„ჩამოდიან და ყიდულობენ დოშირაკს, ასეთი ტურისტები არ გვჭირდება“ – სკანდალი აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო კვირაა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა ე.წ. „დოშირაკის“ სკანდალია. 20 ივნისს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკაში ტურიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასთან ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში არ სჭირდებათ ღარიბი ტურისტები, რომლებიც „დოშირაკს“ [სწრაფი მომზადების სუპი] ყიდულობენ. „ის ტურისტი, რომელიც ჩამოდის 300 მანეთით, გარწმუნებთ, რომ არაფერს არ იყიდის. ის ჩადგება ჭიქა …

სასამართლო სხდომების გადაღება, ფაქტობრივად, აიკრძალა – „ოცნებამ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

„ქართულმა ოცნებამ“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო. ცვლილებების შედეგად, იცვლება მოსამართლეთა დანიშვნის წესი და იზრდება მათი ხელფასები, იცვლება …

ბათუმში გაიმართება უფასო კონსულტაციები სმენის დაზიანების მქონე პირებისთვის

ბათუმში სმენის არმქონე პირებისთვის 26-28 ივნისს კონსულტაციები ჩატარდება. ასევე, მათთვის, ვისაც აქვს სმენის დაზიანება ან აქვს კითხვები სმენის ტექნოლოგიებზე, ბათუმში 26-28 ივნისს, ღონისძიება გაიმართება. სმენის სახლი, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და შშმ ქალთა ალიანსი ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს უფასო კონსულტაციებზე იწვევს. ღონისძიების ფარგლებში სმენის დაზიანების მქონე ან დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას სასმენი აპარატების შერჩევა-მოსინჯვაზე, კონსულტაციას …

„სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო“ – ნონა ქურდოვანიძე

სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 26 ივნისს განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში. გვინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლე მზია ამაღლობელის საქმის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აცნობა, რომ მზია ამაღლობელის …

„რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი ტყუილია, რომ ისინი არიან უმრავლესობა“ – ზურა ჯაფარიძის წერილი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და 25 ივნისით თარიღდება, ზურა ჯაფარიძე წერს საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და წინააღმდეგობის ეფექტურად გაგრძელების საკუთარ ხედვაზე. „ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოცქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა …

„სადაა ტურისტი?“ – პარაშუტის, შეზლონგისა და კატერის ფასები ბათუმის სანაპიროზე

„სადაა ტურისტი?“ – ბათუმის სანაპიროზე, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ასე პასუხობენ. შეზლონგის გამქირავებელი, პარაშუტის თუ კვადროციკლის – ყველა მიუთითებს იმაზე, რომ ამ სეზონზე ტურისტების განსაკუთრებული სიმცირეა. მცირე ბიზნესით დაკავებული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტურისტების მკვეთრად შემცირება ისრაელი-ირანის ომს უკავშირდება. იმის მიუხედავად, რომ ტურისტული სეზონი „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ უკვე გახსნა, ძველ თუ ახალ …

კაცი დაჭრა პოლიციელმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

პროკურატურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში კაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ. ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია,რომ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. პროკურატურის ცნობით დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება …

საბერძნეთში გამოცდის გარეშეა შესაძლებელი ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა

საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის თაობაზე შეთანხმება ამოქმედდა. შს სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 015 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100] ტანკი – 10 968 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 892 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 29 617 ერთეული [+48] MLRS – 1 425 ერთეული …

როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც კრიტიკას დააპირებს – ინტერვიუ

„ფაქტობრივად, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი“- ამბობს იურისტი, მკვლევარი გურო იმნაძე. როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც მაღალჩინოსნების მხილებას დააპირებს? – „ბათუმელები“ მას ამ თემაზე ესაუბრა. ბატონო გურო, „ოცნების“ პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გვინდა ნათლად ავუხსნათ …

უფასოდ ვერავინ დაგიცავს, ვერც ფეისბუქზე დაწერ, მედია ვერ გააშუქებს – „ოცნება“ ყველა კარს კეტავს

„ახლა მხოლოდ ის კი არ არის რისკი, რომ მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება და იურისტის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, დაუცველი დარჩება. ის უკვე მედიასაც ვეღარ მიაკითხავს, რადგან მისთვის აღარავის ეცლება და ეს მოხდება ისედაც უსამართლო სასამართლოს პირობებში“ – ამბობენ უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ კვალიფიციური დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ადვოკატის დაქირავების საშუალება არ …

ბათუმის ცენტრში სასტუმროსთან კაცი დაჭრეს – ქუჩა გადაკეტილია

დღეს, 25 ივნისს, საღამოს, ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე გასროლის ხმა იყო. პირველადი ინფორმაციით, აქ კაცი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. სასტუმრო „ლონდონთან“, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ქუჩა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ ვერაფერი გვითხრეს. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება. განახლება: შსს-ს პრესცენტრის …

ირანში 5 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით და ასობით დააკავეს ისრაელთან ჯაშუშობის ბრალდებით – მედია

ირანის ხელისუფლებამ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ასობით ადამიანი დააკავა, ხუთი დაკავებული უკვე სიკვდილით დასაჯეს – წერს „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. მედიის ცნობით, ხუთი ადამიანი ჩამოახრჩვეს, მათგან სამი – დღეს, 25 ივნისს.  ირანის ხელისუფლება მათ „მოსადის აგენტებს“ უწოდებს. „ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ  ყველა მათგანი „სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ თანამშრომლობაში“ გაასამართლეს, კერძოდ, აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის, რომელიც …

“არ მისცეთ ნება სისტემას, დაგადოთ უხილავი ბორკილები” – მათე დევიძის წერილი ციხიდან

მათე დევიძის და, ელენე დევიძე მათეს მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს ავრცელებს. როგორც ელენე დევიძე წერს, წერილი 12 ივნისსაა დაწერილი, იმ დღეს, როდესაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ მათე დევიძის წერილს. „თანამებრძოლებო, დღეს 12 ივნისია. განაჩენის დღე. ფანატიკოსების მოსამართლემ 4 წელი და 6 თვე მომისაჯა. მიზეზი, …

ჟურნალისტები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-თან აქციას გამართავენ

„ჟურნალისტების მოძრაობა მზიას თავისუფლებისთვის“ დღეს, 25 ივნისს, 22:00 საათზე, აქციას გამართავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან [თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა 5ა]. ჟურნალისტები ითხოვენ მზია, ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა „ღამის კურიერში“ უპასუხოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ამ მოთხოვნით მზია ამაღლობელის კოლეგებმა …

„მზიაზე, ფაქტობრივად უსინათლო ადამიანზე ამბობენ, რომ შეიძლება პოლიციას თავს დაესხას” – ეთერ თურაძე

„მზიას დაკავების შემდეგ, როდესაც ვსაუბრობდი, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, მაშინ ვგულისხმობდი ზუსტად მხედველობას. მზიას აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი – კერაკოტონუსი, არის ასეთი დაავადება. აქვს ქირურგიული ჩარევები თვალზე და ა.შ. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა მზიას ცალ თვალში პრაქტიკულად მხედველობა არ აქვს და მეორე თვალში მისი მხედველობა ჩამოვიდა 10%-მდე,“ – თქვა „ბათუმელების“ მთავარმა …

მოსამართლე: ამ კანონპროექტით მივიღებთ მოსამართლეებისთვის დაწესებულ უამრავ შეზღუდვას

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ მიერ ინიციირებულ ცვლილებებს კანონში საერთო სასამართლოების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებით დაწესდება შეზღუდვები თავისუფალი მოსამართლეებისთვის. „გავეცანი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. კანონპროექტთან დაკავშირებით გეტყვით ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოსამართლის აზრს, რომლისთვისაც მოსამართლეობა არ არის პანაცეა, არამედ თავისუფალი მოსამართლეობაა იდეა, რომლისთვისაც ამ პოზიციაზე ყოფნა …

დაგეგმილი ცვლილებები გააუარესებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს – სახალხო დამცველი

„პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 ივნისს გამოქვეყნდა. საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებათა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივნისის 21 საათიდან 26 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17 – 21 გრადუსი სითბო …

დნიპროში 18-მდე გაიზარდა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

უკრაინაში, ქალაქ დნიპროში 18-მდე გაიზარდა რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. „დღეს გლოვობს დნიპრო, რომელმაც მტრის თავდასხმის შედეგად 18 მცხოვრები დაკარგა. ასევე სამარა, სადაც აგრესორმა 2 ადამიანი მოკლა“ – წერს დღეს, 25 ივნისს, ტელეგრამზე დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი. მისი თქმით, რუსეთის გუშინდელი, 24 ივნისის დარტყმის შედეგად, დნეპროპეტროვსკის ოლქში 300-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მინიმუმ 27 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 014 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950] ტანკი – 10 967 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 885 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 29 569 ერთეული [+58] MLRS – 1 425 ერთეული [+1] …

„ერთი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ წუმპიდან ამოვიდეთ“ – არმაზ ახვლედიანი

„დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, როცა სამოქმედო არეალი იმდენად შევიწროებული აქვს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების აქტიურ ნაწილს, რომ ფაქტობრივად, ამ წუმპიდან ამოსვლისთვის შეიძლება გვქონდეს ერთი შანსი დარჩენილი, მაგრამ ამ შანსის რეალიზებისთვის დრო არის დარჩენილი ძალიან მცირე“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი. 7 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია. შესაძლოა დააკავონ სხვებიც. …

რას ამბობდა წულუკიანი გერმანიაზე 2020 წელს და რას ამბობს დღეს – „გერმანელების წყალობით ვდგავართ ჩვენ ფეხზე“ 

„ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის, სად ხართ მედია?“ – კითხულობდა თეა წულუკიანი 2020 წელს. დღეს, ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგ, იგივე თეა წულუკიანი ანტიგერმანული და ანტიდასავლური რიტორიკითაა დაკავებული და გერმანიის ყოფილს ელჩს ღიად ადანაშაულებს საქართველოს მთავრობისთვის „დავალებების მიცემაში“. ე.წ. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი – ივანიშვილის დიქტატურის დამყარების გზაზე – საკუთარ თავთან …

ფინანსური დავის „ქურდული გარჩევა“ ოზურგეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოშობილი ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართეს. „ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე ჩართული იყო „ქურდული სამყაროს“ ორი მხარდამჭერი. 2024 წლის 22 ივნისს „ქურდული …

ბათუმელი მასწავლებლები დაკავებული პედაგოგის მხარდასაჭერად 26 ივნისს აქციას გამართავენ

26 ივნისს ბათუმში მასწავლებლების აქცია ანონსდება პატიმრობაში მყოფი მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. „სოლიდარობა ნინო დათაშვილს და სინდისის პატიმრებს“ – ასეთია აქციის სლოგანი. ბათუმში აქცია 26 ივნისს, 19 საათზე, დრამატულ თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართება. რა ხდება? ნინო დათაშვილს „ოცნების“ პროკურატურა საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმას ედავება. ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. როგორც სასამართლოში აღინიშნა, …

„გაუსაძლისი სუნია, ფანჯარას ვერ ვაღებთ“ – 7 მლნ ლარი კორპუსებში კანალიზაციის გარეშე

ბათუმში, გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან საკანალიზაციო წყალი ამოდის. გვერდით, ღია ეზოში, ბავშვები თამაშობენ. „აი, აქ, ამ „ჩანჩქერზე“ იბანდა პატარა ბავშვი სილით დასვრილ ფეხებს,“ – გვეუბნება ნონა ზაქარაძე და შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან ამომავალ წყალზე გვანიშნებს. ნონა და მისი 14 მეზობელი გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში 6 თვის …

„სოლიდარობა ნინო დათაშვილს“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ მასწავლებელსა და აქტივისტს, ნინო დათაშვილს. კლუბის წევრებმა განცხადება დღეს, 24 ივნისს გაავრცელეს. „ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს. მასწავლებელი არის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს, არამედ ასწავლის ადამიანობას, სამართლიანობას, თანადგომას, სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას. …

„ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ საქართველო?“ – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ელჩი ფიშერი წერს, რომ ეს განცდა გაუჩნდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი განიხილებოდა. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ – ფართოდ გავრცელებული კრედოა. თუმცა, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ეს განცდა იყო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა …

გიორგი ვაშაძეს 7 თვით მიუსაჯეს პატიმრობა

დღეს, 24 ივნისს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიუსაჯეს 7-თვიანი პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. გიორგი ვაშაძეც, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსები, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლისთვის გაასამართლეს. „ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. დარწმუნებული …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 013 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200] ტანკი – 10 966 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 879 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 29 511 ერთეული [+21] MLRS – 1 424 ერთეული …

რატომ ითხოვს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობას – ვიდეო

დღეს, 23 ივნისს, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა ციხეში ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგები – „ფორმა 100“, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელმა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ცალ თვალში საერთოდ დაკარგა მხედველობა, მეორე თვალში კი მხედველობა დაუქვეითდა 10%-მდე. ამის მიუხედავად პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის გათავისუფლება საფრთხის შემცველია და …

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა“- ადვოკატი მაია მწარიაშვილი

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა [გულისხმობს თენგიზ ასანიძეს] და არაფრის ძალით არ ათავისუფლებდა“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა 23 ივნისს, სასამართლო სხდომის შემდეგ მედიასთან საუბრისას. 23 ივნისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ხელახლა განიხილა აღკვეთის საკითხი და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ ყველა ჯერზე აქვს …

მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან

„შს მინისტრის პოლიციელმა მამამ – დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ქალბატონო ნინო, მზია ამაღლობელს ისევ პატიმრობაში ტოვებთ?“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დადგნენ დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ჟურნალისტები და მოქალაქეები. დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების მოსმენის გარდა, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების …

არა მგონია, მოსამართლეობა ოლიგარქის სამსახურისთვის გინდოდათ – მზია ამაღლობელი მოსამართლეს

„სიმართლე გითხრათ, სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები ქვეყანაში, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი მიჭირს, იმიტომ, რომ ყოველდღე, ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ, ანუ პოლიტიკური მოტივით, იჭერენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს,  ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით. სიმართლე გითხრათ, უფრო …

„ერთ თვალში მხედველობა აქვს 10 %, მეორეში – 0,04-ია“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელს, რომელიც 163 დღე უკანონო პატიმრობაშია, მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა. „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შედეგები მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაასაჯაროვა. „ვივამედში“ 6 თებერვალს ჩატარებული კვლევის თანახმად, მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში შეუმცირდა მხედველობა და 10%-მდე ჩამოვიდა. სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40 %-მდე. მაშინ, როდესაც დაკავებამდე ფორმა 100-ით, სათვალის შემთხვევაში ჰქონდა მას …

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ზურა ჯაფარიძეს – 7 თვით

დღეს, 23 ივნისს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელსა და ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან განაჩენი ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ასევე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც. მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს არც ჯაფარიძე დასწრებია და არც მისი ახლობლები. ჯაფარიძეს 2 წლით …

Exit mobile version