”ბათუმმა” 2015 წელი გამარჯვებით დაიწყო

 

 

რაგბის კლუბებმა უმაღლეს ლიგაში საქართველოს პირველობისთვის ბრძოლა განაახლეს. ჩატარდა მეორე წრის  მე-12 და მე-13 ტურის თამაშები. ბათუმის „ბათუმმა“ 2015 წელი გამარჯვებით დაიწყო, ორივე შეხვედრა შინ ანგისის სტადიონზე ჩაატარა.

რაგბის ბავშვთა კლუბი ”ჩაქვი”

 

 

ყოფილმა მორაგბეებმა, რომლებიც წლების განმავლობაში სარაგბო კლუბ ბათუმის „დათვებში“ (ახლანდელი „ბათუმი“) თამაშობდნენ, ჩაქვში რაგბის კლუბი „ჩაქვი“ შექმნეს. რამაზ ბარამიძემ, სულხან ევგენიძემ, გურამ ევგენიძემ და გელა ჭოველიძემ კლუბი გასულ წელს ჩამოაყალიბეს. ისინი საკუთარი ძალებით ცდილობენ კლუბის დაფინანსებას.

’’დინამოს’’ მწვრთნელი: ენთუზიაზმით მუშაობა შეუძლებელი გახდება

 

 

საქართველოს ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში 2014-2015 წლის სეზონის პირველი წრე ბათუმის „დინამომ“ მეოთხე ადგილით დაამთავრა, 15 თამაშიდან შვიდი მოიგო, ხუთი წააგო და სამი ფრე ჩაატარა. პირველი წრე დინამოსთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმითაც, რომ მან უმაღლესი ლიგის ლიდერი თბილისის „დინამო“ დინამო არენაზე დაამარცხა, რითაც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში, ლევან ხომერიკის თქმით, „პატარა სენსაცია და ინტრიგა შეიტანა“. ბათუმური კლუბი მეორე წრეში პირველ თამაშს ქობულეთში 24 თებერვალს რუსთავის „მეტალურგთან“ გამართავს. „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა ისაუბრა.

მსოფლიო რბენისთვის რეგისტრაცია დაიწყო – საქართველოში რბენას სპორტის მინისტრიც შეუერთდება

 

მსოფლიო რბენა –  Wings for life World Run– ის მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება. საქართველოში მსოფლიო რბენა კახეთში ტარდება და წელს უკვე მეორედ 3 მაისს, 15:00 საათზე ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, თელავი-ყვარელის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზე აიღებს სტარტს. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც 18 წელს არის გადაცილებული. 

წლის ბოლომდე „ადელს“ ფილიპე დე რაიდერი გაწვრთნის

 

 

უკვე მეათე დღეა ფეხბრუთის კლუბ „ადელს“ ბელგიელი მწვრთნელი ფილიპე დე რაიდერი წვრთნის. ის კლუბის ხელმძღვანელების მოწვევით იმყოფება ბათუმში.  როგორც კლუბში განმარტავენ, ბელგიელი სპეციალისტი 2014-2015 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.

ბათუმელი მკლავჭიდელი გოგონა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავიდეს

აჭარის მკლავჭიდის ფედერაცია 2008 წლიდან არსებობს. მისი პრეზიდენტი აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი გოჩა შავაძეა. ოთხწლიანი მუშაობის შედეგის შეფასება თავად პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომელიც ბათუმელებს~ რედაქციაში ესტუმრა და ფედერაციის წარსულზე, სამომავლო პერსპექტივებსა და პრობლემებზე ესაუბრა, მათ შორის იმაზეც, რომ საქართველოს მკლავჭიდის ისტორიაშიგოგონათა შორის პირველი მედალოსანი, მარინა ფუტკარაძე, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე დაფინანსების არქონის გამო ვერ გაემგზავროს

აჭარას ერთი მედალი ერგო

ბათუმის ბულვარში მდებარე ქვიშის მოედანზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში უფროსებს შორის, რომელშიც ქვეყნის ყველა კუთხის სპორტსმენი (6 წონითი კატეგორია, 105 ფალავანი) მონაწილეობდა. აჭარის ნაკრები ტურნირზე შვიდი სპორტსმენით იყო წარდგენილი, თუმცა მედლის მოპოვება მათგან მხოლოდ ერთმა, მძიმეწონოსანმა ვახტანგ ზოიძემ შეძლო, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ქუთაისელ ლაშა გურულთან. გიორგი დიასამიძემ (90 კგ.) კი, რომელიც ასევე აჭარის ნაკრების წევრია, მესამე ადგილისთვის ბრძოლა წააგო. წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ:


60 კგ. პაატა მერებაშვილი (გორი);

66 კგ. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი);

73 კგ. გიორგი პაპუნაშვილი (გორი);

81 კგ. ზვიად კაპანაძე (ხაშური);

90 კგ. იასონ ნემსაძე (ქუთაისი);

+90 კგ. ლაშა გურული (ქუთაისი).


სექტემბრის ბოლოს აჭარა ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლებს.

ჩოგბურთელი გოგონები ბათუმში ბრუნდებიან

ირაკლი დარცმელიძე

საჩოგბურთო ტურნირი ქალთა შორის – “ბათუმი ლეიდის ოუფენ” ბათუმში ბოლოს 2007 წელს გაიმართა. შეჯიბრი ხუთი წლის განმავლობაში თბილისში ტარდებოდა და კვლავ ზღვისპირეთს დაუბრუნდა. როგორ ემზადება ბათუმი აღნიშნული ტურნირის დასახვედრად და რა სიახლეებია აჭარის საჩოგბურთო სამყაროში?! – ამის შესახებ “ბათუმელებს” შეჯიბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ასათიანი ესაუბრა. 

ბათუმელი მოკრივეები ანაპაში იბრძოლებენ

ირაკლი დარცმელიძე


რამდენიმე დღეში რუსეთის ქალაქ ანაპაში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი მოსწავლეთა (უმცროსი კადეტები) შორის კრივში. საქართველოს ნაკრების შემადგნელობაში ორი ბათუმელი მოკრივე, გოჩა აბაშიძის მოსწავლეები, ბექა ბოლქვაძე (48 კგ.) და ნიკა ზოიძე (46 კგ.) იასპარეზებენ.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="2112" >

„ბათუმს“ ლიდერთან უწევს

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელიც კვირას გაიმართება, ბათუმის „ბათუმი“ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, „ლელოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრაში ფავორიტი რა თქმა უნდა თბილისური გუნდია, მაგრამ ზღვისპირელთა ბანაკში აცხადებენ, რომ მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლებენ. დღესდღეობით, ერთი წაგებისა და ერთი მოგების შემდეგ, „ბათუმი“ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="1000" >

ასეთი რამ ბათუმს არ ახსოვს

ირაკლი დარცმელიძე

 

ქალთა საჩოგბურთო ტურნირი „ბათუმი ლედის ოუფენ“ ორი დღით გადაიდო. ასპარეზობა, რომელიც დღეს საკვალიფიკაციო რაუნდით უნდა დაწყებულიყო, მონაწილეთა სიმცირის გამო 18 სექტემბერს დაიწყება. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 32-ს შეადგენს, სწორედ ამის გამო, ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ საკვალიფიკაციო ბადის თამაშები აღარ გამართულიყო და მონაწილეები პირდაპირ ძირითად ბადეში დაეშვათ. ხვალ გაიმართება წილისყრა, რომელიც გაარკვევს, თუ ვინ ვის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 15 000 აშშ დოლარია.

ძალოსნობის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

დასრულდა აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აჭარის ყველა ძალოსანმა. 

7- წლამდელთა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში

 

 

ბათუმის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში 2-8 თებერვალს 7 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის აჭარის ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას.

ლევან ხომერიკი: „კახას ვერ მოვთხოვთ გლობალურ შედეგს”

 

 

2014 წლის დეკემბრიდან საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი კახაბერ (კახა) ცხადაძე ჰყავს. ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ბაქოს „ინტერს“ წვრთნის, ამ თანამდებობაზე თემურ ქეცბაია შეცვალა. 


რა მოლოდინია რეგიონის საფეხბურთო სამყაროში საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის მიმართ? ამ საკითხზე  „ბათუმელებთან“ ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე არა მხოლოდ კახა  ცხადაძე, არამედ ყველა ის მწვრთნელია პასუხისმგებელი, ვინც ფეხბურთელთან მუშაობს. 

კალათბურთის მწვრთნელი ბათუმის სპორტსკოლიდან

 

ელენე და ივეტა მეგობრები არიან. ელენე ჩვიდმეტი წლისაა, ივეტა – თექვსმეტის.  ისინი კალათბურთელები არიან და მეგობრების გარდა თანაგუნდელებიც. ამბობენ, რომ ორი წელი ეზოში კალათბურთის თამაშით ერთობოდნენ, შემდეგ კი ბათუმის სასპორტო სკოლაში გადაწყვიტეს მისვლა. წელიწად-ნახევარია მათი მწვრთნელი 28 წლის ვერონიკა კიკოთია. ვერონიკა ქალთა კალათბურთის  ერთადერთი მწვრთნელი ქალია ბათუმის სასპორტო სკოლაში. ის ამზადებს როგორც გოგონების 14-წევრიან ნაკრებ გუნდს, ასევე დამწყებებსაც. 

საქართველოს ჩემპიონატი კრივში გადაიდო

 

 

ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩმპიონატი კრივში, რომელიც იანვრის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო.

მოკრივეებს სპორტული ეკიპირება გადასცეს

 

15 იანვარს აჭარის ნაკრები გუნდების წევრების პირველობების გამარჯვებულებსა და პრიზიორების პირად და მთავარ მწვრთნელებს,  აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის „სპორტის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში სპორტული ეკიპირება (ფორმები) გადაეცათ და სასწავლო-საწვრთნო შეკრებაზე დაბა ბაკურიანში გაემგზავრნენ.

„შუქურა“ საწვრთნელ შეკრებას ანტალიაში გეგმავს

 

ქობულეთის საფეხბურთო გუნდი – „შუქურა“ სავარჯიშო შეკრების გავლას თურქეთში აპირებს.  კლუბმა შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე 73 500 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები აჭარაში

 

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა 2014 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი, 10 საუკეთესო მწვრთნელი და 10 სპორტსმენი გამოავლინა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები საქართველოდან – 2014 წლის სპორტული ქრონიკა


ახალგაზრდულ და ჭაბუკთა გამოკლებით, საქართველოს 2014 წელს 8 მსოფლიო, ხოლო 10 ევროპის ჩემპიონი ჰყავს. 2014 წლის ბიუჯეტში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსება  53 900 000 ლარს შეადგენდა, აქედან  სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 39 163 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

აჭარის ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში

 

 

 

აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით მკლავჭიდში აჭარის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი სპორტსმენები, ასევე მოწვეული მკლავჭიდელები თბილისიდან და ხობიდან, მათ შორის მსოფლიოს და ევროპის პრიზიორები. მსოფლიო ჩემპიონი ზაზა თაბაგარი, ნიკა წერეთელი, ახალგაზრდებს შორის 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი ნიკა ბაჯალაძე, ევროპის პრიზიორი ვახტანგ ბერიძე.

კალათბურთი – ”ბათუმმა” ”ოლიმპს” მოუგო

 

 

ბათუმის სასპორტო სკოლაში სუპერლიგის შეხვედრა გაიმართა, სადაც ბათუმის „ბათუმმა“ სტუმრად მყოფი თბილისის „ოლიმპი“ 90:76 დაამარცხა.

აჭარის ღია ჩემპიონატი მინიფეხბურთში

 

 

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში მინი-ფეხბურთში აჭარის ღია პირველობა მიმდინარეობს.

რომან დოლიძე – ბათუმელი მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის გარეშე

რეპლინგი სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც აერთიანებს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას, მასში დაშვებულია ილეთების გამოყენება ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან, ძიუდოდან, სამბოდან, თავისუფალი ჭიდაობიდან. საქართველოში გრეპლინგის ცალკე ფედერაცია არ არსებობს, თუმცა ჰყავს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი – რომან დოლიძე. 2014 წლის ნოემბერში, უნგრეთში გამართულ გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატზე რომან დოლიძემ მძიმე წონით კატეგორიაში უნგრელი მარიო ბასკო დაამარცხა. მანამდე ქართველი სპორტსმენი ამავე …

ყოფილი მოჭიდავე რაგბის მოედანზე

 

„ინდივიდუალურ სპორტში, როცა მარტო ხარ, შენ თავზე შეიძლება აიღო დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ გუნდურ სპორტში, თუ გუნდი ერთ მუშტად არ არის შეკრული, ისე წარმატებას ვერ მიაღწევ“, _ ამბობს ყოფილი მოჭიდავე და ახლა უკვე მორაგბე არჩილ დავითაძე. ის ბათუმის სარაგბო კლუბ „ბათუმში~ გასული სეზონიდან თამაშობს პირველ ხაზში. აქვს მიზანი მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში და გახდეს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი.

ხვალ ბათუმში ბავშვთა რაგბის ჩემპიონატი გაიმართება

 

 

18 დეკემბერს, ანგისის სტადიონზე აჭარის ბავშვთა რაგბის ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატი 11 საათზე დაიწყება და სხვადასხვა ასაკის კატეგორიების მიხედვით ჩატარდება.

ფუტზალში აჭარის ჩემპიონი ბსუ-ს გუნდი გახდა

 

 

დასრულდა უმაღლეს სასწავლებლებს შორის აჭარის ღია პირველობა ფუტზალში. ფინალურ შეხვედრაში დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველმა გუნდმა 6:1 დაამარცხა ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი. შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართა. 

რა უნდა იცოდეს მწვრთნელმა

 

ნიკა თოდაძე 33 წლისაა. ის  ბათუმის „დინამოს” ცამეტწლამდელთა გუნდისა და ასევე ბათუმის „დინამოს” ფუტზალისა და საპლაჟო გუნდების მწვრთნელია. ფეხბურთის სამყაროში სწორედ ბათუმის „დინამოს” გავლით მოხვდა. როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი მის საქმიანობაში ახალგაზრდა მოთამაშეების ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაა. 

ბილიარდის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში

 

 

2015 წელს ბათუმში კლასიკური ბილიარდში, მამაკაცთა და ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ კახიძე ამბობს, საქართველო ევროპის ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. ცნობილია ჩატარების ადგილი და დროც. ჩემპინატი 2015 წლის 11-14 ივნისს ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართება.

ფრე 10 წლის შემდეგ

 

 

ჩელე არენაზე 6 დეკემბერს აჭარის ორი კლუბი შეხვდა ერთმანეთს – ბათუმის „დინამო“ და ქობულეთის „შუქურა“. იმის გამო რომ ბათუმის „დინამოს“ სტადიონი არ აქვს, „დინამო“ „შუქურას“ „შუქურასვე“ სტადიონზე მანსპინძლობდა.

სარაგბო სტადიონის მშენებლობის დეტალები

 

 

2013 წლის 27 დეკემბერს, ბათუმის მერიასა და ასოციაცია „ატუს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, სარაგბო სტადიონი უნდა აშენდეს. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, ამჟამად მიმდინარეობს მთავარი ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოები – გრუნტის დამუშავება და საძირკველში ბალასტის შეტანა. პარალელურად ხორციელდება სტადიონის ღობის მოწყობის სამუშაოები, ღობის მოწყობა ლითონის მავთულბადითა და მონოლითური ფილებით. ასევე ამონტაჟებენ ანაკრები რკინაბეტონის ღობის პანელებს.

მთამსვლელობა, როგორც თავისუფლება

 

 

“მთამსვლელობა მარტო სპორტის სახეობა არ არის. მთამსვლელი სჭირდება სამაშველო სამსახურს, სამთო ჯარებს და სასიმაღლო სამუშაოებს”, – ამბობს აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი ჭანკურიძე. აჭარაში ეს კავშირი 1998 წელს დაარსდა. ამჟამად მთამსვლელობას ოცი ახალგაზრდა ეუფლება. ათი მათგანი აჭარის ნაკრების წევრია. ნაკრებში სამი გოგოა – 21 წლის ნინო, 20 წლის ქეთი და 22 წლის ნათია. სამივე სტუდენტია, ქეთი ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე სწავლობს. წელიწადნახევარია მთამსვლელობითაა დაინტერესებული. ნინო დევაძე პირველკურსელია და ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში სწავლობს. ის სამი წლის წინ გახდა აჭარის მთამსვლელთა კავშირის წევრი. მთაზე ასვლის სამწლიანი გამოცდილება აქვს ნათია დევაძესაც. ნათია საზღვაო აკადემიაში გემთწამყვანობას ეუფლება.

Exit mobile version