მთავარი,სიახლეები

ბათუმში №2, №2ა, №7, №7ა, №9 და №15 ავტობუსებმა მოძრაობა განაახლეს – ავტოტრანსპორტი

28.02.2025
ბათუმში №2, №2ა, №7, №7ა, №9 და №15 ავტობუსებმა მოძრაობა განაახლეს – ავტოტრანსპორტი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, მუნიციპალურმა ავტობუსებმა: №2, №2ა, №7, №7ა, №9 და №15 მოძრაობა განაახლეს.

რაც შეეხება მარშრუტს, „ავტოტრანსპორტის“ ცნობით:

  • №2 – იმოძრავებს აეროპორტის წრიულიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით თაბუკაშვილის ქუჩამდე.
  • №2ა – იმოძრავებს კაჩინსკების ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით თაბუკაშვილის ქუჩამდე.
  • №7 და №7ა – გადაადგილდებიან ჩვეული მარშრუტით.
  • №9 – იმოძრავებს ნონეშვილის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩის გავლით აეროპორტის წრიულამდე.
  • №15 – იმოძრავებს ზედა ღელის ასახვევიდან გორგილაძის ქუჩის გავლით ნონეშვილის ქუჩამდე.

ასევე, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ იუწყება, რომ ამ ეტაპზე 27 სამარშრუტო ხაზიდან 21-ზე მოძრაობა უკვე აღდგენილია, ხოლო დარჩენილ მიმართულებებზე ავტობუსების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება.

ბათუმში 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ავტობუსების მოძრაობა ქალაქში გუშინ, 27 თებერვალს განახლდა.

____________________________________

ფოტო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: