როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 705 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 580] ტანკი – 9 233 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 18 661 ერთეული [+49] საარტილერიო სისტემა – 20 226 ერთეული [+32] MLRS – 1 245 ერთეული [+0] …

მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის დათმობას, დავრჩები იქამდე, სანამ ამის ძალა მექნება – აქტივისტი

„მე, როგორც რუსეთის იმპერიის მიერ რეპრესირებულის შვილთაშვილს და ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, არ მეშინია თქვენი, რუსებო! ჩემი დიდი პაპისა და ათასობით ქართველის სისხლის დაღვრას არ გაპატიებთ და არ დავთმობ თავისუფლებას, ქვეყნის ერთგულებას“, – წერს 36 წლის სალომე ჯაფიაშვილი ფეისბუქზე. სალომე პროფესიით თარჯიმანია და აქვს ეკონომიკური განათლებაც, აქტიურად იყო ჩართული 26 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებლად. სალომე საბჭოთა …

„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ – ბანერის გამოფენისთვის ორგანიზაცია 4 500 ლარით დააჯარიმეს

ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამ დღეში ორჯერ დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც წერია: „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“. 5 ნოემბერს ორგანიზაცია 1 500 ლარით დააჯარიმეს, დღეს, 7 ნოემბერს კი – 3 000 ლარით. „ამ მეორე დაჯარიმების შესახებ ტელეფონით გვაცნობეს, რადგან არ ვიყავით ოფისში“ – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე. მისი თქმით, ბანერი რის გამოც …

სარფში 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში მებაჟე ოფიცრებმა 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს. უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, ავტობუსის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავში ორ შეკვრად დაფასოებული 14.0967 კილოგრამი არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 382.72 ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, …

რკინიგზა 16-17 ნოემბერს დამატებით რეისებს შეასრულებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით

საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. რკინიგზის განცხადებით, რეისის დამატების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადია. დამატებითი რეისების მოძრაობის განრიგი მოცემულია ფოტოზე. ___________________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ხანდაზმულთა სახლში 2 მოხუცის ხანძრის შედეგად დაღუპვას სახალხო დამცველი ეხმიანება

სახალხო დამცველი ხანდაზმულთა სახლში, „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად დაღუპულ ხანდაზმულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოების პირობების მაღალი სტანდარტის დაცვა. …დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, ბენეფიციარები მომსახურებას უნდა იღებდნენ უსაფრთხო გარემოში, დაცული უნდა იყოს ხანდაზმული ბენეფიციარების საცხოვრებელი და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება. აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმართონ …

გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მიზეზი თოვა გახდა. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 704 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400] ტანკი – 9 224 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 18 612 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 20 194ერთეული [+24] MLRS – 1 245 ერთეული [+0] საზენიტო …

შშმ პირების ევროპული და ქართული გამოცდილება -„გეფიცებით, ასეთი რამ არ მინახავს, შოკში ჩავვარდი“

სამ წელზე მეტი გავიდა იმ დღის შემდეგ, როცა მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად საკუთარი ეტლი საპენსიო ბარათთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში, მთავრობის სახლის წინ დაუტოვა. ის პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. „ეტლს ვუტოვებ. იქნებ მიხვდნენ, რას ნიშნავს ეტლით მოსარგებლე“, – უთხრა ჯემალ ჭელიძემ მაშინ „ბათუმელებს“. პერსონალური ასისტენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს …

„უნდა დაერთოს?“ – რეპორტაჟი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან საარჩევნო დარღვევებზე

„თეთრიწყარო“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში გუშინდელ სხდომაზე ყველაზე ხშირად ისმოდა, თუმცა სააპელაციოს მოსამართლეებმა უარი თქვეს მტკიცებულებად მიეღოთ, მაგალითად, ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო, რომლითაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დააფიქსირა. 5 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დარღვევებზე დასავლეთ საქართველოს ოლქებში დაწერილი საჩივრები განიხილა, მათ შორის, საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად მიჩნევის საკითხი იმის გამო, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 702 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250] ტანკი – 9 214 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 18 592 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 20 170ერთეული [+20] MLRS – 1 245 ერთეული [+0] საზენიტო …

რა მოხდება, თუ აშშ და ევროპა არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ? – ინტერვიუ

„სრული იზოლაცია დასავლეთისგან,“ – ასე უპასუხა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ კითხვას, რა მოხდება, თუ დასავლეთი საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ვახტანგ ხმალაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს მმართველი კოალიციის დეპუტატი იყო. „ბათუმელებმა“ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. თქვენი აზრით, რა შანსია, რომ დასავლურმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად მიიჩნიონ? ბოლო დღეების განმავლობაში არჩევნების დღის …

საარჩევნო დავებს განიხილავს მოსამართლე, რომელიც გავლენიანი პოლიციელის მამაა და წარსულში „ოცნების“ დეპუტატი იყო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლეთა კოლეგია მსჯელობს დაირღვა თუ არა ხმის ფარულობის უფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ხმის ფარულობის უფლებაზე საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს შეტანილი. დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა და დღეს, 5 ნოემბერს დაიწყო განხილვა. დღევანდელ სხდომაზე განიხილება …

მტრული გარემო, ძალადობა და აგრესია – რატომ ხდებიან ჟურნალისტები სამიზნე არჩევნებზე

„მტრული და აგრესიული“ – ასე ახასიათებენ ქართველი ჟურნალისტები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გარემოს, რომელშიც ისინი მუშაობდნენ. ჟურნალისტები, ერთი მხრივ, არჩევნებზე დარღვევების გაშუქებას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული აგრესიული ჯგუფების მოგერიება უწევდათ, პოლიცია კი არ რეაგირებდა. ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დაფიქსირდა და დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი …

„ბათუმელების“ მკითხველმა 97 742 ლარი შეუგროვა ნათიას – ქალი 30 სული პირუტყვით მთაში

ნათია აბულაძე, ქალი ხულოდან, რომელიც მარტო უვლის 30 სულ პირუტყვს და ოცნებობს ჰქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი ექნება, „ბათუმელებმა“ მკითხველებს წელს, აგვისტოში გააცნო. „ბათუმელების“ სტატიას და ვიდეომასალას მკითხველების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნათიას დახმარების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. ნათია აბულაძეს „ბათუმელების“ მკითხველმა, ჯამში, 97 742 ლარი შეუგროვა. ნათია იალაღიდან დაახლოებით 20 დღის …

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი/ანგისა – ახალციხის საავტომობილო გზის 106-123 კილომეტრზე,  გოდერძის უღელტეხილზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღეს, 5 ნოემბერს, დილიდან თოვს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რა ჩაწერა გადაწყვეტილებაში მოსამართლემ, რომელმაც უბნების გაბათილებაზე უარი თქვა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ცესკოს მსგავსად, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა დაინახა იმაში, თუ კი არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა. თუმცა წუხელ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს მოსამართლემ მსგავს ფაქტებზე თქვა, რომ ხმების ფარულობა არჩევნებზე დაირღვა. 24 მოსამართლიდან მხოლოდ ერთმა, თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა. დღეს, 5 ნოემბერს, საიას სარჩელების განხილვა სააპელაციო სასამართლოებში გაგრძელდება. „ბათუმელები“ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს …

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რუკაზე ან ბეჭდურ გამოცემაზე კანონით ისჯება

გუშინ, 4 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პრეზენტაციისას წარმოადგინა საქართველოს რუკა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები სათანადოდ არ აღიქმებოდა. პაპუაშვილის პრეზენტაციას კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, რის შემდეგაც „ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პაპუაშვილის პრეზენტაციაზე „რუკის ფერები კარგად არ აღიქმებოდა“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 343​1 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული …

რას ითხოვენ „ბათუმელებისგან“ – პასუხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „ბათუმელებისგან“ ოფიციალურად ითხოვს იმ მონაცემების მიწოდებას, რაც რედაქციამ ინფორმირებული პირისგან მოიპოვა და რის საფუძველზეც მოამზადა სტატია – „ფარულად მოპოვებული ფაილები ოცნების ოფისიდან“. სტატია, რომლის ფარგლებში შესწავლილი და დამუშავებული ინფორმაციის შესახებ მონაცემებს ითხოვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“, წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის პროდუქტს. შესაბამისად, იგი მიღებულია ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში წყაროს მეშვეობით და მასზე სრულად …

წყალი შეწყდა ბარცხანაში, თამარის დასახლებასა და ბათუმის შემოგარენში

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 5 ნოემბერს, 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ განთიადისა და თამარის დასახლებებში, ბარცხანაში, წინსვლასა და ორთაბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიაში, ზღვისპირის, ჰელიმიშისა და ნიჟარაძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

როგორ აძლიერებენ ოჯახებს ევროკავშირში და როგორ – საქართველოში: „მე წამლის ფული არ მომცეს“

მზია მეგრელიშვილი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა. 8 წელია ქირით ცხოვრობს, იქამდე კი შვილთან ერთად, ორი თავშესაფარი გამოიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობას ვერ ახერხებს და ძველ ბაზართან თავის გაზრდილ მცენარეებს ყიდის.  მას აჭარის მთავრობის სახლის წინ, ეგრეთ წოდებული უსახლკაროების საპროტესტო აქციაზე შევხვდით. „მთავრობისგან ვითხოვ, ჩემს შვილს ჰქონდეს კერა, მე რომ რამე დამემართოს ამ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 701 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260] ტანკი – 9 208 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 18 581 ერთეული [+43] საარტილერიო სისტემა – 20 150ერთეული [+29] MLRS – 1 245 ერთეული [+0] საზენიტო …

უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – მას არავინ შეხვდა

„ჩიქოვანი არ არის, რიჟვაძე არ არისო, ეს ხალხი ტყუილად შენობებს იკავებენ, მოგვცენ ეს შენობები ჩვენ, უსახლკაროებს… მე დავრჩები აქ, წასასვლელი არსად მაქვს,“ – ამბობდა დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის მერიაში მისული მოქალაქე მაგული ფუტკარაძე. ის უსახლკაროა და წლებია საცხოვრისს ითხოვს. მაგული ფუტკარაძეს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა. მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები ამოიწურა, მაგულიმ შშმ პირის სტატუსის …

ბათუმში 4 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს ლიფტის „ავარიული დაშვების გამო“

მოქალაქის ინფორმაციით ბათუმში, გორგასლისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, დღეს, 4 ნოემბერს, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით ლიფტი  არ ჩავარდნილა და ის „ავარიულად დაეშვა“, რის შედეგადაც  მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი. თვითმხილველის თქმით ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით 4 დაშავებული მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინიტროს ვერ დაუკავშირდა.

მოსამართლემ ხელვაჩაურშიც დაადასტურა, რომ მარკერმა გაჟონა, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა

„მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ჩაგვითვალა დადასტურებულად, რომ მარკერი გადადიოდა ბიულეტენის მეორე მხარეს,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა აბაშიძე, რომელიც ხელვაჩაურში ითხოვდა საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას. ყველგან, სადაც ელექტრონულად ჩატარდა არჩევნები, საია ხმის ფარულობის დარღვევის მოტივით, საარჩევნო უბნების ბათილად ცნობას ითხოვდა. ქვეყნის მასშტაბით 23-მა მოსამართლემ ამ სარჩელების დაკმაყოფილებაზე გუშინ, 3 ნოემბერს გამართულ სხდომებზე უარი …

წვიმა, სეტყვა, შტორმი, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია სეტყვა, მთაში – თოვა და ჭექა-ქუხილი, მაღალ მთაში – ქარბუქი, დროგამოშვებით ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – …

რუსეთმა 700 ათასი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 700 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300] ტანკი – 9 193 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 18 538 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 20 121 ერთეული [+35] MLRS – 1 245 ერთეული [+1] …

გაჟონვა – გასული კვირის დაიჯესტი

მოამზადა ნათია კაპანაძემ __________________ გაჟონვა არის სიტყვა, რომელიც საქართველოში განვითარებული მოვლენების შინაარსს სრულად გამოხატავს. გასულ კვირას პოლიტიკური მოვლენების კულმინაცია სხვა რამ უნდა ყოფილიყო, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პროცესი ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. არჩევნებში წელს 18 პოლიტიკური სუბიექტს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი 3 508 294 რეგისტრირებულ ამომრჩეველს. ამის მიუხედავად, მთავარი საკითხი არა ახალშექმნილი პარლამენტის შემადგენლობა, …

კადიროვმა დააჯილდოვა შვილი, რომელიც მისი მოადგილეა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, უფროს შვილს, აიშატ კადიროვას ჯილდო გადასცა ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ დონბასის რეგიონებს შორის „თანამშრომლობის გაძლიერებისთვის”. 24 წლის აიშატ კადიროვა კადიროვმა გასულ წელს ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის, ანუ თავის მოადგილედ დანიშნა. ეს არ არის აიშატ კადიროვას პირველი ჯილდო, რომელიც მიიღო მამისგან, როგორც ჩეჩნეთის პირველი პირისგან. მანამდე იგი კადიროვმა  ე.წ. DPR-ის რეგიონებში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანისთვის …

საქართველოში ფიქსირდება ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება. სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. _____________ ფოტოზე: ავტომატური სადგური, რომელიც ჰაერის ხარისხს ამოწმებს

საია 24 სასამართლოში ასაჩივრებს არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტი საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. საია 24 რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 73 საარჩევნო ოლქის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. სასამართლო პროცესები შემჭიდროებულ ვადებში უნდა ჩატარდეს. საიას საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა …

ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებზე ქოლ-ცენტრებით მუშაობდა

„ქართული ოცნების“ აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებზე ქოლ-ცენტრების მეშვეობით მუშაობდა. ამის შესახებ ჭეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ასე ეხმიანება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 2 ნოემბერს გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ თითოეულ საარჩევნო უბანზე მიმაგრებული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს. „…რაც შეეხება თვითონ ქოლცენტრს, კითხეთ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ნოემბრის 21 საათიდან 4 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ჭექა-ქუხილი, მთაში თოვა, ზოგან – დროგამოშვებით ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11– 16 გრადუსი სითბო ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 699 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410] ტანკი – 9 182 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 18 523 ერთეული [+36] საარტილერიო სისტემა – 20 086 ერთეული [+10] MLRS – 1 244 ერთეული [+0] …

„ძლიერმა საქართველომ“ სიების გახსნის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროების მოთხოვნით. კოალიცია აცხადებს, რომ სიებს ცესკო მიზანმიმართულად მალავს. კოალიციის განცხადებით, მათ საოლქო კომისიებმა უარი უთხრეს აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროებაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს სიები არის დანაშაულის მთავარი სამხილი, რომელსაც მალავს საარჩევნო ადმინისტრაცია. „ჩვენ პირველი დღიდან ვითხოვთ გაიხსნას სიები, რაც უტყუარად ატარებს დანაშაულის …

Exit mobile version