ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ კეჟერაძემ თანამდებობა დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მან აკადემიურ საბჭოს მიმართა თანამდებობის დატოვების განცხადებით. თეიმურაზ კეჟერაძემ „ბათუმელების“ ზარებს დღეს არ უპასუხა – მისთვის გვინდოდა გვეკითხა, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი. დღეს, 15 იანვარს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ უნივერსიტეტის შენობის დატოვებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. სტუდენტები …

რეჟიმის პოლიცია და პროკურატურა ცდილობს მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გაავრცელა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შესახებ. „რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობლის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა …

ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და სხვა დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დღეს, 14 იანვარს, 12-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ახალგაზრდა აქტივისტები – ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე. აღნიშნული პირები ბათუმში 13 იანვარს დააკავა პოლიციამ ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობდა. დღეს გაიმართა პარტია „დროას“ აქტივისტის შუშანა მაცაბერიძისა და მოქალაქე გიორგი კაკალაძის სასამართლოც. ყველა პირი ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული და გამოძიება მათ პოლიციის კანონიერი …

„ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს, სასამართლომ 8-დღიან პატიმრობა მიუსაჯა

დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გურამ მურვანიძეს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს. ის ადმინისტრაციული მუხლით დაaკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. თუმცა, „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების …

მზია ამაღლობელი სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მის მხარდასაჭერად აქცია იმართება

დღეს, 14 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი იმსჯელებს, დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე, თუ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობლის მხარდასაჭარად აქციას მართავენ. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, მანდატურები არ უშვებენ მზია ამაღლობლის მხარდამჭერებს სასამართლოს სხდომათა დარბაზში, მიუხედავად იმისა, …

ბათუმში აქციაზე დაკავებულ ძმებს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე ორ დაკავებულ პირს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს 5-5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ლაშა და გიორგი გაბაიძეები ძმები არიან. ისინი 11 იანვარს აქციაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა …

ბათუმში აქციაზე კითხვის დასმისთვის დაკავებულ ორ პირს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ბათუმში, 11 იანვარს, „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქციის კიდევ ორ მონაწილეს: ბათუმის საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“, ვაჟა დარჩიას და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, ჯგუფ „პლატინას“ ხელმძღვანელს, მალხაზ ირემაძეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ორივე მათგანი, …

„საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი“ – საია მზია ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ 353¹ მუხლით წარუდგინა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. სხდომა, ხვალ, 14 იანვარს, 11:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მის უფლებებს საიას ადვოკატი საქმეში ჩართულ სხვა ადვოკატებთან ერთად დაიცავს. საია მიიჩნევს, …

მზია ამაღლობელი და ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“ – წერს უილსონი X-ზე. რა ხდება?  „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია …

ბათუმში აქციის სამ მონაწილეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლო  5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ბათუმში, 11 იანვარს, „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქციის სამ მონაწილეს. პატიმრობა შეეფარდათ მათე ცენტერაძეს, ბათუმელ სტუდენტსა და ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საპროტესტო აქციის მონაწილეს, გოდერძის ფრანგიშვილს და ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს, თემურ ქათამაძეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. …

მოქალაქე 2 ათასი ლარი დააჯარიმეს სტიკერის პოლიციელზე მიკვრისთვის

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილე თათია აბულაძე პოლიციელზე სტიკერის მიკვრისთვის – „იფიცება საქართველო”. „პოლიციელებს ეძახდა: „რუსების მონებო“, „ღორებო“, „ძაღლებო“- ჩაიკითხა ოქმის ჩანაწერი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სასამართლო დარბაზში, სადაც სკამების დიდი ნაწილი დღეს პოლიციელებმა დაიკავეს. მოქალაქე თათია აბულაძე ბათუმის აქციაზე 2024 წლის 11 იანვარს მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო მსვლელობის დროს …

პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 იანვარს, 11 საათზე განიხილება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურა მზია ამაღლობლისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მზია ამაღლობელს დღეს, 13 იანვარს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის …

„წადი შენს ქვეყანაში“ – რა უთხრეს პოლიციელებმა ბათუმის აქციების მედროშეს

ბათუმის აქციებზე დაკავებულმა, ბათუმის აქციების მთავარმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს დაუდასტურა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია. თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციის შენობაში უთხრეს, არ ხარ საქართველოს მოქალაქე და შენს ქვეყანაში წადიო. თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. მისი წინაპრები აჭარიდან, სოფელ ხინოდან წასული მუჰაჯირები იყვნენ, რომლებმაც შეინარჩუნეს ქართული ენა, ტრადიციები და კულტურა. თემურ …

11-12 იანვარს ბათუმში აქციის 20 მონაწილე დააკავეს

12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. მან ადვოკატს უთხრა, რომ ის  ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დავალებით დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს. აქციაზე დააკავეს ასევე გიორგი კირთაძე – კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია – „დროას“ …

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მზია ამაღლობელს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელს

დღეს, 13 იანვარს, ბრალი წარუდგინეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.  „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 იანვრის …

ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა გადაიდო – რა თქვა მოსამართლემ

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 16 იანვრამდე გადადო ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები ბათუმში მაინც შეიკრიბნენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა. ამ აქციაზე 12 პირი დააკავეს. მათ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. საიას შეფასებით, პოლიციელთა მოთხოვნა უკანონო …

„ბათუმელების“ ოპერატორი პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს – ადვოკატი

„ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ, რომელიც 12 იანვარს დააკავეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, მასთან შესულ ადვოკატს უთხრა, რომ ის დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს. გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ …

ბესელია და დგებუაძე უკვე რამდენიმე წლია ატერორებენ ბათუმის მოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე

დღეს, 13 იანვარს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გააკეთა ბათუმში დაკავებულ პირებსა და იმ რეპრესიების შესახებ, რასაც „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. „ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა ურთულეს, უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო დასახიჩრება, დარბევა და უკანონოდ დაკავება …

ბათუმის სასამართლო „გზის გადაკეტვაზე“ 11 მომიტინგის საქმის განხილვას იწყებს

13 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის საპროტესტო აქციების 11 მონაწილის საქმე უნდა განიხილოს, რომლებსაც 2024 წლის 16 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობის დროს გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავებიან. სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა 16 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საავტომობილო გზის ჩაკეტვა, რითაც ფერხდებოდა ავტომობილების გადაადგილება და რიგ შემთხვევებში ავტომობილებს უკან …

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს “ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ ოპერატორისა და ფოტოგრაფის, გურამ მურვანიძის დაკავებას ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და ასევე, 12 იანვარს დაკავებული   “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. „მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის …

ბათუმში პოლიციამ მინიმუმ რვა ადამიანი დააკავა 12 იანვარს

დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულნი არიან: გიორგი კირთაძე ელენე ხოშტარია გიორგი კაკალაძე ელიზბარ ჩხიკვაძე ლუკა ნაცვლიშვილი შუშანა მაცაბერიძე გურამ მურვანიძე ლევან ხორავა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ ფოთში ჰყავთ გადაყვანილი. „გიორგი კირთაძეს ხელწერილით გამოუშვებენ, როგორც გვითხრეს და …

„რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან“ – გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ოცნების“ რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან. ამის შესახებ გახარიამ ფეისბუქზე დაწერა. „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის! ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები. გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! …

ბათუმში აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე

12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე. იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს, ვიდეომასალის გადაღებისას. აქციაზე დღეს ბათუმში 6 პირი დააკავეს: გურამ მურვანიძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე. მეორე დღეა ბათუმში მიმდინარე აქციებზე მასობრივად აკავებენ აქციის მონაწილეებს. 11-12 იანვარს აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათ შორის „ბათუმელების“ …

ბათუმში დააკავეს აქციის 5 მონაწილე, მათ შორის გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარია

დღეს, 12 იანვარს, ღამით, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „კოალიცია – ცვლილებებისთვის“ წევრი გიორგი კირთაძე. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულია კიდევ 3 პირი. „ბათუმელების“ ცნობით, დაკავებული არიან: გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. ამ წუთებში აქციაზე დაძაბულობაა. განახლებული ინფორმაცია: 22 საათის …

საგამოძიებომ შეისწავლოს მზია ამაღლობელის დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ფაქტები – მედიაომბუდსმენი

„მედიაომბუდსმენი“ განცხადებას ავრცელებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის კოდექსით დაკავების შესახებ. განცხადებაში ვკითხულობთ: „2025 წლის 11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, თავდაპირველად, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით „იფიცება საქართველო“. მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა …

დაუყოვნებლივ გათავისუფლეთ მზია ამაღლობელი – ჟურნალისტების განცხადება და აქცია თბილისში

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 12 იანვარს, განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შს სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. განცხადებაში ვკითხულობთ: „12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია …

რა ვიცით ბათუმში „სტიკერების საქმეზე“ დაკავებულების შესახებ

უფლებადამცველებს ამ დრომდე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია 11-12 იანვრის აქციებზე სულ რამდენი პირი დააკავა ბათუმში პოლიციამ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს 12 დაკავებულის შესახებ, აქედან 11 პირს – ადმინისტრაციული წესით, ერთს კი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებულებს შორის ხუთი ქალია, მათ შორის …

გამომძიებლის ცნობით, მზია ამაღლობელი დაკავებულია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით. ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის …

„ბათუმელების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან, მზია ამაღლობელთან არ უშვებენ ადვოკატს, თუმცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მზია ამაღლობელმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ამასთანავე მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს უამბო, რომ როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების …

„ბათუმელების“ დამფუძნებელთან ადვოკატს არ უშვებენ – „მივმართეთ გენერალურ ინსპექციას“

დღეს 12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს. ამჯერად უცნობია, რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ მზია ამაღლობელი. მისი ადვოკატი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ მას დაკავებულთან შესვლის საშუალებას აძლევენ. „დაკავებულთან არ გვიშვებენ ადვოკატებს, ამიტომ მივმართეთ …

„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ხელახლა დააკავეს

12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავა პოლიციამ ბათუმის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დროს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო. იგი დაახლოებით 2 საათში გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი ისევ დააკავეს. ასევე, დაკავებულია აქციის მინიმუმ 2 მონაწილე. მზია ამაღლობელთან …

ბათუმში 13 დაკავებულიდან პოლიციის განყოფილება ოთხმა პირმა უკვე დატოვა

11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული 10 ადამიანიდან 5 დაკავებული 12:42 საათზე გამოუშვეს. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები სტიკერის გაკვრისთვის დააკავა, რომელზე ეწერა – „იფიცება საქართველო“. პოლიციის სამმართველო დატოვეს ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, რომელიც პოლიციამ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა. იზოლატორში რჩებიან: თათია აბულაძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი …

ჩვენი დაკავების ერთადერთი შემთხვევა იყო აბაშიძის დროს – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი

11 იანვარს, ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი. „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაკავება აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, ასლან აბაშიძის დროს. „ეს არის წარმოუდგენელი. ერთხელ ასლან აბაშიძის დროს დაგვაკავეს მე და მზია ნახევარი საათით და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, გაგვათავისუფლეს. სხვა …

პოლიციამ დააკავა „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი

11 იანვარს, ღამით, ბათუმში დააკავეს გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“. დღეს, 11 იანვარს, ღამით, ბათუმში დაკავებების სერია მოჰყვა საპროტესტო პლაკატის …

ბათუმში დააკავეს ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია – დაკავებულია ათამდე აქტივისტი

დღეს,11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აბუსერიძის პოლიციამ დააკავა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე. პოლიციამ დღეს, ამ დრომდე [21:50] ბათუმში აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა. დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცაა დააკავეს აქციის მონაწილე თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ …

ბათუმში აქციის მონაწილე დააკავეს

დღეს, 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უთხრეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახურში აზუსტებს მუხლის შესახებ. აქციის …

Exit mobile version