ბრეგაძე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე – ომბუდსმენის დასკვნაზე პასუხს ველოდებით

„დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ველოდებით პასუხს,“ – აღნიშნა დღეს, 2 მაისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დამცველთან შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა. დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. დღეს, 2 მაისს, იწურება ულტიმატუმის ვადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა დააყენა …

რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომში – 2 მაისის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 23 800 ადამიანი ტანკი – 1048 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 519 ერთეული საარტილერიო სისტემა – 459 ერთეული MLRS – 152 ერთეული …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი  ღამით: 8 – 13 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 5 – …

პირბადის გამოყენება მხოლოდ ტრანსპორტში და საავადმყოფოებში იქნება სავალდებულო

დღეს, 2 მაისს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირბადის ტარება დღეიდან მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. „შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის სიტუაცია დასტაბილურდა. დღეს 52 შემთხვევა გვქონდა, ძალიან მშვიდი ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება,“ – თქვა ღარიბაშვილმა. …

დადასტურდა კოვიდის 51 ახალი შემთხვევა

2 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 4 638 ტესტი კოვიდზე. გასულ 24 საათში ქვეყანაში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით. გასულ 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.84 პროცენტი.

ბანკის გაყიდვა აიძულეს რუს მილიარდერს, რომელმაც უკრაინაში ომი გააკრიტიკა

რუსმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლების ზეწოლის გამო გაყიდა თავისი წილი ბანკ Тинькофф-ში. მილიარდერი ირწმუნება, რომ ინსტაგრამზე, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის კრიტიკული პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ Тинькофф-ის მენეჯმენტს და დაემუქრნენ ბანკის ნაციონალიზაციით, თუ ტინკოვთან კავშირს არ გაწყვეტდნენ. „მე ვერ ვხედავ ამ გიჟური …

უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალების მეოთხედი უკვე გამოუსადეგარია – ბრიტანეთის დაზვერვა

„ომის დასაწყისში რუსეთმა ბრძოლებში ჩართო 120 ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური დანაყოფები, რაც მისი სახმელეთო საბრძოლო ძალის თითქმის 65 %-ია. დიდი ალბათობით, ამ დანაყოფების მეოთხედზე მეტი საომარი მოქმედებებისთვის უკვე გამოუსადეგარია“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე, უკრაინის მოვლენების 2 მაისის განახლებაში. უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ელიტური საბრძოლო დანაყოფებიდან ზოგიერთს, მათ შორის, საჰაერო სადესანტო ჯარებს დიდი დანაკარგი აქვთ, …

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, პირველ მაისს, თბილისის დროით 23:53 საათზე, დმანისთან, სოფელ სამებასთან, 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოშიც.

ბათუმში მსუბუქ ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყეს. მთავარი ფოტო: თემურ გორგაძის ფოტო

გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – უკრაინელებისა და ბელორუსების აქცია ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა. უკრაინელები და ბელორუსები საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი აქცია და მიმართვები ეძღვნებოდა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერში ჩარჩენილ ასობით უკრაინელს, რომლებიც საევაკუაციო დერეფანს ელიან. Врятуйте – გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – იყო აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი. „ჩვენ ყოველ დღეს ვდგავართ უკრაინისთვის ამ მოედანზე, ბათუმის ცენტრში. ჩვენ ყოველ დღეს …

როგორ დაიწყო ქალმა ქობულეთში სომხური ვარდების ბიზნესი – „მთელი დღე სათბურში ვარ“

48 წლის ინდირა კირჩხელი ქობულეთში ცხოვრობს და სოფელ ქობულეთში  სომხური ჯიშის 2 000-მდე ვარდს უვლის. ის გვიყვება, რომ ვარდების მოშენებაზე 2 წელი ფიქრობდა. ხედავდა სოციალურ ქსელებში ვარდების სათბურებს და თავადაც უნდოდა ამ საქმის წამოწყება, მაგრამ ოჯახს სათბურის გასაკეთბლად საკმარისი ფული არ ჰქონდა. ამიტომ ყოვნდებოდნენ. ბოლოს, ინდირას სათბურის მოწყობაში ახლობელი დაეხმარა და უკვე 2 წელია, რაც …

პუტინს ორი ვაჟი ჰყავს: პირველი 2015 წელს დაიბადა, მეორე 2019 წელს – SonntagsZeitung 

შვეიცარიული გამოცემა SonntagsZeitung-ი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ორი ვაჟი ჰყავს.  ვლადიმერ პუტინის პირველი ვაჟი 2015 წელს შვეიცარიაში დაიბადა, ხოლო მეორე 2019 წელს – რუსეთში. გამოცემის ცნობით, ბიჭების დედა ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევაა. შვეიცარიელი ჟურნალისტების წყარო კი, „ძალიან ახლობელი კოლეგაა“ იმ გინეკოლოგის, რომელმაც ორივე შემთხვევაში მიიღო კაბაევას მშობიარობა. გაზეთი ექიმისა და მისი ნაცნობის ვინაობას მათი …

„რუსეთი გეგმავდა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და უკრაინის დადანაშაულებას“

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დააკავეს რუსეთის დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც რუსეთში ან ბელარუსში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავდა, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, არტემ დეხტიარენკოს თქმით, უწყებამ ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მტრის კონსპირაციული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი გაანეიტრალა. „დამპყრობლები აპირებდნენ უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ უკრაინა და ჩვენი პარტნიორები თვითმფრინავზე თავდასხმაში. პროვოკაციის მიზნით თავდამსხმელებს სურდათ სამოქალაქო თვითმფრინავისთვის ესროლათ „სტინგერიდან“. უცხოური …

სამგზავრო ავტობუსს მსუბუქი მანქანა დაეჯახა – ავარია ბათუმში

ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა. როგორც “ბათუმელებს” შპს “ავტოტრანსპორტში უთხრეს, საგზაო ინციდენტის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა. მძღოლებიც და მგზავრებიც ავარიას უვნებლად გადაურჩნენ. “მხოლოდ ერთ მგზავრს ჰქონდა მსუბუქი დაზიანება. პრევენციის მიზნით სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში,” –  უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა ლევან …

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 23 500 ადამიანი ტანკი – 1026 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 471 ერთეული საარტილერიო სისტემა – 451 ერთეული MLRS – 151 ერთეული …

დადასტურდა კოვიდის 72 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 პაციენტი – პირველი მაისი

პირველი მაისის მდგომარეობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 3 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 7, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 2, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 1, მცხეთა-მთიანეთი …

“ჩვენი მშვიდობაც დანაღმულია” – ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქართული საზოგადოების მთავარი კითხვაა, რას მოუტანს საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. რა არის მშვიდობის ფასი, რომელზეც ხელისუფლება აპელირებს და რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას მთავრობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე. „ბათუმელების“ ინტერვიუების სერიაში ცდილობს მთავარ კითხვებზე პასუხები მიიღოს იმ ადამიანებისაგან, ვინც პოლიტიკურად მიუკერძოებელია. მორიგი ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან ჩავწერეთ. მან ჩვენს კითხვებს …

ბათუმში 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან “ორბის” უკანონო მშენებლობის დანგრევას ითხოვენ

დღეს, 30 აპრილს, ბათუმში „ორბი ჯგუფის“ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. საქმე ეხება ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ნომერში მიმდინარე მშენებლობას. კომპანია „ორბი ჯგუფი“ საკუთარი ორი ცათამბჯენის გვერდით, გამაერთიანებელ სივრცეს, ე.წ. „ფრთებს“ აშენებს. მშენებლობა მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ მიიჩნია და კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ მერია ამ მშენებლობის ნებართვას გასცემს, იქ არსებული …

რა შესაძლებლობისაა ჰაუბიცები და სხვა იარაღი, რაც უკრაინას მისცეს – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„არ გამოუვიდათ რუსებს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ,“ – მიიჩნევს სამხედრო ანალიტიკოსი და შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი, რომელსაც უკრაინაში მეორე ფაზის ეტაპზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მეორე მსოფლიო ომს ახსენებს. ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსეთს თანამედროვე მიდგომისთვის რესურსი არ ეყო და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ტაქტიკა გაიხსენა. შეიარაღების სპეციალისტის აზრით, მინიმუმ 3 თვე დასჭირდება უკრაინისთვის იმ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რითაც …

„მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციისთვის გვიჭერენ“ – 6 ოჯახი კურორტ საირმეს მეზობლად

„მიჭერენ იმის გამო, რომ ჩემი მამაპაპისეული მიწა საჯარო რეესტრმა დამიკანონა. თუ არ მეკუთვნოდა და ჩემი არ იყო, რატომ დამირეგისტრირა მაშინ რეესტრმა?“ – კითხულობს ბაღდათში მცხოვრები ციური ფიფია. მას გასულ კვირას ჩააბარა პროკურატურამ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ციური ფიფიას ბრალად ედება „თაღლითობის ჩადენა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია“. ციური ფიფიას გარდა, პროკურატურა თაღლითობას ბაღდათში, კურორტ საირმესთან ახლოს …

ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს

ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო. გამწმენდი ნაგებობიდან ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირომდე, 50 მეტრი სიგანის პლაჟის აღსადგენად, ამჯერად 412 960 კუბური მეტრი პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანაა საჭირო. ბოლო შტორმების შედეგად ამ მონაკვეთში პლაჟი ზოგ ადგილას ფაქტობრივად არ არის, …

ბუჩასთან კიდევ ერთი საერთო საფლავი აღმოაჩინეს ნაწამები ცხედრებით – პოლიცია

კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის თქმით, ქალაქ ბუჩას შემოგარენში აღმოაჩინეს კიდევ ერთი საერთო საფლავი, რომელშიც 3 კაცის ცხედარი იყო. ანდრეი ნებიტოვის თქმით, სამივე ცხედარს აღენიშნებოდა განსაკუთრებული სისასტიკით წამება. „მსხვერპლებს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ. მათი ტანსაცმელი სისხლით იყო მოსვრილი. მსხვერპლებს ხელები უკან ჰქონდათ შეკრული, სახეზე ქსოვილი, თვალებზე კი წებოვანი ლენტი ჰქონდათ შემოხვეული“, – განაცხადა პოლიციის …

რუსეთი დემონსტრაციულ უარს აცხადებს ნებისმიერ კომპრომისზე – პოდოლიაკი მარიუპოლის შესახებ

მსოფლიო გვთავაზობს მარიუპოლელი ხალხის გადასარჩენად დახმარებას, თუმცა რუსეთი ყველა შეთავაზებას გამორიცხავს – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსები ჰუმანიტარული კომპონენტის თვალსაზრისით, დემონსტრაციულად აცხადებენ უარს ნებისმიერ კომპრომისზე. გუშინ აზოვის პოლკის მეთაურის მოდგილემ, სერგეი ვოლინამ განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე „600-მდე სამხედრო მოსამსახურე გვყავს სხვადასხვა დაზიანებით, რომელთაც სამედიცინო …

პროტესტი ბათუმის იუსტიციის სახლში – მოქალაქეებს პირადობას ძველი ტარიფით აღარ აძლევენ

დილიდან ხმაურია ბათუმის იუსტიციის სახლში. მოქალაქეებს, რომლებიც პირადობის მოწმობების ასაღებად მივიდნენ, უთხრეს, რომ დღეს პირადობებს ძველი ტარიფით ვერ გააკეთებდნენ, რადგან შაბათია. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პროტესტი გამოთქვეს, ბათუმის იუსტიციის სახლში პოლიცია გამოიძახეს. დღეს, 30 აპრილს, ბოლო დღეა, როცა მოქალაქეებს პირადობის მოწმობა 30 ლარად შეუძლიათ აიღონ. ხვალიდან, პირველი მაისიდან კი ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური ორმაგდება და …

რუსეთი იძულებული გახდა შეერთებინა გამოფიტული და განსხვავებული საჯარისო შენაერთები – UK დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ახალ სადაზვერვო მონაცემებს აქვეყნებს. სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსეთი იმედოვნებს, რომ მოაგვარებს ისეთ საკითხებს, რომლებიც ადრე აფერხებდა. ამის მიღწევას საბრძოლო ძალების გეოგრაფიული კონცენტრირებით,  მარაგების მიწოდების ჯაჭვის შემოკლებითა და ბრძანებისა და  კონტროლის გამარტივებით აპირებს. დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი კვლავ საყურადღებო გამოწვევების წინაშე დგას. ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის შემდეგ რუსეთი იძულებული …

ამერიკელები უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ გერმანიაში – პენტაგონი

აშშ-ის სამხედრო სპეციალისტებმა გერმანიაში დაიწყეს უკრაინელი ჯარისკაცების სწავლება თავდაცვის იმ სისტემების სამართავად, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში – განაცხადა 29 აპრილს პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ. აშშ-ის არმია სწავლებას გერმანიასთან კოორდინაციით ახორციელებს. უკრაინელი სამხედროები „ჰაუბიცა M-777-ის“ გამოყენებას სწავლობენ. პენტაგონის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვს არტილერიის ოპერირებისთვის საჭირო გამოცდილება და ამჟამად უნდა გაეცნონ ამერიკული სისტემის თავისებურებებს. შეერთებული შტატები არ …

სპერმოგრამა – მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებელი პირველი აუცილებელი კვლევა

სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი) ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა. მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად პირველი აუცილებელი ეტაპია სპერმის ანალიზის გაკეთება. წყვილის უნაყოფობა 40-50 %-ში განპირობებულია მამაკაცის ფაქტორით. როდის უნდა გაკეთდეს სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი)? სპერმის ანალიზი კეთდება, რომლებსაც 1 წლის განმავლობაში 35 წლამდე პარტნიორთან რეგულარული და დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვთ, თუმცა ორსულობა არ დგება. თუ მათი პარტნიორი 35 წელს გადაცილებულია, …

80 წლის უკრაინელმა ქალმა პატრიოტული ტატუირება გაიკეთა

უკრაინული გამოცემის,  „უნიანის“ ცნობით, 80 წლის უკრაინელმა ქალმა, რომელიც ამჟამად ომის გამო ლტოლვილად იქცა, პატრიოტული ტატუირება გაიკეთა. ვინიცელმა ქალის ფეხზე ახლა უკრაინის გერბი და პურის თავთავებია გამოსახული. ტატუირება მას პოლონეთში შვილიშვილმა გაუკეთა, რომელთანაც ახლა ქალი ცხოვრობს. „უკრაინისთვის გავიკეთე ტატუ. ჩემმა შვილიშვილმა გამიკეთა. ძალიან მიყვარს უკრაინა და მშვიდობა მინდა”, – ამბობს ქალი. რუსეთი უკრაინას თავს 24 …

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 23 200 ადამიანი ტანკი – 1008 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 445 ერთეული საარტილერიო სისტემა – 436 ერთეული MLRS – 151 ერთეული …

უკრაინაში ჟურნალისტების წინააღმდეგ 243 დანაშაული აღრიცხეს

უკრაინის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა რუსეთის მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი 243 დანაშაული აღრიცხა. კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს დანაშაულები, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 27 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის 16 რეგიონში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი თავდასხმა ჟურნალისტებზე კიევში და კიევის რეგიონში მოხდა, მათ შორის, ჟურნალისტების მკვლელობა, გაუჩინარება, დაჭრა, გატაცება, დამიზნებით სროლა და მუქარა, სატელევიზიო ანძებზე თავდასხმა და კიბერდანაშაულები. …

ბათუმის მერიამ გენგეგმის პირველი ეტაპი ჩაიბარა – რა წერია დოკუმენტში

ბათუმის მერიამ გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის პირველი ნაწილი ჩაიბარა. როგორც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში განგვიმარტეს, განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  საბაზისო მონაცემები შეაგროვა. „ასევე დასრულდა ინდიკატორების სისტემის სამუშაო ვერსიის შემუშავება. წარმოდგენილია განაშენიანების დეტალური გეგმის კვლევები – შენობების მდგომარეობა კვარტლების მიხედვით და ასე შემდეგ“, – მოგვწერეს მერიიდან. დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. მერიაში …

„ქინდერში“ შესაძლოა ისევ სალმონელა იყოს, სააგენტომ კომპანიას პროდუქციის ამოღება დაავალა

სურსათის ეროვნული სააგენტო შოკოლად „ქინდერის“ კიდევ ერთი საეჭვო პარტიის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, მიიღეს შეტყობინება ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველოში შემოტანილი „ქინდერის“ ნაწილი, სავარაუდოდ ასევე დაბინძურებულია Salmonella Typhimurium-ით. კერძოდ საუბარია „ქინდერ სიურპრიზსა“ და „ქინდერის“ შოკოლადების ნაკრებზე (KINDER SCHOKOBONS,  KINDER SORPRESA MAXI). სურსათის …

ჯარისკაცები არა, რუსეთიდან ჩვენთან დაქირავებული მკვლელები მოვიდნენ – ხარკოველი ქალი

46 წლის ნატალია იარიში ხარკოვში, ჩრდილოეთ სალტიკოვის რაიონში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მისი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია რუსულმა ბომბდამშენმა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები ნატალიამ თავად გადაიღო და „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. ნატალია ხარკოვიდან გვიყვება, რა მდგომარეობაა ახლა ქალაქში, რა ინტენსივობით და რა დროს იბომბება ქალაქი, როგორ ახერხებენ გადარჩენას და როგორია ხალხის განწყობა ხარკოვში, ქალაქში, რომელიც ყოველდღე იბომბება და რომელიც …

ვალეს საბაჟო 25 მაისამდე იკეტება

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 25 მაისამდე ვალეს საბაჟო იკეტება. საბაჟოს დაკეტვის მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება,” – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც თურქეთის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, საბაჟო გამშვები …

პუტინი და ზელენსკი დათანხმდნენ G20-ის სამიტზე მიწვევას – Bloomberg

უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები დათანხმდნენ ინდონეზიის პრეზიდენტის მიწვევას „დიდი ოცეულის“ (G20) 2022 წლის სამიტზე, რომელიც კუნძულ ბალიზე  15-16 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სამიტზე ორივე პრეზიდენტის მიწვევა ხაზს უსვამს იმ დელიკატური ბალანსის დაცვის მცდელობას, რასაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა – ინდონეზია ცდილობს, როგორც G20-ის სამიტის წლევანდელი მასპინძელი. რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრი …

როგორი უნდა იყოს უსაფრთხო გზა სკოლისკენ – მერია სახელმძღვანელოს ქმნის სკოლებისთვის

როგორი უნდა იყოს სკოლასთან უსაფრთხო მისასვლელი, ამაზე ბათუმის მერია სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს GIZ-ის [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] დახმარებით გამოსცემს და განათლების სამინისტროს და რესურსცენტრებს გადასცემს. ბათუმში 25 საჯარო სკოლიდან 12 სკოლასთან მისასვლელი სავალალო მდგომარეობაშია. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დღეს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასთან მივიდა, მოსწავლეებს ზებრა-გადასასვლელი მოახატვინა და ფოტოებიც გადაიღო. როგორც მერიაში ამბობენ, „დამონტაჟდა დროებითი ბარიერები …

Exit mobile version