რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 141 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 310 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 519 ერთეული [+53] საარტილერიო სისტემა – 34 128 ერთეული …

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას და რა შემთხვევაში შეძლებს? – ინტერვიუ

„ოპოზიცია ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას თვითონ კი არა, ეს ქვეყანა მთლიანად. ამ დროს ყველა საკუთარი თავის გადარჩენის პერსპექტივაზე ფიქრობს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებზე ვესაუბრეთ: რა მეთოდებით ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციას და რა რესურსია ერთობისთვის? „მე მგონი, ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდ დროს და რესურსს უთმობს ნაცი-ქოცის დეფინიციას და …

„ოცნების“ მთავრობამ განმუხურში ქონება ხელახლა მიჰყიდა კომპანიას, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა

„ოცნების“ მთავრობამ, ირაკლი კობახიძის განცხადების მიუხედავად, რომ „უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა“, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კერძო კომპანიას სწორედ პირდაპირი წესით მიჰყიდა. საუბარია განმუხურში, ზღვისპირას, 14 686 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე 16 289 კვადრატულ მეტრ მშენებარე შენობაზე, რომელიც პირდაპირი წესით და პირობებით ამჯერად 950 ათას ლარად მიჰყიდეს შპს „ლაზიკა რეზიდენსს“. …

საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მეორე სამსახურში დასაქმება ეზღუდებათ

საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს პირველი ნოემბრიდან მეორე სამსახურში დასაქმება ეზღუდებათ. ცვლილება შევიდა „კორუფციის შესახებ კანონში“ და როგორც იურისტები აფასებენ, საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. რა იცვლება მარტივად, თუ საჯარო სამსახურში ხართ დასაქმებული ან რომელიმე სახელმწიფო სსიპ-ში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ში, ან ისეთ საწარმოში, რომლის წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო …

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლი გაჩხრიკეს, მისი მოადგილე კი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო. გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 …

ქრისტიანობის ქადაგების ზნეობრივ დარღვევად მიჩნევა აბსურდია – ინტერვიუ თეოლოგთან არქიმანდრიტის დასჯაზე

„ქრისტიანი ადამიანი უნდა იღებდეს ხმას უსამართლობასა და ძალადობაზე… ოქსიმორონია ქრისტიანობის ქადაგების მიჩნევა ზნეობრივ დარღვევად. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საქმეზე ვესაუბრეთ. ეს ის სასულიერო პირია, რომელმაც ღიად გააკრიტიკა საპატრიარქო ანტიქრისტიანული პოზიციების გამო – მაგალითად, როცა ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობენ, სასიკვდილოდ იმეტებენ, ამ დროს კი, საპატრიარქო არაფერს ამბობს. …

ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

ამ დღეებში თითქმის ყველა მოქალაქემ მიიღო სმს-ს შეტყობინება, რომ იწურება ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადები და მოქალაქეებმა დროულად უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ არ უნდათ, რომ დაჯარიმდნენ ქონებრივი დეკლარაციების შეუვსებლობის გამო. რატომ გახდა ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალური და რამ გააჩინა კითხვა – მეკუთვნის თუ არა მე ქონების გადასახადი? ან რატომ მეკუთვნის? რა შემთხვევაში იხდის ფიზიკური …

საქართველოში რუსეთის 567 ათასი მოქალაქე შემოვიდა – მესამე კვარტალის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში [ივლისი-აგვისტო-სექტემბერი] ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 567.1 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. ეს ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით. შესაბამისად, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [664.6 ათასი], თურქეთისა [430.0 ათასი] და სომხეთის [329.3 ათასი] …

ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყოფილი კალათბურთელი გახდა

დღეს, 30 ოქტომბერს, ბათუმის ახალმა საკრებულომ მუშაობა დაიწყო. პირველ სხდომაზე ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს. ივანე მაისურაძე ყოფილი კალათბურთელია, ის საკრებულოში არჩევამდე აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. ბათუმის ახალ საკრებულოში 25 წევრია. აქედან 15 წევრი პროპორციული წესითაა არჩეული, ხოლო – 10 მაჟორიტარულით. საკრებულოში თითო მანდატი აქვთ – „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩს“. …

აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიას ტოვებს – „ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკას“

აკაკი გვიანიძე ტოვებს პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“. პარტიული პოლიტიკის დასრულების შესახებ მან ფეისბუქპოსტში დაწერა. აკაკი გვიანიძე პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრი იყო. საკრებულოს წინა მოწვევის მანდატი დღეს, 30 ოქტომბერს, ამოიწურა. აკაკი გვიანიძე ფეისბუქში წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს გახარიას პარტიის საპარლამენტო სიასაც. „დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 140 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 305 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 514 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 089 ერთეული …

რა ელის რუსულ „ლუკოილს“ საქართველოში – კომპანია საერთაშორისო აქტივებს ყიდის

ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ დაუწესა, საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიასაც“ შეეხება. აშშ-ს სანქციები „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივებზე 21 ნოემბრიდან შევა ძალაში. 21 ნოემბრის შემდეგ რუსეთს გარეთ „ლუკოილის“ ვერცერთი შვილობილი კომპანია, მათ შორის „ლუკოილ-ჯორჯია“ – სადაც წილის 50 პროცენტზე მეტს პირდაპირ ან ირიბად თავად რუსული „ლუკოილი“ ფლობს – საბანკო გადარიცხვებს ვეღარ განახორციელებს. იმ …

ბრიტანეთში შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც „იმედის“ ანტიდასავლურ სიყალბეს ამხელს – ინტერვიუ

„წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულმა ადამიანებმა შევქმენით ვებგვერდი – ImediWatch, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავტომატურად გადათარგმნის და გაასაჯაროებს „იმედის“ და სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანტიდასავლურ ქარდებს, რაც საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას გაიგონ, თუ როგორ სიბინძურეს ავრცელებენ დასავლეთის წინააღმდეგ და როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა“- ამბობს დავით ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წევრი. „ბათუმელები“ დავით ჯინჭარაძეს ამ თემაზე ესაუბრა. დავით, …

„ამბასადორი“ ქობულეთის სოფელ ხალაში დამატებით 350 ათას კუბ.მ წიაღისეულს მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ოცნების“ მთავრობამ ამჯერად  350 000 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცა. კომპანია წიაღისეულს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფელ ხალაში მოიპოვებს, 1 კუბურ მეტრში კი დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის. „ოცნების“ მთავრობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან კომპანიის გათავისუფლების საფუძვლად „სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებს“ ასახელებს. „სახელმწიფოებრივი და …

„პარტიის სახელი ლეგალურად გვექნება თუ არა ფურცელზე, ამას მნიშვნელობა არა აქვს“ – ვაჟა დარჩია

„ლელო“ საკრებულოებში დარჩენას აპირებს იმის მიუხედავად, რომ „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვას აპირებს. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოუფიქრა „ლელოს“ გამოსავალი – დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძონ მუშაობაო. რას აპირებს ვაჟა დარჩია, რომელიც „ლელოს“ პარტიული სიით შედის ბათუმის საკრებულოში? – „ბათუმელები“ამ თემაზე ვაჟა დარჩიას ესაუბრა. ბატონო ვაჟა, მაინც შეხვალთ ბათუმის საკრებულოში? „ოცნება“ „ლელოს“ აკრძალვასაც აპირებს.  …

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავმა [THY7JD] დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში დაჯდომა მეორე მცდელობაზეც [17:22 სთ] ვერ მოახერხა. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, მიზეზი უამინდობაა. თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმთან, ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაჯდა დაახლოებით 17:57 საათზე.   მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.    

ნინო დათაშვილი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

დღეს, 29 ოქტომბერს, რუსთავის ქალთა ციხე გირაოს საფუძველზე დატოვა წინასწარ პატიმრობაში მყოფმა მასწავლებელმა, სამოქალაქო აქტივისტმა ნინო დათაშვილმა. მასწავლებელსა და სინდისის პატიმარს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 5000-ლარიანი გირაოთი დღეს შეუცვალა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. პროკურატურის მიერ შუამდგომლობის დაყენებას გირაოს შესახებ წინ უძღოდა შემაშფოთებელი ცნობები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის …

„ოცნების“ ახალმა მერებმა დღეს მუშაობა დაიწყეს

დღეიდან, 29 ოქტომბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალმა მერებმა მუშაობა დაიწყეს. ახალი მერი ეყოლება ბათუმს, ქობულეთსა და ქედას, ხოლო ხელვაჩაურში, ხულოსა და შუახევში ძველი, მაგრამ ახალარჩეული მერები გააგრძელებენ მუშაობას. ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე გახდა. ცესკოს მონაცემებით მას ხმა მისცა 42 815-მა ამომრჩეველმა. ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე გახდა. ცესკოს მონაცემებით მას ხმა …

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის განცხადება ნინო დათაშვილზე

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ფეისბუქზე განცხადებით ეხმიანება ინფორმაციას პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ. „ჩვენ, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, ვაკვირდებით რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და თავისუფლებააღკვეთილი ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც სამედიცინო ეთიკისა და ჰუმანური ღირებულებებისადმი ერთგული ორგანიზაცია, ვაცხადებთ და შევახსენებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ადეკვატური სამედიცინო …

მოძრაობა „300 ქალის“ განცხადება ნინო დათაშვილზე

საპროტესტო მოძრაობამ „300 ქალი“ პროკურატურას მიმართა პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის ნინო დათაშვილის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ციხეში დამძიმდა. „მოვითხოვთ მასწავლებელ ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით და ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებულ იქნას გირაო“ – ნათქვამია საპროტესტო მოძრაობის განცხადებაში. აქვე ვკითხულობთ, რომ განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქალი აწერს. 28 ოქტომბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 139 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 303 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 511 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 064 …

„მე რატომ არ მაკავებენ?“ – „ოცნების“ მიერ დაჯილდოებული მასწავლებელი

27 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ სკოლის მასწავლებლები დააჯილდოვა. ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. დაჯილდოებულ პედაგოგებს 10-10 ათასი ლარი გადაეცათ ბიუჯეტიდან საჩუქრად. აჭარიდან ორი მასწავლებელი დააჯილდოვა „ოცნებამ“. ერთი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილია, მეორე კი – დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგი, თეიმურაზ დავითაძე. რას ფიქრობენ „ოცნების“ მიერ დაჯილდოებული პედაგოგები განათლების სისტემაში დაანონსებულ …

„თივასთან ღვივის ნაპერწკალი. ეს ნერვების ომიცაა“ – ინტერვიუ „ოცნების“ პოლიტიკაზე

„ასეთი სიტუაციაა დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ: თივა და იქვე ღვივის ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი პოტენციურად საკმარისია იმისთვის, რომ ხანძარი გაჩნდეს, მაგრამ ცეცხლი გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მოხდება, მაგალითად, სიო დაუბერავს. რა შეიძლება იყოს სიოს გამომწვევი ფაქტორი, არავინ იცის. ეს შეიძლება იყოს, როგორც საგარეო ფაქტორი, მაგალითად, უკრაინის ომის დამთავრება და მისი შედეგები ან საშინაო მოულოდნელი მოვლენა ან …

„ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით“

გოდი ფრუიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 28 ოქტომბერს, რუსთავის ქალთა კოლონიაში მან მოინახულა პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. „დღეს ნინო დათაშვილი, ჩემი მეუღლე, ვნახე (ქალთა) მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მისივე მოთხოვნით (დილით დამირეკა), რათა მენახა მისი კიდევ უფრო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამბავი მომეტანა ხალხთან. ეს ბოლო სამი პაემანია, ნინო ვერ ამოდის …

„მარჯვენა ხელ-ფეხს ფაქტობრივად ვერ ამოძრავებს“ – აქტივისტი ნინო დათაშვილზე

პროევროპული აქციების მონაწილე, ნინო კალანდია ფეისბუქზე წერს, რომ ესაუბრა პატიმრობაში მყოფ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად დამძიმდა. „ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. 24 ოქტომბერს „ვივამედში“ ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. დასკვნაში წერია, რომ გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები.C5 C6 …

კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამ „რეფორმას“ მოჰყვება – ნინო დობორჯგინიძე

„აკადემიური საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელსაც დააშანტაჟებ იმით, რომ სახლში გადამალულ ოქროს ზოდებს ან დოლარებს გამოუფენ. ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“. მას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის საფრთხეებზე ვესაუბრეთ. ქალბატონო ნინო, მინდა ილიაუნის მაგალითზე ვისაუბროთ იმ …

სასამართლო იწყებს სტუდენტ მეგი დიასამიძის საქმის განხილვას

დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. მეგი დიასამიძეს პროკურატურა 9 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან კალაძისა და პარტიის გამოსახულებების დაზიანებას ედავება, ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის – „რუსული ოცნება“.  პარტიისთვის მიყენებულმა ზიანმა მთელი 380 ლარი შეადგინა. წარწერა სველი ხელსაწმენდით რამდენიმე წუთში მოაშორეს, თუმცა პროკურატურის მიერ …

„ბიაფი“ ბათუმში 12-17 დეკემბერს ჩატარდება, ჟიურისა და საკონკურსო პროგრამის გარეშე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF წელს 2025 წლის მიწურულს, 12-17 დეკემბერს გაიმართება. წელს „ბიაფი“ შეცვლილი ფორმატით გაიმართება. როგორც კინოფესტივალი ავრცელებს ინფორმაციას, წელს კინოფესტივალზე არ იქნება საკონკურსო პროგრამა და ჟიური. „არსებული მცირე ბიუჯეტის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ განსხვავებულ ფორმატში – გვექნება მხოლოდ კინოჩვენებები და რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, …

24 მლნ ლარის შესყიდვები ახალციხის საკრებულოს წევრებს და მათ ნათესავებს – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარის შესყიდვები მიიღეს. „გამჭვირვალობა – საქართველო“ აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას და ორგანიზაციის …

„ვინც მამა დოროთეს იბარებს, ესე იგი, გვიბარებს ჩვენც“ – არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია

სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია წერს, რომ ხვალ, 29 ოქტომბერს, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საეპარქიო სხდომას თავად და სხვა არქიმანდრიტებიც დაესწრებიან. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის გამონათქვამებთან დაკავშირებით დაბარებულია საეპარქიო კომისიის სხდომაზე, რომელიც 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. „ხვალ, 2 საათზე, მამა დოროთე დაბარებულია საეპარქიო სხდომაზე. მივდივართ ჩვენც — არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი შიო, იღუმენი ანდრია. ვინც …

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს, გავრცელდა, PHR-ი წერს: „პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 29 ოქტომბერს, 12:00 …

ბათუმში გაავდრდება – ზღვაზე 4-5 ბალი ღელვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია  ღრუბლიანი ამინდი. ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან იწვიმებს, პერიოდულად მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლოა გაძლიერდეს 20-25 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: …

თურქეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

27 ოქტომბერს, ღამით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა, ოფიციალური ცნობებით, მათ შორის იყვნენ ის პირებიც, რომლებიც მიწისძვრის დროს აივნიდან გადახტნენ და დაზიანებები მიიღეს. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:48 საათზე, 5.99 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა და იგრძნობოდა მარმარილოსა და ეგეოსის რეგიონებში, მათ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 138 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 299 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 508 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 34 044 …

ზიანი 400 ლარია? – ციხეში, მილიონების მითვისებაში ბრალდებული – გარეთ! – „ოცნების“ სამართალი

„შეუძლებელია აქ სამართალზე ვისაუბროთ. სამართალს „ქართული ოცნება“ და რეჟიმი იყენებს მხოლოდ სათავისოდ,“ – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკოსი მაია კოპალეიშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა სამართალთან გვაქვს საქმე, როცა ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მითვისებას ედავებიან და გირაოთი გაათავისუფლეს, ამ დროს კი, მაგალითად, პარლამენტის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის, რამაც 400-ლარიანი ზიანი გამოიწვია, ორი ახალგაზრდა …

როგორ გამოიყურება „ოსკაროსანი“ ბათუმის ცენტრალური ქუჩები – ფოტორეპორტაჟი

წელს, ბათუმმა მეშვიდედ მოიპოვა ტურისტული „ოსკარი“, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ. თუმცა, ამ „ოსკაროსან“ ქალაქში არ არის დაცული მშენებლობის სტანდარტები, რის გამოც, ჰაერი მუდმივად ბინძურდება მტვრით. ვიდეო, რომელიც „ბათუმელებმა“ დღეს, 27 ოქტომბერს გადაიღო, სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახავს. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას და კოსტავას ქუჩებზე, სადაც მერია ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს, მარმარილოს ფილებს მშრალი წესით ჭრიან, …

Exit mobile version