სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილო შეამოწმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია. უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სერვისის მიზანია სათანადო კვების უფლების რეალიზება მოსახლეობისთვის. …
Category Archives: მთავარი
რუსეთის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბი ასჯერ აღემატება ყველა ცნობილი ავაზაკისას? – პოდოლიაკი
„დროა ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავღანეთში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად „ალ-ქაიდას“ ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირის მოკვლას გამოეხმაურა. პოდოლიაკის თქმით, თუ თითქმის არავის სურს „ალ-ქაიდასა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან დიპლომატიური ურთიერთობა, გაურკვეველია, რატომ ინარჩუნებს დასავლეთი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ტერორისტულ …
მარიამისა და გიულგიუნის გამარჯვებული პროექტი ქართული ენის შესასწავლად
ეთნიკურად აზერბაიჯანელი გიულგიუნი და ეთნიკურად სომეხი მარიამი ერთ გუნდში გაერთიანდნენ და ქართული ენის შესასწავლი ონლაინ პლატფორმისთვის დაფინანსება მოიპოვეს. მათი პლატფორმა ქართული ენის სწავლის მსურველებსა და პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გიულგიუნ მამადლისა და მარიამ ისპირიანის პროექტი – GRANDALA თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის – Big Idea Challenge-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტს საერთაშორისო კონკურსში წარადგენენ, რომელშიც …
Continue reading “მარიამისა და გიულგიუნის გამარჯვებული პროექტი ქართული ენის შესასწავლად”
„წადი, მე დავბრუნდები“ – ბოლო მესიჯი ქმარს: მარიუპოლელი 70 მედიკოსი რუსეთის ტყვეობაშია
„მინდა, ბავშვებმა ისწავლონ. მიყვარხართ. წადი, მე დავბრუნდები“ – ეს იყო უკანასკნელი შეტყობინება, რომელიც მარიუპოლელმა ვიაჩესლავ ზუბოვმა ცოლისგან, ოლენასგან მიიღო. ოლენა მარიუპოლის 555-ე სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების მედდაა. 12 აპრილს ის კლინიკის სხვა თანამშრომლებთან ერთად რუსებმა ტყვედ აიყვანეს. „3 აპრილს ერთდროულად მივიღეთ მესიჯები მე და ჩემმა გოგომ ოლენასგან. მას სწერდა: „მამას გაუფრთხილდით, დაეხმარეთ“. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, …
ჟურნალისტი იმ მუხლს ასაჩივრებს საკონსტიტუციოში, რომლითაც აქციებზე ადამიანებს აკავებენ
ჟურნალისტი გიორგი არობელიძე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რაც „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“ გულისხმობს. ამ მუხლით ყველაზე ხშირად აკავებენ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე. ამ მუხლით, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები გიორგი არობელიძე და რატი რატიანიც 2020 წლის 18 დეკემბერს. მაშინ ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ერთ-ერთ ბარში იკითხეს, რატომ აკავებდნენ სხვა …
„ვიდეოჩანაწერი 1 თვის დაგვიანებით გამოითხოვეს“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვას უჩივლეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პოლიციისგან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოითხოვა ჩემი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა რეალურად არსებობდა საფრთხე, რომ ჩანაწერი აღარ იქნებოდა შენახული,“ – გვიყვება გოჩა მჟავანაძე. ის ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სასამართლოში უჩივის. გოჩა მჟავანაძე ხელვაჩაურის მერიაში ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. …
ცვლილება სტუდენტების მობილობის წესში – მინისტრის ბრძანება
განათლების მინისტრის ბრძანებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის წესში ცვლილება შევიდა. ცვლილება შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც სხვა სასწავლებლებში აპირებენ მობილობას. ბრძანების მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის შეცვლის შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას კი სტუდენტი ვალდებულია …
Continue reading “ცვლილება სტუდენტების მობილობის წესში – მინისტრის ბრძანება”
აშშ-ის კონგრესმენების თვითმფრინავი ტაივანში უსაფრთხოდ დაეშვა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაჯდა ტაიპეის აეროპორტში, საიდანაც პირდაპირი ეთერი იყო ჩართული. ნენსი პელოსისა და კონგრესის დელეგაციის წევრებმა ტაივანში ჩასვლისთანავე გაავრცელეს განცხადება, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ ტაივანს და ამბობენ, რომ ვიზიტი აშშ-ის გრძელვადიანი პოლიტიკიდან გადახვევა არ არის. „ამერიკის სოლიდარობა ტაივანში მცხოვრები 23 მილიონი ადამიანისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, …
Continue reading “აშშ-ის კონგრესმენების თვითმფრინავი ტაივანში უსაფრთხოდ დაეშვა”
რა ეღირება თხილი და როგორ მოსავალს ელიან საქართველოში
ორ კვირაში საქართველოში თხილის სეზონი დაიწყება. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ წელს 55 ათასიდან 60 ათასამდე ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც შარშან მიიღეს. აგროკონსულტანტი გიგა დათუნაიშვილი აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში, 100-მდე ფერმერს უწევს კონსულტაციას. გიგა ამბობს, რომ წლევანდელი მოსავალი ხარისხობრივადაც კარგია. „ვინც შეწამლა და მოუარა, იმ ფერმერების თხილი უფრო ხარისხიანია. ზოგადად 5-6 წამლობა …
Continue reading “რა ეღირება თხილი და როგორ მოსავალს ელიან საქართველოში”
რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა – ნახეთ საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა საქართველოში
რუსეთიდან საქართველოში ივნისში 231.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 492 %-ით მაღალი წლიური მაჩვენებელია, თუმცა მაისის თვესთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობამ იკლო – მაისში რუსეთიდან 313.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს და წლიური 888 % ზრდა დაფიქსირდა. ივლისის მონაცემი ეროვნულ ბანკს ჯერ არ განუახლებია. აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს, მარტში – …
ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა
სექტემბრიდან ქედასა და შუახევში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ხანდაზმულები შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებას მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის დაგეგმილი იყო აბილიტაცია-რეაბილიტაცის ცენტრის გახსნა, თუმცა ხულოს მერიამ ცენტრისთვის ფართობი არ გამოყო და ხულოს მუნიციპალიტეტი პროექტს გამოეთიშა. ხულოს მერიამ დაახლოებით 20 შშმ პირი აღნიშნული მომსახურების გარეშე დატოვა. პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები …
Continue reading “ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა”
„ლელო” რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს
პოლიტიკური პარტია „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. პარტიის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას უკრაინის ომის შემდეგ, როცა დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა. „ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების …
Continue reading “„ლელო” რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს”
რას პასუხობს აზოვის პოლკი რუსეთს „ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე“
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის აზოვის პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. „ბიბისის“ თანახმად, „აზოვის“ საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა დახურულ სხდომაზე გაიმართა. უკრაინული მედიაგამოცემა Babel-ი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი სარჩელი მაისში შეიტანა. ამის შემდეგ, დეპარტამენტის მოთხოვნით, სასამართლო სხდომა კიდევ ორჯერ გადაიდო. აღნიშნულს გამოეხმაურა თავად „აზოვის“ პოლკი. ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ …
Continue reading “რას პასუხობს აზოვის პოლკი რუსეთს „ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე“”
კიდევ ერთი საფეხბურთო სტადიონი მაღალმთიან აჭარაში
აგვისტოს ბოლოს შუახევში ახალი, 500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2 019 998 ლარის ღირებულების სამშენებლო ობიექტზე ტენდერი სექტემბრის თვეში გამოაცხადა. პროექტს „შპს გლობალ სტანდარტ – მშენი“ ახორციელებს. ევროსტანდარტების საფეხბურთო მოედნის მშენებლობა აპრილში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ობიექტის მშენებლობამდე წინასწარ მომზადდა გრუნტი და ჩაშენდა ხიმინჯები. მდინარის მხარეს გაკეთდა 100 მეტრიანი …
Continue reading “კიდევ ერთი საფეხბურთო სტადიონი მაღალმთიან აჭარაში”
რუსეთმა აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის აზოვის პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ორგანიზაციის საქმიანობა რუსეთში აიკრძალა. „ბიბისის“ ცნობით, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ორგანიზაციის წევრები ექვემდებარებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ლიდერებისთვის სასჯელი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ვადით, რიგითი მონაწილეებისთვის – ხუთიდან ათ წლამდე ვადით. აზოვის დანაყოფი 2014 წლის მაისში შეიქმნა მარიუპოლში, …
Continue reading “რუსეთმა აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა”
სად წავიდეთ, ვის მოვუსმინოთ – ბათუმის აფიშა აგვისტოში
ბათუმში აგვისტო ყველაზე ცხელი და ტურისტული თვეა, რაც ქალაქის აფიშაზეც აისახება. თვის ბოლომდე ბათუმის კლუბებსა თუ საკონცერტო დარბაზებში არაერთი ღონისძიება იგეგმება. ბათუმში აგვისტოში დაუკრავენ ცნობილი ქართული ჯგუფები და შემსრულებლები, უკრაინელი, გერმანელი, იტალიელი და ფრანგი მუსიკოსები. ფოლკლორი, დისკო, როკი, პოპი, რეგი, კლასიკური თუ ელექტრონული მუსიკა – ბათუმის აფიშა აგვისტოში ყველა გემოვნების მსმენელისთვის შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო. 2 …
Continue reading “სად წავიდეთ, ვის მოვუსმინოთ – ბათუმის აფიშა აგვისტოში”
პელოსი შესაძლოა ტაივანში ჩავიდეს, ჩინეთი კი აცხადებს, რომ მისი არმია არ „იჯდება უსაქმოდ“
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან. როგორც CNN-ი ტაივანისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, ტაივანში ვიზიტი შესაძლოა აზიის ტურის ნაწილი გახდეს. ტაივანელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ პელოსი ტაივანში, სავარაუდოდ, ერთი ღამით გაჩერდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა დროს ჩავა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი. ამერიკული მედიის ცნობით, კონგრესის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აზიის ქვეყნებში 29 …
აჭარაში კოვიდის 1382 ახალი შემთხვევაა – ერთი კვირის მონაცემები
გასული ერთი კვირის განმავლობაში, 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ პერიოდში ჩატარდა 76 309 კვლევა ტესტით. გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 10 პაციენტი. ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 6 005 ახალი შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა იმერეთი – 1 458 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი აჭარა – …
Continue reading “აჭარაში კოვიდის 1382 ახალი შემთხვევაა – ერთი კვირის მონაცემები”
„აზოვსტალში“ რუსები როკკონცერტის გამართვას გეგმავენ – უკრაინული მედია
„აზოსვტალში“, რომელიც უკრაინის გამძლეობის სიმბოლოდ იქცა და სადაც არაერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, რუსები როკკონცერტის გამართვას აპირებენ. როგორც 24-ე არხს მარიუპოლის მცხოვრებლებმა უთხრეს, კონცერტისთვის თარიღიც დანიშნულია – 4 აგვისტო. ამ გეგმების შესახებ, მედიასაშუალების ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულმა რესპუბლიკებმა და „ერთიანი რუსეთის“ „ახალგაზრდულმა გვარდიამ“ განაცხადა. ________ აქტიური ბრძოლები „აზოვსტალის“ ასაღებად 18 მარტიდან დაიწყო. რუსეთი გამუდმებით ბომბავდა …
Continue reading “„აზოვსტალში“ რუსები როკკონცერტის გამართვას გეგმავენ – უკრაინული მედია”
ოლენოვკაში თავდასხმაზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები ააფეთქეს, პასუხისმგებელი რუსეთია – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე და 53 უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ISW-ი ციტირებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც გამოცემა Politico-ს დაუდასტურეს, რომ შეერთებული შტატების დასკვნით, ოლენოვკაში თავდასხმის უკან კიევი არ დგას და არც მიყენებული ზიანი მეტყველებს „ჰაიმარსის“ გამოყენებაზე. თავდასხმის შემდეგ რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ კოლონიას უკრაინულმა მხარემ „ჰაიმარსის“ ამერიკული სისტემით დაარტყა …
ზღვის წყალი 28 გრადუსამდე გათბა – ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აგვისტოს 21 საათიდან 3 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: …
Continue reading “ზღვის წყალი 28 გრადუსამდე გათბა – ამინდის პროგნოზი ბათუმში”
რუსეთის ფლოტი საჯარო ღონისძიებებს ვეღარ გამართავს – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლება და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობაა. 2 აგვისტოს რელიზში უწყება მიუთითებს, რომ პირველ აგვისტოს 26 000 ტონა უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა სავაჭრო გემმა ოდესის პორტი დატოვა და ტრიპოლისკენ გაემგზავრა. „ეს არის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინის პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის პირველი შემთხვევა, რომელიც …
Continue reading “რუსეთის ფლოტი საჯარო ღონისძიებებს ვეღარ გამართავს – ბრიტანეთის დაზვერვა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +140] ტანკი – 1 768 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 4 014 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 936 ერთეული [+4] MLRS – 259 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 აგვისტო”
„ტერიტორია საფრთხის შემცვლელია“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში წაბლანის მეწყერზე
ხულოში, სოფელ წაბლანაში, ის ადგილი, სადაც სკოლის აშენება იგეგმებოდა, მეწყერსაშიშია. ამ ადგილას ახალი სკოლა ვეღარ აშენდება, მეტიც, საფრთხის შემცველია სკოლის მიმდებარე ის ტერიტორიაც, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ამას ამბობს სამხარაულის ბიუროს დასკვნა, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა. კერძოდ, დასკვნაში ვკითხულობთ: „წაბლანაში საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მდებარეობს გეოდინამიკური პროცესების მუდმივი წარმოქმნა/განვითარების მაღალი …
რა არის კუჭის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები – ექიმის რჩევები
დისკომფორტი და ტკივილი კუჭის არეში, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა და ბოყინი – კვების შემდეგ თუ ეს უსიამოვნო სიმპტომები აღგენიშნებათ, შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემა გაქვთ. ეს პრობლემა, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა გასტრიტად ან წყლულოვან დაავადებად ჩამოყალიბდეს. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ სწორი კვების და დროული რეაგირების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტმა ძალიან სერიოზული გართულებები აიცილოს თავიდან. ქალბატონო ლუიზა, …
Continue reading “რა არის კუჭის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები – ექიმის რჩევები”
რატომ ყარს ახალი ბულვარი და რატომ არ აქვს პასუხი მერიას
შუაგული ზღვის სეზონის მიუხედავად, ახალი ბულვარის ბოლოსკენ ზოგჯერ პრომინადი თითქმის ცარიელია. მიზეზი მძაფრი, უსიამოვნო სუნია, რომელიც პერიოდულად ადლიის დასახლებასა და მათ შორის, ტურისტული ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილში გასეირნებასაც კი, უსიამოვნოს ხდის. „რა სუნია?“, „რატომ ყარს?“ – ამ შინაარსის კითხვებს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ტურისტებს შორის გაიგონებთ ახალ ბულვარში სეირნობისას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არის დღეები, როცა …
Continue reading “რატომ ყარს ახალი ბულვარი და რატომ არ აქვს პასუხი მერიას”
ხულოში მარტოხელა დედები სექტემბრიდან თვეში 100 ლარს მიიღებენ
ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 13 დედა სექტემბრიდან ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს. ხულოს საკრებულოს წევრის, ნარგიზ დეკანაძის თქმით, პროგრამის ასამოქმედებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ელოდებიან, რაც აგვისტოში უნდა მოხდეს. „როცა პროგრამა ამოქმედდება, მერე უკვე მომართვიანობაც გვექნება. შესაძლოა გაიზარდოს როგორც ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე, ყოველთვიური დახმარება“, – გვითხრა ნარგიზ დეკანაძემ. ნარგიზ დეკანაძე ამბობს, რომ ხულოს …
Continue reading “ხულოში მარტოხელა დედები სექტემბრიდან თვეში 100 ლარს მიიღებენ”
2 ახალგაზრდის პროექტები, რომლებსაც ხულოსა და შუახევში მხარი დაუჭირეს და ბიუჯეტი დააფინანსებს
შუახევსა და ხულოში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული იდეები გამოვლინდა. ახალი პროგრამით 15 და 19 წლის ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება მიეცათ – დაბა შუახევში მუსიკალური ბენდი ჩამოყალიბდება, ხოლო დაბა ხულოს ცენტრში, ღია სივრცეში, Led ეკრანს დაამონტაჟებენ. ბენდის ჩამოყალიბება და Led ეკრანის მონტაჟი სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების იდეები იყო, რომლებსაც კენჭისყრაზე მოსახლეობის მხრიდან …
უკრაინიდან ლტოლვილები „ლელოს“ და „დროას“ აქტივისტებმა დააბინავეს
უკრაინიდან ლტოლვილი 22 ოჯახი, რომლებიც გონიოსა და ქობულეთში, სასტუმროებში ცხოვრობდნენ და დღეს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ, „ლელოს“ და „დროას“ აქტივისტებმა დააბინავეს. უკრაინელი ლტოლვილების ნაწილს გონიოშივე უქირავეს ერთი თვით ბინები, ნაწილს კი – ბათუმში. „ერთმა მოქალაქემ რვა ოთახი გონიოშივე უქირავა და შევიდნენ უკვე. მაგრამ ეს არის დროებითი, ერთი თვით ვიქირავეთ. მთავარია, ღია ცის ქვეშ არ …
Continue reading “უკრაინიდან ლტოლვილები „ლელოს“ და „დროას“ აქტივისტებმა დააბინავეს”
„საწვავი არ უნდა, დღეში 5 ლარი სჭირდება“ – როგორ მუშაობს ქედაში ელექტრო-მიკროავტობუსი
„საწვავი არ უნდა ამ მანქანას, მთელი დღე დადიხარ 5 ლარად“, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის ელექტრო-მიკროავტობუსის მძღოლმა, გენადი ბერიძემ, რომელიც 4 თვეა მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობს. ქედის ელექტრო-მიკროავტობუსში რვა სავარძელი და ასევე, ადაპტირებული სივრცეა შშმ პირებისთვის. მიკროავტობუსი დაბა ქედის 4 ძირითად ქუჩაზე მოძრაობს: რუსთაველის, აღმაშენებლის, ტბელ აბუსერიძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ეს პირველი, ადაპტირებული …
უკრაინამ კიდევ 4 „ჰაიმარსი“ მიიღო – ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ დამატებით 4 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა – HIMARS-ი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, თავდაცვის მდივანსა და ამერიკელ ხალხს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ამ სარაკეტო სისტემების მართვა შეუძლიათ. ის მსოფლიო პრესასა და ექსპერტებს შორის მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, უკრაინელ …
Continue reading “უკრაინამ კიდევ 4 „ჰაიმარსი“ მიიღო – ოლექსი რეზნიკოვი”
ყველა შოკშია, მომხდარის ახსნას ვერ ვპოულობთ – რუსეთმა ვოლინას ვიდეო გაავრცელა
რუსულმა არხებმა ტვიტერზე გაავრცელეს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურის, ტყვეობაში მყოფი სერგეი ვოლინსკის (ვოლინას) ვიდეო, რომელშიც ის ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს. „საშინელი ტრაგედია მოხდა. ჩვენი ბარაკიდან ჩანდა ყვითელი სინათლე და აფეთქება. ყვირილის ხმებიც გვესმოდა. უმძიმესი სიტუაციაა და ძალიან რთულია სიტყვების პოვნა მის აღსაწერად. ვფიქრობ, ეს ვითარება გავლენას მოახდენს ტყვეების ფსიქიკაზე და იმ ადამიანებზეც, ვინც …
Continue reading “ყველა შოკშია, მომხდარის ახსნას ვერ ვპოულობთ – რუსეთმა ვოლინას ვიდეო გაავრცელა”
17 წელი მიუსაჯეს პატიმარს, რომელმაც ბათუმის ციხეში თანასაკნელი დაჭრა
პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის, მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო …
Continue reading “17 წელი მიუსაჯეს პატიმარს, რომელმაც ბათუმის ციხეში თანასაკნელი დაჭრა”
ოლენოვკაში დაღუპულთა და დაჭრილთა სიაში „აზოვის“ მეთაურები არ არიან
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებში 48 დაღუპული და 73 დაჭრილი უკრაინელის გვარია, ორი დაღუპულის ვინაობა ზუსტდება. თავდაცვის უწყება მხოლოდ გვარებსა და დაბადების თარიღებს აქვეყნებს. უცნობია, რომელ სამხედრო დანაყოფს მიეკუთვნებოდნენ ისინი, ან არიან თუ არა ამ სიაში სამოქალაქო პირები. ცნობილია, რომ კოლონიის იმ ნაწილში, რომელზეც საარტილერიო თავდასხმა 29 ივლისს მოხდა, „აზოველებიც“ იყვნენ, თუმცა პოლკის პატრონაჟის …
Continue reading “ოლენოვკაში დაღუპულთა და დაჭრილთა სიაში „აზოვის“ მეთაურები არ არიან”
დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო ხომალდებს აძლევს – უკრაინის ელჩი
გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს ინფორმაციით, ლონდონმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ორი სამხედრო ხომალდის გადაცემის შესახებ. ელჩის თქმით, ერთ-ერთ მათგანზე უკვე გადიან მომზადებას უკრაინელი სამხედროები. „ისინი მართავენ ხომალდს, იარაღს. ასეთი ხომალდი რამდენიმე იქნება“, – ამბობს ვადიმ პრისტაიკო. ელჩი დასძენს, რომ უკრაინას ახლა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები სჭირდება. „ორი – ეს საწყისი ციფრია, რომლითაც მუშაობას ვიწყებთ. ეს არის …
Continue reading “დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო ხომალდებს აძლევს – უკრაინის ელჩი”
ოლენოვკაში სამარხები წინასწარ მოამზადეს – სატელიტური ფოტოების ანალიზი
რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა და კოლონიის ტერიტორიაზე სამარხებიც გაამზადა – ასეთი ვარაუდი ოლენოვკის სატელიტური ფოტოების შესწავლის შემდეგ გაჩნდა. OSINT (Open-source intelligence) ანალიტიკოსის, ოლივერ ალექსანდერის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც 27 ივლისის მდგომარეობას ასახავს, ჩანს ღია სამარხები კოლონიის ტერიტორიაზე. ალექსანდერი მიუთითებს, რომ 30 ივლისის ფოტოებში ეს სამარხები უკვე ამოვსებულია. „ვფიქრობ, შესაძლებელია, ტყვეები …
Continue reading “ოლენოვკაში სამარხები წინასწარ მოამზადეს – სატელიტური ფოტოების ანალიზი”