სპორტი

ბათუმმა შესაძლოა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

10.07.2014
ბათუმმა შესაძლოა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

GE DIGITAL CAMERA

ნაიჯელ ფრიმანი ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი

ის ორი დღის განმავლობაში ბათუმის ინფრასტრუქტურას გაეცნობა. მის მიერ მიღებული ინფორმაციით აგვისტოში, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდება მოიპოვებს თუ ვერა ბათუმი 2018 წელს გასამართი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას.

დღეს ნაიჯელ ფრიმანი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილესთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.

„ორი სავარაუდო ქალაქია, რომელშიც შეიძლება ჩატარდეს 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში. ერთია კეიპ-თაუნი სამხრეთ აფრიკაში და მეორე – ბათუმი საქართველოში. მოვინახულებ ბათუმს, მის ღირსშესანიშნაობებს, ინფრასტრუქტურას, სასტუმროებს. შემდეგ კვირაში კი კეიპ-თაუნს. ჭადრაკი საერთაშორისო კონგრესის კენჭისყრის შემდეგ გადაწყდება სად ჩატარდება ჩემპიონატი“- აღნიშნა ნაიჯელ ფრიმანმა.

2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობაზე საქართველო, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წარადგინეს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, სპორტული თვალასაზრისის გარდა ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვება ტურისტების მოზიდვის კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება.

„არჩილ ხაბაძესთან გვქონდა საუბარი თუ როგორ შეიძლება ბათუმი 2018 წელს მზად შეხვდეს საერთაშორისო შეჯიბრებას. ნაიდელ ფრიმანმა აღნიშნა, რომ ბათუმი სწრაფად ვითარდება. ჩვენი კონკურენტია სამხრეთ აფრიკა. ვიმედოვნებ აგვისტოში გვექნება დიდი სიახლე და სიხარული ოლიმპიადის მასპინძლობის“.

ჭადრაკის ქალთა და ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატზე 181 ქვეყანიდან და 3000-მდე  მონაწილე იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომ ბათუმმა ოლიმპიადას უმასპინძლოს სასტუმრო ნომრების რაოდენობაა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თქმით:

„სასტუმროების განლაგებით, ნომრების რაოდენობით ყველა კომპონენტს ვაკმაყოფილებთ. 2018 წლამდე გაიზრდება სასტუმროების რიცხვი, საკონფერენციო დარბაზების მოცულობა. ველოდებით სასტუმრო „ჰილტონს“, რომელიც 2016 წლისთვის დასრულდება. მანამე გაიხსნება სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ და სასტუმრო „კოლიზეუმი“. ვფიქრობ, ტურიზმის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ღონისძიება“.

GE DIGITAL CAMERA

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა ნაიჯელ ფრიმანთან

ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი  წელიწადში ერთხელ ტარდება. 2016 წელს მსოფლიო ტურნირი ბაქოში ჩატარდება. 2018 წლს კი ბათუმი იქნება ჩემპიონატის ადგილი, თუკი ამ გადაწყვეტილებას ჭადრაკის საერთაშორისო კონგრესი მიიღებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.