„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ბათუმში საჯარო დისკუსია გაიმართება

ბათუმში 26 იანვარს, 20 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება საჯარო დისკუსია მარია რესას წიგნზე – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. წიგნის – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ავტორია ფილიპინელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა,  ონლაინგამოცემა „რაპლერის“ დამფუძნებელი, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტ დუტერტეს კრიტიკის გამო არაერთგზის გამხდარა სოცქსელებში კამპანიური თავდასხმების ობიექტი, მას სამართალდამცველებმა ბრალიც წარუდგინეს და დაპატიმრებულიც იყო. …

მარია რესამ ვატიკანში სიტყვით გამოსვლისას მზია ამაღლობელზე ისაუბრა

დღეს, 25 იანვარს, ვატიკანის იუბილის დროს სიტყვით გამოსვლისას, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა. „საარჩევნო პროტესტს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ვენესუელადან მოზამბიკიმდე. არის საქართველოშიც, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო გასული წლის აპრილის შუა რიცხვებში, მაგრამ დეკემბრიდან უკვე ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა. და დღეს მესამოცე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში …

გორში სტალინის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იგეგმება – დაიხარჯება 109 000 ლარი

გორში სტალინის სახლ-მუზეუმისა და მისი დამცავი ნაგებობის [პავილიონის/ფანჩატურის] რესტავრაცია იგეგმება. „სტალინის ბავშვობის საცხოვრებელი სახლის და ფანჩატურის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებზე“ ტენდერი „ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა“ 109 ათას 430 ლარით გამოაცხადა. სახლი ამ მუზეუმის ტერიტორიაზეა განთავსებული. ტენდერში აღნიშნულია, რომ ხარჯები მუზეუმის საკუთარი შემოსავლებთ დაიფარება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „სტალინის ბავშვობის დროინდელი სახლი [აგების თარიღი — XIX საუკუნე] რესტავრირებული და …

ზუგდიდში აქციებზე 150 პოლიციელია მიმაგრებული და მათ კვებაში შსს დღეში 2 250 ლარს ხარჯავს

ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველდღიურად 150 პოლიციელი ჰყავს მობილიზებული, რომელთა ერთჯერად კვებაში დღეში 2 250 ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან [ერთი ულუფის ფასი 15 ლარია]. შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ზუგდიდში საპროტესტო აქციების გამო მობილიზებული პოლიციელების კვებაში, 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 16 იანვრამდე პერიოდში, ტენდერის …

ეთერ თურაძის პასუხი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს

Batumelebi.ge-სა და netgazeti.ge-ს რედაქტორის, ეთერ თურაძის წერილი ტელეკომპანია იმედის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს ბატონო ირაკლი, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ არ იცნობთ ამ საქმეს. თუმცა იქვე „პოლიციელზე თავდასხმა“ შეაფასეთ ქმედებად, რომელიც დასჯადია და ჟურნალისტობა ამ საკითხთან არაფერ კავშირშია. ეს ზუსტი ციტირება არ არის, რადგან თქვენი სიტყვების მეორედ მოსმენას არ ვაპირებ. ამ …

„რესპრესიები დაიწყო“ – ჯგუფ „პლატინას“ რეჟისორი მალხაზ ირემაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

რეჟისორი, ქორეოგრაფი და ჯგუფი „პლატინას“ ხელმძღვანელი მალხაზ ირემაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის ბათუმის მერიის სპორტულ ცენტრში ქორეოგრაფად იყო დასაქმებული. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მან დღეს, 24 იანვარს შეიტყო. „მე ბათუმის ყინულის სასახლეში 20 წელი ვმუშაობდი ივენთების კოორდინატორად და ვიყავი ქორეოგრაფი, რომელსაც წვლილი მიმიძღვის სინქრონული დასის ჩამოყალიბებაში და არაერთი საპრიზო ადგილი გვაქვს მოპოვებული, ოქროს მედლებით ჩამოვდიოდით ფესტივალებიდან. ყინულის …

კვირას ბათუმში ხულოელების პროევროპული მსვლელობა იგეგმება

ხულოელები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას აანონსებენ. პროევროპული მსვლელობა 26 იანვარს, კვირას, 18 საათზე დაიწყება. შეკრების ადგილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ბულვარის მხრიდან. “მსვლელობით უნივერსიტეტიდან “ბათუმელების” ოფისთან გადავინაცვლებთ რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, საბოლოოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივალთ, სადაც უკვე ორი თვეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. მსვლელობის მონაწილეები ვუერთდებით ქართველი ხალხის მოთხოვნებს: საქართველოში ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები; …

„სოკარის“ 200-მდე თანამშრომელმა გაფიცვა დროებით შეწყვიტა – პროფკავშირები

აჭარის გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 22 იანვარს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ლევან გურგენიძე შეხვდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბათუმისა და ხელვაჩაურის ფილიალში დასაქმებულ 200-მდე  თანამშრომელს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოტივით გაიფიცნენ. გაფიცული თანამშრომლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ რთული სამუშაო პირობები აქვთ, ანაზღაურება მაინც …

მოსამართლემ 500-500 ლარით დააჯარიმა აქციის 12 მონაწილე – „ქუჩის გადაკეტვის საქმე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 500-500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის 12 მონაწილე „ქუჩის გადაკეტვის საქმეზე“. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკიპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები აქციაზე მაინც შეიკრიბნენ, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მათ ტროტუარზე  გადასვლა მოსთხოვა. ამ საქმეზე მოსამართლემ დღეს, 24 იანვარს დააჯარიმა: გოგიტა სოლომონიძე, ირაკლი ჯორბენაძე, აზა გაბუნია, თორნიკე კაკალაძე, ლარა ქარცივაძე, ირმა …

სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა

სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 23 იანვარს, დატოვა. ის ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს. ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაასამართლა. ხვალ, 24 იანვარს 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორს დატოვებენ სტუდენტი ელიზბარ ჩხიკვაძე და შუშანა მაცაბერიძე. ბათუმში სტიკერების – „იფიცება საქართველო“ საჯარო სივრცეებში გაკვრის პროცესში 20 ადამიანი დააკავეს. …

112 ქურთუკი და 65 კეპი პოლიციელებისთვის – შსს წერს, რომ უფორმობა იმიჯზე უარყოფითად აისახება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 112 ცალი ქურთუკისა და 65 ცალი კეპის გამარტივებული წესით შეძენაზე შესყიდვების სააგენტოდან თანხმობა მიიღო. შსს-მ სააგენტოს 17 იანვარს მიმართა განაცხადით, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მოსამსახურეებს ქურთუკები და კეპები „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუზიანდათ, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს“. „უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს, შს სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების …

ბათუმში დაკარგულ მოზარდს მერვე დღეა ეძებენ – „გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს“

ბათუმში მერვე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები ზღვაში და სანაპირო პერიმეტრზე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ჩართული არიან მყვინთავებიც. „ბათუმელები“ დაკარგული მოზარდის დედას ესაუბრა და ჰკითხა, ხომ …

ნესტან ანანიძემ „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო – „სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს“

ნესტან ანანიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელმა, დღეს, 23 იანვარს, ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო  – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო. სიტყვით გამოსვლის დროს ნესტან ანანიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რის წინაშეც წლებია დგანან ქალები ხულოში. მან გაიხსენა სამოქალაქო საპროტესტო აქციები ხულოში, რომელსაც სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის მართავდნენ ახალგაზრდები. მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა რეჟიმის ყველა პატიმარს, მათ შორის „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ …

სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „ბათუმელების“ ოპერატორის სარჩელი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული გურამ მურვანიძის, ლევან ხორავას, ლუკა ნაცვლიშვილის და ელიზბარ ჩხიკვაძის სარჩელები. გურამ მურვანიძე „ბათუმელების“ ოპერატორია. ის „ბათუმელების“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შემდეგ, იმავე საღამოს დააკავეს, როცა აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოს იღებდა. სტუდენტები ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე, ასევე …

თემურ ქათამაძის თქმით, დაკავების შემდეგ მასზე ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა

ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] თქმით, მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს წერილში, რომელიც მან „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. თემურ ქათამაძის თქმით, მასზე ძალადობის პროცესს ესწრებოდა პოლიციის ოფიცერი თენგიზ კვირკველიაც. თემურ ქათამაძე წერს, რომ ამ ოფიცერთან სხვა საქმის გამო ჰქონდა შეხება. პოლიციის სამმართველოში შეყვანის შემდეგ, …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 30 იანვარს აირჩევენ

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2025 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. არჩევნების თარიღი 22 იანვარს გამოცხადდა. ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახლა ინგა ხალვაშია. “მე ვარ რექტორის მოადგილე, რომელსაც ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს აქვს უფლება გასწიოს რექტორის მოვალეობის შესრულება ორი კვირის ვადით”, – თქვა ინგა ხალვაშმა “ბათუმელებთან”. როგორც უნივერსიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანდიდატებს …

„თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც“- ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ზვიად ცეცხლაძის ციხიდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც ის „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს. ზვიად ცეცხლაძე წერილში ასევე საუბრობს დამოუკიდებელი მედიის არსებობის მნიშვნელობაზე. „ჟურნალისტის დაპატიმრება რეპრესიების სხვა, უფრო სასტიკი მაგალითია. გაცილებით მძაფრი და საზოგადოებისთვის მავნე. თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც. ჟურნალისტები არის ხიდი დღევანდელ ჯოჯოხეთსა და იმ სამშვიდობოს შორის, სადაც …

„შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – მზია ამაღლობელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 23 იანვარს, შეხვდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს. „დღეს ვნახე მზია ამაღლობელი. აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის, უსამართლობის გამო. „დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა …

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის დაფინანსება – რას პასუხობს გზების დეპარტამენტი

რა თანხა დასჭირდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას და ვის მიერ დაფინანსდება პროექტი – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ვერ გვაწვდის. მეტიც, დეპარტამენტიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად „შესაბამისი პროცედურების დაწყება“ ახლა იგეგმება. „რამდენია „E-70 საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთის“ მშენებლობის პროექტის ღირებულება? გადაწყვეტილია …

„თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია“ – გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. გახარიამ მიმართვა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა 22 იანვარს. იგი წერს, რომ ბათუმის „შერატონში“ თავდასხმის შემდეგ უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რიტმს. „რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს …

„ბათუმელების“ ოპერატორს მობილურიდან ყველა მასალა წაუშალეს დაკავების შემდეგ

„12 იანვარს საპროტესტო აქციის გადაღების დროს დამაკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით, მას შემდეგ, რაც დგებუაძეს ვუთხარი, რომ „ბათუმელების“ თანამშრომელი ვიყავი,“ – ასე იხსენებს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე მისი დაკავების მიზეზს საპროტესტო აქციაზე. გურამ მურვანიძე საგამოძიებო უწყებებში ჩივის მისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლაში და პირადი მონაცემების უკანონო მოპოვებაზე. გურამ მურვანიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. …

დაკავებული 19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის პასუხი პროპაგანდას – წერილი ციხიდან

აქციებზე დაკავებული, 19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. ზვიად ცეცხლაძე ციხიდან ეხმიანება „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის მზად არის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით,  „თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას“. „ვერ გაგვტეხეს და ამიტომ დაიწყეს დემაგოგიური კამპანია ჩვენი იმიჯის შესალახად. ვიხილეთ …

ცემა, ფურთხება და გინება – რა მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის საქმეზე

„ეს მიუთითებს, რა სახის დამოკიდებულებაა თავიდანვე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან – შემსუბუქება უნდათ,“ – ასეთია საიას იურისტის და მზია ამაღლობლის ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის შეფასება გამოძიებაზე, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე. საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით, რასაც …

თურქეთში 76 ადამიანი ემსხვერპლა სათხილამურო კურორტის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს

თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, 11-სართულიან სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა, ბოლო ცნობებით, 76 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 51 ადამიანი დაშავდა. ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტზე ხანძარი 21 იანვარს 11-სართულიან სასტუმროში გაჩნდა. ოფიციალური ცნობებით, ხანძარი 161-ნომრიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა და ხანძრის ჩაქრობა გართულდა სასტუმროს კლდეზე მდებარეობის გამო. მეხანძრეები ცეცხლს 10 საათის განმავლობაში აქრობდნენ. თურქული მედია წერს, რომ ხანძარი დაემთხვა თურქეთში …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 იანვრის 21 საათიდან 23 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო ღამით: 0 – …

„ცრემლი მომადგა თვალებში, ჩემი სოლიდარობა უთხარით მზიას“ – ბათუმის აქციების მედროშე „ბათუმელებს“ სწერს

„დღეს იანვრის მე-20 დღეა და ჩემი შიმშილობის მე-4 დღე, ტელევიზიაში რომ ვნახე „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი [დამფუძნებელი და დირექტორი – რედაქციის შენიშვნა] მზია ამაღლობელი მისი უკანონო დაკავების შემდეგ პროტესტის მიზნით შიმშილობდა, უკვე მე-7 დღე იყო, ვიამაყე მისით, ჩემი სოლიდარობა უთხარით მას… თბილისის ემიგრაციის იზოლატორიდან ცრემლი მომადგა თვალებში, სრულიად ვგრძნობ საქართველოს ქუჩებში გამოსული ადამიანების ხმას [სანამ მე …

ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს – შსს-ს განცხადება

წუხელ, 20 იანვარს, ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ: „უწყების ცნობით, 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ …

ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“

ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, რაც მათი შრომითი დატვირთვის შეუსაბამოა. „არ ვეხებით მხოლოდ ავარიულ სამსახურს, რომ აბონენტებს არ შეექმნათ პრობლემა, სხვა სამსახურები გაფიცული ვართ. დაახლოებით 200-250 ადამიანი. ათი დღის წინ მივმართეთ ადმინისტრაციას წერილობით და მოვითხოვეთ …

სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი დაუშვებლად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მზია ამაღლობლისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ. მზია ამაღლობლის ერთ-ერთი ადვოკატის პაატა დიასამიძის ინფორმაციით ადვოკატებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ სასამართლოს დასაბუთება. „როგორ გავაგრძელებთ დავას, ამაზე ვიმსჯელებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დიასამიძემ. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა …

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა

21 იანვარს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს. აპარატის ცნობით, იოსელიანმა შეამოწმა მზია ამაღლობლის განთავსების პირობები. „[ლევან იოსელიანმა] ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ასევე, ისაუბრეს ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე …

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე სტუდენტების პროტესტის ფონზე აირჩიეს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ აირჩია ტიტე აროშიძე, „ოცნების“ დეპუტატი. არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა – ტიტე აროშიძე და არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც არჩევნებამდე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა, მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები დაემუქრნენ. სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობა. აკადემიურმა …

„სირცხვილია“ – ბსუ-ში რექტორის არჩევნები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ხმაურის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. „სირცხვილია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ – ისმის უნივერსიტეტში, იქ, სადაც დახურულ კარს მიღმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორობის კანდიდატებს: „ოცნების“ დეპუტატს, ტიტე აროშიძეს და ბიოლოგიის დოქტორს, არჩილ გუჩმანიძეს უსმენს. სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ „ოცნებას“ განზრახული აქვს რექტორად დანიშნოს „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტე …

„სასამართლომ არ უნდა აუნთოს მწვანე შუქი რეპრესიებს“ – 16 დეკემბრის აქციის საქმე ბათუმის სასამართლოში

„ეს რა არის?“- იკითხა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე, როცა პასუხისგებაში მიცემული პირის, ირმა ზოიძის ხელში ტრანსპარანტი შენიშნა წარწერით – „თავისუფლება მზიას“. „ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა“,- იმ ტონით უპასუხა მოსამართლეს ირმა ზოიძემ, რომ ალექსანდრე გოგუაძეს არაფერი უთქვამს. დღეს, 21 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ირმა ზოიძის საქმე განიხილა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, …

„უნდათ თავზე დაგვასვან ოცნების დეპუტატი“ – რას ამბობენ ბსუ-ში რექტორის არჩევნების წინ

21 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია. ამავე დღეს, 13 საათზე, ბსუ-ში სტუდენტური მოძრაობა „პერსპექტივა“ აანონსებს აქციას – „არა რუსულ რეჟიმს ბსუ-ში“. ბსუ-ს რექტორის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს: ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე და „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე. რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომლის წევრებიც არიან: პაატა აროშიძე – ასოცირებული …

„ბათუმელების“ ოპერატორი 8-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს – იგი დგებუაძის მითითებით დააკავეს

დღეს, 20 იანვარს, ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. გურამ მურვანიძე დააკავეს 12 იანვარს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას. მის საქმეში მოწმეები პოლიციელები იყვნენ, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ გურამ მურვანიძემ კანონი დაარღვია. მეტიც, გურამ მურვანიძემ სასამართლო პროცესზე ტყუილში ამხილა მოწმე პოლიციელი, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაიზიარა პოლიციელის ჩვენება …

„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან

„სამხრე კამერის ამ ჩანაწერში ისმის, პოლიციელი როგორ მოუწოდებს მძღოლს, წავიდეს გამსახურდიას ქუჩის მიმართულებით მაშინ, როცა მძღოლი აქციის მიმართულებით საერთოდ არ მიდიოდა… ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიციამ ხელოვნურად შექმნა პრობლემა,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ვაჟა დარჩიას ინტერესებს იცავს სასამართლოში. ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“. ის ანტირუსული აქციების …

Exit mobile version