ქვესადგურში ხანძრის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე დენი გაითიშა – როდის აღდგება მიწოდება

ბათუმში, ქვესადგურ „ბათუმი 2“-ში მომხდარი ხანძრის გამო რამდენიმე საათია რაც ასობით აბონენტს დენი არ მიეწოდება. დენის მიწოდება შეწყვეტილია ნაწილობრივ ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ორბელიანისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე დენი არ მიეწოდება ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ზუსტი დრო, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, კომპანიაში ვერ გვითხრეს. „მაქსიმალურად ვცდილობთ მალე აღვადგინოთ. …

ISW: რუსეთის მიზანი უცვლელია – კვლავ სურს უკრაინის სრული კაპიტულაცია 

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის 13 ნოემბრის მიმოხილვაში წერს, რომ კრემლი ცდილობს, აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე დააყენოს მოთხოვნები უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის. „ის, რომ კრემლი ცდილობს მოლაპარაკებების პირობების დადგენას, მიანიშნებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება და კვლავ უკრაინის სრულ კაპიტულაციას უტოლდება“, – წერს ISW-ი ბოლო მიმოხილვაში. ISW-ს მკვლევრების აზრით, კრემლი, როგორც ჩანს, არ …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, 18 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. სააგენტოს ცნობით: თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, …

ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოვლინდა. უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 91 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 58 – შიდა ქართლში, 46 – მცხეთა-მთიანეთში, 37 – ქვემო ქართლში, 35 – გურიაში, 12 – კახეთში, ასევე 12 – სამცხე-ჯავახეთში, 7 – აჭარაში, 2 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 716 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690] ტანკი – 9 319 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 18 947 ერთეული [+51] საარტილერიო სისტემა – 20 472 ერთეული [+64] MLRS – 1 252 ერთეული [+3] …

რუსეთის დროშა ოზურგეთში – კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ფოტოშოფია

ოზურგეთში, სოფელ მერიაში, „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში სხვადასხვა ქვეყნის დროშასთან ერთად ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშაა აღმართული. ფოტო და ვიდეო, რომლებზეც შენობის წინ მოფრიალე რუსეთის დროშა ჩანს, მოქალაქემ კვირას, 10 ნოემბერს გადაიღო და „ბათუმელებს“ მოაწოდა. შენობა, რომლის ეზოშიც ოკუპანტი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ამჟამად შპს „სანეს“ ეკუთვნის და ის იჯარით აქვს აღებული შპს …

ხილის საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩირს, ბადაგსა და წვენებს აწარმოებენ

„საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში ვცხოვრობთ. აქ ინვესტიციის ჩადებამდე ბევრი მეუბნებოდა, რომ თავი შემეკავებინა, ეგებ არ ღირსო“, – ამბობს დავით გელუტაშვილი, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აქვს. კომპანია „ფრუტერა“ 2021 წელს დაარსდა. „ფრუტერა“ ამჟამად ოცდაათამდე სახეობის ხილის ჩირს და ასევე, ბადაგსა და ხილის წვენებს აწარმოებს.  ნედლეულის სახით გამოყენებულია საწარმოს ბაღებში …

„უკრაინას მნიშვნელოვანი კოზირი აქვს მოლაპარაკების დაწყების წინ“ – ინტერვიუ გენერალთან

„პირველი ჯაველინები ტრამპის დროს მიიღო უკრაინამ“ – გადამდგარ გენერალ-მაიორს არ სჯერა იმის, რომ ტრამპი უკრაინის დახმარებას შეაჩერებს, თუმცა ვახტანგ კაპანაძე ელოდება იმას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან რუსეთი და უკრაინა. „მოლაპარაკების წინ მნიშვნელოვანი კოზირი აქვს უკრაინას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი და განმარტავს, რომ უკრაინას რუსეთში დაკავებული კურსკის დათმობის სანაცვლოდ, ზაპოროჟიეს, ან ხერსონის დათმობა მოითხოვოს, ამის დათმობა …

ააფეთქეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდების შტაბის უფროსი – მედია

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში ლიკვიდირებული იქნა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემების შტაბის უფროსი ვალერი ტრანკოვსკი. წყაროს ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემებისა და კატარღების 41-ე ბრიგადის შტაბის უფროსის, ტრანკოვსკის მანქანის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული სპეცოპერაცია იყო. „ტრანკოვსკი არის ომის დამნაშავე, რომელმაც ბრძანება გასცა შავი …

სარფში მებაჟეებმა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ამოიღეს

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე  ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის 81 ცალი ვაზნა იპოვეს, რომლებიც სალონში არსებულ სათავსოში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული. უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

რუსეთი კიევს რაკეტებითა და დრონებით თავს დაესხა

13 ნოემბერს, ღამით და დილის საათებში, რუსეთის ჯარებმა დაიწყეს შეტევა კიევზე, ​ერთდროულად დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იყო ასეთი ტიპის პირველი თავდასხმა ბოლო 73 დღის განმავლობაში. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რუსეთმა შეტევა დაიწყო დრონებით, პარალელურად კი  კიევის რეგიონის მიმართულებით შეტევა …

USAID-ის ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის – ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა სტუდენტობისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში. ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სასაჩუქრე ვაუჩერები: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ უმაღლეს …

ავარია ხელვაჩაურში – სამი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

ავტოავარია მოხდა დღეს, 13 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. აჭარისაღმართის ასახვევთან ავარიაში მოყვა სამი ავტომობილი. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი. „ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება. ___________ ფოტო: „ბათუმელები“    

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 714 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 770] ტანკი – 9 300 ერთეული [+24] ჯავშანტექნიკა – 18 896 ერთეული [+49] საარტილერიო სისტემა – 20 408 ერთეული [+56] MLRS – 1 249 ერთეული [+0] …

ქალების საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც თექის ფაჩუჩებს ამზადებენ

„სკოლის ფანჯრებიდან რომ გახედავ, თვალის გაწვდენაზე ჩანს რუსული საგუშაგოები. ბუნებრივია, აქ ცხოვრება რთულია,“ – ამბობს ნათია ქვრივიშვილი, მცირე მეწარმე, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში სახელოსნო აქვს და ტრადიციული ქართული მეთოდით თექისგან ფაჩუჩებს ამზადებს. ნათიამ და მისმა დისშვილმა, ელენე ბლიაძემ კომპანია „ფაჩუჩი“ 2022 წელს დააფუძნეს. ისინი ქართული მატყლისგან 100 პროცენტით ნატურალურ ფაჩუჩებს ამზადებენ. მათი წარმოებული პროდუქტები …

როდის აღდგება გაზის მიწოდება სრულად ბათუმსა და ხელვაჩაურში

ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება ხვალ, 13 ნოემბერს, 10:00 საათიდან დაიწყება. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება ორივე მუნიციპალიტეტში სრულად აღდგება ხუთშაბათს, 14 ნოემბრის დღის ბოლომდე. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დღეს, 12 ნოემბერს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმსა და ხელვაჩაურს. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი …

ბათუმში დღეს ოპოზიცია აქციას გამართავს საარჩევნო ოლქის შენობასთან

დღეს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერთან, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის შენობასთან, დ. თავდადებულის #27-ში, ორი ოპოზიციური კოალიცია – „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აქციას აანონსებს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს. „ევროპული მომავალი ივანიშვილთან ერთად მოგვპარა გიორგი კალანდარიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სადაც ქართველი ხალხის ნება გადაწერეს და ოლიგარქის სასარგებლო შედეგები „დასვეს“. ამიტომ, …

რუსეთის თავდასხმა კრივოი როგზე – ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს

11 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში თავს დაესხნენ ქალაქ კრივოი როგს. ბალისტიკური რაკეტა ხუთსართულიან შენობას მოხვდა, თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა და ოთხი დაიღუპა – 1 ქალი და სამი ბავშვი. მედიის ცნობით, უკრაინელმა მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი გამოიტანეს. თავდასხმის მსხვერპლი გახდა ოჯახი – 32 წლის ქალი და მისი სამი შვილი: 10 და 1 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ნოემბრის 21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8– 13 გრადუსი სითბო ღამით: 2 – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 712 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 950] ტანკი – 9 276 ერთეული [+23] ჯავშანტექნიკა – 18 847 ერთეული [+81] საარტილერიო სისტემა – 20 352 ერთეული [+38] MLRS – 1 249 ერთეული [+4] …

„ჩვენ ყველანი ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ – მიხაელ როთი

„ჩვენ ყველანი ისტორიის ერთ გვერდზე ვართ და ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თუ თქვენ მოიგებთ, ჩვენ მოვიგებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ, ევროკავშირი გადავრჩებით ასევე. სწორედ ამიტომ ვართ აქ. სოლიდარობამ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენ და არა დაგვყოს,“ – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე გამოსვლის დროს. დღეს, 11 ნოემბერს, ევროკავშირის …

როცა სამსახური დაკარგე და სახელმწიფო ხელფასს გიხდის – საქართველო უმუშევრობის დაზღვევის გარეშე და იტალიის გამოცდილება

საქართველოში უმუშევრობის დაზღვევა ამ დრომდე არ არსებობს. რამდენიმე წლის წინ დაანონსებულ „სოციალური კოდექსში“ ერთ-ერთი მიმართულება უმუშევრობის დაზღვევის დანერგვის შესაძლებლობას განიხილავდა, 2023 წელს კი, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც განხილულია რა სახით არის საქართველოში შესაძლებელი ამ სისტემის დანერგვა, თუმცა ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ ჩანს. სტატიაში მიმოვიხილავთ, რა არის უმუშევრობის დაზღვევა, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მოქალაქისთვის …

ხვალ ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზი შეუწყდება – „სოკარი“

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 12 ნოემბრის 07:00 საათიდან 13 ნოემბრის 10:00 საათამდე ბათუმში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ახალ გაზსადენზე გადაერთებითი სამუშაოებია. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 13 ნოემბრის 10:00 საათიდან და სრულად აღდგება 14 ნოემბრის დღის ბოლომდე. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ …

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ – ბათუმში 12 ნოემბერს აქცია გაიმართება

სამშაბათს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აანონსებს ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიასთან, დ. თავდადებულის #27-თან. „26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ხმებთან ერთად მოგვპარა ევროპული მომავალი. ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას საკუთარი ხმა და კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ევროპული მისწრაფება. ამ მიზნის საბოლოო მიღწევამდე, მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ …

„ბავშვს ყველა გაჭირვება ვანახე“ – როგორ ეხმარება მარტოხელა მშობლებს საქართველო და EU-ს ქვეყნები

მალვინა ზაქარაძე 8 წლის შვილს მარტო ზრდის. ქმრის ოჯახიდან ოთხი წლის წინ წამოვიდა და შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. „ვმუშაობ ნახევარფაბრიკატებში, 12 საათი ვდგავარ ფეხზე, დღეში 50 ლარი ხან გამოდის, ხან – არა. თუ გინდათ გადაამოწმეთ, ყოველ დღე ვმუშაობ, კვირაში ერთი დღეა დასვენება. ბავშვს გეფიცები დღეს ქირა მაქვს გადასახდელი – 500 ლარი. არ მაქვს. უფროსს ვთხოვე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 710 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 770] ტანკი – 9 253 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 18 766 ერთეული [+40] საარტილერიო სისტემა – 20 314 ერთეული [+34] MLRS – 1 245 ერთეული [+0] …

„გერმანია გვახსენებს საერთო ისტორიას, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“ – ინტერვიუ

„მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს….“ – ამ ფრაზით იწყება საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადება, რომელსაც იგი ბერლინის კედლის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ანალოგიური შინაარსის ტექსტს ავრცელებს გერმანიის საელჩო სხვა ქვეყნებშიც. რა დამოკიდებულება ჩანს ამ განცხადებით: როგორია გერმანიის, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს პოზიცია „მშვიდობიანი რევოლუციის“ მიმართ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე პუბლიცისტს, ზაალ …

სტამბის ხელმძღვანელის საქმე, რომელსაც თანამშრომელმა ძალადობის დროს ვიდეო გადაუღო

„ბოლო სასამართლო სხდომა 2023 წლის დეკემბერში ჩატარდა, ძალადობაში ბრალდებული დირექტორი ძველებურად აგრძელებს მუშაობას“, – ამბობს ადვოკატი თამილა გაბაიძე, რომელიც სასამართლოში ძალადობის მსხვერპლი ქალის, გვანცა ქველაძის ინტერესებს იცავს. გვანცა ქველაძე თბილისში მდებარე ერთ-ერთი სტამბის – „რეზონის“ ყოფილი თანამშრომელია. იგი ამბობს, რომ სტამბის დირექტორი მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა. მან დირექტორს შეურაცხყოფის მიყენების დროს ვიდეო გადაუღო, რაც …

რას სთავაზობს სახელმწიფო ღარიბ ადამიანს საქართველოში და რას ბელგიაში

42 წლის შორენა ცეცხლაძე, ორ არასრულწლოვან შვილთან და შშმ დედასთან ერთად რვა წელია ქირით ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაშორდა, ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. მისი შვილები, ალიმენტსაც კი ვერ იღებენ მამისგან. შორენას არც მიწა აქვს და არც სხვა რაიმე უძრავი ქონება, ამიტომ სახელმწიფო დახმარება, რომელიც 600 ლარს შეადგენს, მთლიანად ბინის ქირაში იხარჯება. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბრის 21 საათიდან 11 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 708 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350] ტანკი – 9 249 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 18 726 ერთეული [+29] საარტილერიო სისტემა – 20 280 ერთეული [+31] MLRS – 1 245 ერთეული [+0] …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 707 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660] ტანკი – 9 238 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 18 697 ერთეული [+36] საარტილერიო სისტემა – 20 249 ერთეული [+23] MLRS – 1 245 ერთეული [+0] …

როგორ ცვლის მზისგან მიღებული დენი აჭარის სოფლებს და რა იცვლება მოხმარების წესში

„თვეში საშუალოდ 45-50 ლარის ელექტროენერგიას მოვიხმარდი, თუმცა მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ, მაგალითად, გასულ თვეში 37 ლარის დენი მოვიხმარე, საიდანაც მხოლოდ 4 ლარი და 92 თეთრი გადავუხადე „ენერგო-პრო ჯორჯიას“. დანარჩენი – მზის პანელებით გამომუშავებული და ჩემს მიერ მოხმარებული კილოვატსაათები გაიქვითა“, – გვეუბნება ბექა ქობულაძე, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ცხოვრობს. ბექა ქობულაძეს მზის ელექტროსადგური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ …

პატიმარების რაოდენობით საქართველო ევროპაში მე-2 ადგილზეა – როგორ ეხმარებიან ყოფილ პატიმრებს 

„მეც ემიგრაციაში წავიდოდი, პირობითი რომ არ მქონდეს,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი ლევანი [სახელი შეცვლილია]. ყოფილ პატიმარს ვკითხეთ, როგორ დაეხმარა მას სახელმწიფო ციხის დატოვების შემდეგ? რა შესთავაზეს ყოფილ პატიმარს რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის კუთხით? რატომ ფიქრობენ ყოფილი პატიმრებიც ემიგრაციაზე, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ პატიმრების რესოციალიზაციის და მხარდაჭერის ბევრი პროგრამა აქვს? საქართველოში ციხიდან გამოსული ადამიანს დასაქმება უჭირს, ევროპის …

როგორ ახალისებენ შობადობას ფინეთში და რა ხდება საქართველოში

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2023 წელს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ამის უტყუარი მტკიცებულებაა. რას აკეთებს სახელმწიფო დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად და რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში? „ბათუმელები“ დედებს ესაუბრა, რომლებმაც შვილები ახლახან გააჩინეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის გაჩენა, გაზრდა და განათლების მიცემა ძვირია. სახელმწიფო არცერთ ეტაპზე დედებს და ახალბედა ოჯახებს …

გადარჩება ლარი გაუფასურებას? – ეროვნულმა ბანკმა 1 თვეში 627,5 მილიონი დოლარი გაყიდა | ინტერვიუ

7 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ე.წ. რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 627,5 მილიონი დოლარი გაყიდა. საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვები 4.08 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას სხვადასხვა გზით ყიდის. აუქციონის გზით გაყიდული უცხოური ვალუტის ოდენობა საჯაროა და მას ყოველდღიურ რეჟიმში შეუძლია დაინტერესებულმა პირმა მიადევნოს თვალი. ბლუმბერგის პლატფორმა …

Exit mobile version