ეს არის ჟურნალისტების რუსული დევნის დასაწყისი – ეთერ თურაძე

დღეს, 20 იანვარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა. ბრიფინგზე ისაუბრა „ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემაც. „მე არ მახსოვს, რომ საქართველოში გვყოლოდეს ქალი პოლიტპატიმარი, შეიძლება მეშლება, მაგრამ …

მზია ამაღლობელის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამავე პრესკონფერენციაზე ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის …

„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ“ – მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს. დღეს, 20 იანვარს, ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა. მზია ამაღლობელმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: „ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, …

ირაკლი დგებუაძის ტყუილი „16 დეკემბრის აქციის საქმეში“

„თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ამ განცხადებით მიმართა სხდომის დაწყებისთანავე აზა გაბუნიამ დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აზა გაბუნია სასამართლო სხდომაზე ამავე გზავნილების მქონე მაისურით მივიდა. აზა გაბუნიას და საპროტესტო აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქცია მაინც …

TV 25 – ის განცხადება მზია ამაღლობელის და მაუწყებლობის შეჩერების შესახებ

TV 25 – ის საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ამავე განცხადებაში არხის ხელმძღვანელობა საზოგადოებას აცნობს, რომ არხს 20 დღეა მაუწყებლობა აქვს შეჩერებული. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ “TV 25” – ის  განცხადებას. „პირველ რიგში ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა …

მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება უკანონოა და გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა. „მოსამართლე ნინო სახელაშვილის განჩინება სრულიად მოკლებულია გონივრულობის, კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის. მოსამართლე სახელაშვილის განჩინება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზსაც შეიცავს“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი. …

ბათუმის აეროპორტში 2 თვითმფრინავი ვერ ჯდება

დღეს, 19 იანვარს, ბათუმის აეროპორტში ამ დროისთვის [18:40 სთ] ორი თვითმფრინავი ვერ ახერხებს დაშვებას. თურქეთისა და ისრაელის ავიახაზების თვითმფრინავები ზღვის თავზე დაფრინავენ და ცდილობენ დაშვებას აეროპორტში. თვითმფრინავები, სავარაუდოდ, მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ახერხებენ აეროპორტში დაჯდომას, ვინაიდან ბათუმში ქარი და წვიმაა. ბათუმის აეროპორტში „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს. განახლება: სტამბოლი-ბათუმის  თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან, …

ხანძარი ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კუთხეში, ორსართულიანი კერძო სახლის მანსარდი დაიწვა. როგორც სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტრო სადენებს გაუჩნდა. ხანძარი დღეს, 19 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათისთვის გაჩნდა.

ბათუმში მეოთხე დღეა დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეოთხე დღეა არასრულწლოვან ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ, რომელიც ახლობლების თქმით, 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. მოზარდი მეცხრეკლასელია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ზღვაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ფეისბუქში წერენ, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფიც, რომელიც ასევე აპირებს …

იურისტი განმარტავს, რატომ არ არის სწორი მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა

იურისტი, მოძრაობა “ხმის” წევრი ვაკო ნაცვლიშვილი განმარტავს, რატომ არ არის სამართლებრივად სწორი, მზია ამაღლობლის სისხლისსამართლებრივი დევნა. მისი შეფასებით, „ნეტგაზეთი“„/ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით უნდა დაწყებულიყო. ნაცვლიშვილი პუნქტობრივად ჩამოთვლის არგუმენტებს: სადავო არავისთვის არ არის, როგორ უნდა აღვწეროთ მისი ქმედება. სილა გააწნა პოლიციელს. შეიძლება, ასეც: ალიყური აჭამა. ეს, არსებითად, …

ბათუმის აქციების მედროშე სამთვიან პატიმრობაში დატოვეს

მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 3-თვიან პატიმრობაში დატოვა. „დღეს, 18 იანვარს, განიხილებოდა საკითხი გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყოფილიყო თუ არა ბატონი თემური დაკავებული. შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა სასამართლოს ამ ტიპის საქმეების განსახილველად და სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძე …

ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, 18 იანვარს, ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. როგორც შსს-ში გვეუბნებიან, ზღვაში დაღუპულ კაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„მზიას სიმამაცე და შეუპოვრობა ყოველთვის არის შთაგონების წყარო“ – გაიგისიზ გელდიევი

გაიგისიზ გელდიევი, Jnomics Media-ის მმართველი პარტნიორი და უკრაინული გამოცემა „კიევ ინდეფენდენტის“ თანადამფუძნებელი, ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას. „ღრმად დამწუხრებული და შეწუხებული ვარ ჩემი მეგობრის, მზია ამაღლობელის, დაკავების გამო. ის არის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი „გაზეთი ბათუმელების“ – საქართველოში წამყვანი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის, რომელიც დღეს მართავს ორ ცნობილ ონლაინ პლატფორმას: „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. …

„სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს“ – იურისტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ მთავარი სამართლებრივი ნონსენსი ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს. გურო იმნაძე აღნიშნული პოსტით ეხმიანება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის …

„სამართლებრივად აბსურდული“ — იურისტის შეფასება მზია ამაღლობელის საქმეზე

იურისტი ანი ნასრაშვილი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით, წაყენებული ბრალის აბსურდულობის შესახებ წერილს აქვეყნებს, რომელსაცბათუმელები უცვლელად გთავაზობთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, …

წვიმა, ქარი, მთაში ზოგან ძლიერი თოვა – როგორი ამინდი იქნება აჭარაში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 იანვრის 21 საათიდან 18 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა – ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. მაღალ მთაში ზოგან ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 2 – …

რატომ არ იძიებენ დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს? – საიას თავმჯდომარე საგამოძიებოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც კანონის მიხედვით პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს, ამ დრომდე არაფერს ამბობს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის შესახებ – დაიწყო თუ არა გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე? გამოჰკითხეს უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე? ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების …

„6 თვის ბავშვით მემუქრებიან“ – ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. რექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები ემუქრებიან და სთხოვენ, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრება. „ცოტა შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ რექტორობის კანდიდატობა მათთვის ამხელა პრობლემა იქნებოდა. განაცხადის …

ბათუმის აქციების მედროშემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც პოლიციამ ორჯერ დააკავა, დღეს, 17 იანვარს, შიმშილობა დაიწყო. თემურ ქათამაძე გუშინ, 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს. ამჯერად პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს. თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს. „ბათუმელები“ მის ადვოკატს …

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება – პეტიცია

სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები ვუერთდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] განცხადებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ …

„არ ვაღიარებ არალეგიტიმური ხელისუფლების კანონებს“ – მასწავლებელი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

მასწავლებელი მანანა [მიკო] მიქავა, ზუგდიდის სასამართლომ ფეიერვერკის სროლისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა. მანანა მიქავამ თავის ახსნა-განმარტებაში დაწერა, რომ ის არ აღიარებს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მის მიერ მიღებულ კანონებს. „მოგესალმებით ცირკ „შაპიტოს“ მონაწილე პირებს, ქალბატონ მოსამართლესა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს. მოგახსენებთ, რომ პირველ რიგში, არ ვაღიარებ არალეგიტიმური მთავრობის მიერ დასმული არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონებს. ასევე, …

ბათუმის აქციაზე დაკავებულთაგან 5 მოქალაქე გაათავისუფლეს

16 იანვრის საღამოს ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს: ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე და მათე ცენტერაძე. მათთან ერთად გაათავისუფლეს თემურ ქათამაძეც, ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, რომელიც გათავისუფლებიდან მალევე სამტრედიის იზოლატორთან ისევ დააკავეს. ამ ამბიდან მალევე ბათუმელმა აქტივისტმა, ციალა ქათამიძემ დაწერა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მას, როცა დაკავებული იყო, უთხრა, რომ ბათუმის მედროშეს ქვეყნიდან „გააგდებდა“. …

ირაკლი დგებუაძემ მედროშეზე მითხრა, მაგ „თურქს“ მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო – ციალა ქათამიძე

ბათუმელი აქტივისტი, ციალა ქათამიძე წერს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მას, როცა დაკავებული იყო, უთხრა, რომ ბათუმის მედროშეს, თემურ ქათამაძეს ქვეყნიდან „გააგდებდა“. „ჩემს ოთახში შემოსულმა ირაკლი დგებუაძემ ჩვენს მედროშეზე მითხრა, სულ რომ ვერაფერი, მაგ „თურქს“ მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო. ეგ თურქი არაა, მუჰაჯირი არის-მეთქი! ეგ არის თურქი და თურქეთი ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთზე დიდი მტერიაო! შემომხედა …

ქუთაისსა და ახალციხეში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება მზიას!“ – 16 იანვრის ღამეს ჟურნალისტებმა ქუთაისში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. „მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა” – აცხადებენ ჟურნალისტები. მზია ამაღლობლისa და აქციებზე დაკავებული ყველა პირის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ახალციხეშიც. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ …

ბათუმის აქციების მედროშე გაათავისუფლეს და ისევ დააკავეს

ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, დღეს, 16 იანვარს, გაათავისუფლეს სამტრედიის იზოლატორიდან და გათავისუფლებისთანავე დააკავეს. თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს. თემურ ქათამაძესთან შესვლას აპირებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. „ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ თემურ ქათამაძე დააკავეს, რადგან ის საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა: „სამტრედიაში დაკავებულ პირთან – …

მოსამართლე სახელაშვილს, რომელმაც მზია ამაღლობელი დააპატიმრა, კვალიფიკაცია არ აქვს

მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელმაც „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. „2022 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე… 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში,“ – ვკითხულობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. „ეს ცალსახად ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ,“ – მიიჩნევს …

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორის“ გაყიდვები 35%-ით გაიზარდა მზია ამაღლობელის სასამართლოს შემდეგ

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 14 იანვარს, თავის სასამართლო პროცესზე მივიდა ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას ცნობილი წიგნით – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. სასამართლო პროცესიდან ფოტოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციებზე არაერთი მოქალაქე გამოჩნდა ამ წიგნით. როგორც გამომცემლობა „არტანუჯში“ გვითხრეს, მზია ამაღლობლის სასამართლოს შემდეგ, წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა. „რა თქმა უნდა, ვუკავშირებთ მზია ამაღლობლის ეპიზოდს. ოლიგარქის …

ზუგდიდში მასწავლებელი მიკო მიქავაც დააკავეს

დღეს, 16 იანვარს, ზუგდიდში ფეიერვერკის გაშვების გამო დააკავეს არტისტი და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესაბუა და მარიამ სიჭინავა, „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აქტივისტების დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობასთან ხმაური მოჰყვა. შენობასთან დაკავებულების მხარდასაჭერად, სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები მივიდნენ. სანამ კერენ ესაბუას და მარიამ სიჭინავას პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, ადგილზე ისმოდა მათი შეძახილები – “თავისუფლება რეჟიმის …

ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობელისთვის არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდებაზე

სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობლის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ამის შესახებ ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება და დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი საკითხის შეფასებაში. „ჩვენ ახლა ველოდებით განჩინებას, რომლითაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეეფარდა იმისთვის, რომ …

ბათუმის პოლიციის უფროსისთვის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას 2 ორგანიზაცია ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას მზია ამაღლობლის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო. როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია …

„დამაჯარიმეს 5 ათასი ლარით, რომლის გადახდასაც არ ვაპირებ“ – აქტივისტი ზუგდიდში

ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. მარიამ სიჭინავა 13 იანვრის ღამეს, დაახლოებით 22:30 საათზე დააკავეს. „დამაკავეს 13 იანვრის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ, გააერთიანა 30 დეკემბრიდან 13 იანვრამდე დაწერილ ოქმებზე საქმეები და განიხილა ჯამში 7 საქმე. მთლიანი სასამართლო პროცესი იყო ცირკი, დარბაზში მყოფი აქტივისტები ბრალდების მხარის ყველა სიტყვას …

საპროტესტო აქციებს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეებიც შეუერთდნენ

დღეს, 15 იანვარს, ბათუმის საპროტესტო აქციებს, რომელიც თითქმის ყოველდღე იმართება აჭარის მთავრობასთან, ძმები – რეზო და ფირუზ წულუკიძეებიც შეუერთდნენ. „ჩვენ უსამართლობა შეგვეხო და 30 წელი მოგვისაჯეს არაფრის გამო. მიუხედავად ამისა, აქ პირადი ინტერესების გამო არ მოვსულვართ, ჩვენ ვდგავართ როგორც ქართველები. ჩემს ძმას წაართვეს მთელი მისი ნაშრომი, სპორტული კარიერა – ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და ჩვენ ოჯახს …

ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

15 იანვრის ღამეს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა 15 იანვარს, 00:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ …

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

პრესის თავისუფლების დამცველი გლობალური ქსელი „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI) ითხოვს ვეტერანი ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობლის გათავისუფლებას. მზია ამაღლობელი 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ IPI-ის განცხადებას: „მზია ამაღლობელს, რომელიც ხელისუფლების პრინციპული კრიტიკით გამოირჩევა, ბრალად ედება პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტი ბათუმის პოლიციის …

„ოცნების“ დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობას აპირებს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე განცხადებების  შეტანა დღეს, 15 იანვარს დასრულდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რექტორის კონკურსზე განცხადება მხოლოდ ორმა პირმა, არჩილ გუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ შეიტანეს. „დღეს დასრულდა რეგისტრაცია, სხვა ვერავინ დაემატება. კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა იქნება 21 იანვარს, 14:00 საათზე, ფარული კენჭისყრა კი გაიმართება 15:00 საათზე [იმავე დღეს]. იმისათვის, რომ გამოვლინდეს გამარჯვებული, საჭიროა …

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – საია

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ამის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მიაწოდა. ორგანიზაცია დგებუაძისთვის პოლიციელის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. ქურდოვანიძემ ამაღლობელი რუსთავის #5 დაწესებულებაში დღეს, 15 იანვარს, მოინახულა, რის შემდეგაც, პრესკონფერენციაზე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნო. „მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა …

Exit mobile version