საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 271 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 …

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 დეკემბრის 21 საათიდან 17 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით  – მცირე წვიმა, მთაში – თოვა. დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 190 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 421 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 23 737 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 35 172 …

„დინამო ბათუმს“ ამჯერად 1 ლარად ყიდიან ინვესტიციის ჩადების პირობით – ვინ იქნება მყიდველი

მას შემდეგ, რაც შპს „ლამინთან“ ხელშეკრულება მოშალეს, „დინამო ბათუმის“ გასხვისებას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით გეგმავენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კლუბის შეძენით სააქციო საზოგადოება [სს] „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“-ია დაინტერესებული [დბ – იგივე დინამო ბათუმი]. სს „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“ კლუბის გადაცემას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს და მთავრობას 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება.  …

“მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის” – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები ,,ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. მიმართვის ტექსტი 13 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე გასაჯაროვდა. გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს: “ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების მონაწილეები, ჩვენი პროფესიული გაერთიანების სახელით მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ინსტიტუციებს ჩვენი კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების …

საპატრიარქომ არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა

საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. „თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი),  გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება,“ – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფაქსიმილე ადევს. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ხშირად აკრიტიკებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის …

საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ნოემბერში – ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი თანხა, 57 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, 50 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს იტალიიდან, ხოლო 38 მილიონი აშშ …

გონიოში 257,9 ჰექტარი მიწა Eagle Hills-ისთვის მისაცემად აჭარამ სახელმწიფოს გადასცა

„Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც. ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. „ქართული …

„საგამოძიებო ორგანოებს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაში იყენებენ“ – გამჭვირვალობა

„მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან – საგამოძიებო უწყებები „ქართული ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს კვლევას, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს ეხება. TI-მ შეისწავლა და გამოარკვია, რომ ამჟამად, გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები არიან. „2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს …

„რაც თავი მახსოვს“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში

დღეს, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბათუმში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „რაც თავი მახსოვს“  ჩვენება. კინოჩვენებას „შშმ ქალთა ალიანსი“ და თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი CinéDOC-Tbilisi წარმოადგენს. რეჟისორი მაკა გოგალაძე 2024 წელს გადაღებულ ფილმში თავის ბავშვობას აცოცხლებს, როცა წარსულის შესახებ დედასთან იწყებს საუბარს. დიალოგი ორი განსხვავებული თაობის, გამოცდილებების და წარმოდგენების ქალს შორის დროში მოგზაურობას ემსგავსება. მოგზაურობა სივრცეში …

ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ საბჭოს ახალი წევრები აირჩია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე ქარტიის წევრებმა საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს. რეგიონების კვოტით ქარტიის საბჭოში აირჩიეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი თემო ინასარიძე. თბილისის კვოტით კი საბჭოში აირჩიეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი. ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბჭოში 9 წევრია. საბჭოს წევრები არიან: თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 189 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 412 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 731 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 35 105 ერთეული …

ნიკოლოზ მარგველაშვილი და სხვა 11 მოსამართლე, რომლებმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ გამოკეტეს ციხეში

უკვე 11-ზე მეტი თვე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. სილის გაწვნის გამო მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიას გადასცემენ. ამ პრემიის მიღება აჩვენებს, როგორ ყალიბდება ავტორიტარული სისტემა საქართველოში მოსამართლეების ხელშეწყობით. იმ კონკრეტულ 12 მოსამართლეზე გიყვებით, რომლებმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში …

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, ბათუმში მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

ბათუმში მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა პოლიციელი, რომელიც ნასვამი მართავდა ავტომანქანას, თავისი ბრალეულობით დაეჯახა სხვა ავტომანქანას, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა მგზავრმა მიიღო „სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება“. განაჩენის გამოტანის შემდეგ ამ პოლიციელს არც ერთი დღე არ გაუტარებია ციხეში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პოლიციელი მ.თ. მხოლოდ 2024 წლის 6 …

„გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება“ – აქცია ბათუმში

არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაჯაროვების მოთხოვნით ბათუმში, 14 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ. არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.  თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლითაც ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. „ქართული ოცნება“ კი, ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი …

ხულოში სოფლების ნაწილი ისევ შუქის გარეშეა

ხულოში, ყინჩაურისა და ხიხაძირის ადმინისტრაციული თემების რამდენიმე სოფელი, ასევე დაახლოებით 100 აბონენტი შუახევში, შუქის გარეშეა. ხულოს სოფლების დიდ ნაწილში შუქი გუშინ, 13 დეკემბერს გამოირთო, როცა ინტენსიური თოვა დაიწყო. სოფლების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დღეს აღდგა. „ენერგო პრო ჯორჯიას“ პრესცენტრის ინფორმაციით, სოფლებში, სადაც შუქი ამ დრომდე არ აქვთ, ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება. ხულოს მერიის ინფორმაციით, …

სად და როგორ გროვდება მტკიცებულებები „ქიმიური მოწამვლის საქმეზე“?

„ძალიან მძიმეა ის, რომ ერთი მხრივ, რეკავენ დედები, რომელთა შვილებმაც მიიღეს დაზიანებები და ეს დაზიანებები გაგრძელდა რაღაც პერიოდი: ფილტვების ანთება, ცხვირიდან სისხლდენა, სისუსტე, ხველა… ეს არის განგრძობადი 3-4 თვის განმავლობაში. გვაქვს ისტორია, მაგალითად, სამმილიმეტრიანი ანევრიზმის გახეთქვის, რომელიც საკმაოდ მძიმეა, იმიტომ, რომ 50 წელს გადაცილებულია ეს ქალბატონი. გვაქვს ისტორია, როდესაც ადამიანს ჰქონდა მხედველობის პრობლემა მინუს ერთი, …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 დეკემბრის 21 საათიდან 15 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ. დღისით  – წვიმა. მთაში – თოვა. შესაძლებელია ძლიერი ქარბუქი. ნისლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 188 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 410 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 721 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 35 041 ერთეული …

ჯილდო მზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

დღეს, 13 დეკემბერს, მზია ამაღლობელს გადასცეს ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს ჯილდო „მედია ადვოკატირების კოალიციამ“ გადასცა მზია ამაღლობელს „ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულების ღონისძიებაზე. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 11 თვეა უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის …

“ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

დღეს, 13 დეკემბერს „ქარტიის პრიზი 2025“ რამდენიმე ჟურნალისტს გადაეცა. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში ჟიურიმ გამოავლინა. კატეგორიაში ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, გამარჯვებული „პუბლიკას“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე გახდა. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში – ამ კატეგორიაში გამარჯვებული ნათია ამირანაშვილი გახდა [„პუბლიკა“] სტატიით: „ცრუ მოწმეებად მხილებული მოწმე პოლიციელები“. ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებული კატეგორიაში – ქალთა უფლებებისა …

თოვის დაწყების შემდეგ ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში შუქი გამოირთო

დღეს, 13 დეკემბერს, ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა უშუქოდ დარჩა. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება შუახევში ჭვანის ხეობის ნაწილს, ხოლო ხულოში – სოფელ ძირკვაძეებსა და დიდაჭარას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, უშუქოდაა დარჩენილი სხვა სოფლებიც, მაგალითად, ბეღლეთი და კორტოხი. ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანების თქმით, შუქი დილიდან გამოირთო, როცა თოვა დაიწყო. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ვერ ამბობენ, …

ბათუმში მოსახლეობის ნაწილს წყალი გაუთიშეს – რა თქვეს „ბათუმის წყალში“

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მოსახლეობის ნაწილს წყალი გაუთიშეს. „ბათუმის წყალში“ განმარტეს, რომ წყალი მხოლოდ 1054 აბონენტს არ მიეწოდება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაობს უკავშირდება და წყალმომარაგება საღამოს 9 საათიდან აღდგება.

ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იმუშავებს – ხელფასები იზრდება

ბათუმის საკრებულოში რიგითი წევრს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მხოლოდ 996 ლარამდე ერიცხება. თანამდებობის პირების ხელფასები კი 4000-მდე ლარიდან იწყება. 25-წევრიან საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, რაც ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იქნება: თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე, 3 ფრაქციის თავმჯდომარე, ჯამში 10 მოადგილით. კიდევ ერთი ფაქტი – 25-წევრიან საკრებულოში ოპოზიციას მხოლოდ 3 წევრი ჰყავს. …

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ყველა ფრენა გაუქმებულია. მიზეზი უამინდობაა. სტამბოლის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან სამი ფრენა იყო დაგეგმილი: „თურქიშ ეარლაინის“ 2 რეისი და „პეგასუსის“ 1 რეისი. ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის უცნობია, როდის შესრულდება ფრენა სტამბოლისკენ. ბათუმის აეროპორტიდან დღეს კიდევ 5 ფრენაა დაგეგმილი მოსკოვის, თელავივის და სოჭის მიმართულებით. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 187 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 409 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 714 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 35 032 …

„დავკარგავთ საერთაშორისო აკრედიტაციას კომპიუტერულ პროგრამებზე“ – ილიაუნის პროფესორი

„წელი მთავრდება, უნივერსიტეტებს ბიუჯეტები აქვთ დასაგეგმი და არავინ იცის, როგორ უნდა დაგეგმონ. გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც სერიოზული პრობლემებია. გვიგზავნიან აპლიკაციებს, უნდათ ჩვენთან ჩაბარება და ამაზეც არ ვიცით რა პასუხი გავცეთ. აბსოლუტური ქაოსია“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისა და განვითარების მენეჯერი, ერეკლე მაღრაძე. …

ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 9600 ლარი იქნება

იანვრიდან ბათუმის მერის ხელფასი 9600 ლარი იქნება, გაიზრდება და ამდენივე იქნება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი. ამ დრომდე ბათუმის მერის ხელფასი 8760 ლარი იყო. ბათუმის წინა არჩეული მერი უფლებამოსილების მიწურულს გადადგა. იმის წინაც გადადგა, ისე რომ ამომრჩევლისთვის გადადგომის მიზეზი არ აუხსნია. ეს ფორმალურად, სინამდვილეში კი ბათუმში ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ მათ გადადგომა მოსთხოვეს, გადააყენეს, ფორმალურად კი განცხადებები …

„ზალუჟნი გამოჩნდა ისევ უკრაინაში და დაასახელა 3 გარანტია“ – ინტერვიუ გენერალთან

„მირნოგრადს უწევს ალყაში ბრძოლა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ რუსები მირნოგრადზე მთლიან კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე მოქმედებს 51-ე არმია… ფაქტობრივად, რუსები გერმანიის შეიარაღებული ძალების რაოდენობით უტევს აი, ქუთაისის ზომის დასახლებულ პუნქტებს,“ – უკრაინის ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ეტაპზე რეალური გარანტიების მიღებაა …

„აბა, სხვაგან სად წავიდოდა?“ – კომენტარი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე

„სიმართლე გითხრათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები სხვა გარემოში ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია ისინი დემოკრატიული სამყაროს ლიდერებთან ერთად… რა თქმა უნდა, არიან იქ, სადაც ჯერ კიდევ ჩაესვლებათ. ახლა მათი ბუნებრივი და ორგანული მოკავშირეები, სამწუხაროდ, არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ადამიანების ბედი და მდგომარეობა არ ანაღვლებთ. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი,“ – ასე ეხმაურება „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, …

“როგორც არასდროს, ისეა მნიშვნელოვანი ადვოკატების ხმის გაძლიერება” – არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში

„ადვოკატებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ქვეყნის მართვისას ამ პრინციპის დაცვის უზრუნველყოფაში,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი. ანა რეხვიაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატია. არჩევნები ასოციაციაში 14 დეკემბერს გაიმართება. აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის და სარევიზიო კომისიის წევრებს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. „ადვოკატთა ასოციაციის უპირველესი მისია, მისივე წესდების თანახმად, …

„ოცნების“ დამნაშავე რეჟიმი შეურაცხყოფს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს” – კოალიცია “ცვლილებებისთვის”

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და ამბობს, რომ „რეჟიმის ქმედებები შეურაცხყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს“. „დღეს, საქართველოს პრემიერადწოდებული ირაკლი კობახიძე ერთ სივრცეში იმყოფებოდა ომის დამნაშავე, საქართველოს ოკუპანტ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მთავარ მტერთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც არც ერთხელ არ უხსენებია თუ ვინ არის ჩვენი სამშობლოს ოკუპანტი და …

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრა-ასფალტის დაგებაზე ტენდერი 6,4 მილიონი ლარით გამოაცხადეს

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველომ ტენდერი 6 432 351 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 2027 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. ქვაფენილს ამჯერად შემდეგ ქუჩებზე აყრიან: დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ხარიტონ ახვლედიანის, სტეფანე ზუბალაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჰაიდარ აბაშიძის, იორდან მეტაქსას, სელიმ ხიმშიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ …

“რეჟიმი იმ სამყაროს ნაწილად ყოფნას გვთავაზობს, სადაც რუსეთისგან ყველაზე დაუცველები დავრჩებით” – ფედერალისტები

პარტია „ფედერალისტები“ ეხმაურება ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და აცხადებს, რომ „აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს – ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში და არა თავისუფალ სამყაროში“. დღეს, 12 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. „ზოგადად, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელსაც …

„დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან უკვე პუტინთანაა შეხვედრები“ – გახარიას პარტია კობახიძეზე

ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ფორუმზე, რომელსაც პუტინიც ესწრება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა აფასებს. გიგა ფარულავა სადავო პარლამენტის წევრია გახარიას პარტიიდან. „დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან ახლა უკვე პუტინთან არის შეხვედრები. იცით რა არის? საქმე შეხვედრაში კი არ არის, საქმე… შეხვედრით შეიძლება მტერსაც შეხვდეს ადამიანი. უბრალოდ, საქმე იმაშია, ამის პარალელურად ვისთან ვერ ახერხებენ შეხვედრას და ვისთან …

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომავალი სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან,  სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს, სწავლა მნიშვნელოვნად გაუძვირდებათ. „ოცნების“ განათლების „რეფორმის“ საპასუხოდ, „თავისუფალი უნივერსიტეტი“ მომავალ სტუდენტებს მხარდაჭერას სთავაზობს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 12 დეკემბერს, გაავრცელეს, ნათქვამია, რომ 2026 წელს „თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და აგრარულ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო …

Exit mobile version