მთავარი,სიახლეები

რა ხდება აჭარის შრომის ბაზარზე – სამუშაო შეხვედრა LINKS-ის პროექტის ფარგლებში

09.06.2022 • 1441
რა ხდება აჭარის შრომის ბაზარზე – სამუშაო შეხვედრა LINKS-ის პროექტის ფარგლებში

დღეს, 9 ივნისს, გაეროს ასოციაციისა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში.

LINKS -ი ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების პროექტია. შეხვედრის მიზანი აჭარის რეგიონში შრომის ბაზრის ვითარების მიმოხილვა იყო.

გაეროს ასოციაციის, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, 9 ივნისს, აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებმა: თეონა ლებანიძემ და ზურა სამარღანიშვილმა, ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დირექტორმა, ასლან ჭანიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი სურმანიძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, თემურ კახიძემ რეგიონულ შრომის ბაზარზე დასაქმების სერვისებისა და მხარდამჭერი პროგრამების შესახებ ისაუბრა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ რეგიონულ შრომის ბაზარზე დასაქმების სერვისებისა და მხარდამჭერი პროგრამების შესახებ ისაუბრა

შეხვედრაზე გამოყენებითი კვლევის კომპანიის (ARC) წარმომადგენელმა, ხათუნა ნაჭყებიამ, საზოგადოებას აჭარის რეგიონის შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგები გააცნო.

მკვლევარმა აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი მომატებულია და სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე რიცხვებით ჩანს – დასაქმებულების მაჩვენებელიც თვითდასაქმებულების ხარჯზეა გაზრდილი:

„აჭარის რეგიონში ბიზნესსექტორში 74 800 ადამიანია დასაქმებული. გენდერული ბალანსის თვალსაზრისით კი, სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში დასაქმებულები გაცილებით უფრო თანაბრად არიან გადანაწილებულები.

თუმცა მონიტორინგმა აჭარაში საინტერესო რამ აჩვენა: კაცების შემთხვევაში, რაც უფრო დაბალია კაცების განათლების საფეხური, მით უფრო მაღალია მათი დასაქმების მაჩვენებელი და პირიქით: განათლების რაც უფრო მაღალ საფეხურს აღწევენ ქალები, მით უფრო დაბალია მათი დასაქმების მაჩვენებელი. ეს ბევრი, სხვადასხვა რამით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგალითად, შესაძლებელია იმით, რომ საქართველოში ქალს გაცილებით მეტი რამ მოეთხოვება, ვიდრე კაცს. თუმცა ეს ვარაუდია და კვლევით დასადასტურებელი მოსაზრებაა,“ – ამბობს კვლევის კომპანიის (ARC) წარმომადგენელი, ხათუნა ნაჭყებია.

გამოყენებითი კვლევის კომპანიის (ARC) წარმომადგენელი, ხათუნა ნაჭყებია

საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელმა, ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის ოფიცერმა ზურაბ სამარღანიშვილმა დღევანდელი სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარედგინათ:

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საზოგადოებისთვის ადგილობრივი კონტექსტი კარგად არის ნაცნობი, მონიტორინგის შედეგად გამოჩნდა ტენდენციები, რომლებიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლის ყურადღებასა და მათ შორის თანამშრომლობას მოითხოვს.

დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობაა საჭირო, თუ აქტორებს შორის, ეფექტური კომუნიკაცია არ არსებობს, როგორი აქტორებიც არიან, მაგალითად, ადგილობრივი სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო სექტორი და  საგანმანათლებლო სერვისების პროვაიდერები, ცალკეული ორგანიზაციები ეკონომიკური ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ვერ შეძლებენ. სწორედ ამ კომუნიკაციას უწყობს ხელს დღევანდელი შეხვედრა.

ერთმანეთს იდეები გავუზიარეთ, სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დიდი პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, კერძოდ დასაქმების პროექტის ფარგლებში. LINKS პროექტი ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებით. აჭარაში პროექტის პარტნიორი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი გახლავთ.“, – ამბობს ზურაბ სამარღანიშვილი.

საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი, ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის ოფიცერი ზურაბ სამარღანიშვილი

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის,  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლების წარმომადგენლებმა.

გაეროს ასოციაციის, ღია საზოგადოების ფონდისა და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით, 9 ივნისს აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში

რეგიონული სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ოთხ რეგიონში (აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი) იმართება პროექტის ფარგლებში – „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS). მათი მიზანია, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესება ინფორმაციის მუდმივი გაზიარების გზით. ეს, თავის მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების მომსახურების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

გაეროს ასოციაციის, ღია საზოგადოების ფონდისა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, 9 ივნისს აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში

 

გაეროს ასოციაციის, ღია საზოგადოების ფონდისა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, 9 ივნისს აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში

 


„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH) 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: