ოლენოვკაში დაღუპულთა და დაჭრილთა სიაში „აზოვის“ მეთაურები არ არიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებში 48 დაღუპული და 73 დაჭრილი უკრაინელის გვარია, ორი დაღუპულის ვინაობა ზუსტდება. თავდაცვის უწყება მხოლოდ გვარებსა და დაბადების თარიღებს აქვეყნებს. უცნობია, რომელ სამხედრო დანაყოფს მიეკუთვნებოდნენ ისინი, ან არიან თუ არა ამ სიაში სამოქალაქო პირები. ცნობილია, რომ კოლონიის იმ ნაწილში, რომელზეც საარტილერიო თავდასხმა 29 ივლისს მოხდა, „აზოველებიც“ იყვნენ, თუმცა პოლკის პატრონაჟის …

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო ხომალდებს აძლევს – უკრაინის ელჩი

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს ინფორმაციით, ლონდონმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ორი სამხედრო ხომალდის გადაცემის შესახებ. ელჩის თქმით, ერთ-ერთ მათგანზე უკვე გადიან მომზადებას უკრაინელი სამხედროები. „ისინი მართავენ ხომალდს, იარაღს. ასეთი ხომალდი რამდენიმე იქნება“, – ამბობს ვადიმ პრისტაიკო. ელჩი დასძენს, რომ უკრაინას ახლა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები სჭირდება. „ორი – ეს საწყისი ციფრია, რომლითაც მუშაობას ვიწყებთ. ეს არის …

ოლენოვკაში სამარხები წინასწარ მოამზადეს – სატელიტური ფოტოების ანალიზი

რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა და კოლონიის ტერიტორიაზე სამარხებიც გაამზადა – ასეთი ვარაუდი ოლენოვკის სატელიტური ფოტოების შესწავლის შემდეგ გაჩნდა. OSINT (Open-source intelligence) ანალიტიკოსის, ოლივერ ალექსანდერის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც 27 ივლისის მდგომარეობას ასახავს, ჩანს ღია სამარხები კოლონიის ტერიტორიაზე. ალექსანდერი მიუთითებს, რომ 30 ივლისის ფოტოებში ეს სამარხები უკვე ამოვსებულია. „ვფიქრობ, შესაძლებელია, ტყვეები …

3 დღე დასავლეთ საქართველოში მატარებელი არ იმოძრავებს

9, 10 და 11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში არ იმოძრავებენ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში დაუდასტურეს. აქვე გვითხრეს, რომ ეს დაგეგმილი იყო, ამიტომაც ამ დღეებში სამგზავრო მატარებლებზე ბილეთები გაყიდული არ არის. მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება 12 აგვისტოდან. „საქართველოში რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. ეს არის 249 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც გამტარუნარიანობის გაზრდას …

შავ ზღვაში რუსეთს 18 სამხედრო ხომალდი და 44 რაკეტა აქვს გამზადებული – სარდლობა

პირველი აგვისტოს დილის მდგომარეობით, შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს, 18 რუსული სამხედრო ხომალდი და კატერია. 5 გემი და 1 წყალქვეშა ხომალდი საბრძოლო მზადყოფნაშია, ჯამში, მათზე „კალიბრის“ ტიპის 44 რაკეტაა. კიდევ 5 სადესანტო ხომალდი კი აკვატორიაში მორიგეობს – ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. „სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების საფრთხე კვლავაც მაღალია. ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს. იმის …

ოდესის პორტიდან სიმინდით დატვირთული გემი გავიდა – პირველად, ომის დაწყების შემდეგ

დღეს, პირველ აგვისტოს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის, 24 თებერვლის შემდეგ პირველად, ოდესის პორტი დატოვა უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა გემმა. RAZONI, სიერა ლეონეს დროშით მცურავი გემი ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიცურავს. ბორტზე 26 000 ტონა უკრაინული სიმინდია. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. გემი იმოძრავებს ე.წ. დერეფნით, რომლის უსაფრთხოების გარანტი გაერო და თურქეთი არიან. ოდესის პორტში მარცვლეულით დატვირთული …

უკრაინიდან ლტოლვილი 30-მდე ოჯახი ბათუმში ღია ცის ქვეშ რჩება

უკრაინიდან ლტოლვილი რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ქობულეთსა და გონიოში, სასტუმროებში იყვნენ გაჩერებულნი, ღია ცის ქვეშ რჩებიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ სასტუმროები დღეს, პირველ აგვისტოს, უნდა დატოვონ. სახელმწიფფო ლტოლვილებს 300 ლარს გადაუხდის. ლტოლვილების თქმით, ამ თანხით საცხოვრებელი ბინების მოძიება ბათუმსა და ქობულეთში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მათ კი სხვა შემოსავალი არ აქვთ. უკრაინელ ლტოლვილებთან იმყოფება პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი, …

შურს ვიძიებთ ყველა დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობას ტელეგრამ არხზე განცხადებით გამოეხმაურა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმა, სხვა ბევრ დანაშაულთან ერთად, ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა. „რუსეთი – ტერორისტი სახელმწიფოა. რუსების სასტიკი დანაშაულები, რომლებსაც ისინი ჩვენი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ სჩადიან, მრისხანებას იწვევს. ჩვენ შურს ვიძიებთ თითოეული დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის,“ – წერს ზალუჟნი. გენერალი …

ქართულისა და ოსური ენის გამოცდის შედეგები დღეს გამოქვეყნდება – გამოცდების ცენტრი

დღეს, პირველ აგვისტოს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას იწყებს. აბიტურიენტებმა დღეს დილიდან უკვე მიიღეს შეტყობინებები თავიანთი შედეგების შესახებ. დღეს ცნობილი იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები. საბოლოო შედეგები კი გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის, ასევე, ოსური ტესტის მაქსიმალური …

„ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ურმის გზაა“ – მძღოლი ხულოდან

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის ბევრი მონაკვეთი წლებია დაზიანებულია და წლიდან წლამდე მდგომარეობა  უარესდება. ამ თემასთან დაკავშირებით ბათუმის ავტოსადგურში „ბათუმელები“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ათამდე მძღოლს ესაუბრა. ყველა მათგანი ამბობს, რომ აღნიშნული გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც გზაზე გადასაადგილებლად საჭიროზე გაცილებით მეტი საწვავი და დროა საჭირო. ხშირად ზიანდება ავტომანქანებიც. თემურ ბოლქვაძე 37 წელია მძღოლია. ეს პროფესია მისი …

გონიოს პლაჟები აუქციონზე ივლისის ბოლოს გაიტანეს – რას აკეთებს ბათუმის მერია

მაშინ, როცა საზღვაო სეზონისთვის მზადებას, შემდეგ კი სეზონის მიმდინარეობას აჭარის მთავრობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, ბათუმის მერიას სანაპიროს ყველაზე მომხიბვლელი ზონა – გონიოსა და კვარიათის პლაჟები, ელექტრონულ აუქციონზე ივლისის ბოლოს გააქვს. მცირე და მოზრდილი ზომის 99 ნაკვეთი გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე ბათუმის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე 20 ივლისს გაიტანა, აუქციონების ნაწილი 28 ივლისს, ნაწილი კი 29 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – პირველი აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 768 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 4 011 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 932 ერთეული [+16] MLRS – 259 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 …

ეს იყო განზრახ მკვლელობა, ზუსტი დარტყმა მის სახლზე – პოდოლიაკი ვადატურსკის დაღუპვაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტელეგრამზე წერს, რომ ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის, ალექსეი ვადატურსკის დაღუპვა მიკოლაევში დაბომბვისას იყო არა შემთხვევითი, არამედ გამიზნული მკვლელობა. უკრაინელი ბიზნესმენი, კომპანია „ნიბულონის“ მფლობელი, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ალექსეი ვადატურსკი და მისი მეუღლე, რაისა დღეს, 31 ივლისს, მიკოლაივის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. „ჩემი აზრით, ვადატურსკის სიკვდილი იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ კარგად …

ახალშენისა და ორთაბათუმის ცენტრების კეთილმოწყობაში ნახევარი მილიონი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მერიამ ახალშენისა და ორთაბათუმის ცენტრების კეთილმოსაწყობად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო და ტენდერებიც გამოაცხადა. ახალშენის ცენტრის კეთილმოწყობაზე ტენდერი 195 147 ლარითაა გამოცხადებული [წინადადებების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება], ხოლო ორთაბათუმის ცენტრის კეთილმოსაწყობად სატენდერო თანხა 324 927 ლარია [ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება]. სატენდერო დოკუმენტაციას …

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სტამბოლში 3 აგვისტოს ელიან

სტამბოლში 3 აგვისტოს ელიან უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთულ გემებს – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. tgrthaber-ი წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, მარცვლეულით დატვირთული პირველი გემები ოდესის პორტს, დიდი ალბათობით, ხვალ, პირველ აგვისტოს, დატოვებენ. სტამბოლში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ეს გემები 3 აგვისტოს უნდა იყოს. გემების გადაადგილებას თვალყურს მიადევნებენ დრონებისა და თანამგზავრების საშუალებით. თუ გემები …

კიევთან ახლოს კიდევ ერთი ნაწამები ადამიანის ცხედარი იპოვეს

უკრაინაში, კიევთან ახლოს, დეოკუპაციიდან ოთხი თვის შემდეგ, სოფელ ნოვოიე ზალესიეს მახლობლად, კიდევ ერთი ნაწამები, მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს. გარდაცვლილი ტყესთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ პოზიციებთან იპოვეს. ექსპერტიზის თანახმად მამაკაცის ცხედარს სხეულზე აღენიშნება წამების ნიშნები. „დაღუპულს ხელები შეკრული ჰქონდა. ასევე, ჰქონდა ჭრილობა ყელის არეში. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კაცს სიკვდილამდე ახრჩობდნენ,“ …

უკრაინელი მილიონერი ცოლთან ერთად დაიღუპა მიკოლაივის დაბომბვის შედეგად

31 ივლისს, უკრაინაში, მიკოლაივის დაბომბვის შედეგად დაიღუპა უკრაინელი ბიზნესმენი, კომპანია „ნიბულონის“ მფლობელი ალექსეი ვადატურსკი და მისი მეუღლე, რაისა. ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი წერს ტელეგრამზე. ვადატურსკი 74 წლის იყო. უკრაინული მედიის ცნობით, ომამდე მის კომპანიას ჰქონდა 27 გადაზიდვის ტერმინალი და 81 გემი. მის კომპანიას უკრაინიდან პროდუქცია, მათ შორის ხორბალი, მსოფლიოს 70 ქვეყანაში …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან 1-ელი აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 40 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +160] ტანკი – 1 763 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 4 004 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 916 ერთეული [+10] MLRS – 259 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 …

ხულოში ავარიის შედეგად 26 წლის კაცი დაიღუპა

ხულოში, სოფელ დიოკნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც მერის წარმომადგენელი გვეუბნება, დაღუპული ახალგაზრდა დაახლოებით 26 წლისაა. „მიქსერის ტიპის მძიმე მანქანა იყო, რომელიც გზის მშენებლობაზე მუშაობდა“, – გვეუბნება მერის წარმომადგენელი დიოკნისის თემში. მისი თქმით, მანქანის გადავარდნა სავარაუდოდ ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპული ახალგაზრდა სოფელ რიყეთის მცხოვრებია. ადგილზე იმყოფება პოლიცია. შსს ინფორმაციით, …

„აზოველები დამამცირებელ სიკვდილით დასჯას იმსახურებენ“ – ბრიტანეთში რუსეთის საელჩო

დღეს, 30 ივლისს, დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ საკუთარი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც განხილულია უკრაინელი ტყვეები, კონკრეტულად კი „აზოვის პოლკის“ წევრები რა ფორმით სიკვდილით დასჯას იმსახურებენ. „აზოვის ბოევიკები იმსახურებენ სიკვდილით დასჯას, მაგრამ არა დახვრეტას, არამედ ჩამოხრჩობას, რადგან ისინი არ არიან ნამდვილი ჯარისკაცები. ისინი იმსახურებენ დამამცირებელ სიკვდილს. დაქორწინებული წყვილი #მარიუპოლიდან ჰყვება, როგორ დაბომბეს ძალები #აზოვსტალიდან. …

ზღვაში დაგეგმილ ხელოვნურ კუნძულს ღარიბაშვილმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა

შავ ზღვაში, ბათუმის სანაპიროსთან დაანონსებულ ხელოვნურ კუნძულს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა. „შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები,“ – ჩაწერა დადგენილებაში ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც განსაღვრავს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს“. 26 ივლსს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა …

კიევის სასამართლომ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა 15 წლით შეუცვალა

კიევის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, სამუდამო პატიმრობა 15 წლიანი პატიმრობით შეუცვალა. ის სასამართლომ სუმის ოლქის მცხოვრების, ალექსანდრ შელიპოვის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. 21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ომის დანაშაულისთვის გაასამართლეს. გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის არმიის სერჟანტმა თავში ესროლა 62 წლის კაცს, …

მოქალაქე: ავტომანქანის საბარგულში ათობით რუსული სანომრე ნიშნები აღმოვაჩინე

მოქალაქე გიორგი ჭიბოშვილი ამბობს, რომ საკუთარი ავტომობილის საბარგულში, ავტომანქანის ათობით რუსული ნომერი აღმოაჩინა. მან შემთხვევის ადგილიდან ლაივი ჩართო და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც ჭიბოშვილი ამბობს, კრიმინალურ პოლიციასაც ელოდება. გიორგი ჭიბოშვილმა საპატრულო პოლიციელს განუმარტა, რომ ის ავტომანქანას ძირითადად დაკეტილ მდგომარეობაში ტოვებს, თუმცა ზოგჯერ ჩამოწეული აქვს მინები. „დღეს შევამჩნიე, რომ მანქანის ერთი საბურავი დაშვებული იყო და როცა …

დაზიანებები ოლენოვკაში „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამება – ამერიკული ISW

ვიზუალური მტკიცებულება უფრო მეტად უკრაინელთა ვერსიას ამყარებს, ვიდრე რუსებისას. კოლონიიდან გავრცელებულ ვიდეოებში ასახული ზიანი არ შეესაბამება იმ შესაძლო ზიანს, რომელიც „ჰაიმარსის“ დარტყმას შეიძლებოდა გამოეწვია – ასეთ შეფასებას აქვეყნებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი ოლენოვკაზე საარტილერიო თავდასხმის შემდეგ. თუმცა ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამ ეტაპზე მათ მომხდარის დამოუკიდებლად შესწავლისა და შეფასების შესაძლებლობა არ აქვთ. „კრემლის მიერ დაფინანსებულმა …

რატომ არ იღებება ზებრა გადასასვლელები ბათუმში

ბათუმში, შედარებით პერიფერიულ ქუჩებზე ზებრა გადასასვლელები თითქმის ყველა ქუჩაზე წაშლილია. მაგალითად ბესიკის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, ლუკა ასათიანის ქუჩებზე, საღებავის აქა-იქ შემორჩენილი ფრაგმენტებით თუ მიხვდებით, რომ ქუჩის ამ მონაკვეთში ზებრაა და ქუჩაზე გადასვლისას გზა ავტომობილმა უნდა დაგითმოთ. საგზაო უსაფრთოების ნიშნულების გაკეთება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვალდებულებაა. აღნიშნულ სამსახურს ვკითხეთ, თუ რატომ არ არის დახაზული ქვეითთა გადასასვლელები და …

8 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად – საქართველოში გლოვის დღეა

მთავრობის განკარგულებით, 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ, 29 ივლისს, შს სამინისტროს ინფორმაციით, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, …

ქართველი ჩინოვნიკების ამერიკული დიპლომები მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს – ინტერვიუ

„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ“, – ამბობს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის „ბათუმელებთან“ პრესტიჟული დიპლომებისა და ადამიანური ღირებულებების განსხვავებაზე საუბრობს და იმაზე, თუ რატომ ვერ გადავაბარებთ მაგალითად გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებს მოქალაქეების აღზრდას საქართველოში და „ვერ ვუსაყვედურებთ …

როგორ მოვიქცეთ კუდუსუნის ტრავმის დროს – ექიმის რჩევები

კუდუსუნი ხერხემლის ყველაზე ქვედა ზონაა, რომელიც 5 გაერთიანებული, უმოძრაო მალისგან შედგება. მისი ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია ხერხემლის ქვედა ბოლოში, როგორც წესი, ტრავმის შედეგია. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით მიქელაიშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც ტკივილს შეგიმსუბუქებთ, თუმცა იმის დასადგენად რა სახის დაზიანებაა ეს – დაჟეჟილობა თუ მოტეხილობა, რენტგენოგრაფიული გამოკვლევაა საჭირო. „ორივე შემთხვევა ხასიათდება …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 40 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +170] ტანკი – 1 759 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 3 995 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 906 ერთეული [+6] MLRS – 258 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 …

რუსებმა დნეპრზე პონტონის ხიდები მოაწყვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული დანაყოფების შეტევები ფრონტის ხაზზე, დონეცკთან. უწყების ინფორმაციით, ანტონოვსკის ხიდის დაზიანების შემდეგ, იზოლირებაში აღმოჩენილი ხერსონის მოსამარაგებლად, რუსებმა დნეპრზე პონტონის ორი ხიდი და ბორანი მოაწყვეს. „სამხრეთ უკრაინაში, ახლახან დაკავებული ტერიტორიებზე, რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლებები მოსკოვის მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან, რათა რეგიონებში რუსეთის კონტროლი განიმტკიცონ და შემოდგომაზე დაგეგმილი რეფერენდუმისთვის …

„რუსები ფაქტობრივად მოექცნენ ოპერატიულ ალყაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ალბათ სისასტიკის სპირალი გაიზრდება“ – ცუდი მოლოდინი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ომიდან იგებს ამბებს, როგორ უსწორდებიან რუსები უკრაინელ ტყვეებს. ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, რუსები სისასტიკით და სარაკეტო თავდასხმებით ცდილობენ უკრაინის და ევროპის „გამოფიტვას“, უკრაინელები კი, დასავლეთიდან აღჭურვილობას ელიან, რითაც კონტრშეტევა წარმატებით უნდა შეძლონ. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჰაიმარსის“ ის რაკეტები, რომელიც 300 კილომეტრზე ისვრის და აშშ მიაწვდის უკრაინას, …

მემთეურების ცხოვრება ღომის მთაზე | ფოტოამბავი

შუახევში, ღომის მთაზე მზიანი ამინდია, თუმცა მაინც ცივა. ამ მთაზე ახლა მემთეურები ცხოვრობენ, ისინი, ვინც საქონელი გარეკა მთებში და მთელ ზაფხულს აქ ატარებენ, ხის პატარა სახლებში. მზიან ამინდში, ჩვეულებრივ, ნისლით ცნობილ მთაზე მემთეურებმა დრო იხელთეს – სარეცხი გაფინეს, ლეიბები გაამზეურეს, ბავშვები კი მინდვრებში გამოიფინნენ სათამაშოდ, სარბენად თუ ველოსიპედით სასეირნოდ. ფოტოები, რომელიც ღომის მთაზე ყოველდღიურ ცხოვრებას …

უკრაინელ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს – ის ჯერ კიდევ უგონოდაა

უკრაინელი ქალი, რომელზეც სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს, ამ დროისთვისაც [21:00 საათი] ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და უგონო მდგომარეობაშია. ინფორმირებული პირების თქმით, ქალის მდგომარეობა მძიმეა. ქალი სხეულზე ძალადობის ნიშნებით, ლანჩხუთის კლინიკაში წუხელ გვიან ღამით შეიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „გურია ნიუსი“ წერდა. ბათუმის რეფერალური კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვკითხეთ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გვითხრეს, რომ კომენტარს ამ თემაზე …

რუსმა ჯარისკაცებმა ტყვეს გენიტალიები მოაჭრეს, წამება ვიდეოზე გადაიღეს და გაავრცელეს

28 ივლისს სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ რუსულ არხებზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, ხელებშეკრულ, უკრაინელი სამხედრო ტყვეს წამება და მკვლელობა. ვიდეოში ჩანს, რუსულ ენაზე უაქცენტოდ მოსაუბრე ორი ჯარისკაცი, რომლებმაც სამხედრო ტყვეს გენიტალიები დანით მოკვეთეს. ასევე ჩანს მანქანა რომელსაც ასო Z აწერია, რაც რუსეთის ომის სიმბოლოა. ვიდეოს გამოეხმაურა არა ერთი საერთაშორისო ჟურნალისტი და რიგი პოლიტიკოსებისა. გენიტალიების მოკვეთა არის …

ჩამოვარდნილ ვერტმფრენში 8 ადამიანი იყო – შს სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს დღეს, 29 ივლისს, გუდაურთან მომხდარი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ. ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, 2 მაშველი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. „შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის …

Exit mobile version