამაჯერებლად და არგუმენტირებულად საუბარი, ვფიქრობ უფრო მეტი უნდა ისაუბრონ ასეთ თემებზე“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპული სივრცის ჩაკეტვა, ზიანს მოუტანს ყველა სფეროს. მათ შორის სამოქალაქო სივრცეებს.

„სკოლებს ფაქტობრივად გადაუკეტეს ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა, რადგან არასამთავრობოებს აღარ ეძლევათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სკოლებთან.

აიძულებენ „უცხო ქვეყნის აგენტებად“ დარეგისტრირდნენ და რა თქმა უნდა, არ უნდა დარეგისტრირდნენ, რადგან ვიცით, რამდენ სიკეთეს აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნისთვის.

გორის მაგალითი ავიღოთ, ახალგაზრდა ფოტოგრაფთა საზოგადოებაა, რომლებმაც მიტოვებული, დანაგვიანებული ადგილი აიღეს. საშინელი მდგომარეობა იყო იმ შენობაში, გაწმინდეს, მოაწესრიგეს და შექმნეს არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი, პროგრესული სივრცე. აწყობენ გამოფენებს და ძალიან საინტერესო შეხვედრებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ბავშვებიც მიდიან, ხატავენ, წერენ, ვორქშოფები ეწყობა.

„ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“, – ეს ბანერიც მათ გამოფინეს. უნდათ, რომ გორი ახსოვდეთ როგორც მერაბ მამარდაშვილის ქალაქი და არა სტალინის, მაგალითად.

როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები „აგენტებად“ შერაცხონ. გაოგნებული ვარ. ახლა კი ეუბნებიან, რომ შენობა დაცალონ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი.

________________

ამ თემაზე:

რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი

„ნუ მივატოვებთ, რადგან რუსია. ისინი ჩვენთან ერთად აქციაზე დგომისთვის დაიჭირეს“ – რეზო კიკნაძე

თბილისში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე, სინდისის პატიმრის რეზო კიკნაძის წერილი გამოქვეყნდა მისსავე ფეისბუქის გვერდზე.

რეზო კიკნაძე წერს, რომ ამ ადამიანების უფლებებიც ისევე უნდა დავიცვათ, როგორც სხვა სინდისის პატიმრების.

„დიქტატურა ყველგან დიქტატურაა და მასთან მებრძოლი ყველგან ერთნაირად დასაფასებელია“- წერს რეზო კიკნაძე.

წერილის შინაარს გთავაზობთ უცვლელად:

„ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება რუსების და ყველაფერი რუსულის მიმართ.

ახლა კი რატომღაც მგონია, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, ვინც ჩვენთან ერთად აქციაზე დგომის გამო დაიჭირეს და რაღაცები ჩაუდეს (და დარწმუნებული ვარ, რომ ჩაუდეს), ბოლომდე გაწირავენ.

იფიქრებენ – ამათ მაინც არავინ მიაქცევს ყურადღებას, ვინ ჰყავს მომკითხავიო და სამაგალითოდ დავსაჯოთო, თან პროპაგანდისთვისაც გამოვიყენოთო. იმედია, ვცდები.

გთხოვთ, ჩვენ ნუ მივატოვებთ, ნუ ვიფიქრებთ, რომ რუსია და მერე რა. ისევე დაუდექით, როგორც ჩვენ გვიდგახართ.

დიქტატურა ყველგან დიქტატურაა და მასთან მებრძოლი ყველგან ერთნაირად დასაფასებელია.

ანასტასია ზინოვკინა დააკავეს თბილისში, საპროტესტო აქციაზე.

რა აზრი აქვს ჩემს ბრძოლას, თუ უსამართლოდ გაიწირება ვინმე, თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქე. სამართალი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.

თან ეს ხალხი იქაც იბრძოდა, როგორც შეეძლო – პუტინის რეჟიმს ებრძოდნენ. იქ ვეღარ გაჩერდნენ, განიდევნენ და მერე ჩვენთანაც სცადეს ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ დიქტატურის წინააღმდეგ. სულ არ ევალებოდათ.

მათი ბევრი თანამემამულე, სამწუხაროდ აქაა და სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რა ხდება. ესენი კი ყოველღამე ფიზიოლოგიურებით და პირბადეებით მოდიოდნენ და მოწამლულ დემონსტრანტებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ.

ჩემი აზრით, ისინიც ისეთივე კარგი ადამიანები არიან, როგორც დანარჩენები.

გთხოვთ, არ გავატანოთ, არ ჩავაყლაპინოთ“ – წერს სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე.

პოსტი ფეისბუქზე გამოქვეყნებულია დღეს, 14 აგვისტოს.

სინდისის პატიმრები/ არტემ გრიბული და ანტონ ჩეჩინი

ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული რუსეთის მოქალაქეები არიან. ისინი შეყვარებულები არიან. ანასტასია პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა და ხშირად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში რუსეთშიც. ამის გამო ის სამშობლოშიც არაერთხელ დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როცა მობილიზაციის საფრთხე არტიომსაც შეეხო, მათ რუსეთის დატოვება გადაწყვიტეს. ისინი საქართველოში 2024 წლის ზაფხულში ჩამოვიდნენ, აქედან კი სხვა ქვეყანაში აპირებდნენ გადასვლას. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდნენ, პროევროპულ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი დემონსტრაციებისას რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს ყავით და ჩაით უმასპინძლდებოდნენ და ასე ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ საქართველოს პროევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეებისთვის.

ანასტასია და არტიომი 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. როგორც ჰყვებიან, პოლიციელები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ დააკავეს აქციებში მონაწილეობის გამო.

ანასტასია ზინოვკინა ამბობს, რომ პოლიციელებმა სექსუალურად შეავიწროვეს და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობითაც.

ანტონ ჩეჩინი საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. ფოტოგრაფიითა და ნუმიზმატიკით გატაცებული 26 წლის ანტონი ციმბირის ქალაქ ბარნაულიდანაა. საქართველოში გაიცნო მომავალი მეუღლე, მანჩო სამხარაძე. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს.

ამავე თემაზე:

ციმბირიდან „ოცნების” ციხეში — ანტონ ჩეჩინის საქმე

“A Slap for Everyone, Starting with Bidzina Ivanishvili” — Poet Zviad Ratiani Remanded in Pretrial Detention

At today’s hearing, the court reviewed a motion to reconsider the preventive measure in the case of poet Zviad Ratiani. The defense sought his release on 10,000 GEL bail, while the prosecution requested he remain in custody. Judge Lela Kalichenko sided with the prosecution, ruling to keep Ratiani in pretrial detention.

“It was the least painful, minimally painful symbolic act,” — this is how poet Zviad Ratiani explained slapping a police officer.

According to Ratiani, “it was a slap for everyone — starting with Bidzina Ivanishvili — who is responsible for the injustice that exists in Georgia today”.

“I don’t think what I did and why I did it needs much explanation, and whatever needs to be said, I will save for my closing statement. My lawyer mentioned its symbolic nature. Yes, of course, it was the least painful, minimally painful symbolic act, the most generalized one…

Every violent police officer, every representative of the government and the judiciary who is involved in this injustice should take it personally. It’s not in my nature to cause pain. Starting with Bidzina Ivanishvili, this was a slap for everyone,” — Ratiani said.

During the court hearing, Ratiani saw a court marshal involved in the case of Nino Datashvili and said that his inspiration came from Mzia Amaghlobeli and Nino Datashvili.

Zviad Ratiani was arrested on June 23 near the Parliament building.

The Prosecutor’s Office has charged him under Article 353¹ of the Criminal Code, which refers to attacking a police officer. If found guilty, the poet faces between four and seven years in prison. On June 25, Judge Arsen Kalatozishvili ordered two months of pretrial detention.

The substantive hearing of Zviad Ratiani’s case will begin in August — the first session is scheduled for August 27 at 12:00.


What is Happening in Georgia

In late fall 2024 and the beginning of winter, massive daily protests erupted across Georgia. The demonstrations were sparked by the ruling Georgian Dream party’s November 28 announcement to “postpone” the country’s EU integration bid until the end of 2028.

By that time, the ruling party had already been accused of massive electoral fraud during the October 26, 2024 parliamentary elections and of unconstitutionally forming a parliament boycotted by all opposition parties. The one-party parliament then proceeded to elect the government and appoint the president — all widely regarded as Georgian Dream-appointed, underscoring their perceived illegitimacy.

The protests, often referred to as the “Georgia Protests,” were met with violent crackdowns. Numerous journalists and citizens sustained physical injuries, and hundreds reported inhumane treatment at the hands of police and in detention, including cases amounting to torture. Journalists were attacked by uniformed, unidentified law enforcement officers during live broadcasts — none of which have been investigated.

Amidst police impunity and tightening repressive legislation, over 60 people have been jailed on criminal charges widely viewed as trumped-up and politically motivated attempts to silence dissent.

Since the late spring of 2025, eight opposition leaders were jailed for refusing to participate in a parliamentary commission purportedly formed to investigate crimes committed by the previous government, which left office in 2012. This commission has been widely criticized as a tool aimed at banning opposition parties. Notably, most opposition leaders summoned had never held high-ranking positions during the previous government’s rule, reinforcing suspicions that the commission’s true goal is to suppress the current opposition rather than investigate past crimes.

One of the main opposition figures, Giorgi Gakharia — who previously served as Interior Minister and Prime Minister under Georgian Dream — has been abroad “on an international business trip” since June, 2025. Meanwhile, an investigation is underway into his role in opening a checkpoint during his tenure as Interior Minister. The investigation involves criminal charges including sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, aiding hostile activities on behalf of a foreign organization or one under foreign control, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and national security.

These are serious charges that carry potential prison sentences ranging from 7 to 15 years.

As trials of prisoners of conscience arrested during the pro-European protests continue, by August 12, eight individuals have been convicted and sentenced to imprisonment — all of whom pleaded not guilty. Among them is Mzia Amaglobeli, sentenced to two years in prison, making her the first female journalist to become a prisoner of conscience since Georgia regained its independence from the Soviet Union in 1991.

Two defendants pleaded guilty and sought plea deals but were nonetheless convicted and sentenced to prison without leniency. Only one defendant was acquitted and released in the courtroom.

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

„ავტონომიური გუნდების მართვა“ – სწორედ, ამ კატეგორიაში მოიპოვა თიბისიმ ჯილდო, რომელიც DORA Awards-ის ფოკუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეაა.

DORA Awards არის Google Cloud-ის ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი კვლევითი პროგრამა, რომელიც ადგენს, რა შესაძლებლობები დგას პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციების პერფორმანსის უკან.

თიბისის, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, საერთაშორისო ტექ საზოგადოებას აჩვენოს, როგორ აქტიურადაა ჩართული საქართველო მსოფლიოს მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებში.

ამ ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ქმნის მაღალი პერფორმანსის მქონე ჯგუფებს, რომლებიც:

  • მუშაობენ დამოუკიდებლად, მაღალი დონის პასუხისმგებლობით;
  • მინიმალურად არიან დამოკიდებული სხვა გუნდებზე;
  • შეუძლიათ ავტონომიურად დანერგონ, გატესტონ და შეცვალონ კოდი ან ინფრასტრუქტურა;
  • აქვთ ეფექტიანი კოლაბორაცია სხვა გუნდებთან, მათი ბლოკერებისა და თანხმობების საჭიროების გარეშე;

თიბისის ეს გამარჯვება, Google-s მხრიდან ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდების სტრუქტურა, კომპანიის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა არის თანამედროვე, ეჯაილური, DevOps პრაქტიკებთან შესაბამისი, რაც სწრაფად, ეფექტიანად და მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობის საშუალებას იძლევა.

ბიძინა მაცაბერიძე (თიბისის ტექნოლოგიების ინფორმაციის მართვის დირექტორი): „ჩვენი, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ მარტივი და კომფორტული პროდუქტები და სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ვიყენებთ ტექ ინდუსტრიაში საერთაშორისოდ აღიარებულ საზომებსა და ნიშნულებს (ე.წ benchmark-ებს) და Google-ის DORA პროგრამაც ზუსტად იმიტომ შევარჩიეთ, რომ ყოველთვის ვხედავდეთ ობიექტურ სურათს, თუ როგორ ვპოზიციონირდებით, როგორც ტექნოლოგიური კომპანია.

Google-ისგან მიღებული აღიარება და ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ პროგრამაში ჩართული უამრავი კომპანიიდან თიბისი გამოარჩიეს, ნიშნავს ჩვენი ტექნოლოგიური გუნდის მიერ კომპანიის სწორი სტრატეგიით მართვას. ამასთან, ბიზნესი იყენებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.

ასევე, ეს გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან პროდუქტებისა და სერვისების შექმნის ტექნოლოგიური პროცესები, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისია. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრისთვის, ეს საინტერესო და დიდი გამოცდილების მიმცემია.“

გიგა შუბითიძე (SDLC მმართველობის ლიდერი): „ეს გამარჯვება უდიდესი აღიარებაა იმ ტრანსფორმაციული ინიციატივებისა, რაც თიბისიმ ბოლო წლებში განახორციელა და ორმაგად სასიამოვნოა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტის მხრიდან, როგორიცაა Google.

რაც შეეხება ნომინაციას, რომელშიც გავიმარჯვეთ, მარტივი ენით რომ ავხსნა, მომხმარებლამდე ახალი ფუნქციონალის მიწოდება საგრძნობლად დავაჩქარეთ, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორით და ძლიერი DevOps კულტურის ჩამოყალიბებით – შენ ქმნი, შენვე მართავ.

ამ  პროცესების შედეგად, პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების გატარების ხანგრძლივობა თვეებიდან დღეებამდე შევამცირეთ და დანერგვების სიხშირე 600%-ზე მეტით გავაუმჯობესეთ.

Google-ის კონკურსში გამარჯვება თიბისის ტექნოლოგიების გუნდისთვის უდიდესი სტიმულია. ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ განვითარებას, რათა მომხმარებლებს უფრო სწრაფად მივაწოდოთ არაერთი ინოვაციური ციფრული სერვისი.“

უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ ივლისში ყოველთვიურ მაქსიმუმს მიაღწია – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისია უკრაინაში იუწყება, რომ 2025 წლის ივლისში უკრაინაში დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველთვიურ მაქსიმუმს მიაღწია.

გაეროს მისიის ცნობით, გასულ თვეში, ივლისში, უკრაინაში  286 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1388 დაშავდა, რაც 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 2025 წლის ივნისის სტატისტიკას აღემატება.

მსხვერპლის თითქმის 40 პროცენტი გამოწვეული იყო რუსეთის მიერ შორი მოქმედების იარაღის, რაკეტების და საბრძოლო მასალის გამოყენებით.

მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა ძირითადად უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ფრონტის ხაზის გასწვრივ მოხდა, რაც ასახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩაგდების ინტენსიურ მცდელობებს.

2025 წლის ივნისის მსგავსად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის უმრავლესობა (98%) უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა დრონები – მსხვერპლთა 24%.

ყველაზე დიდი მსხვერპლი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საჰაერო ბომბების გამოყენებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 2025 წლის ივლისში 67 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

საერთო ჯამში, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი უკრაინის 18 რეგიონში და ქვეყნის დედაქალაქში, კიევში დაფიქსირდა.

______________

ფოტოზე: კიევი, რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად 9-სართულიან კორპუსში 31 ადამიანი დაიღუპა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

პატიმრობიდან გაათავისუფლეს „ლელოს“ წევრი, ბათუმის აქციების მონაწილე ლევან ხორავა

დღეს, 14 აგვისტოს, 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ფოთის იზოლატორი დატოვა ლევან ხორავამ, „ლელოს“ წევრმა, ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილემ.

ლევან ხორავას, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ შეუფარდა შსს-ს საჩივრის საფუძველზე.

ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე 24 ივლისს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში: შსს-ს ვერსიით, ლევან ხორავამ შსს-ს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს „ნაბოზარი“ უწოდა 27 მაისის სასამართლო სხდომის შემდეგ, როცა სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი მტკიცებულებების გარეშე, 12 დღით დააპატიმრეს.

შსს ლევან ხორავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებოდა. ეს მუხლი ჯარიმასაც ითვალისწინებდა, თუმცა მოსამართლე გოგუაძემ ლევან ხორავა 20 დღით დააპატიმრა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.

ამავე თემაზე: 

ლევან ხორავას შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე სასამართლოში უჩივის

 

„ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“ – ზვიად რატიანი

დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ზვიად რატიანი, ცნობილი ქართველი პოეტი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღეს, 14 აგვისტოს, ზვიად რატიანის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ ზვიად რატიანის ჩადენილ ქმედებას სიმბოლური აქტი უწოდა, რომელიც არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. მას დაეთანხმა ზვიად რატიანი.

„არა მგონია ბევრი ახსნა სჭირდებოდეს იმას, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე და რაც დასჭირდება, იმას დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ.

ახსენა ჩემმა ადვოკატმა სიმბოლურობა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო, მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებადი.

ყველა მოძალადე პოლიციელმა, ხელისუფლების, სასამართლოს ყველა წარმომადგენელმა, ვინც ამ უსამართლობაშია ჩართული, უნდა მიიღოს თავის თავზე.

ჩემს ბუნებაში არ ზის ტკივილის მიყენება. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“, — განაცხადა ზვიად რატიანმა სასამართლო სხდომაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმეები და ის ძალადობა, რაც მათ მიმართ განხორციელდა.

„ეს სილა იქცევა ძალიან დიდ სილად“ – თქვა ზვიად რატიანმა. მის ამ სიტყვებს სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ რეაქცია ჰქონდათ პირველ შემთხვევაში – პოლიციის უფროსის, მეორე შემთხვევაში კი სასამართლოს მანდატურის მხრიდან ძალადობა და შეურაცხყოფაზე.

ზვიად რატიანის საქმე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა კალიჩენკომ განიხილა. დაცვის მხარე ზვიად რატიანის გათავისუფლებას 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.

ზვიად რატიანის საქმის არსებით განხილვას სასამართლო 27 აგვისტოს, 12.00 საათზე დაიწყებს.

ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად მერიამ ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა

ბათუმის მერიამ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ვერ გამოავლინა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება,  ტროტუარზე ფილებს აყრიდა და ხელახლა დააგებდა.

ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. დღეს, 2025 წლის 14 აგვისტოს უწყვეტი საპროტესტო აქციის 260-ე დღეა.

უწყვეტი საპროტესტო აქციის 259-ე დღე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან / 13.08.2025

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერი სამჯერ დასრულდა უარყოფითი შედეგით. მორიგი, მეოთხე ტენდერი კი, სამმართველომ 2025 წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა.

მეოთხე ტენდერიც 319 ათას 887 ლარით არის გამოცხადებული. ამ ტენდერის ფარგლებში შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები:

  • „დემეტრე თავდადებულის N10-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობა;
  • ნონეშვილის ქ.N1-დან N6-მდე ტროტუარის მოწყობა;
  • მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ნიკოლოზ ბარათაშვილის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები კი სამივე ლოკაციაზე, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 11 ნოემბრამდე უნდა დამთავრდეს.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის მერია ტროტუარზე ფილების შეცვლას გეგმავს იქ, სადაც 104 დღეა აქცია იმართება

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 067 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
  • ტანკი – 11 104 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 130 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 31 458 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 466 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 207 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 51 043 ერთეული [+191]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 558 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 58 456 ერთეული [+191]
  • სპეცტექნიკა – 3 937 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 77 184 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 572 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 585 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 500 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 648 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში მშვიდობის გზა კიევის გარეშე ვერ გადაწყდება – ევროპელი ლიდერები

გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აზიური გავლენები საქართველოში იყო ძლიერი, შემდეგ გადავიხარეთ რომისკენ – ისტორიის პედაგოგი

„იზოლირება ყოველთვის წამგებიანია. ნებისმიერი იზოლაცია გაქცევს ერთი კონკრეტული ძალის ქვეშ და საბოლოოდ აუცილებლად გვნებს. ახლა ევროპასთან დაშორების ნიშანი არის კანონის უზენაესობის ეჭვქვეშ დაყენება, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, ნეპოტიზმი ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა. აი, ეს ყველაფერი ევროპულ სამყაროს, ევროპულ ცივილიზაციას გვაშორებს,“ – ამბობს ისტორიკოსი, მასწავლებელი ნიკა შონია, რომლის კვლევის საგანიც შუა საუკუნეების ისტორიაა. 

ევროპული ცივილიზაციისკენ სვლის რა ისტორიული გამოცდილება აქვს საქართველოს და როგორ გვაშორებს მოქმედი ხელისუფლება ამ ისტორიულ არჩევანს? – „ბათუმელები“ ნიკა შონიას ამ თემაზე ესაუბრა.

  • როგორ გვაშორებს „ქართული ოცნება“ ევროპას? თქვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და როგორც მასწავლებელი, როგორც ისტორიკოსი, რა ნიშნებს ხედავთ ამ ყველაფერს?

როგორც, მასწავლებელი ვიტყვი, რას ნიშნავს ჩემთვის ევროპული ცივილიზაცია და როგორ შეიძლება ამას სახელმწიფო დაშორდეს.

პირველ რიგში ეს არის კანონის უზენაესობა.

პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქის, ისე თანამდებობის პირების და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის, რომ გააზრებული ჰქონდეს საზოგადოებას და მთავრობას, ვინ არის დამქირავებელი და ვინ – დაქირავებული. ანუ ვინ ვის უნდა ემსახურებოდეს.

ეს სამი პრინციპი, როდესაც სახელმწიფოში არ სრულდება ისე, როგორც საჭიროა, შენ ბუნებრივად შორდები იმ ცივილიზაციას, რომლის მონაპოვარიც არის ეს.

ნებისმიერი ძალა, რომელიც ამას აკეთებს, „ქართული ოცნება“ იქნება ახლა, მომავალში სხვა იქნება თუ მანამდე სხვა იყო, ყველა ბუნებრივად გვაშორებს ევროპულ ცივილიზაციას.

როდესაც კანონი არ კანონობს ან შერჩევითია, ან მმართველობა გადახრილია ერთპიროვნულობისკენ, ან ხდება ახლობლების აყვანა სამსახურებში, ანდა უბრალოდ საქმის არ კეთება – აი, ეს ყველაფერი აშორებს ნებისმიერ მთავრობას ევროპული ცივილიზაციისგან.

სანამ ეს არ შეიცვლება, მანამდე არანაირი განცხადება, არც ერთი მხრიდან, რომ იქ გვინდა გაწევრიანება ან აღარ გვინდა ამიტომ გაწევრიანება, ან გვინდოდა და მერე მოგვინდება, ყველაფერი ეს არის წყლის ნაყვა.

სანამ არ ექნება გააზრებული დეპუტატს, რომ დეპუტატი არის დაქირავებული, ანუ ხალხზე ქვემოთ დგას, სანამ ეს ხალხი პირველივე კანონით საკუთარი ხელფასების გახუთმაგებას არ დაიწყებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… ნებისმიერი განცხადება, ევროპის ხსენება, ყველაფერი იქნება ფარსი და ფიქცია.

  • ისტორიკოსი ხართ, შუა საუკუნეების სპეციალისტი. ისტორიულად რა გამოცდილება გვაქვს ევროპული ცივილიზაციისკენ სვლის, რა ძალისხმევა გვაქვს, როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს, ასევე როგორც ინდივიდებს, ამ ყველაფერში ჩადებული და გაღებული?

როცა დღეს ვამბობთ, რომ ევროპისკენ ვისწრაფვით, ცოტა განსხვავებულად იყო ვთქვათ ერეკლე მეორის დროს და უფრო განსხვავებული იყო ადრე.

ევროპა, დღევანდელი სახით ყოველთვის არ არსებობდა. მათ შორის შუა საუკუნეებშიც არ არსებობდა.

რა განაპირობებს ევროპულ ცივილიზაციას, როგორ შეიძლება მიკუთვნებული იყო ან თავს აიგივებდე რომელიმე ცივილიზაციასთან? პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი. რა განსაზღვრავდა ევროპულობას მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფოები იქმნებოდა.

შუა საუკუნეებში, ევროპულობას განსაზღვრავდა, პირველ რიგში, რელიგიური ფაქტორი. ადრე რელიგია და პოლიტიკა ფაქტობრივად ერთად იყო და რელიგიური ფაქტორი განსაზღვრავდა სად აღმოჩნდებოდი – დასავლურ თუ აღმოსავლურ ორბიტაზე.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლური, ანუ აზიური გავლენები საქართველოში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში იყო ძალიან დიდი და ძლიერი, როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური, ჩვენ მეოთხე საუკუნეში გავაკეთეთ არჩევანი. ჯერ ჩვენმა სახელმწიფომ, შემდეგ ხალხმა გააკეთა არჩევანი, რომ გადავიხარეთ რომისკენ, ანუ ბიზანტიისკენ, ქრისტიანობის არჩევით.

აქედან მოყოლებული, გამოჩნდა სახელმწიფო, რომელიც არის ქრისტიანული, რომელიც ებრძვის აღმოსავლეთიდან მოსულ მტრებს. ქრისტიანობა მარტო პირჯვრის გადაწერა ხომ არ არის?! დროთა განმავლობაში ეს განაპირობებს აზროვნების წესს, მსოფლმხედველობას, გავლენას ახდენს ლიტერატურაზე, არქიტექტურაზე და ასე შემდეგ. ჩვენთან ყოველთვის იყო სინთეზი აღმოსავლურის და დასავლურის, მაგრამ რელიგიურმა ფაქტორმა ეს მნიშვნელოვნად დასავლეთისკენ გადაწია.

სოციალურ-კულტურული თვალსაზრისით და იმ სისტემებით, რომლითაც სახელმწიფო ფუნქციონირებდა, მაგალითად შუა საუკუნეებში, რომ ავიღოთ, ძალიან ჰგავს ეს სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური წყობით, სამხედრო საქმით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორიც იყო დასავლეთ ევროპაში.

მსოფლმხედველობრივადაც და შეიძლება ითქვას, გარეგნულადაც და გარეგნულში ვგულისხმობ იმ სისტემებს, რომელიც სახელმწიფოში არის – პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული და ასე შემდეგ, ჩვენ ბევრად უფრო მივემსგავსეთ ევროპულ სახელმწიფოებს მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე აღმოსავლურს.

რომის იმპერიის ნაწილი იყო მთელი დასავლეთ საქართველო. რომის იმპერიის მემკვიდრეობა არის მთელი ევროპა დღეს. რომის იმპერიის უშუალო შემადგენლობაში შედიოდა დასავლეთ საქართველო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო რომის მეგობარი და მოკავშირე იყო.

ანუ ქრისტიანობამდეც პოლიტიკურად ჩვენ მაინც ვიხრებოდით რომისკენ.

გარდა ამისა, ვერც ერთ აღმოსავლურ ცნობილ მითოლოგიურ სიუჟეტში ვერ ვნახავთ სივრცეს, სადაც ჩვენზე არის ლაპარაკი. სამაგიეროდ, ბერძნულ მითოლოგიაში კოლხური სივრცე შემოვიდა.

არავინ არ იძახდა მეოთხე საუკუნეში – „ჩვენ ევროპა გვინდა“, იმიტომ, რომ ევროპა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, არ იყო. მაგრამ ამ რელიგიურ-პოლიტიკური კონტექსტით, ჩვენ ერთგვარ კიდედ მოვიაზრებოდით, როდესაც ევროპიდან გამოიხედავდი, იმიტომ, რომ ბოლო ქრისტიანული სახელმწიფო იყო და ერთიანობის მარკერი მეტწილად სწორედ რელიგიურობა იყო.

ამიტომ, დიდი ხანია უკვე ჩვენ ფსიქოლოგიურად თუ არსებითად და დასავლური ცივილიზაციისკენ ვართ გადახრილი. უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზებით მოხდა მერე ისტორიულად აქედან ჩვენი იზოლირება, ჩამოშორება.

  • იმ რეალობის გათვალისწინებით, ახლა რაშიც ვართ, კიდევ ერთხელ იზოლაციის საფრთხე ხომ არ გვემუქრება?

იზოლირება ყოველთვის წამგებიანია. იმიტომ, რომ ვერ იზოლირდები ფიზიკურად, არ გამოგივა ეს და თან მარტო ხომ არ ხარ ამ სამყაროში?!

ნებისმიერი იზოლაცია შენ გაქცევს ერთი კონკრეტული ძალის ქვეშ და აუცილებლად გვნებს, ეს რუსეთი იქნება თუ მანამდე სხვა იყო – ირანი, ოსმალეთი… როდესაც შენ ბოლომდე ხდები სხვაზე დამოკიდებული, რომელიც შორს არ გიშვებს და იზოლაციაში გაქცევს, რა თქმა უნდა, ეს შენვე გვნებს.

საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა? იყო რაღაც ერთი იდეა და იმ იდეის გარდა სხვა არაფერი, რამაც დააზიანა ბევრი რამე, იგივე მეცნიერებაში, იგივე კულტურულად, ლიტერატურაში თუ ასე შემდეგ. თვითონ საბჭოთა კავშირიც ამან დააზიანა, მოაქცია საკუთარი თავი იზოლაციაში და მოგვიყოლა ჩვენც.

ევროპულმა ცივილიზაციამ განვლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ეტაპები, როგორიც იყო: რენესანსი, განმანათლებლობა და ა.შ. ჩვენ მაგ დროს აქ ისეთი განსაცდელების წინაშე აღმოვჩნდით, რომ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ გადარჩენისთვის გვიწევდა ბრძოლა, აღარც გვეცალა სხვა დანარჩენისთვის. ისტორიულად ბევრჯერ აღმოვჩნდით იზოლაციაში და კიდევ ერთხელ თუ აღმოვჩნდებით მდგომარეობაში, როდესაც ერთი ძალის გავლენის ქვეშ მოვექცევით და დანარჩენ სამყაროსთან შეწყვეტთ ურთიერთობას, ძალით თუ თუნდაც უნებლიეთ, ეს აუცილებლად დაგვაზარალებს და კიდევ უფრო უკან დაგვწევს, პროგრესს და განვითარებას შეანელებს.

იმიტომ, რომ თუ არ მიიღე სხვა, სხვისი ნააზრევი, სხვისი მიღწევა, თუ არ გაითვალისწინე და შენად თუ არ აქციე და თუ ცუდიც ნახე რაღაც, მაგრამ სახელი დაარქვი, რომ ეს ცუდია, ისე ვერაფერს ვერ იზამ, ვერ განვითარდები.

  • „ქართული ოცნების“ რიგით მხარდამჭერთა ნაწილს არ სჯერა იმის, რომ იმ პოლიტიკით, რა პოლიტიკასაც ახლა „ოცნება“ ატარებს, გვაშორებს ჩვენს ევროპულ არჩევანს. ამ კითხვას გისვამთ „ოცნების“ მხარდამჭერთათვის, როგორ უნდა ამოიცნონ ნიშნები, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება რეალურად აშორებთ ევროპას?

ჩემი აზრით, ევროპასთან დაშორების ნიშანი არის კანონის უზენაესობის ეჭვქვეშ დაყენება, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, ნეპოტიზმი, ვერ გააზრება იმის, ვინ არის მმართველი და ვინ არის უზენაესი; და ეს რომ ხალხია, მაგის ვერ გააზრება ან არ გააზრება; ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა – აი, ეს ყველაფერი იმ ევროპულ სამყაროს, ცივილიზაციას გაშორებს.

ეს შინაარსში გაშორებს და არა კონკრეტული განცხადებები. კონკრეტული განცხადებები ვერ დაგაშორებს, როდესაც ამ შინაარსში ხარ გასვრილი.

დიდი ხანია საქართველოში ევროპული მმართველობა არ არის, მიუხედავად განცხადებებისა, მიუხედავად ვიზალიბერალიზაციისა, რითაც ეს მთავრობა ცოტა ხნის წინ ამაყობდა.

მმართველობით საქართველო არასდროს არ ყოფილა ევროპული სახელმწიფო იმიტომ, რომ ჩინოვნიკს ჰგონია, რომ მეფეა; იმიტომ, რომ პოლიციელს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს; იმიტომ, რომ დეპუტატის მიზანია უფრო მეტი მანქანა ჰყავდეს ვიდრე დეპუტატობამდე ჰყავდა.

როდესაც ევროპული პრინციპებისგან გაშორებს მთავრობა, შენ იმის ნაწილი ვერ იქნები. ხვალ რომ გამოვიდეს ვინმე, უკან მიგვაქვს ჩვენი სიტყვები, კი ბატონო, ევროკავშირში შევალთო, ეს ხომ ტყუილი იქნება?! შინაარსში არის პრობლემა.

  • როგორ ხედავთ თითოეული მოქალაქის როლს, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს? თქვენს თავს სად ხედავთ?

ყველას სხვადასხვა როლი შეიძლება ჰქონდეს, ზოგს ხილული და ზოგს შედარებით ნაკლებად ხილული. ზოგი შეიძლება აპროტესტებდეს ქუჩაში, ზოგი სხვადასხვა ფორმას ეძებდეს. მაგრამ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებზე თუ მიდგება საქმე, მე ავირჩიე გზა, რომლითაც ვცდილობ, რომ ახალგაზრდებს სწორად დავანახო რა რას ნიშნავს და რა როგორ არის.

სულ ამაზე მაქვს ლაპარაკი ბავშვებთან და ისტორიის სწავლებაზე მეტად ის მომწონს ხოლმე, რომ ამ ადამიანებს მეტ-ნაკლებად ვაჩვენე სახელმწიფოს არსი რა არის, მოქალაქის არსი რა არის. ის, რომ ვიღაცამ სკვერი გააკეთა თბილისში, არ ნიშნავს იმას, რომ სკვერი გაგიკეთა, იმიტომ, რომ შენი ფულით არის ეს გაკეთებული.

პირველ რიგში დიდებს უჭირთ ამის განსაზღვრა – “აი, ძმაო, გზა დააგო!“ რა, აბა არ უნდა დაეგო? მე ვაკეთებ იმას, რომ თითოეულმა ბავშვმა იცოდეს სახელმწიფო რას ნიშნავს, იცოდეს, რომ თვითონ არის ეს სახელმწიფო და არ უნდა მოტყუვდეს ვიღაც ჩინოვნიკის დაპირებაზე, რომ გზას დაუგებს, იმიტომ, რომ მისი ფულით იგება ეს გზა და მისია, რაც კეთდება.

მე შეიძლება ეს გავაკეთო. კიდე ჩემნაირად ბევრმა მასწავლებელმა ეს რომ გააკეთოს, ხალხს, რომელიც გაიზრდება, ეს სწორად ექნება გააზრებული და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, თავს არ მოატყუებინებს არავის და მიხვდება, რა თეთრია და რა შავი.

შეიძლება მთავარი პრობლემა ის იყოს, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ზოგჯერ ვერ ხვდებიან რა სწორია და რა არასწორი და არა ის, რომ ცუდები არიან ან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ინჟინერმა რა უნდა გააკეთოს, მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ თითოეული მოქალაქის ფუნქცია არის სიმართლის ლაპარაკი, განათლების მიღება და მერე ამ განათლების გაცემა. სხვა კონკრეტული რეცეპტი, სამწუხაროდ, მე არა მაქვს.

„ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში ბავშვებს გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“ – მასწავლებელი

საქართველოში მე-9 თვეა ხალხი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას, რასაც ძალიან მალე, შესაძლოა მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რას დაკარგავს ამით ქვეყანა და რას დაკარგავთ თუნდაც თქვენ, როგორც ერთი მოქალაქე და მასწავლებელი ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებით? – ვკითხეთ ნესტან კუბლაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის ათეულში მოხვდა.

ნესტან კუბლაშვილი თბილისის 172-ე საჯარო სკოლაში 29 წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

„რა თქმა უნდა, უარყოფითად ვუყურებ, ძალიან მაშინებს ასეთი მომავალი. მე, პირადად, მაქვს გამოცდილება, ვიზალიბერალიზაციამდე რომში წასვლა მინდოდა და როგორი რთული გზა გავიარე ამისთვის.

პირველად არ ჩამირტყეს ვიზა და მეორედ, კონსულთან გასაუბრებით ძლივს მომანიჭეს ეს უფლება და ეს მწარე გამოცდილება მთელი ცხოვრება მახსოვს.

შესაბამისად, კი მინდა, ცოტა იმედის მსგავსი შევინარჩუნო, მაგრამ ფაქტია, რეალობაა, რომ ჩვენ ეს დიდი მონაპოვარი შესაძლოა დავკარგოთ.

ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა, როგორც მოქალაქეს, როგორც მასწავლებელს, როგორც ქალს. მიმდინარე წელს, ჩემს სადამრიგებლო კლასში მოსწავლეს სიმსივნე ჰქონდა. თურქეთში მკურნალობდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა. ახლა დედებს იმის იმედსაც ართმევენ, რომ იბრძოლონ საკუთარი შვილების ჯანმრთელობისთვის“, – გვეუბნება ნესტან კუბლაშვილი.

ნესტანის თქმით, ევროპასთან დაშორება და რუსეთთან დაახლოება მას წარსულ ჭრილობებს უხსნის, როცა საბჭოთა რეჟიმმა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა.

„მე ორგანულად მძულს რუსული რეჟიმი, რადგან რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენელი ვარ. ბაბუაჩემი დახვრიტეს, მამაჩემი უპატრონოდ გაიზარდა და მშვენივრად ვიცი, რა საშიშ სისტემაში შეიძლება აღმოვჩნდეთ.

ფუნდამენტურად საყრდენს დავკარგავთ, იმიტომ, რომ მე მაგალითად, 30 წელია სკოლაში ვმუშაობ და აი, ამ ხანგრძლივი პრაქტიკიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდა, ევროპამ მომცა. პროექტმა „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“, რომლის საშუალებით და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით ერთი კვირით წავედი ტალინსა და ტარტუში პროფესიული განვითარების მიზნით.

პრაქტიკულად გვაჩვენეს, როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას, თუ ერი შეთანხმდება რამეზე.

2016 წელს იყო ეს და მაშინ ვნატრობდი, ნეტა მეც ესტონეთის მოქალაქე ვიყო ვიყო-მეთქი, იმდენად დადებითად დამუხტული ჩამოვედი იქიდან. მას მერე ვცდილობ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო, როგორ შეიძლება დემოკრატიულად, პატიოსნად, სამართლიანად მიაღწიო წარმატებას და ესტონეთის მაგალითი მომყავს სულ.

თუ ეს შესაძლებლობები ჩამოგვერთმევა, არ ვიცი რა იქნება მაშინ. შეიძლება საერთოდ სკოლაში მუშაობაზეც კი უარი ვთქვა, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება“, – ამბობს ნესტან კუბლაშვილი.

მისი თქმით, თუ დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლება არ მიეცემა ქართულ საზოგადოებას, მაშინ არც განათლებას ექნება რაიმე ფასი, ასეთ ქვეყანაში.

„თავისუფლება, დემოკრატია, პიროვნული ზრდა, სამართლიანობა, ეს არის ჩემთვის უპირველესი ღირებულებები. ფაქტობრივად, ამას ვკარგავთ, ყველაფერთან ერთად.

არ ვიცი ახლა რომ შევალ გაკვეთილზე, როგორ უნდა ვასწავლო მაგალითად, „ჯაყოს ხიზნები“, ან როგორ უნდა ვასწავლო „დათა თუთაშხია“, რაზე უნდა ველაპარაკო ბავშვებს, ან რამდენად გულწრფელად გამომივა ამის ახსნა, არ ვიცი.

მგონია, რომ ყველაფერს სახელს უცვლიან – გმირობას, სიმამაცეს, სამშობლოს სიყვარულს. საშინელებაა. გაკვეთილზე სხვა რამე ასწავლო ბავშვს და გარეთ სხვა რამე ესმოდეს, ძალიან რთული იქნება. დღეს სახელმწიფო სხვა პრიორიტეტებს ულაგებს ბავშვებს და არ ვიცი ეს რა არის. ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში, ბავშვებს მართლა გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“, – ამბობს ნესტან კუბლაშვილი.

მისი აზრით, დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ გმირობა არ არის საჭირო ბრძოლის ველზე, არის ცრუ პატრიოტიზმი.

„ურაპატრიოტიზმი, ცრუ პატრიოტიზმია რა თქმა უნდა, რადგან პიროვნულის, იდენტობის დაკარგვისკენ მოწოდებაა ეს, რომ ბავშვმა, ადამიანმა, საკუთარი ინდივიდუალიზმი დაკარგოს და გახდეს მორჩილი მასის ნაწილი. ამას ახალისებენ.

თუმცა ეს ახლა ხომ არ დაწყებულა? ეს ყველა რეჟიმისთვის დამახასიათებელია, როდესაც გაიძულებენ მასის ნაწილი გახდე და ინდივიდუალური, თუ რამე გაგაჩნია, დაკარგო. მერე ამისთვის დაგაჯილდოებენ ალბათ რაღაცით“, – გვეუბნება ნესტანი.

მისი თქმით, როგორც ერთი მასწავლებელი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ გადაუხვიოს საკუთარ პრინციპებს.

„არაფრის ფასად არ ვაპირებ ამ პრინციპებს გადავუხვიო, რადგან ამ ხელისუფლების დროსაც შემეხო რეპრესიები. USAID-ის პროექტში გავიმარჯვე, საგრანტო თემა იყო ევროინტეგრაცია.

ბავშვები დამყავდა ყველგან. ნატოს ცენტრში, პრეზიდენტის სასახლეში, ვაწვდიდი ინფორმაციას ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ როცა 2023 წელს საპროტესტო აქციები დაიწყო, ბრალი დამდეს, თითქოს იძულებით ვატარებდი ბავშვებს მიტინგებზე. თან მე-8, მე-9 კლასელ მოსწავლეებს. თუმცა ეს ვერ დამიმტკიცეს. ფაქტობრივად, ეს იყო იმის დასაწყისი, რომ მასწავლებლებს ისევ გველოდება რეპრესიები.

ამის მიუხედავად, ყველა პეტიციას ვაწერდი ხელს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციას ემხრობოდა, რადგან ასე ვფიქრობ რეალურად, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

თუ მე არ ვიქნები გულწრფელი, ვერც ბავშვებს ვასწავლი გულწრფელობას, პატიოსნებას და სამართალს“, – ამბობს ნესტანი.

მისი აზრით, საქართველოს ევროპული გზის შენარჩუნება დღეს დამოკიდებულია თითოეულ მოქალაქის პასუხისმგებლობაზე.

„ინდივიდუალურად, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ამაზე დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ხსნა. ყველგან, ყველა საქმეში უნდა გამოვხატოთ ეს. ჩემი პირადი გამოცდილებით და პირადი მაგალითით შევეცდები, ჩემს აღსაზრდელებსაც დავანახო, რომ ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო ჩვენთვის.

სამწუხაროდ, დღესაც არსებობენ სკოლაში ეგრეთ წოდებული რუსეთუმე მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ საკუთარ ავტორიტეტს და ბავშვებს, ასე ვთქვათ, ტვინს ურევენ. პირადად მე, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების დროს ვცდილობ ბავშვებს დავანახო ნათელი, სწორი გზა. სამართლიანი გზა და არა მონობა, თუნდაც რაღაც მასის ნაწილად გახდომა.

სამწუხაროდ, არსებობენ მედროვე ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს მატერიალურ კეთილდღეობას ანაცვლებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ დღევანდელი კვერცხით ისარგებლონ“, – ამბობს ნესტან კუბლაშვილი.

_______________

ამ თემაზე:

რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი

„კილოგრამი 8-10 ლარი ეღირება“ – თხილის სეზონი დაიწყო

საქართველოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. საწარმოები და მსხვილი დისტრიბუტორები თხილის შესყიდვას აგვისტოს თვის ბოლოს ან სექტემბრისთვის დაიწყებენ, როცა თხილი შედარებით გამოშრება. თხილის ფასიც ამ დროიდან დადგინდება, თუმცა დღეს თხილის ფასი შედარებით მაინც მაღალია, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში. ქართული თხილს წელსაც ძირითადად ევროპაში გაიტანენ.

თუ შარშან ამ დროს თხილის ფასი 3-4 ლარი იყო, დღეს ფასი 4-დან 6 ლარამდეა გაზრდილი. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ სექტემბერში თხილი მინიმუმ 8-10 ლარი ეღირება. საუბარია, რა თქმა უნდა, ხარისხიან თხილზე.

რაც შეეხება ზოგადად მოსავალს, საქართველოში წელს გაცილებით მეტ მოსავალს ელიან, ვიდრე გასულ წელს, თუმცა, ეს იმ ფერმერების ხარჯზე, რომლებმაც თხილის ბაღებს მოუარეს. ასოციაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბაღებში, სადაც თხილის ბუჩქები არ შეუწამლიათ, იმაზე უარესი ხარისხის მოსავალი მიიღეს, ვიდრე შარშან.

ჯონი ბოლქვაძეს თხილის ბაღი ქობულეთის სოფელ გვარაში აქვს. ფერმერი „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ წელს კარგ მოსავალს ელოდება: „დავიწყე კრეფა. ბაზარი ჯერ არ შემისწავლია, მაგრამ ამბობენ, რომ 4-5 ლარი ღირს. მე ჯერ არ ვყიდი, საშრობ საწარმოში მიმაქვს, იქ ვაშრობ, ვინახავ და როცა ჩემთვის მისაღები ფასი იქნება, შემდეგ გავყიდი. სექტემბრიდან, როცა ექსპორტიორები დაიწყებენ მიღებას, დარეგულირდება ფასები“.

„წელს უფრო კარგი მოლოდინებია, მაგრამ ჯერ შესყიდვები არ დაგვიწყია, სექტემბრიდან ვიწყებთ. ახლა 5 ლარია მგონი მიღება კარგი თხილის. მეტსაც იხდიან, ასე მესმის და შედარებით ნაკლებხარისხიანი თხილიც არის – 4 ლარად“, – ამბობს ბადრი ლორჩოშვილი „ბათუმელებთან“. ის სენაკში იბარებს თხილს.

ბადრი ლორჩოშვილის თქმით, თხილი ევროპაში გაჰქონდა და წელსაც აპირებს. ამბობს, რომ ჩინეთიდანაც აქვთ შემოთავაზება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული გაიტანენ თუ არა. „თხილში ფულს ძირითადად ევროპა იხდის“, – გვეუბნება ბადრი ლორჩოშვილი.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის გურიის კოორდინატორის, გიორგი ლანჩავას თქმით, მართალია, უკეთეს მოსავალს ელოდებიან, თუმცა „არის ზონები, ზოგან მეტია – სადაც მოუარეს, ზოგან ნაკლებია, მაგრამ ზოგადად, როგორც ფერმერები ამბობენ, ხარისხი ნორმალურია.

გეტყვით, რომ უწამლავი, მოუვლელი თხილი შარშანდელზეც ძალიან ბევრად დაბალი ხარისხის არის. ვინც მოუარა და შეწამლა, აი, ვინც ჩვენი სქემით ისარგებლა, ან ნებისმიერი სხვა აგრონომის სქემით, იდეალური შედეგი აქვთ. შარშანდელზე ბევრად უკეთესი ხარისხის არის.“

გიორგი ლანჩავას თქმით, ფასი თხილზე უკვე გამოაცხადა თურქეთმა, სადაც 1 კილოგრამის ფასი დაახლოებით 5 აშშ დოლარია, ოღონდ ისეთი თხილის, რომლის გამოსავლიანობა 50 პროცენტიდან 55 პროცენტამდეა.

„ჩვენთან გამოსავლიანობა არ ვიცით – არავინ იბარებს ჯერ. გამოსავლიანობა დადგინდება შემდეგ, ანალიზები რომ გაკეთდება. დაახლოებით სექტემბერში დაიწყება მიღება. ვფიქრობ აქ ფასი იქნება, დაახლოებით 8- 10 ლარამდე, ასე დაიწყება. ოღონდ ჩვენ შემთხვევაში ეს ფასი იქნება ისეთ თხილზე, რომლის გამოსავლიანობა იქნება 40 პროცენტი“, – ამბობს გიორგი ლანჩავა.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 5 წელში საქართველოდან გატანილია 537,4 მილიონი აშშ დოლარის თხილი. აქედან 50,3 მილიონი დოლარის მარტო 2025 წლის იანვარ-ივნისში:

წყარო: საქსტატი

საქართველოში თხილის ფასის ზრდის პარალელურად ხმობა დაიწყო თხილის ბუჩქებმა. თხილის ნაყოფს კვლავ აზიანებს აზიური ფაროსანაც.

„აზიურმა ფაროსანამ წელს გამოსვლა დააგვიანა და თითქოს ნაყოფის დაზიანება იმდენად ვერ უნდა მოესწრო, მაგრამ ახლა რომ ტყდება თხილები, ანალიზს რომ ვაკეთებთ, ძალიან ბევრი ნაკბენი აქვს, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მაინც მოახერხა დაზიანება თხილის.

ხმობას რაც შეეხება, ხმობის პრობლემაც არის. მკვლევართა ჯგუფიც იყო ჩამოსული, შეხვედრა გვქონდა ოზურგეთში, ჩავიყვანე ქობულეთში და ორი წარმატებული ფერმერის ბაღში მყავდა. სინჯებიც ავაღებინე, რომელიც გამოსაკვლევად წაიღეს. დაახლოებით ვიცით, რომ ბაქტერიულ დაავადებას ვებრძვით… მოკლედ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორ მოვაგვაროთ რაც შეიძლება მალე ეს პრობლემა“, – ამბობს გიორგი ლანჩავა.

„სამჯერ შევწამლე, გამოვასუფთავე, სასუქებიც შევიტანე… მოსავალს არ ვუჩივი, მაგრამ თხილის ბუჩქები მაინც ხმება“, – გვეუბნება ჯონი ბოლქვაძე.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

სამინისტრო: აჭარაში თხილის 20-მდე დაავადება დაფიქსირდა – როგორ მოვუაროთ თხილს

ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის – თინა ბოკუჩავა

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაც ყველაზე თვალსაჩინო დასტურია იმის, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა, კეთილდღეობა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სამუშაო ადგილები, ინვესტიცია, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას, დასავლეთს შეუძლია, რომელსაც ებრძვის ივანიშვილი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა.

როგორ მუშაობს ოპოზიცია ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და რას გეგმავს ამ საფრთხის დასაძლევად. „ბათუმელებმა“ თინა ბოკუჩავასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო თინათინ, როგორც ვიცით, აგვისტოს ბოლოს შესაძლოა ევროკავშირმა დაიწყოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი, „ოცნება“ არაფერს აკეთებს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად. რისი გაკეთება შეუძლია ოპოზიციას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. გაქვთ თუ რა კომუნიკაცია ევროპარლამენტთან და თუ ახერხებთ მუშაობას, ეს საფრთხე რომ აიცილოს საქართველომ?

ამ ფაქტის წინაშე ქვეყანა დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა, თავისი მოქმედებებით, ანტიდემოკრატიული სვლით, პრორუსული პოზიციონირებით, ღიად ანტიდასავლური რიტორიკით და მუდმივი თავდასხმით ევროკავშირზე.

მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ცალკეული ევროპელი ლიდერის გაფრთხილებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ მოხდებოდა ამ ანტიდასავლური, პრორუსული პოლიტიკის რევერსირება, მათ მოუწევდათ არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე რეაგირება, არამედ ქმედით ნაბიჯებზე გადასვლა. ამ ქმედით ნაბიჯებში მოიაზრებოდა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ზომა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ეს გაფრთხილებები იყო საჯარო. მაგალითად, დონალდ ტუსკის, ასევე სხვა ევროპელი ლიდერების მხრიდან იყო ასეთი გაფრთხილებები, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმმა ყურად არ იღო, გააგრძელა ანტიდასავლური პოლიტიკა და რეპრესიები საკუთარი ხალხის მიმართ, რამაც დაგვაყენა ამ ფაქტის წინაშე.

იმის მოლოდინი, რომ ივანიშვილი ამ ეტაპზე მაინც მოეგება გონს და ჩვენს ქვეყანას ააცილებს ასეთ საფრთხეს, მე პირადად არ მაქვს.

გამოსავალი არის განგრძობადი მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რასაც ჩვენ ვაკეთებდით დიდი ხნის განმავლობაში – რომ აამოქმედონ სანქციები კონკრეტულად ივანიშვილზე და მისი გარემოცვის წევრებზე, სასამართლო კლანზე, ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენებზე და სინამდვილეში ფინანსურ კორუმპირებულ ელიტაზე, რაზეც დგას ივანიშვილის რეჟიმი, პროპაგანდისტებზე, როგორიც არის ირაკლი რუხაძე და სხვები.

ჩვენი პოზიციონირება არის ეს და მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ არ უნდა შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა ქართველი ხალხისთვის, არამედ პერსონალური სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და მის გარემოცვას. უბრალოდ, აქ ის პრობლემაა, რომ ამისთვის ევროკავშირს სჭირდება სრული კონსენსუსი, რომელსაც, ვიცით, რომ არღვევს ივანიშვილის ერთადერთი მოკავშირე და ასევე პუტინის მოკავშირე, ვიქტორ ორბანი. შესაბამისად, ევროკავშირს უწევს სხვა ზომების მიღება.

  • ფაქტია, რომ დრო გვაქვს ძალიან მცირე, ამიტომ ოპოზიციურ ლიდერებზე რა არის დღეს დამოკიდებული და ხომ არ გაქვთ გეგმაში თუნდაც აგვისტოს თვეში რაიმე შეხვედრები ევროპარლამენტარებთან ამ საკითხზე?

მე შემიძლია ვისაუბრო „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით: უამრავი შეხვედრა მქონდა ბოლო რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში, დაწყებული ურსულა ფონ დერ ლაიენით, დამთავრებული ფრიდრიხ მერცით. მქონდა პირადი საუბარი კაია კალასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან, რასა იუკნევიჩიანესთან, გაფართოების კომისართან მარტა კოსისთან, პრაქტიკულად ყველა საკვანძო ფიგურასთან.

ასევე ორმხრივ რეჟიმშიც ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს წევრ სახელმწიფოებთან, მათ საგარეო უწყებებთან, ასევე როგორც საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ჩვენი ეს პოზიცია გავაცნოთ და არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა აამუშაოს პერსონალური ფინანსური სანქციების მექანიზმი ივანიშვილზე ისე, რომ საფრთხის წინაშე არ დადგეს უვიზო მიმოსვლა.

ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენელს აქვს.

  • როგორი განცდა დაგრჩათ ამ საუბრებიდან, მოახერხეთ მათი დარწმუნება ან თუ აპირებთ კვლავ შეახსენოთ თავი მათ ამ საკითხზე?

აგვისტოს თვეშიც მაქვს დაგეგმილი რამდენიმე ვიზიტი, მათ შორის ერთი ვიზიტი მექნება ევროკავშირის ერთ-ერთ საკვანძო წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელსაც კონკრეტულად ამ საკითხზე უნდა ველაპარაკო, რადგან ეს ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

წერილობითი კომუნიკაცია პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს, ამიტომ აგვისტოს თვე ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან დატვირთული იქნება.

თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის გადმოსახედიდან, უვიზო მიმოსვლა ეს არის პრივილეგია, რომლითაც არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეები სარგებლობენ მაშინ, როდესაც არაწევრი სახელმწიფოები არიან თანხვედრაში ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკასთან. ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი მოქმედებითა და რიტორიკით გაემიჯნოს ევროკავშირის.

ივანიშვილის მიზანია დაასანქციროს საქართველოს მოქალაქეები და წაართვას ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სიკეთე, რომელიც ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროინტეგრაციის გზაზე მოვიპოვეთ და რომელიც საქართველოს უამრავი მოქალაქისთვის არის შემოსავლის ერთადერთი წყარო.

ზოგიერთისთვის პირდაპირ სიცოცხლის ტოლფასია – არაერთი ადამიანი ვიცით, ვინც მკურნალობისთვის მიდის ევროპაში, მიდის სიცოცხლის გადასარჩენად. ბევრი ახალგაზრდისთვის ეს არის ევროკავშირში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობის უფლება და ასე შემდეგ.

ახლა რასაც ივანიშვილი იყენებს, რუსეთისთვის დამახასიათებელი ტაქტიკაა, რომ იმანიპულიროს ევროკავშირის წესებზე აგებული სამართლებრივი მექანიზმებითა და ჩარჩოებით. ეს ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია და განსაკუთრებით პუტინისთვის.

ამას აკეთებს ივანიშვილიც ვიქტორ ორბანის გამოყენებით, რომელიც ბლოკავს ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესებას. ივანიშვილს არ აინტერესებს 3 მილიონი ქართველი თუ დასანქცირდება და აღარ ექნებათ შესაძლებლობა უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს ცინიზმი, რასაც ვისმენთ ჩვენ შალვა პაპუაშვილისგან, ირაკლი კობახიძისგან, რომ რა პრობლემაა თურმე, რიგში დავდგებით და ასე შემდეგ, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ვზიის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამკურნალოდ მიდიხარ და დროში ხარ შეზღუდული.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვიზიტები პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.

საბოლოო ჯამში, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ წევრი სახელმწიფოები მათი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მათ ეროვნულ ინტერესში ნამდვილად არ შედის ის, რომ წესების დამრღვევი, დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც პრაქტიკულად საერთაშორისო აღიარება არ აქვს, ბოროტად იყენებდეს ევროკავშირის წესრიგს.

  • გასაგებია, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ღირებულებებზეა დაფუძნებული, რუსეთისგან განსხვავებით, მაგრამ ჩვენ გვახსოვს მათი სიტყვები „ევროპის გული ახლა თბილისში ცემს“. ფიქრობთ, რომ ამის მიუხედავად მაინც შეიძლება დატოვონ საქართველო მარტო?

პუტინის გეგმაა ივანიშვილის რეჟიმის საქართველოში დარჩენა. ამიტომ  ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. როგორც მზია ამაღლობელმა მოახერხა ერთი ქალის რევოლუციით, რომ იმ სასამართლო დარბაზში დაამხო ივანიშვილი თავისი სიმართლით, ასევე თითოეულმა ჩვენგანმა ასეთი მსხვერპლი უნდა გავიღოთ და ივანიშვილის რეჟიმი უნდა დავასრულოთ.

უნდა შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ის სიკეთე, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ბევრი იბრძოლა ქართველმა ხალხმა – უვიზო მიმოსვლა, არამედ ასევე გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მე გარწმუნებთ და ეს შემიძლია გითხრათ, სრული პასუხისმგებლობით, რომ რა წამსაც საქართველოში ივანიშვილის მოღალატეობრივი რუს-ქოცური რეჟიმი ჩანაცვლდება დემოკრატიული ხელისუფლებით, არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა აღარ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმ წამსვე გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე.

ის უდიდესი მონაპოვარი, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსი, რომელიც ივანიშვილმა ნაგვის ყუთში გადააგდო, იმისთვის არ მივიღეთ, რომ თაროზე შემოგვედო.

  • თუმცა იზოლაციის პირობებში ალბათ გაჭირდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება?

გერმანიაში წასული ბატონი გახარია, გერმანიიდან ივანიშვილის რეჟიმს მშვიდობიანად ვერ დაამხობს, ხომ? ვერანაირად. ამიტომ, ეს საქმე ჩვენი გასაკეთებელია აქ.

პოლიტპატიმრების ბრძოლა ფასდაუდებელია, მაგრამ ყველამ უნდა დადოს თავისი აგური, ვისთვისაც ძვირფასია უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, ვისთვისაც ძვირფასია კანდიდატის სტატუსი, ვისთვისაც ძვირფასია კეთილდღეობა, ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში, ყველა უნდა დადგეს პროტესტში და არა ის, რომ ახლა ევროკავშირზე გავბრაზდეთ.

ჩვენ უნდა გავბრაზდეთ ივანიშვილზე, ეს ჩვენი ბრაზი უნდა გავაერთიანოთ და ამის კონვერტირება უნდა მოვახდინოთ ჩვენს მოქმედებაში. ეს ნიშნავს მშვიდობიან, არაძალადობრივ რევოლუციას. ამ სიტყვის ძალიან ეშინია ივანიშვილს და სწორად ეშინია იმიტომ, რომ სინამდვილეში რევოლუცია არის სამოქალაქო საზოგადოებრივი ბრაზის კონვერტირება რეჟიმის ცვლილებებისთვის მაშინ, როდესაც სხვა ყველა ბერკეტი წართმეულია.

იმიტომ, რომ სხვა ბერკეტი არის არჩევნები და ეს არჩევნებიც წაგვართვა ივანიშვილმა.

  • გარდა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია და ამ ქვეყნის ევროპული გზა გვაქვს დასაცავი, კავკასიაშიც სწრაფად ვითარდება მოვლენები, ვგულისხმობ ზანგეზურის დერეფანის გადაცემას აშშ-ზე, სომხეთ-აზერბაიჯანის შორის სამშვიდობო შეთანხმებას, საიდანაც ფაქტობრივად ამოგდებულია საქართველოს ფაქტორი. ოპოზიას თუ აქვს რაიმე კავშირები მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან და როგორ უყურებთ სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებს?

ეს უმნიშვნელოვანესი, მართლაც ისტორიული პროცესი, რომელიც თეთრ სახლში ვიხილეთ, სამწუხაროდ შედგა საქართველოს გარეშე. ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას, გეოპოლიტიკურ ტრაგედიას საქართველოსთვის.

რადგან, რომ არა ივანიშვილის მოღალატეობრივი ხელისუფლება, საქართველო არა მხოლოდ იმ მაგიდასთან იქნებოდა, არამედ ძალიან დიდი შანსი იყო იმის, რომ აქ, საქართველოში შემდგარიყო ეს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

თავის დროზე ტრამპის ბრენდის შემოყვანა საქართველოში სააკაშვილმა სცადა და მისი დაინტერესება სამხრეთ კავკასიით. ბევრი პროექტი იყო ჩაფიქრებული, ისევე როგორც შემოვლითი გზის პროექტი, ანაკლიის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პორტის პროექტი. ეს ყველაფერი ჩაკლა, გაანადგურა ივანიშვილმა იმიტომ, რომ არ აწყობდათ რუსებს და შესაბამისად, არ აწყობდა რუს-ქოცურ რეჟიმს.

„ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაშიო“ თქვა ივანიშვილმა. უნდა განდევნოს ამერიკელები შავი ზღვიდან, საქართველოდან, რომ დასავლური ინტერესი საქართველოში აღარ არსებობდეს.

  • როგორ შეიძლება საქართველომ დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები სამხრეთ კავკასიაში?  

ეს უნდა დავიბრუნოთ ხელისუფლების დაბრუნებით, რადგან ნორმალურ საზოგადოებაში ხალხია ხელისუფლების წყარო და არა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო მსახურები, ვიღაც მდინარაძეები, ოხანაშვილები და წულუკიანები საბჭოთა კომისრების სახით.

თუ ხალხში იქნება ძალაუფლება და გვეყოლება ხალხთან ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ის ხელისუფლება იმოქმედებს ხალხის დაკვეთით: ეს არის საქართველოს ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება, დასავლური ინვესტიციების მოზიდვა, იმიტომ, რომ ასე იქნება დოვლათი და კეთილდღეობა და ასე იქნება მშვიდობაც.

ეს არის ყველაზე მარტივი და ცხადი დასტური იმის, რომ რუს-ქოცური პროპაგანდა მშვიდობასთან დაკავშირებით სრულიად ყალბია. სინამდვილეში, რუსეთთან პირისპირ დარჩენას, ანუ რუსეთის ამარა დარჩენას, მოაქვს მხოლოდ ომი, მხოლოდ დაპირისპირება. რამდენი ხანი იყო რუსეთი ვითომ მედიატორი და რამე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა? – არა. იმიტომ, რომ რუსეთი საზრდოობს კონფლიქტით, ომით, გაჭირვებით, საზრდოობს დაპირისპირებით.

ივანიშვილის რეჟიმსაც ასაზრდოებს რუსეთი, რადგან მის ინტერესებში არ შედის განვითარებული, ნორმალური, შემდგარი, დოვლათის შექმნაზე ორიენტირებული ქვეყნები.

სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაც ყველაზე თვალსაჩინო დასტურია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სამუშაო ადგილები, ინვესტიცია, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას, მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთს შეუძლია, რომელსაც ებრძვის ივანიშვილი.

  • ფაქტია, რომ დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს და ძალიან სწრაფი ნაბიჯებია გადასადგმელი ევროპული კავშირების აღსადგენად. თუ დავკარგეთ ვიზალიბერალიზაცია და სამხრეთ კავკასიაშიც აბრეშუმის გზის ფუნქცია, მერე ალბათ ყველაფერი ბევრად რთული იქნება.

გეთანხმებით, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა სამუდამოდ ღია არ იქნება და საკმაოდ შეზღუდულ ვადებში უნდა შევძლოთ ეს ცვლილები ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჯერ კიდევ არ მომხდარა საქართველოს ევროინტეგრაციის ფორმალური რევერსირება იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს კანდიდატის სტატუსი.

ხვალ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, საქართველო ხვალიდანვე შეძლებს თეთრ სახლთან დაამყაროს კავშირი და თქვას, რომ ეს კი არ უნდა იყოს ორმხრივი შეთანხმება, არამედ სამხრეთ კავკასიის აღორძინების შეთანხმება.

ტრამპის რუკის შექმნით (TRIPP – ითარგმნება როგორც ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისთვის) ბევრი შიშობდა, რომ საქართველომ შეიძლება ისტორიული სატრანზიტო გზის სტრატეგიული როლი დაკარგოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იქნება, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო.

საკმაოდ რთულია ზანგეზურის გეოგრაფიული ლანდშაფტი და, შესაბამისად, საქართველოს, როგორც ყველაზე ბუნებრივი სატრანზიტო გზის ჩანაცვლება ერთბაშად ვერ მოხდება. გრძელვადიანადაც კი ვერ მოხდება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს შავი ზღვა და მით უმეტეს, თუ აქ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, გვექნება უკეთესი სავაჭრო შესაძლებლობა.

საქართველომ ასევე უნდა შეითავსოს არა მხოლოდ სატრანსპორტო, სავაჭრო, სატრანზიტო ფუნქცია, უნდა შეითავსოს ე.წ. ფინანსური ჰაბის ფუნქცია, შვეიცარიას რომ აქვს მაგალითად ასეთი, სადაც იდება კონტრაქტები და ფორმდება ეს ხელშეკრულებები, ხომ?

ჩვენ შეგვიძლია ეს იმით მოვიპოვოთ, რომ ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუციები სარგებლობდნენ მაღალი სანდოობით.

ახლა კი, სასამართლო, რომელიც ორწლიან პატიმრობას უსჯის ჟურნალისტს იმის გამო, რომ სილა გააწნა უზრდელ, უზნეო და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებენ პოლიციელს, ბუნებრივია, ასეთი სასამართლოს მიმართ ნდობა არ იქნება, რადგან ნებისმიერი ინვესტიციის შემოსვლის წინაპირობა არის სასამართლოს მიმართ ნდობა.

გადაჯაჭვულია ეს ერთმანეთზე და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატია, ასევე არის ჩვენი ფინანსური კეთილდღეობის გარანტიც.

რატომ გაითიშა დღეს 22 დამოუკიდებელი ონლაინმედია – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“

დღეს, 13 აგვისტოს, შუადღისას, 2 საათ-ნახევრის განმავლობაში, საქართველოში 22 ონლაინმედია დროებით გაითიშა.

დროებითი გათიშვის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ გაქრობის საფრთხე, რითაც „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა ონლაინმედიას ემუქრება, რეალურია.

ვებგვერდების სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 ქართული ონლაინმედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით.

კამპანია სვამს კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება? – როცა თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს. სინათლესთან ჩაქრობასთან ერთად ქრება სიმართლეც.

კამპანიის მიზანია, მკითხველს დაანახოს: დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა, რეპრესიების ფონზე მათი გაქრობის რეალური საფრთხე და მისი როლი სინათლის შენარჩუნებაში.

sinatle.media – ამ ბმულზე კამპანიის ოფიციალური ვებგვერდს ნახავთ.

ეს კი ანგარიშის ნომრებია, სადაც თანხის გადარიცხვითაც დამოუკიდებელ ონლაინ მედიას შეგიძლიათ დაეხმაროთ:

თბს ბანკის ანგარიში – GE76TB7548536080100013

საქართველოს ბანკის ანგარიში – GE06BG0000000609779465

კამპანიაში მონაწილეობით თქვენ ეხმარებით შემდეგ ონლაინმედიებს:

  • „ბათუმელები“
  • „ნეტგაზეთი“
  • „პუბლიკა“
  • „ინდიგო“
  • „ქართლის ამბები“
  • „გურია ნიუსი“
  • „სამხრეთის კარიბჭე“
  • „Chai Khana“
  • „Info imereti“
  • „სტუდია მონიტორი“
  • „ქუთაისიპოსტი“
  • „OC Media“
  • „რადიო მარნეული“
  • „აჭარა თაიმსი“
  • „აი, ფაქტი“
  • „პროექტი 64“
  • „მედიაჩეკერი“
  • „ჩემი ხარაგაული“
  • „აპრილი“
  • „გურიის მოამბე“
  • „TOK2Region“

ამავე თემაზე: 

უფასოდ ვერავინ დაგიცავს, ვერც ფეისბუქზე დაწერ, მედია ვერ გააშუქებს – „ოცნება“ ყველა კარს კეტავს

ვინ არის ბათუმის მერის მოვალეობის ახალი შემსრულებლი

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წერს, რომ დღეს, 13 აგვისტოს ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცინცაძე წარადგინა. ამ დრომდე ის სულხან თამაზაშვილის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

გიორგი ცინცაძე 2 დღის წინ, ანუ 11 აგვისტოს „ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად დაასახელა.

მისი დასახელების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრი წერდა: „ვინ არის, სად მუშაობდა? – არ ვიცნობთ.“

სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2025 წლის აპრილში, 4 თვის წინ დანიშნეს ამ დროში მან მერიას უკვე მეორე მერის მოვალეობის შემსრულებელი წარუდგინა, ამჯერად „ოცნების“ მერობის კანდიდატი. მანამდე ეს თანამდებობა ახალდანიშნულ მოვალეობის შემსრულებელს გიორგი მურვანიძეს დაატოვებინეს, ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსად დანიშნეს. ისიც სულხან თამაზაშვილის წარდგენილი იყო.

ამ დრომდე არ ვიცით, სად არის და რატომ წავიდა თანამდებობიდან ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი.

რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს, ის 39 წლის ფინანსისტია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდიდან მოყოლებული საჯარო სექტორშია, მაღალ თანამდებობებზე.

გიორგი ცინცაძე 2008-2011 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას, ხოლო 2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი.

2018-2022 წლებში გიორგი ცინცაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა უფროს მრჩევლად.

2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.

2025 წლის 13 აპრილიდან კი გიორგი ცინცაძე იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას.

გიორგი ცინცაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წელს აქვს შევსებული, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს.

დეკლარაციის მიხედვით, 2022 წლისთვის, გიორგი ცინცაძის მეუღლემ, როზალია ჯომიდავამ 95 ათას დოლარად იყიდა 69 კვ.მ ბინა თბილისში. ის ასევე ფლობდა 320 000 დოლარის ღირებულების საცხოვრებელ სახლს დაბა კოჯორში.

გიორგი ცინცაძის მიერ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში კოჯორში მდებარე სახლის ფასი შეცვლილია 320 ათასი ლარით და წერია, რომ გიორგი ცინცაძის მეუღლეს ეს სახლი მამამ აჩუქა.

2022 წლის დეკლარაციაში ჩანს გიორგი ცინცაძის სახელზე მემკვიდრეობით მიღებული 166 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

ასევე, 2022 წელს გიორგი ცინცაძემ იყიდა სამი მიწის ნაკვეთი საგარეჯოში, სოფელ მანავში, ჯამური ღირებულებით – 38 ათასი ლარი.

2023 წლის დეკლარაციაში ასევე აღარ იძებნება მიწის ნაკვეთები საგარეჯოში, სოფელ მანავში. უცნობია გაყიდა თუ გააჩუქა ის ბათუმის მერობის კანდიდატმა.

ბოლო დეკლარაცია გიორგი ცინცაძეს 2024 წლის სექტემბერში აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, როზალია ჯომიდავა ისევ ფლობს სახლს კოჯორში, ასევე ნაყიდი აქვს 89 628 ლარის ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა Toyota Rav4-ს.

გიორგი ცინცაძის სახელზე, 2024 წლის დეკლარაციაში, არანაირი უძრავი ქონება აღარაა მითითებული. 2024 წელს, დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ცინცაძეს ჰქონდა 15 000 ლარის სამომხმარებლო სესხი და 71 700 ლარად განვადებით შეძენილი ავტომობილი.

გიორგი ცინცაძეს სამი შვილი ჰყავს, მისი უმცროსი შვილი 2020 წელს ვენაშია დაბადებული.

უკრაინის საგარეომ „ოცნების“ პიარკამპანიას მორიგი ცინიკური ნაბიჯი უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური პიარისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის საშინელი შედეგების კადრების კვლავ გამოყენებას და ქმედებას მორიგ არამეგობრულ ნაბიჯებად აფასებს.

„ამგვარი ცინიკური ნაბიჯები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლების მიმართ. იწვევს სამართლიან აღშფოთებას უკრაინულ საზოგადოებაში,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინული მხარე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ „ქართული ხელისუფლება ემორჩილება მოსკოვს“:

„სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ ეშინია საქართველოს მთავრობას მოსკოვის. როგორ უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რაც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, – წერია განცხადებაში.

საგარეო უწყება მოუწოდებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სტრატეგებს, იყვნენ გულწრფელები საკუთარი ხალხის წინაშე და თავიანთ გვერდებზე უფრო რეალისტური სურათი გაავრცელონ: „რუსული ტრიკოლორი მარჯვნივ, ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები მარცხნივ“.

უწყების განცხადებით, „ეს სურათი უკეთ ასახავს რეალობას, რადგან მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ ომს, არამედ ევროპულ მომავალს დააშორა“.

მიუხედავად კრიტიკისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რჩება მტკიცე და თანმიმდევრულ პოზიციაზე საქართველოს მეგობარი ხალხის მხარდაჭერის საქმეში – „მათი მისწრაფებებისკენ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“.


ფოტოზე კადრი „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ვიდეო-რგოლიდან, რომელზეც მარცხენა მხარეს უკრაინაში დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსი ჩანს, მარჯვენა მხარეს კი შადრევანი ვაკის-პარკიდან, სადაც 2022 წელს 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა და დაიღუპა.

სინათლე არ უნდა ჩაქრეს – ვიდეო

22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის.

YouTube video player

რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. https://sinatle.media/

# GE76TB7548536080100013

#GE06BG0000000609779465

„3 შვილის მამა სამსახურიდან გამათავისუფლა რუსულმა ხელისუფლებამ“ – მოქალაქე

„ვემსახურები საქართველოს! ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას, რომლის ცინიზმი ისეთივეა, როგორიც რუსული ოკუპაცია“- წერს ფეისბუქზე ფინანსისტი ალიმ ხერხაძე, რომელიც, მისივე თქმით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლიდან პროევროპული განწყობების გამო გაათავისუფლეს.

„ბათუმელები“ ალიმ ხერხაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამჟამად დროებით იმყოფება გერმანიაში, თუმცა სამსახურიდან დათხოვნის მოლოდინი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას და ხელი მოაწერა პეტიციას.

„2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებენ (თავდაცვითი ოპერაცია არ იყო, როგორ გაბედეს და შეუტიეს ოკუპანტებსო) და უტიფარი სახეებით რამდენიმე დღეში დიდგორობას ზეიმობენ.

სინდისის, საკუთარი მორალის ხმაა ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საშიშიც – რისიც უნდა ეშინოდეს ადამიანს. საკუთარი სინდისის კარნახით შევუერთდი 2024 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიციას და სამსახურში დამხვდა უკვე ამბავი, რომ პეტიციას მოვაწერე ხელი.

მინდა, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს რუსული წუმპიდან, გადამწყვეტ მომენტში შესაძლებლობების გაშვების მოჯადოებული წრე უნდა გავარღვიოთ. ეს ქვეყანა უნდა დაბრუნდეს თავის ისტორიულ ოჯახში“ – წერს ალიმ ხერხაძე ფეისბუქზე.

„ბათუმელებთან“ საუბარში იგი ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით მისი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების პირველი შემთხვევა არ არის ეს.

მან გვითხრა, რომ პირველად 2017 წელს ქუთაისის მერიიდან გაათავისუფლეს, სადაც საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობდა.

ალიმ ხერხაძის თქმით, მაშინ სამსახურიდან მისი გაშვება ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან რუსების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე კრიტიკული პოსტების გამო მოხდა.

„და ზოგადად, „ქართული ოცნების“ მიმართ ხშირად ვაქვეყნებდი კრიტიკულ პოსტებს.

მაშინ მითხრეს, თუ არ იჩივლებ აიპ-ში გადაგიყვანთო და მართლა ვიმუშავე ცოტა ხნით აიპ-ში, მაგრამ 2018 წლის აგვისტოში აიპ-იც დამატოვებინეს. იმ პერიოდში პარტიულად უფრო ეგზალტირებული გუნდი მოვიდა მერიაში, გიორგი ჭიღვარია იყო მერი, რომელმაც ფაქტობრივად რეპრესიები გაატარა და გამათავისუფლა მეც, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსით ვიყავი დანიშნული მაშინ მერიაში“ – ამბობს ალიმ ხერხაძე.

მან გვითხრა, რომ ამჟამად სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს და აპირებს სასამართლოს მიმართოს.

„ვაპირებ ჩივილს. ადმინისტრაციული კუთხით არ ვიცი რა გამოვა, თუმცა მინდა მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რადგან მე სამი შვილი მყავს და სამივე არის მცირეწლოვანი. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ რეორგანიზაცია არ ვრცელდება სამ წლამდე შვილის დედაზე და არაფერი წერია მამაზე, რაც, ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციული ჩანაწერია, რადგან სამ წლამდე ბავშვისთვის დედაც და მამაც თანაბარი მშობლები არიან.

ჩემს მეუღლეს სამი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ხელოვნური სახსრები და გულის სარქვლის ინპლანტი აქვს და ყველაზე რთულ მომენტში ჩემი ყველა თანამშრომელი გვერდით მედგა. მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით ცაბაძეც, თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტი ნამდვილად არაა“- გვეუბნება ალიმ ხერხაძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მისი კრიტიკული განწყობების გამო ჰქონდა სამსახურიდან გაშვების მოლოდინი, ეს მაინც მტკივნეული აღმოჩნდა მისთვის.

„სოლიდარობას გამოვხატავდი სინდისის პატიმრების, მათ შორის მზიას და თამარ დათაშვილს მიმართ. დავდიოდი საპროტესტო აქციებზეც, ამიტომ მაბედნიერებს საკუთარი სიმართლის შეგრძნება. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებები პირადი კეთილდღეობით ნაკარნახევი ქმედებები არასოდეს ყოფილა. მორალით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მგონია ის, რისთვისაც ღირს ეს ერთი ამოსუნთქვა ცხოვრება.

ბევრჯერ უკითხავთ, „არ გეშინია?“, „ცოლ-შვილი გყავს…“, ხელფასის არა, ქვეყნის დაკარგვის, საკუთარი სინდისის ხმის მეშინია, შვილების მეშინია, რომლებიც ნაავდრებს მკითხავენ, ავდარში მშრალი როგორ გადავრჩი“- ამბობს მოქალაქე.

იგი ფეისბუქზეც წერს, რომ ბევრი, ვინც განზე დგომას ურჩევდა და არა ღია პროტესტს, ახლა ნიშნისმოგებით პასუხობენ.

„აბა რა ეგონა“, „რას დადიოდა აქციებზე“ „გაჩერებულიყო“ – პერსონალური, ღირებულებითი დიაგნოზი უფროა, ვიდრე სამართლიანობა, როდესაც უდანაშაულო ხალხი ცხოვრების მნიშვნელოვან წლებს უსამართლო ტყვეობაში ატარებს და გადარჩენის გზად ვიღაცას გატრუნვა რომ მიაჩნია ეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო ჩემთვის და ემოციებისგან პასუხსაც ვერ ვცემდი მათ.

არადა, ამ ქვეყნის ისტორია თითო კაცების კისერზე გადასული ცოდვა მადლია, თორემ კოლექტიურად რომ ზნეობრივები ვიყოთ, უძლიერესი ერი ვიქნებოდით დედამიწაზე.

რუსულმა „ხელისუფალმა“ ჩვენი გონების ოკუპაციაც სცადა და ერს, რომელიც სისხლითა და ბრძოლით გადავრჩით, მტერთან წინააღმდეგობის გაწევისთვის თავს გვადანაშაულებინებენ.

გენეტიკურ დონეზე ახშობენ ჩვენში ეროვნულობას, წინააღმდეგობის უნარს და საკუთარი ქვეყნის ფუნქციაზე ფიქრის საშუალებას გვართმევენ. სამაგიეროდ გვეუბნებიან, რომ ერთადერთი ასპარეზი სპორტია, სადაც შეიძლება ქართულმა დროშამ იფრიალოს. ჟონგლიორ, მეორე ხარისხოვან, ეგზოტიკურ ერად უნდათ გვაქციონ.

საფრთხობელად დაგვიკიდეს „ომი იქნება“, „გვაპიდარასტებენ“, „ეკლესიას ებრძვიან“, „ნაცები მოდიან“ და უომრად ჩაგვაბარეს ოკუპანტ ქვეყანას. მონობას მშვიდობად გვასაღებენ, თავიანთ რიგებში ჰყავთ ყველაზე მეტი გეი, მოღალატე ოჯახის წევრები, ვიდეოფირებითა და კომპრომატებით აშანტაჟებენ სამღვდელოებას, ჩამორეცხეს საუკუნოვანი ტაძრები, „ნაციონალურ მოძრაობაში აღარაა იმდენი „ნაცი“, რაც თავიანთ რიგებში ჰყავთ.

გამოგონილ შიშებზე, უმეცრებაზე, გაუნათლებლობასა და „ღრუზინულ“ თვითკმაყოფილებაზე დააფუძნეს თავიანთი ელექტორალური ძალა. მიაჩნიათ, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი თვითკმაყოფილი რეგვენია და არა რაციონალურად მოაზროვნე.

მიჭირდა ადამიანებისთვის ამეხსნა, რომ თუ მე იმ პრინციპებს დავთმობდი, რისიც მჯერა, თუ მე ჩემი დუმილით ამ ქვეყნის დაღუპვის თანამონაწილე ვიქნები, ასე სათუოდ შენარჩუნებული ხელფასი ჩემი შვილებისთვის მოწამლული იქნებოდა და მათთვისაც.

ვემსახურები საქართველოს! ვცოცხლობ საქართველოსთვის და ძალიან მიყვარს საქართველო.

მჯერა, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა!

მჯერა რომ გვექნება მდგრადი დემოგრაფია, განათლება და ეკონომიკა“ – წერს ალიმ ხერხაძე ფეისბუქზე.

ამავე თემაზე: 

„მე ფიცი მივეცი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას“ – ინტერვიუ თავდაცვიდან გათავისუფლებულ პოლკოვნიკთან

Exit mobile version