პროსამთავრობო მედია რიჟვაძის დაწერილი წერილის ფოტოს კი არ აქვეყნებს, არამედ ტექსტს -კომენტარი

იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე ეხმიანება პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც, ამ მედიების მტკიცებით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თვითმკვლელობის მცდელობის წინ. „მოკლედ, იმედი და პოს-ტვ იმას ამტკიცებენ, რომ სტუმრად მყოფმა რიჟვაძემ უცებ, მოულოდნელად მიაგნო მასპინძლის იარაღს და იქიდან გასროლით სცადა თვითმკვლელობა. ოღონდ, სანამ ამ სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე წერილიც დაწერა, სადაც იარაღის …

„სისხლიანი გარჩევები ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის“ – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ფეისბუქზე „სისხლიან გარჩევას“ უწოდებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გახარია, სავარაუდოდ, გულისხმობს დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. „უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. სისხლიანი გარჩევები – ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის. მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს“ – წერს გიორგი გახარია. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 027 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100] ტანკი – 10 995 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 22 963 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 29 993 ერთეული [+33] MLRS – 1 432 ერთეული …

დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირი, რომელიც დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, სწორედ ალექსი ახვლედიანია. დღეს, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დაჭრილია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ის საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი …

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. „თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას …

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი (ზარალა) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

შს სამინისტრომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის (ზარალა) დაკავებაზე განცხადება გაავრცელა. შსს-ს განცხადებით, გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი …

საკონსტიტუციოს თავმჯდომარის ხელფასი 14 600 ლარი იქნება, დანამატის გარეშე

„ოცნების პარლამენტის“ მიერ მიღებული ცვლილებით გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. კანონი 2025 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში. თუ აქამდე, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარი იყო [დანამატის გარეშე], ეს გაიზარდა და იქნება 14 600 ლარი [ასევე დანამატის გარეშე]. აღსანიშნავია, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები …

ბათუმი-თბილისის მატარებელი ავტომანქანას შეეჯახა

სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“ და ჰკითხა, აღდგა თუ არა მატარებლის მოძრაობა. რკინიგზა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (იგივე „ზარალა“). შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. რამიშვილი ევრონიუსი-საქართველოს დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. გარკვეულ პერიოდში გიორგი რამიშვილი ბათუმის კონცხზე ბიძინა ივანიშვილის …

„გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებას“ – სტუდენტური მოძრაობის განცხადება

„გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებას“- ასე ეხმიანება სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, ცალკეული ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე. „გასულ არჩევნებზე ჩვენი სტუდენტური მოძრაობა მკაფიოდ, კამპანიურად და თანაბრად უჭერდა მხარს ოთხივე მსხვილ, ბარიერგადალახულ ოპოზიციურ კოალიციას. ამ მიზნით არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში ჩავატარეთ უწყვეტი კამპანია, ფეხდაფეხ შემოვიარეთ ყველა რეგიონი და ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ჩვენი თანამოქალაქეები, არჩევანი სწორედ მათ სასარგებლოდ გაეკეთებინათ. …

პოლიციელმა 18 წლის ცოლზე იძალადა, სასამართლომ მას გირაო შეუფარდა – პროკურატურა

პოლიციელი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ფაქტს გვიდასტურებს პროკურატურა. მათივე ინფორმაციით, პოლიციელმა 18 წლის მეუღლეზე იძალადა. როგორც პროკურატურაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, პროკურატურა ითხოვდა ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას, თუმცა გუშინ, 6 ივლისს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ მას 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ამბობს, რომ აპირებენ გასაჩივრებას.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივლისის 21 საათიდან 7 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 22 – 27 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 026 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 992 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 956 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 29 960 ერთეული [+39] MLRS – 1 430 ერთეული …

ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა – „დაფიონი“ თვითმმართველობის არჩევნებზე

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ პარტია „ლელოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ეხმაურება. „დაფიონი“ ფეისბუქზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში თვითმმართველობის არცევნებში მონაწილეობა ღალატია. „ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ” გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით. ბრძოლა იმართება ციხის კედლებს მიღმა, ქუჩებში, სასამართლოებზე და ხმაში, რომელიც არ გაჩუმებულა და არც გაჩუმდება! ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ მათ, ვინც მართლა იბრძვის! …

რუსეთი მარიონეტულ რეჟიმებს არ უყვავებს, ეს მინდა აღმოაჩინოს „ქართულმა ოცნებამ“ – ინტერვიუ

ეუთომ პორტოს დეკლარაცია მიიღო, რომლის მთავარი საკითხები საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ სირიამ უკან წაიღოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩაატაროს ახალი და სამართლიანი არჩევნები. ასევე დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნიკოლოზ სამხარაძე, მაია …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი …

კლინიკიდან გამოყვანის შემდეგ მიქაცაძე და ლოლაძე შიმშილობას ისევ აგრძელებენ – მაღაროელების პროტესტი

პროტესტის ნიშნად მოშიმშილე მაღაროელები ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძე, კლინიკიდან ისევ ჭიათურაში დაბრუნდნენ. ისინი ბოლო რამდენიმე დღეა მშრალ შიმშილობაზე იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მაღაროელი ირაკლი ჯიქიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, 4 ივლისს, ტარიელის და მირზას მდგომარეობა კრიტიკული იყო, რის გამოც საჭირო გახდა მათი კლინიკაში გადაყვანა. „გუშინ ტარიელი კომუნიკაციაზე აღარ იყო უკვე და მირზას …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 025 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 10 990 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 953 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 29 921 ერთეული [+56] MLRS – 1 428 ერთეული …

„უდანაშაულობის პრეზუმფციის კიდევ ერთი დარღვევა“ – სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე

„შეიძლება მოსაბეზრებელია, მაგრამ კიდევ უნდა გავუსვა ხაზი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათქვამს. დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის კიდევ ერთი დარღვევა. მან ეუთოს ასამბლეაზე თქვა, რომ ჩვენ ბრალდებულები, რომლებსაც მოიხსენიებენ დასავლეთში პოლიტპატიმრებად, თურმე წვავდნენ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებით. ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ამას ვამბობ ოქმში დასაფიქსირებლად“- განაცხადა პოლიტპატიმარმა ანდრო ჭიჭინაძემ დღეს, 4 ივნისს სასამართლო სხდომაზე. მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე …

„გულზე არაფერი სჭირდა მამაჩემს. მის გულზე ხელი დავინახე იმ დღეს, როცა მაკავებდნენ“ – ონისე ცხადაძე

„ჩემთვის მკვლელები ხართ. არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად… მოვა დრო ამ ქვეყანაში, უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული, აი, იმ გამხდარი ბიჭით დამთავრებული [მანდატური], იქ რომ ზის და ჰგონია არაფერს აშავებს, ყველა პასუხს აგებთ. იმიტომ კი არა, რომ შურისძიება მინდა… თუ გინდათ, მოგიყვებით, როგორ მოგიკვდათ მამაჩემი. ჭიშკართან იპოვეს მკვდარი. ბავშვობაში რომ რამე დამიშავებია, იმასაც …

რა ხდებოდა მზია ამაღლობელის პროცესზე, სადაც ჩვენება ეთერ თურაძემ მისცა – რეპორტაჟი

„მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ”- უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, დღეს, 4 ივლისს. დღეს ეთერ თურაძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მზია ამაღლობელის პროცესზე მომზადებულ სტატიაში მოწმეების მონათხრობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ვერ ნახავთ. ვერც ფოტოს ნახავთ –  …

„მზიას პროექტებით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ“ – ეთერ თურაძე

დღეს, 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაცვის მოწმის სახით იკითხება „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე. „რატომ უნდა იყოს მზია ამაღლობელი საპყრობილეში, ვერ ვხვდები. მზია არის ადამიანი, რომლის განხორციელებული პროექტებით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ, არაერთი ობოლი და მიუსაფარი ბავშვის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ, თავისი ძალისხმევის შემდეგად მან …

„მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას დგებუაძის და ბესელიას წინააღმდეგ“ – ეთერ თურაძე

დღეს, 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე. დღეს დაცვის მოწმის სახით იკითხება „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე. „ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის კონტრდაზვერვის უფროსის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ …

მზია ამაღლობელის ადვოკატები ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვენ

„იმედი მაქვს, ეყოფა კეთილსინდისიერება და დათანხმდება გამოკითხვას, სხვა შემთხვევაში მივმართავთ სასამართლოს ცილისწამებისათვის,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი ჯუბა ქათამაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანისგან მისსავე განცხადებებზე განმარტებებს ითხოვს. საქმე ეხება ნინო წილოსანის მიერ 26 ივნისს ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას, როცა ნინო წილოსანმა მზია ამაღლობელს ბრალი დასდო. „კაცის და ქალის ანტისტანდარტია, როდესაც მეორე ადამიანს ურტყამ სახეში. განსაკუთრებით, როდესაც …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი | Live განახლებადი ინფორმაცია

თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში.  13:39 –  ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 ივლისს, მცირე დაგვიანებით დაიწყო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. პირველ ეტაპზე დაცვის მხარე წარადგენს დასაბუთებას, თუ რატომ უნდა დაურთონ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიციური სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და რატომ უნდა დაკითხონ ექსპერტი სასამართლო …

სულხან თამაზაშვილმა მიწა მიითვისა და სახლი უკანონოდ აიშენა – „გამჭვირვალობის“კვლევა და თამაზაშვილის პრესსამსახურის პასუხი

„აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2 887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, 4 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში. სულხან თამაზაშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის …

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესი არ მოჰყოლია. ტრამპმა ვაშინგტონში, საჰაერო ძალების ბაზაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა ომი უკრაინაში და ირანში არსებული სიტუაცია. „მე ვერ მივაღწიე მასთან ვერანაირ პროგრესს“ – განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა ასევე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ შეერთებული შტატები …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 024 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120] ტანკი – 10 988 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 946 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 29 865 ერთეული [+50] MLRS – 1 428 ერთეული …

„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„ამდენი ხანია ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა რუსეთმა, არანაირი წინსვლა არ აქვს – თავდაცვაზეა გადასული ამხელა ქვეყანა,“ – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მისი დაკვირვებით, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთ-უკრაინას შორის ვინ გამოიფიტება პირველი. ამჯერად უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებების ნაწილს აშშ აღარ აწვდის. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ტრამპის პოლიტიკა …

შს მინისტრის მამამ 18 წლის ბიჭს ესროლა და საპროცესოთი გაუშვეს – სილის გაწვნის გამო ამაღლობელს 7 წლამდე სჯიან?

შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის პოლიციელმა მამამ 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დავით გელაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა. სამაგიეროდ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ჟურნალისტს და მედიამენეჯერს – მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის. ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობას: შს მინისტრის მამა, როცა მან …

აუცილებელია ოპოზიციამ და საზოგადოებამ ილაპარაკოს ერთი ხმით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ამ ეტაპზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში ვართ, როცა რეჟიმი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს არამხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი“ – ასე აფასებს გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე დღევანდელი საქართველოს რეალობას. პოლიტოლოგის შეფასებით, „მხოლოდ პროტესტში მყოფი საზოგადოების და ოპოზიციის ენერგიების გაერთიანების საშუალებით შეიძლება ბრძოლა, რომ ერთ დღეს რეჟიმმა ამ …

ჭიათურაში 6 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს – ერთის მდგომარეობა მძიმეა

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მე-15 დღეა შიმშილობს, ბოლო ორი დღე კი წყალსაც აღარ იღებს. ის დღეს, 3 ივლისს ცუდად გახდა, თუმცა როგორც სხვა მაღაროელები გვეუბნებიან, ტარიელი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზეც. შიმშილობის შედეგად მას სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაუვარდა. მაღაროელები შიშობენ, რომ არსებობს კომაში ჩავარდნის საფრთხე, თუმცა როგორც ერთ-ერთი მაღაროელი, ირაკლი ჯიქაძე გვეუბნება, ტარიელი …

„ურემი ნელა დადის, მაგრამ ისეთი სამართალი დააქვს, ყველას კარებთან მივა“ – გიორგი მინდაძის დედა

„ურემი ნელა დადის, მაგრამ ისეთი სამართალი დააქვს, ყველას კარებთან მივა“, – ამბობს ნანი წულაია, 21 წლის სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს, დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მინდაძეს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. პროკურატურის თქმით, გიორგი მინდაძემ 29 ნოემბერს პარლამენტთან პიროტექნიკა ისროლა, რამაც პოლიციელი დააზიანა. განაჩენის გამოცხადებამდე …

მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც იტოვებენ ადამიანებს – საგარეოს ყოფილი თანამშრომლები

„ბუნებრივია, ცდილობენ სისტემაში დატოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას საერთოდ არ წევენ, ან „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან ლოიალურები არიან. მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ამ სამინისტროში რჩებიან“, – ამბობს ქეთი ფრუიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან 28 ივნისს, შაბათ დღეს გაათავისუფლეს. რა მიზანს ემსახურება საგარეოდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა. ასევე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტერგაციის …

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა ძლიერი ხანძრის გამო

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. დღეს, 3 ივლისს, კრეტის სამხრეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძრის გამო სასტუმროებიდან ტურისტებისა და მოსახლეობის, 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი, რის გამოც ცეცხლი მთის ფერდობებზე ტყეებს მოედო. ბერძნულ მედიაში ინფორმაცია არ ვრცელდება მსხვერპლის შესახებ, თუმცა არის შემთხვევები, როცა რამდენიმე ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო კვამლის შესუნთქვის …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 4 ივლისს, დღის პირველი საათიდან გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამჯერად დაცვის მხარის მოწმეებს უსმენს. ამ საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა …

Exit mobile version