„ამ ეტაპზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში ვართ, როცა რეჟიმი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს არამხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი“ – ასე აფასებს გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე დღევანდელი საქართველოს რეალობას. პოლიტოლოგის შეფასებით, „მხოლოდ პროტესტში მყოფი საზოგადოების და ოპოზიციის ენერგიების გაერთიანების საშუალებით შეიძლება ბრძოლა, რომ ერთ დღეს რეჟიმმა ამ …
Category Archives: მთავარი
ჭიათურაში 6 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს – ერთის მდგომარეობა მძიმეა
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მე-15 დღეა შიმშილობს, ბოლო ორი დღე კი წყალსაც აღარ იღებს. ის დღეს, 3 ივლისს ცუდად გახდა, თუმცა როგორც სხვა მაღაროელები გვეუბნებიან, ტარიელი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზეც. შიმშილობის შედეგად მას სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაუვარდა. მაღაროელები შიშობენ, რომ არსებობს კომაში ჩავარდნის საფრთხე, თუმცა როგორც ერთ-ერთი მაღაროელი, ირაკლი ჯიქაძე გვეუბნება, ტარიელი …
Continue reading “ჭიათურაში 6 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს – ერთის მდგომარეობა მძიმეა”
„ურემი ნელა დადის, მაგრამ ისეთი სამართალი დააქვს, ყველას კარებთან მივა“ – გიორგი მინდაძის დედა
„ურემი ნელა დადის, მაგრამ ისეთი სამართალი დააქვს, ყველას კარებთან მივა“, – ამბობს ნანი წულაია, 21 წლის სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს, დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მინდაძეს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. პროკურატურის თქმით, გიორგი მინდაძემ 29 ნოემბერს პარლამენტთან პიროტექნიკა ისროლა, რამაც პოლიციელი დააზიანა. განაჩენის გამოცხადებამდე …
მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც იტოვებენ ადამიანებს – საგარეოს ყოფილი თანამშრომლები
„ბუნებრივია, ცდილობენ სისტემაში დატოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას საერთოდ არ წევენ, ან „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან ლოიალურები არიან. მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ამ სამინისტროში რჩებიან“, – ამბობს ქეთი ფრუიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან 28 ივნისს, შაბათ დღეს გაათავისუფლეს. რა მიზანს ემსახურება საგარეოდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა. ასევე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტერგაციის …
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა ძლიერი ხანძრის გამო
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. დღეს, 3 ივლისს, კრეტის სამხრეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძრის გამო სასტუმროებიდან ტურისტებისა და მოსახლეობის, 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი, რის გამოც ცეცხლი მთის ფერდობებზე ტყეებს მოედო. ბერძნულ მედიაში ინფორმაცია არ ვრცელდება მსხვერპლის შესახებ, თუმცა არის შემთხვევები, როცა რამდენიმე ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო კვამლის შესუნთქვის …
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს განახლდება
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 4 ივლისს, დღის პირველი საათიდან გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამჯერად დაცვის მხარის მოწმეებს უსმენს. ამ საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს განახლდება”
ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის გამოცდებისთვის სულ 80 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრატობის კანდიდატმა …
„ყველაზე სუსტი რგოლი საქართველო გამოდის სამხრეთ კავკასიაში“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან რუსეთში
„ახლა ზუსტად ის დროა, რომ უნდა გაძლიერდეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიაში,“ – მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ახალ რეალობაზე ვესაუბრეთ: როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აშკარად რუსეთის ორბიტიდან დაშორებას ცდილობენ, საით მიდის საქართველო? „რუსეთის გავლენები მცირდება ასე ვთქვათ გლობალურად და რეგიონულადაც. სამხრეთ კავკასიაში ეს გამოიხატება განსაკუთრებით იმაში, რომ სერიოზული კრიზისია …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 023 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000] ტანკი – 10 986 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 936 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 29 815 ერთეული [+21] MLRS – 1 427 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ივლისი”
„მთა თავისუფლებისთვის“ – 3 ივლისს რუსთაველზე მარში იგეგმება
სამოქალაქო ჯგუფი „მთა თავისუფლებისთვის“ 3 ივლისს, 5 საათზე, თბილისში, ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე მარშს აანონსებს გზავნილით – „ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სადარაჯოზე“. ეს ჯგუფი აერთიანებს მთის მოყვარულებს, მთამსვლელებს, მოთხილამურეებს, გიდებსა და მთის მოსახლეობას. „მარშით გავივლით ფილარმონიიდან რუსთაველამდე, სადაც ჩვენი თემის პრეზენტაციას წარვადგენთ და შევუერთდებით საერთო ბრძოლას,“ – აღნიშნულია ჯგუფ -„მთა თავისუფლებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ___________________ ფოტოზე: სამოქალაქო …
Continue reading “„მთა თავისუფლებისთვის“ – 3 ივლისს რუსთაველზე მარში იგეგმება”
რუსეთის საელჩო ბაქოში: ჩვენი მოქალაქეები ძალადობასა და დოკუმენტების შემოწმებაზე ჩივიან
რუსეთის საელჩო აზერბაიჯანში აცხადებს, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისგან, მათ შორის ტურისტებისგან, საჩივრები მიიღო მათ და მათი ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის, დოკუმენტების შემოწმებისა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანების კერძოს სახლებში ვიზიტების შესახებ. ამის შესახებ რუსული პუტინისტური მედია „ტასი“ წერს ბაქოში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით. „ბოლო 24 საათის განმავლობაში საელჩომ მიიღო მრავალრიცხოვანი მიმართვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, …
ვხედავთ ვითარებას სომხეთში, დასავლეთს შეუძლია ალტერნატივა იპოვოს – უსაფრთხოების ექსპერტი
„პირდაპირ ნატოს თემაზე მომუშავე ადამიანები გაათავისუფლეს, პირდაპირ უქმდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სხვა რა უნდა ვიფიქროთ ინსტიტუციური მეხსიერების მოშლის გარდა?“ – ამბობს მეგი ბენია, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში მუშაობდა. მან სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა რამდენიმე დღის წინ, რადგან მას, როგორც კრიტიკულად განწყობილ თანამშრომელს, ასევე პეტიციაზე …
რუსეთში 7 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს ბუჩას დანაშაულებზე უამბო
რუსეთში, მოსკოვის ოლქის სერპუხოვის საქალაქო სასამართლომ რუსული ენისა და ლიტერატურის 65 წლის მასწავლებელს, ნატალია ტარანუშენკოს დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 23 ივნისს იქნა მიღებული, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 1-ელ ივლისს გახდა ცნობილი. სასამართლომ ქალს სამი წლით მასწავლებლად მუშაობაც აუკრძალა. ნატალია ტარანუშენკოს …
Continue reading “რუსეთში 7 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს ბუჩას დანაშაულებზე უამბო”
„ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტა
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრებს მანდატები შეუწყვიტა „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო“. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა გახარიას პარტიის ყველა წევრს: გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ – …
Continue reading “„ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 022 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110] ტანკი – 10 985 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 931 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 29 794 ერთეული [+40] MLRS – 1 427 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივლისი”
„ესაა სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის“ – იურისტის კომენტარი
იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს. საუბარია კანონში გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების გასაჩივრების მექანიზმში ცვლილებასა და კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრებაზე. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ იურისტის კომენტარს. „არის კანონები, რომლებსაც ქოცები მხოლოდ თქვენს დასაშინებლად იღებენ და კანონები, რომლის გამოყენებასაც მართლა აპირებენ. გუშინ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ორივეს მაგალითი გვხვდება. პირველის …
Continue reading “„ესაა სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის“ – იურისტის კომენტარი”
„ხალხი, რომელსაც ახლა სცემენ, თქვენი დაცვის წინა ხაზია“ – ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა მდუმარეებს
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილით, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე დღეს, 1-ელ ივლისს, საღამოს გამოქვეყნდა, ზურა ჯაფარიძე მათ მიმართავს, ვინც არსებულ პოლიტიკურ კრიზისში დუმილს ირჩევს. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ მის წერილს. „ყველას მოგადგებიან“, „ყველას შეგეხებათზეც“დავწერ ორ სიტყვას. ხშირად მესმის ეს ფრაზა ბოლო დღეებში TV-დან, მაგრამ განცდა მრჩება, რომ …
„ეს „ოცნებისთვის“ ცუდი ნიშანია“ – რას ნიშნავს ლონდონში საქართველოს რწმუნებულის დაბარება
„ეს უფრო ჰგავს „ოცნების“ პანიკური პოზიციიდან ნამოქმედარს. ამ შემთხვევამდე ორი-სამი თვის განმავლობაში ლონდონში სხვადასხვა ივენთი იყო, სადაც იყვნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, იქნებ ერთად მაინც მოვხვდეთ სადმე და ფოტო გადავიღოთო, მაგრამ ბრიტანეთის პოლიტიკა უცვლელია… „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ლეგიტიმაცია, მათ შორის, ბრიტანეთში,“ – მიიჩნევს კემბრიჯის უნივერსიტეტის ქართველი მკვლევარი, დავით ჯინჭარაძე. დავით ჯინჭარაძეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს …
მარიხუანას მოხმარება დასჯადი ხდება, 5 გრამ მარიხუანაზე კი 6 წლამდე პატიმრობა იქნება
კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილება უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა და განმარტა, თუ რა სახის ცვლილებები შევა მასში. გორდულაძის თქმით, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ამოღებული იქნება 273-ე პრიმა მუხლი, რომელიც …
თურქეთში მესამე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთში მესამე დღეა ებრძვიან ტყის ხანძარს სხვადასხვა ადგილას, რომელთა ჩაქრობასაც ქარიანი ამინდი აძნელებს. თურქული მედიის ცნობით, ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიებზე გავრცელდა, რის შემდეგაც არაერთი დასახლების პრევენციული ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარია დასავლეთ იზმირის პროვინციასა და სამხრეთ ჰატაის პროვინციაში მდებარე ტყეებში. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სახმელეთო და საჰაერო ტექნიკით. მუღლას სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში თურქეთის ჟანდარმერიამ გააძლიერა პატრულირება …
Continue reading “თურქეთში მესამე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან”
თუ ჯარიმას არ გადაიხდით, მეორე ჯერზე დაგაპატიმრებენ – „ოცნების“ მორიგი ინიციატივა პროტესტის წინააღმდეგ
„ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს. ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 166-ე, 173-ე, 173-ე მე-16 პრიმა და 174-ე პრიმა მუხლებს. ეს სწორედ ის მუხლებია, რომლებიც ხშირად გამოიყენება საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ ადამიანებთან მიმართებით. ცვლილებების მიღების შემდეგ, თუ აღნიშნული მუხლების დარღვევის მიზეზით დაჯარიმებული პირი შესაბამის ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის …
დაჭრა ძველ ბათუმში – სასამართლომ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში, 25 ივნისს, სასტუმრო „ლონდონთან“ კაცის დაჭრაში ბრალდებულსა და კიდევ ერთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საუბარია 25 ივნისს, ძველ ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულა თურქეთის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, …
Continue reading “დაჭრა ძველ ბათუმში – სასამართლომ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა”
„მსგავსი არაკომპეტენტური განცხადება არ შემხვედრია“ – არჩილ გუჩმანიძე სააგენტოს პასუხობს
იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებას ეხმაურება შავ ზღვაში თევზ ფუგუს ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) გავრცელების შესახებ. თევზი შხამიანია და საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ ფიქსირდება და გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების …
განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს
ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ძმებმა“ კვლავ ვერ დაასრულა, ხელშეკრულების ვადების არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად. 2025 წლის 30 ივნისს განათლების სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთა დოკუმენტი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ამ დროისთვის [30 ივნისის მდგომარეობით] პორტალზე შესყიდვას არ აქვს მინიჭებული სტატუსი – „შეწყვეტილი ხელშეკრულება“. ტენდერისთვის შესაბამისი …
Continue reading “განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს”
„ოკუპანტი ქვეყნიდან ათასობით ადამიანის ჩამოსახლება კატასტროფული შეცდომაა“ – ინტერვიუ
„ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა ან მომავალში შექმნა ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანა თავის სუვერენიტეტს თმობს და კარგავს გარანტირებულ უფლებას ამ ტერიტორიებზე“, – ამბობს კონფლიქტოლოგი გიორგი კობერიძე რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცალკე მხარედ ჩართვაზე. რა პროცესებს იწყებს რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ეგულება თუ არა მოკავშირედ ამ პროცესში „ქართული ოცნება“? – …
ნიკა გვარამიას 8 თვით მიუსაჯეს პატიმრობა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო
დღეს, პირველ ივლისს, პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით მიუსაჯეს პატიმრობა. მას 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავებაც. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ნიკა გვარამიაც ე.წ. „თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე“ არმისვლისთვის გაასამართლეს. ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ივლისის პირველ დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ლი ივლისის 21 საათიდან 2 ივლისის 21 საათამდე აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში ივლისის პირველ დღეებში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 020 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970] ტანკი – 10 983 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 22 928 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 29 754 ერთეული [+36] MLRS – 1 427 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ივლისი”
ტელეკომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ „ოცნება“ მათ დახურვას აპირებს – კომპანიას ინკასო დაადეს
რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიას ინკასო დაადო და მედიას დახურვა ემუქრება. განცხადებას ტელეკომპანია ფეისბუქზე ავრცელებს. „ქართული ოცნება“ თრიალეთის დახურვას აპირებს! დღეს, 30 ივნისს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ანგარიშებს, შემოსავლების სამსახურმა, 10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო, ინკასო დაადო. ინკასოს დადება ნიშნავს, რომ ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია, ვეღარ გადაიხდის ელექტროენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, …
„ხვალ ეთერში იქნება ბოლო საინფორმაციო გამოშვებები“ – „ჰერეთი“ გადაცემებს აჩერებს ინკასოს გამო
მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ მფლობელი, რამაზ სამხარაძე ფეისბუქზე წერს, რომ „ჰერეთის“ ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების შემდეგ იძულებულია სამსახურიდან დაითხოვოს თანამშრომლების დიდი ნაწილი და შეაჩეროს გადაცემები და საინფორმაციო გამოშვებები. „ჰერეთი“ აერთიანებს სამ დამოუკიდებელ რადიოსადგურს — რადიო თბილისს (FM93.5), რადიო ჰერეთს (FM102.8 – კახეთი) და რადიო ციტრუსს (FM97.3 – აჭარა). „მეგობრებო, მიმძიმს ამ სიტყვების დაწერა, თუმცა, დღეს 27 წლის …
გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად 1,1 მლნ დოლარის ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან
გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტა“ ჩაერთვება. საჭირო სპეცტექნიკას კი „დელტა“ ჯამში 1 184 720 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ოცნების“ მთავრობა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას საინვესტიციოდ არაბულ კომპანიას უმზადებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განაღმვითი სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო შეჯავშნული საინჟინრო ტექნიკის დასამზადებლად „დელტას“ ესაჭიროება მუხლუხა ბულდოზერი, CAT D6R2 – 1 ცალი, მუხლუხა …
Continue reading “გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად 1,1 მლნ დოლარის ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან”
რატომ არ შეიძლება პატიმარს ჯინსი ეცვას? – „დისიდენტობასთან დაკავშირებული სიმბოლოა“
„დისიდენტობასთან არის დაკავშირებული და თავისუფლების სიმბოლოა. სხვაგვარად არ ვიცი, რატომ შეიძლება იყოს აკრძალული ჯინსი,“ – ამბობს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: როცა აკრძალული ნივთების ჩამონათვალში არაა, მაგალითად, ჯინსის ტანსაცმელი, მაგრამ ამას მაინც კრძალავს ციხის ადმინისტრაცია, ეს რას აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე? უჩა ნანუაშვილის დაკვირვებით, რეპრესიული რეჟიმის პირობები აისახება ციხეზეც, სადაც კანონი კი არაა გადაწყვეტილებების …
რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია
ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ საცობების, პარკინგის ადგილებისა და დაურეგულირებელი მოძრაობის პრობლემა ბათუმში კვლავ გამოწვევად დარჩა. იგივე შეიძლება ითქვას წინა და იმის წინა არჩეულ მერებზეც. ამომრჩეველს დაჰპირდნენ, გეგმა შეიმუშავეს, ბევრჯერ განიხილეს, ბევრი შეხვედრა მოაწყვეს, რეკომენდაციები მიიღეს და დოკუმენტიც შექმნეს, თუმცა არანაირი შედეგი. ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია მანქანებით სავსე, არამედ უკვე …
Continue reading “რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია”
„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუხდა კომპენსაციის გადახდა“ – თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი, ტელეწამყვანი თეონა ბაკურიძე ფეისბუქზე წერს, რომ მისი საჩივრიდან 5 წლისა და 4 თვის შემდეგ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იძულებული გახდა, მისთვის კომპენსაცია გადაეხადა და ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება. 5 წლისა და 4 თვის თავზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუხდა კომპენსაციის გადახდა. მიზეზი უკანონო გათავისუფლებაა.. მაგრამ, ახლა ჩემზე არ ვწერ, ახლა არასამთავრობოებზე ვწერ: …
Continue reading “„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუხდა კომპენსაციის გადახდა“ – თეონა ბაკურიძე”
შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა კომპანიას ოფისის კარი აუჭედეს – „არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია“
დღეს, 30 ივნისს, ბათუმის შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია ნატანებში კომპანია JV Polatyol & Mapa-ს ოფისთან გამართეს. გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასი უკვე 7 თვეა, „არჩევნების მერე“ არ აუღიათ. შემოვლით გზაზე სამუშაოებს გზების დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV Polatyol & Mapa ასრულებს. კომპანიას სამუშაოები დასასრულებელი აქვს. დღეს, 30 ივნისს, შემოვლით გზაზე დასაქმებულები კომპანია JV …
ხვალ, პირველ ივლისს ბათუმის მერია გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვას გეგმავს
ხვალ, პირველ ივლისს მერია ბათუმის გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვას გეგმავს. განცხადებას, რომელიც საჯარო განხილვის ჩანიშვნის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, მარტივად ვერ იპოვით. დოკუმენტი მერიამ არა ვებგვერდის მთავარ გვერდზე ან ფეისბუქზე, არამედ ვებგვერდის საჯარო განხილვების განცხადებების რუბრიკაში გამოაქვეყნა. თუმცა მერიის ახალი ვებგვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს და განცხადების სანახავად ძველ ვებგვერდზე მოგიწევთ გადასვლა, რუბრიკაში – „საჯარო …
Continue reading “ხვალ, პირველ ივლისს ბათუმის მერია გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვას გეგმავს”