მთავარი,სიახლეები

სოფელ მახოში გაზის მიწოდება შეწყდა – „სოკარი“

27.02.2025
სოფელ მახოში გაზის მიწოდება შეწყდა – „სოკარი“

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 27 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 05:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა სოფელ მახოში მცხოვრებ 250 აბონენტს.

კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს, შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 28 თებერვლის 18:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – აცხადებს „სოკარი“.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: