მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 9 ივნისი

09.06.2022 • 2556
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 9 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 398 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 3 438 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 711 ერთეული [+8]
  • MLRS – 213 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 212 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 178 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 562 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 421 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 193 თვითმფრინავი
  • 130 ვერტმფრენი
  • 1 163 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 336 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 471 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 493 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 834 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 512 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რას ჰყვება უკრაინის გმირი ტანკისტი თავის „30 შვილსა“ და რუსებთან შეტაკებაზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ზელენსკი მაკრონს: ჩვენ კი არ გვამცირებენ, გვკლავენ, ამიტომ იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: