რუსეთის სარაკეტო შეტევა კიევზე – არის მსხვერპლი

25 ოქტომბერს, ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალს, კიევს შეუტიეს რაკეტებით. სარაკეტო დარტყმის შედეგად კიევში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, არის მსხვერპლი. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, 36 და 58 წლის კაცები, დაშავდა – 13 პირი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინაზე მასშტაბური დარტყმა და სამიზნედ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები …

„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ბათუმის მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი

ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 6 630 952 ლარით გამოაცხადა, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს აშენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით. პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება. „შენობა …

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირები დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული მ.თ., 1993 წელს დაბადებული ო.უ. და 1975 წელს დაბადებული ი. ქ. დააკავეს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მ.თ. განზრახ მკვლელობის, ო.უ. ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ხოლო ი.ქ. ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. …

ზვიად ცეცხლაძემ მამის განაჩენის გამოცხადების შემდეგ შიმშილობა დაიწყო – „დაფიონი“

სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ, მამის – ზურაბ ცეცხლაძის განაჩენის გამოცხადების შემდგომ შიმშილობა დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე 24 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 25 ოქტომბერს, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ლელა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 135 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 287 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 459 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 987 ერთეული …

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

დღეს, 24 ოქტომბერს, ვენაში, IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და მედია მენეჯერს, უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს. ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ აიღო. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. მზია ამაღლობელთან ერთად ჯილდო 6 სხვა ჟურნალისტს გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „შვიდი …

„ომის დაწყებისას რუსეთს სატანკო რეზერვების 24 ბაზა ჰქონდა, ახლა აქვს 9“ – ინტერვიუ გენერალთან 

„რუსეთი უკვე მისულია კულმინაციის წერტილში, მას ძალიან უჭირს შეტევის გაგრძელება,“ – ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ გაჩერებაც არ სურს, იქნებ, დასავლეთს დასტყუო რამეო. „რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს რაღაც გადაინახოს და უბრალოდ ადამიანური რესურსი გამოიყენოს, ასევე მოტოციკლეტები, მაგრამ უკვე იწყება წვიმების სეზონი, ასე გადაადგილება ძალიან …

ხაშურში 24 საათიანი წყლის პროექტს საფრანგეთის განვითარების სააგენტო ევროკავშირთან ერთად აფინანსებს

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და ევროკავშირი ხაშურში წყალმომარაგების მოდერნიზაციის პროექტის თანადამფინასებლები არიან. წყალმომარაგების ქსელის მოდერნიზაციის შემდეგ ქალაქ ხაშურის, სოფელ ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურის  44 000-მდე მცხოვრებს 24 სთ-იანი წყალი ექნება. საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ოლივიე კურტო 23 ოქტომბერს ხაშურში ჩავიდა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან ერთად ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს …

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების დაპატიმრებისა და დაშინების პრაქტიკა – „პუბლიკა“

ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ ჟურნალისტის ბასტი მგალობლიშვილს უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს „პუბლიკის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელებს იგი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ჰყავდათ მანქანაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, დაჰკავშირებოდა ოჯახს, კოლეგებსა და …

ყულევის ნავთობის ქარხანას კავშირი აქვს რუსული ГРУ-ს მაღალჩინოსნის ოჯახთან – რუსული მედია

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „აგენსტვო“ წერს, რომ საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახა ჟორდანია რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან ერთად.  რუსული გამოცემის ცნობით, ეს კავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ აგენტად გამოცხადებულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ აღმოაჩინა კვლევის ფარგლებში, რომელიც წელს, შემოდგომაზე გამოქვეყნდება. საქართველოს ახალგახსნილი ნავთობგადამამუშავებელი …

„მიზანია რკინის ფარდა ევროპასთან“ – ბსუ-ს პროფესორი „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული, ვის დააფინანსებდა და ვის არა, აი, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული განათლების სისტემა ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც“-ამბობს ლალი ანთიძე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „ბათუმელები“ ლალი ანთიძეს „ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა. ქალბატონო ლალი, როგორ შეაფასებთ კობახიძის მიერ დაანონსებულ საუნივერსიტეტო …

მინიმუმ 90 ადამიანია დაკავებული „გზის გადაკეტვის გამო“ ბოლო 6 დღეში

19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვის“ გამო. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ რუსთაველზე „50 ადამიანი იდგა მხოლოდ”. „გუშინ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი. კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო …

კომპანიამ, რომელმაც „ოცნების“ მინისტრს 260 ათასი ლარი გადაუხადა, 628 ათასის დაკვეთა უტენდეროდ მიიღო

საქართველოს განათლების სამინისტრომ 628 ათას ლარზე ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელმაც „ოცნების“ კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში ხელფასის სახით 260 ათასი ლარი გადაუხადა ერთი წლის განმავლობაში. კომპანია, რომელსაც განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მისცა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, შპს „თიხარტია“, რომლის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მმართველიც ნინო [ზუზუ] ნოდიაა. ნინო ნოდია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ წამყვანია. ის, …

დააკავეს „პუბლიკის“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი

დღეს, 24 ოქტომბერს, დააკავეს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი. ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზეა დაკავებული ბასტი მგალობლიშვილი. „პუბლიკის“ ცნობით, ბასტი მგალობლიშვილი ბოლო დღეებში აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას როგორც ჟურნალისტი და თვალსაჩინოდ ეკეთა პრესის ბარათი, თან ჰქონდა სამსახურებრივი ტექნიკაც. დღეს, დილიდან, პოლიცია აკავებს რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანებს, მათ …

დააკავეს ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია

დღეს, 24 ოქტომბერს, დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. ასევე დაკავებულია მისი მეუღლე, ჟურნალისტი მაიკო ბოკერია. მათი დაკავება სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას უკავშირდება. “ახლა დამირეკეს კვლავ პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო,” – წერს დოდო შონავა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დედა. დღეს, 24 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ …

დააკავეს ზურაბ ცეცხლაძე, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა

დღეს, 24 ოქტომბერს, პოლიციამ დააკავა 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე. ზურაბ ცეცხლაძე დაკავებულია, სავარაუდოდ, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს პოლიციამ თბილისში საპროტესტო აქციის მინიმუმ 10 მონაწილე დააკავა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს უერთდებიან. ზურაბ ცეცხლაძე შვილის, ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდეც …

14 წლამდე გერთან და ნათესავთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისთვის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ლ.ხ-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი, 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10- 15 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო …

ღარიბაშვილისთვის პროკურატურა 1 მილიონის გირაოს შეფარდებას ითხოვს და არა მის დაპატიმრებას

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ დღეს, 24 ოქტომბერს, ბრალი წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას – ფულის გათეთრებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა უკანონო შემოსავლებს იღებდა, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად კი 6 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი ამოიღეს. ირაკლი ღარიბაშვილს არ დააპატიმრებენ. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 135 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 283 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 458 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 33 972 ერთეული …

რა გათვლებით არჩევს ივანიშვილი პრემიერებს საქართველოში? – „ოცნების“ პრემიერები

რა გათვლებით არჩევს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს საქართველოში? როგორ ახერხებს ივანიშვილი პრემიერების ისე შერჩევას, რომ შემდეგ ისინი ერთმანეთს ანადგურებენ? „მაგრამ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად კობახიძე, შეიძლება მასზე გამლაშქრებელი აღმოჩენილიყო,“ –  ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული …

არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის

„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმ კომპანიის წილის 33 პროცენტის მესაკუთრე კი, რომელიც გონიოში პროექტს განახორციელებს, საქართველო იქნება. საუბარია თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით „მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ [Eagle Hills] დამფუძნებელმა მოჰამედ ალი …

„აქციის მონაწილე შშმ პირებს ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრებიან“ – დეა ერემაშვილი

შშმ პირთა უფლებადამცველი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული შშმ პირებს იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრება, რაც უფლებების უხეში დარღვევაა. 21 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დააკავეს, „გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის“. დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ვაჟა სირაძე …

გზები, საავადმყოფოები, სკოლები – 2 მილიარდი ევრო დახარჯა ევროკავშირმა საქართველოსთვის

ბოლო 33 წლის განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოს 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო სხვადასხვა პროექტებისათვის. „1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა,“ – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების …

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსული ნავთობის ყულევში დასაწყობება

21 ოქტომბერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა. „როიტერსმა“ LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტანკერმა „კაისერმა“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირის ნავთობი გადაიტანა. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი „კაისერი“ არ …

მე-12 კლასის გაუქმებაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი – „ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს“

„ოცნების“ მთავრობა აპირებს საჯარო სკოლებში მე-12 კლასი გააუქმოს და სწავლა 11-წლიანი გახადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული განათლების სისტემა ჩამოშორდება ბოლონიის პროცესს. ეს პროცესი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ, „ოცნების“ რეფორმის შემდეგ კი ამის შესაძლებლობა თითქმის აღარ იარსებებს. რა ზიანი მიადგება მოსწავლეებს „ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …

მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილს აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქოს სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი …

საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება ჟურნალისტების სარჩელი პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ჟურნალისტების სარჩელის განხილვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ. ჟურნალისტები ასაჩივრებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის შესახებ. „გიორგი კიკაბიძე, გენადი ქვაჩახია, ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ – ასე ჰქვია გაერთიანებულ კონსტიტუციურ სარჩელებს. სადავო რეგულაციები პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტს ავალდებულებს, საქართველოს პარლამენტის …

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმიანება ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტების, მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი პრიზით, სახაროვის პრემიით. „ევროპარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლებისთვის დაწესებული სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ …

პაპუაშვილ-კობახიძის კიდევ ერთი თავდასხმა მზია ამაღლობელზე ევროკავშირის პრიზის მიღების შემდეგ

დღეს, 23 ოქტომბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. პაპუაშვილი ამჯერად გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოთი, სახაროვის პრემიით. „წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავი, როცა ევროპარლამენტმა ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა“ და დასძინა, რომ „ამ პრიზით დაგვანახეს, რომ …

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „ადამიანურად ძალიან დასანანია“

„ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება. ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები,“ – უთხრა „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს, 23 ოქტომბერს მას შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე დაუსვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და …

აჭარაში 2 პირი დააკავეს თაღლითობის ბრალდებით – საქმე უძრავი ქონების შეძენას ეხება

შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – ჯამში 148 042 აშშ …

„თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმს და ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს“- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 ოქტომბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პოლიციის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. გამყრელიძე დღეს, 23 ოქტომბერს ფეისბუქზე წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება ერის სირცხვილი და სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა. „ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, …

“ოცნებას” თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედიის არსებობა ყველაზე მეტად აშინებს – კოალიცია

მედია ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ ლიკა ბასილაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ლიკა ბასილაია წუხელ, რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა ტროტუარზე იდგა. ის არც გზას კეტავდა და არც პირბადე ეკეთა. „22 ოქტომბერს, რუსთაველზე გამართულ აქციაზე “მედია რუსთაველზე” პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე. დაკავებულია 30-მდე მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები. “ქართულ ოცნებას” თავისუფალი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 134 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 282 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 453 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 33 938 ერთეული …

ღარიბაშვილის ცოლის ძმა: „უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სუს-ის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხა და მან აღიარა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, ფეისბუქზე გამოეხმაურა. ალექსანდრე თამაზაშვილი წერს: „უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს. ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ, ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  …

Exit mobile version