მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

27.02.2025 •
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 4 გრადუსი ყინვა – 1 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, პირველ -2 მარტს აჭარაში ზოგან კვლავ მოსალოდნელია მცირე ნალექი, მთაში კი – მოთოვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: