გაიარე გასაუბრება, შეიძინე ახალი პროფესია უფასოდ და დასაქმდი

პროფესიული კოლეჯი „გოლდენ სიი“ აცხადებს მიღებას. სტუდენტებს, რომლებიც გასაუბრებას წარმატებით გაივლიან, სასწავლო პროცესი სრულად დაუფინანსდება, წარჩინებულები კი – დასაქმდებიან. შეავსე განაცხადი  სასწავლებელი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გთავაზობთ დუალურ სწავლებას შემდეგ პროგრამებზე: მზარეული კონდიტერი მასაჟისტ-რეაბილიტატორი სასტუმროს(დეპარტამენტების) ვაიზერი სასტუმროს საქმის მწარმოებელი რესეფშენისტი HR-ის ასისტენტი საოფისე საქმე მიმტანი ბართენდერი სასწავლო კურსს სტუდენტები გაივლიან შემდეგ ბრენდულ სასტუმროებში: [checklist] სასტუმრო პრინცესა …

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან ძირითადად ტელევიზიის ყოფილი ბორდის არგუმენტები გაიზიარა სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილების და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში. „ნათია კაპანაძის საქმეზე“ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 მაისს, გამოცხადდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე 17-ივე საკითხზე ისაუბრა, რაც ნათია კაპანაძეს ჩაუწერეს იმპიჩმენტის საფუძვლად და ის …

დრო არ გვაქვს, ხალხი კვდება – ექიმი მარიუპოლიდან ერდოღანს მიმართავს

უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ახალგაზრდა ექიმის მიმართვას. მედიის ცნობით, მარიუპოლელი მედიკოსი ყირიმელი თათარია და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს. ექიმი „აზოვსტალიდან“ ერდოღანს ხალხის გაყვანაში დახმარებას სთხოვს. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ არც კი ახსოვს ომის დაწყებიდან რამდენი დღე გავიდა, მის ხელებში კი ხალხი იხოცება: ტყვიების, შიმშილის, არასაკმარისი წამლების, საშინელი პირობების გამო. „ჩვენ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მაისის 21 საათიდან 7 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტეს რაიონებში, დღისით კი ზოგან დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი  ღამით: 8 – 13 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: …

„მე და ევროპა“ – ახალი ქართული დოკუმენტური ფილმი ევროპის დღისთვის

წელს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 9 მაისს, ევროპის დღეს, ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს. პროექტი რეჟისორ გიორგი ქველიძესთან თანამშრომლობით ხორციელდება. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი) ოთხ სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს და ქართველებისა და ევროპელების საერთო ხედვას, სულს, ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს. დოკუმენტური ფილმის პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ …

საწყისი ფასი 3,6 მილიონი – აჭარის მთავრობა ქობულეთში კლინიკა „ბომონდის“ შენობას ყიდის

ქობულეთში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას, რომელშიც ამჟამად კლინიკა „ბომონდი“ ფუნქციონირებს, აჭარის მთავრობა პირობიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 3,6 მილიონი ლარია. პირობა ახალი შენობის აშენებას და მასში [ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 წლის ვადაში] კლინიკის განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა მომავალი მესაკუთრე ვალდებული იქნება საავადმყოფოს პროფილი მხოლოდ 10 წლით შეუნარჩუნოს. მომავალი მესაკუთრე ასევე ვალდებული იქნება …

აზოვსტალზე განახლებული თავდასხმები სავარაუდოდ 9 მაისს უკავშირდება – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 6 მაისის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები იზრდება, რაც სამხრეთ დონბასში მათ ოპერატიულ გეგმებს ჩაშლის. დაზვერვის დღევანდელი მონაცემები ასევე მიანიშნებს 9 მაისის მოახლოებაზე. როგორც ვკითხულობთ, აზოვსტალის ქარხნის განადგურების განახლებული ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, სწორედ ამ დღის მოახლოებასა და პუტინის სურვილს უკავშირდება, აღნიშნოს სიმბოლური გამარჯვება. „მიუხედავად რუსი ოფიციალური პირების განცხადებებისა, რომ ისინი მხოლოდ აზოვსტალის ქარხნის დაბლოკვას …

ნარჩენების დახარისხება – რა აჩვენა ექსპერიმენტმა ბათუმსა და თბილისში

რამდენად მზად არის საქართველოში მოსახლეობა ნარჩენების დახარისხებისთვის [სეპარირებისთვის]? – საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ამის შემოწმებას ისახავდა მიზნად, საქართველოს ორ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში შედგა, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბათუმისა და თბილისის მერიების თანამშრომლობით. ექსპერიმენტი 8 კვირას გაგრძელდა. პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად ბათუმში 15 ურნა დაიდგა, თბილისში კი – 25. ბათუმში ექსპერიმენტის ავტორებმა ურნები …

სკვითური ოქრო, აივაზოვსკი და სხვა – რა მოიპარეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მუზეუმებიდან

მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ უკრაინაში, რუსეთის ინტერვენციის დღიდან, რუსმა სამხედროებმა გაქურდეს სამი ადგილობრივი მუზეუმი. „ოკუპანტებმა მარიუპოლი „გაათავისუფლეს“ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო. საბჭოსვე ცნობით, რუსმა სამხედროებმა დაადასტურეს მარიუპოლის მუზეუმებიდან 2000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატის მოპარვისა და დონეცკში გატანის ფაქტი. საუბარია მხატვრების: არქიპ კუინჯის [„წითელი მზის ჩასვლა”, „შემოდგომა” და „ელბრუსი”] და ივან …

პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა გორგასალზე მაინც იწყება – რას ამბობენ აჭარის მთავრობაში

მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში შპს „გრინკო გორგასალმა“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისთვის სამუშაოები დაიწყო. კომპანიის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დაიწყეს ბელეტაჟის ტიპის სახლის დანგრევა, რომლის ადგილასაც „გრინკო გორგასალი“ 14-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს. ვახტანგ გორგასლის ქუჩა ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩის პარალელურად მდებარეობს. ახალი კორპუსი, რომლის აშენებაც 116 ნომერში იგეგმება, ბინებს ჩაუბნელებს ფარნავაზ მეფის #113/121-ში მცხოვრებ იმ …

ზოგჯერ მინდა ჩამოვგლიჯო დაფა და მეორე მხარეს მივაკრა, კლასი რომ შემოტრიალდეს – პედაგოგი

როგორ შეიძლება იქცეს მასწავლებელი მოსწავლისთვის მოტივაციად და პირიქით, შესაძლოა დაუქვეითოს მოსწავლეს როგორც თვითშეფასება, ასევე გაუნელოს სწავლის მიმართ ინტერესი. სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრა „ბათუმელებს“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე. მისი თქმით, დანაშაულია, როცა მასწავლებელი მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების გადმოსახედიდან აფასებს პროცესებს, რადგან სწორედ აქედან იწყება სხვა მოსწავლეების უგულებელყოფა. ბატონო მინდია, ხშირად მოსწავლეები ერთ …

„პენსიონერი როცა ხდება ადამიანი, შშმ აღარ არის?!“ – დისკუსია ბათუმში შშმ პირთა პრობლემებზე

დღეს, 5 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების დღისადმი მიძღვნილ პანელური დისკუსია გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებთან დაკავშირებით. დისკუსიაში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შშმ პირები მონაწილეობდნენ. დისკუსიაში მონაწილე პირები იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რაც საქართველოში ხელს უშლის შშმ ადამიანებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში. საუბარი იყო როგორც გაუმართავ და არახელმისაწვდომ გარემოზე, ასევე ჯანდაცვის სერვისებსა და განათლების ხელმისაწვდომობაზე. შშმ …

„ბუჩას მერიამ მშენებლობაზე ნებართვა მოგვცა“ – საბავშვო ბაღი ქართველი ხალხის სახელით

„ბუჩას მერიამ მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მოგვცა,“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. ის უკრაინის ქალაქ ბუჩაში ქართველი ხალხის სახელით საბავშვო ბაღის აშენების ორგანიზებას აპირებს. „ფინანსების მობილიზებას დავიწყებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზუსტი ბიუჯეტი გვეცოდინება. თანხა სპეციალური ფონდის საშუალებით შეგროვდება,“ – ამბობს გიგა მაქარაშვილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს ბიუჯეტის შედგენაზე, რაც საბავშვო ბაღის მშენებლობას …

არესტოვიჩი ამბობს, როდის შეძლებს უკრაინის ჯარი კონტრშეტევაზე გადასვლას 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა, ТСН-ის ეთერში საუბრისას თქვა, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის არმიაზე კონტრშეტევას, ყველაზე ადრე ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. მისივე თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დასავლელი პარტნიორებისგან დიდი რაოდენობის იარაღის დაგროვება მოხერხდება. ამის შესახებ წერს უკრაინული გამოცემა უნიანი. „ეს შეიარაღება საკმარისი უნდა იყოს სრულად აღჭურვილი, გაწვრთნილი, კოორდინირებული და …

დენაციფიკაცია არის ის, რაც უახლოეს მომავალში მოელის რუსეთს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ დენაციფიკაცია – ტერმინი, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენა, რუსებისთვის „რთული გასაგები და წარმოსათქმელი“ აღმოჩნდა. მაგრამ ახლა „ტერმინის სწორად წერის, წარმოთქმისა და ინტერპრეტირების სწავლის დროა“, რადგან ეს „ელის რუსეთს“. „კრემლმა გადაწყვიტა უარი თქვას ტერმინზე – „დენაციფიკაცია“; რამდენადაც კვლევამ აჩვენა, რუსებმა არ იციან მისი მნიშვნელობა და უჭირთ მისი გამოთქმა. …

თომასმა ჰუმანიტარულ ფუთაში ზელენსკისთვის წერილი ჩადო, 12 წლის ბიჭს პრეზიდენტმა უპასუხა – BBC

12 წლის თომასმა, ბრიტანელმა სკოლის მოსწავლემ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი მისწერა და  მისგან პასუხიც მიიღო. მან წერილი თანაკლასელებთან ერთად უკრაინელებისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ფუთებში ჩადო. როგორც BBC-ი წერს, თომასი დარემის ტრინიტის სკოლისა და სასპორტო კოლეჯის მოსწავლეა. თომასი მიმართავს რა „საუკეთესო პრეზიდენტს“, ვოლოდიმირ ზელენსკის სწერდა, რომ „ბედნიერია ეხმარებოდეს“ უკრაინას.  მიუხედავად იმისა, რომ არავინ ელოდა პასუხს, …

მარიუპოლელ 8 წლის ბიჭს დედა დაეღუპა, თავად სარდაფში დაიმარხა, მაგრამ გადარჩა

უკრაინული მედიის მიხედვით, მარიუპოლელი მიშკასა და მისი ოჯახის ისტორია გამაოგნებელია: მიშკა მხოლოდ 8 წლისაა. მისი დედა მარტში დაიღუპა… მოგვიანებით კი ბიჭი ოჯახთან ერთად სარდაფში დაიმარხა, სადაც რუსული ავიაციის დაბომბვების დროს იმალებოდნენ. ოჯახმა გადარჩენა მოახერხა. მიშკას მამა ზრდის. კაცს მიშკას გარდა კიდევ 2 შვილი ჰყავს. სწორედ კაცმა მოახერხა გადაერჩინა თავისი შვილები, რომლებთან ერთადაც სარდაფში დაიმარხა. მან …

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე – თინათინ ზოიძე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებით, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინიდან ლტოლვილი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. ამის შესახებ დღეს, 5 მაისს, განაცხადა თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. „იმატა მომართვიანობამ როგორც საზღვრიდან ახალშემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე, საქართველოს სხვა რეგიონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე ჩამოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის …

თიბისი ქუთაისში რეგიონულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

7 მაისს, 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ქუთაისში თიბისის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე შეიკრიბება, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი კი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეორე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდება. ფორუმის …

რა შეუძლია Stormer-ს, რომელსაც ბრიტანეთი უგზავნის უკრაინას

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში,“ – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ბრიტანული Brimstone-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შესახებ. ბრიტანული რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინის უმაღლეს რადაში ონლაინგამოსვლის დროს განაცხადა. 3 მაისს ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სამხედრო დახმარება მოიცავს Brimstone-ის რაკეტებსა და Stormer-ის საზენიტო სისტემებს ჯავშანტექნიკასთან ერთად, რაც უკრაინას დაეხმარება …

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 700 ადამიანი ტანკი – 1092 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 651 ერთეული საარტილერიო სისტემა – 499 ერთეული MLRS – 169 ერთეული …

აზოვსტალის საიდუმლო გვირაბები ოკუპანტებს ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა – გერაშჩენკო

რუსებმა იპოვეს აზოვსტალის მოღალატე ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მათ საწარმოს საიდუმლო მიწისქვეშა შესასვლელები აჩვენა. ოკუპანტებს ახლა შტურმი ამ გვირაბებზე მიაქვთ. ამის შესახებ მედიას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განუცხადა. „არამზადა რუსებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის იპოვეს მოღალატე, რომელიღაც ელექტრიკოსი. მან აჩვენა გვირაბები, რომლებიც მიწისქვეშ გადის ქარხნის ტერიტორიაზე. მოღალატისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გუშინ რუსებმა ამ გვირაბებზე …

5 მაისს ხულოში მოთოვა

დღეს, 5 მაისს, ხულოში მოთოვა. სოფელ თხილვანაში, როგორც ამ სოფლის მცხოვრები თეიმურაზ ქამადაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს. სოფელში ხეხილი აყვავებულია. როგორც თეიმურაზ ქამადაძე გვეუბნება, შესაძლოა თოვლმა ყვავილი დააზიანოს, რაც მოსავალზე აისახება. „შეიძლება მოყინოს“- გვითხრა ქამადაძემ.

რუსეთი ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამოყენებას შეეცდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 მაისის განახლებაში წერს, რომ შეინიშნება ბელარუსის სახმელეთო ძალების გადაადგილება გარნიზონიდან საწვრთნელ ველზე. თუმცა ეს სეზონური ნორმების ფარგლებში ჯდება, რადგანაც ზამთრის წვრთნები ბელარუსში მაისში სრულდება. „რუსეთი, დიდი ალბათობით, ეცდება, უფრო სერიოზულად  წარმოაჩინოს საფრთხე, რომელსაც ეს წვრთნები უკრაინისთვის წარმოადგენს და ამით უკრაინის ძალები ჩრდილოეთში შეაჩეროს, არ მისცეს მათ დონბასში მიმდინარე ბრძოლებში ჩართვის საშუალება“, …

„6 მაისს უნდა დავტოვოთ სასტუმრო“ – დევნილები მარიუპოლიდან ბათუმშიც ღია ცის ქვეშ რჩებიან

„გაგვაფრთხილეს, რომ 6 მაისს, დილის 12 საათამდე უნდა დავტოვოთ სასტუმრო. სად წავიდეთ? – ვიკითხეთ ჩვენ. გვიპასუხეს, არ ვიცითო,“ – ამბობს დევნილი მარიუპოლიდან, სადაც დღეს, 4 მაისს მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დაკარგეს კონტაქტი აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებთან. კიევიდან დევნილი ადამიანების ნაწილი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ ცხოვრობს. კაცი, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ …

ხულოს ქუჩაზე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაზე 1,1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, N10-ში მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 189 320 ლარია გამოყოფილი. შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 15 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა დაიწყოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის …

ომი უკრაინაში: რა სურს თურქეთს?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თურქეთი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თურქეთი, ერთი მხრივ, სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას, მეორე მხრივ კი, ცდილობს შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. რა სურს თურქეთს და სად მიიყვანს პოლიტიკა, რომელსაც ომის დროს ატარებს, ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა თურქეთის მკვლევართან სანდრო ბაკურაძესთან.  რა როლი აქვს თურქეთს რუსეთ-უკრაინის ომში?   თურქეთი ცდილობს …

ფინეთი ეჭვობს, რომ რუსულმა Mi-17-მა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი ფინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Yle) ავრცელებს. როგორც მაუწყებელი წერს, ფინეთის სასაზღვრო დაცვამ აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევა, რომელშიც ვერტმფრენი Mi-17 მონაწილეობდა, ფინეთის აღმოსავლეთ საზღვართან ქალაქ კესალაჰტისა და პარიკკალას შორის 4 მაისს, დილის 10:40 საათზე დაფიქსირდა. Mi-17-მა …

აკრძალული პლასტიკის პარკების წარმოებისთვის 37 საწარმო დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, იმერეთის, გურიის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში პარკების მწარმოებელი 51 ობიექტი კანონით აკრძალული პლასტიკის პარკების წარმოებაზე შეამოწმეს. სამართალდარღვევები გამოვლინდა 37 ობიექტზე. როგორც გარემოს დაცვის ინსპექციაში გვითხრეს,  აჭარაში, კონკრეტულად ქობულეთსა და ბათუმში, პარკების მწარმოებელი ორი ობიექტი დააჯარიმეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, დალუქეს 3 529 675 ცალი და 23 378 …

ზახაროვა: ისრაელელი ჯარისკაცები აზოვის მხარდამხარ იბრძვიან

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინაში აზოვის პოლკის მებრძოლებთან ერთად იბრძვიან დაქირავებული ჯარისკაცები ისრაელიდან. ამის შესახებ ზახაროვამ „რადიო სპუტნიკის“ ეთერში ისაუბრა დღეს, 4 მაისს. „ახლა ვიტყვი, რის მოსმენაც ალბათ არ მოუნდებათ იმ პოლიტიკოსებს ისრაელში, რომლებმაც გაბერეს საინფორმაციო კამპანია. შეიძლება მათ დააინტერესოთ. უკრაინაში ახლა, ფაქტობრივად, აზოვის ბოევიკების მხარდამხარ არიან ისრაელელი …

“უნდა შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთზე” – რას აპირებენ ჩეხი ბიზნესმენები ბათუმში

“გთხოვთ, აწარმოოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას…,”- აღნიშნა დღეს, 4 მაისს, ბათუმის ბიზნესფორუმზე ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილიმ. ბიზნესფორუმზე ჩეხი და ქართველი ინვესტორები პირისპირ შეხვნენ ერთმანეთს. მანამდე კი, ფორუმის ოფიციალურ ნაწილზე, ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ ორივე ქვეყნის ბიზმესმენებს მოუწოდა აწარმოონ ისეთი ბიზნესი, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. “თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ არის …

კრემლმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს რუსეთში შესვლა აუკრძალა

კრემლმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას და იაპონიის კიდევ 62 მოქალაქეს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა. „კიშიდას ადმინისტრაციამ დაიწყო უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია, იყენებს მიუღებელ რიტორიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ, მათ შორის, ცილისწამებასა და მუქარას. ამას ეხმაურებიან იაპონიის საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც სრულიად მიკერძოებულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ. ტოკიო დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს კეთილმეზობლური კავშირების …

პოდოლიაკი ქართველებზე, საქართველოს ხელისუფლებასა და ივანიშვილზე

„ამერიკის ხმა“ ვიდეოინტერვიუს აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთან, მიხაილო პოდოლიაკთან. პოდოლიაკი აფასებს უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს, ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში ქვეყნის პოლიტიკას. ინტერვიუს უძღვება ანი ჩხიკვაძე მინდა საქართველოს მთავრობაზე გკითხოთ, ვიხილეთ თქვენი დაზვერვის განაცხადი, რომ რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მოლაპარაკებებს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. თქვენ გიპასუხათ „ქართულმა ოცნებამ“ და …

58-ე არმია, რომელიც 2008-ში ცხინვალში შემოიჭრა, არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში გაანადგურეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის 58-ე არმიის დიდი ნაწილი უკრაინაში განადგურებულია. ამის შესახებ არესტოვიჩმა იუთუბის არხზე – ФЕЙГИН LIVE-ზე ომის 69-ე დღის შეჯამებისას თქვა. „მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი… ეს მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ეს-ესაა აიღებენ და ასე შემდეგ. ზაპოროჟიეში 42-ე დივიზია ჩეჩნეთიდან, 150-ე დივიზია, უფროსი ოფიცრები ანგარიშს …

12 დაპირება, რომლებიც ხელისუფლებამ საპირისპიროდ შეასრულა – ენმ-ს აქცია ბათუმში

დღეს, 4 მაისს, აჭარის მთავრობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. „12 საპირისპიროდ შესრულებული დაპირება“ – ასე ერქვა აქციას, სადაც აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ის დაპირებები გამოფინეს პლაკატებზე, რომლებიც, მათი თქმით, არ შესრულდა ან საპირისპიროდ შეასრულა „ოცნებამ“. აქციაზე წარმოდგენილი ტრანსპარანტების შინაარსი ასეთია: ივანიშვილის მთავრობამ არ შექმნა შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის ღირსეული სამუშაო ადგილები და პირობები. …

რომელი ქვეყნებიდან ელოდებიან წელს ტურისტებს აჭარაში

წელს ყველაზე მეტ ტურისტს აჭარაში ისრაელიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ელოდებიან. როგორც აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინა ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, წელს ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმართულებებზე მუშაობენ. „დღეს, როდესაც ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და პანდემია არ არის ჯერ კიდევ დასრულებული, ტურისტულ მიმართულებებზეც შეიცვალა მიდგომები. აუცილებელია ჩვენი რეგიონის და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო, სტაბილური, …

Exit mobile version