მოსამართლე ხუსკივაძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის 8 მონაწილე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დღეს, 11 იანვარს, წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების 8 მონაწილე. ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა დარბაზში, სადაც არც ადვოკატები იმყოფებოდნენ, არც ბრალდებულები და არც მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი და დაძაბული დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო პროცესი დილას დაიწყო. დარბაზი სხდომაზე დასწრების მსურველთათვის მცირე ზომის იყო, …

აქციებზე დაკავებულების სხდომა განახლდა ადვოკატების, ბრალდებულების და მათი ახლობლების გარეშე

11 იანვარს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი ბრალდებულების, ადვოკატებისა და ბრალდებულების ოჯახის წევრების გარეშე განახლდა. ბრალდებულების დაცვას სახაზინო ადვოკატები ახორციელებენ. „სრული ბარდაგია არანაირი სასამართლო და არანაირი სამართალი“, – ამბობს დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა. ამ სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს ტოვებს თუ არა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაკავებულებს კვლავ წინასწარ პატიმრობაში. სხდომა …

„არ არსებობს ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება“ – ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 იანვარს, სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში იმყოფება. ზუგდიდის ცენტრში, სადაც საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, მან მოსახლეობას მიმართა. „მოხარული ვარ, რომ ზუგდიდში იწყება, ასე ვთქვათ, ჩემი რეგიონული ტური. ეს ჩემთვის არის დიდი ბედნიერება და ეს არის ძალიან სწორი, ჩემი აზრით. ზუგდიდი არის ის ადგილი ბოლოს და ბოლოს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან. …

როგორ შეიძლება გაანეიტრალო „ოცნების“ შეთქმულების თეორიები – ომი გინდა, Deep State

„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები საზოგადოებაში მწვავე რეაქციას იწვევს. „ოცნების“ ლიდერები გამუდმებით ამახინჯებენ რეალობას, რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ ფართომასშტაბიან პროტესტს „მცირე ჯგუფის პროტესტად“ მოიხსენიებენ, ხოლო „ოცნების“ დამფუძნებლის და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირებას შეთქმულების თეორიით ხსნიან „გლობალური ომის პარტიის შესახებ“. „ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის ან ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც აშკარად ტყუილია და მარტივად შეიძლება …

დღეს ქობულეთში ევროპული მარში იგეგმება – „ქობულეთი იმსახურებს ევროპულ მომავალს“

დღეს, 11 იანვარს, ქობულეთში იგეგმება ევროპული მარში. მარშის მონაწილეები 17 საათზე შეიკრიბებიან ქობულეთის მერიასთან. თანაქალაქელებო, დროა, ჩვენი ხმა კვლავ გაიგონონ! ქობულეთი და მთელი საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს – თავისუფლებას, განვითარებას, ღირსეულსა და უკეთეს ცხოვრებას! ევროპული ღირებულებები ნიშნავს დაცულ უფლებებს, სამართლიანობასა და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ჩვენი შანსია, გავაძლიეროთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა, გავერთიანდეთ და …

საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომა ჩაიშალა – მოსამართლემ დარბაზი არ შეცვალა

დღეს, 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაიშალა საპროტესტო აქციების 8 მონაწილის სასამართლო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი. სასამართლო დარბაზი ვერ იტევდა დასწრების მსურველებს. დარბაზი გადაჭედილი იყო, გარეთ ადამიანები მოითხოვდნენ სხდომაზე დასწრების უფლებას და უფრო დიდ დარბაზში სხდომის გადატანას. „შეგვიშვით, შეგვიშვით!“ – სკანდირებდნენ დარბაზთან მოქალაქეები. ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი, ირაკლი მიმინოშვილი …

საპროტესტო აქციების 8 მონაწილის საქმე დღეს სასამართლოში განიხილება

დღეს, 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე 8 ადამიანის სასამართლო პროცესი. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, ხოლო პროკურორები ვაჟა თოდუა და გიორგი მუკბანიანი არიან. სასამართლო იხილავს შემდეგი დაკავებულების საქმეებს: თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 806 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 570] ტანკი – 9 751 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 20 271 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 21 817 ერთეული [+28] MLRS – 1 260 ერთეული [+0] …

ხანძარი იყო ბათუმში, რურუას ქუჩაზე

ხანძარი იყო დღეს, 10 იანვარს, საღამოს ბათუმში, რურუას ქუჩაზე. ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიანი კორპუსის ბინის სამზარეულოში. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მონობა ცუდად მთავრდება“ – ზურაბიშვილი მოსამართლეზე, რომელმაც 11 პირი პატიმრობაში დატოვა

„ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა, იცოდეთ, ცუდად თავდება! კაფკა როგორც ჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ“ – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი, დღეს 10 იანვარს, მოსამართლე ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 …

მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი – ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლოში

„მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და Deep State-ის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე ონისე მალადოი“ – ასე დაიწყო თავისი სიტყვა საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში. „თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არავისთვის არ არის მარტივი, არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ …

პესკოვი ამბობს, რომ პუტინი მზადაა ტრამპს წინაპირობების გარეშე შეხვდეს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ტრამპს პირობების გარეშე შეხვდეს და ამისთვის აშშ-ის პოლიტიკური ნებაა საჭირო. „პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღიაა კონტაქტისთვის საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტთან და მათ შორის დონალდ ტრამპთან. ამისთვის არ არის საჭირო არავითარი პირობები. საჭიროა ორმხრივი სურვილი და პოლიტიკური ნება პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისთვის“ …

ბრძოლა გაგრძელდება, სანამ საქართველო არ მიაღწევს ახალ არჩევნებს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოში ბრძოლა დემოკრატიისთვის გაგრძელდება ახალ არჩევნებამდე. „კვლავაც ერთგულად ვემსახურები ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ამჯერად ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს ორბელიანის საპრეზიდენტო სასახლის სულისკვეთებას. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება და გაგრძელდება მტკიცედ, სანამ საქართველო არ მიაღწევს ახალ არჩევნებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პირველი …

350 ლარი პენსიონერებს, 12 ათასი პარლამენტარებს – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა

„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ხელფასები გაიზარდა. პარლამენტარების ხელფასი 2025 წლიდან 6 340 ლარით გაიზარდა – პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600, პირველი მოადგილის 13 140 ლარი გახდა. მინისტრების ხელფასი 12 410 იქნება. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ახალი წლიდან 14 500 ლარს აიღებს ხელფასის სახით, მაშინ, როცა პენსია მხოლოდ 35 ლარით გაიზარდა. ცვლილებები არ შეხებია დევნილთა შემწეობას და ისევ …

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს მასთან შეხვედრა სურს

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაიწყო მზადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის. მედიის ცნობით, ტრამპმა ამის შესახებ რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, ფლორიდაში, 9 იანვარს. მან თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და ახლა ამ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. „მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვამზადებთ“, – თქვა ტრამპმა. მას მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 804 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 830] ტანკი – 9 741 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 20 253 ერთეული [+32] საარტილერიო სისტემა – 21 789 ერთეული [+24] MLRS – 1 260 ერთეული [+0] …

აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს დასასანქცირებელთა სია, მათ შორისაა რიჟვაძეც – „რადიო თავისუფლება“

რადიო „თავისუფლება“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. „თავისუფლების“ ცნობით,  სიაშია „ოცნებასთან“ დაკავშირებული 25 პირი, რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, …

სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო

საპროტესტო მოძრაობის ზუგდიდელი აქტივისტები აცხადებენ, რომ პრინციპულად არ ემორჩილებიან „ოცნების“ ახალ კანონს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს. 8 იანვარს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას პოლიციამ მეოთხედ შეუდგინა ოქმი ბალაკლავის [ქუდი, რომელიც სახეს ფარავს] ტარების გამო, ხოლო კერენ ესებუას – მეორედ. „დაახლოებით 7 საათისთვის მივედით აქციაზე ბალაკლავით. შევამჩნიე, რომ ერთ ჯგუფად იდგნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩემი …

ზაპოროჟიეში რუსეთის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 113 დაშავდა

8 იანვარს რუსეთის თავდასხმას უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთმა ორი КАБ-ით, მართვადი საჰაერო ბომბით დაბომბა ქალაქ ზაპოროჟიეს საცხოვრებელი უბნები. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, განადგურდა მრავალსართულიანი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ცნობებით დაბომბვის შედეგად 113 ადამიანი დაშავდა, მათგან 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზაპოროჟიეში დღევანდელი დღე, 9 იანვარი, გლოვის დღედ გამოცხადდა. უკრაინული მხარის ცნობით, მხოლოდ …

ბათუმის მერიამ მუსიკოსებს 464 000 ლარი გადაუხადა საახალწლო კონცერტებში – ვინ რა თანხა მიიღო

ბათუმის მერია 2025 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და მუსიკოსების ჰონორარებში ჯამში 772 ათას 978 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. აქედან მხოლოდ ჰონორარებში – 464 ათას ლარს. შესაბამისი ხელშეკრულებები კერძო პირებთან ბათუმის კულტურის ცენტრმა გააფორმა. საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე 7 იანვარს დასრულდა. 772 ათას 978 ლარის „გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ გადახდაზე შესათანხმებლად ბათუმის კულტურის ცენტრმა სახელმწიფო …

თბილისში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა გაიმართება

კვირას, 12 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისში, გაიმართება საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა. „12 იანვარს გიწვევთ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობაზე. შევიკრიბოთ 7 საათზე ფილარმონიასთან, თან ვიქონიოთ ფურცლები, რომელზეც ეწერება რეჟიმის მსხვერპლთა ვინაობა და რეპრესიის ზომა, მათი ფოტოები, ბანერები, დროშები. ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის დასრულების, სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გავმართოთ მსვლელობა პარლამენტამდე,“ – …

ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება – 3 ოპოზიციური კოალიციის მიმართვა ევროსაბჭოს

სამი ოპოზიციური კოალიცია, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს „საპარლამენტო” დელეგაციის უფლებამოსილება. უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს, რომლის ხელმომწერებიც არიან – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“: „ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 803 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430] ტანკი – 9 731 ერთეული [+17] ჯავშანტექნიკა – 20 221 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 21 765 ერთეული [+36] MLRS – 1 260 ერთეული [+0] …

პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა თბილისში რესტორანი გახსნა – შენობა უტა ივანიშვილს ეკუთვნის

თბილისში რესტორანს ხსნის რუსი რესტორატორისა და ბიზნესმენის, არკადი ნოვიკოვის კომპანია. ნოვიკოვი 2012 და 2018 წლებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ნოვიკოვის რესტორნების ქსელის, „сыроварня“-ს გვერდზე აღნიშნულია, რომ „თბილისი сыроварня მალე გაიხსნება“. გახსნის ზუსტი თარიღი მითითებული არ არის, თუმცა რუკაზე მონიშნულია ადგილი – თბილისი, თავისუფლების მოედნის 7 ნომერი. ამ ადგილას სასტუმრო „პარაგრაფი“ მდებარეობს, …

1921 წლის ოკუპაცია – არის მსგავსება ასი წლის წინანდელ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის?

რა კავშირია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციასა და დღევანდელ მოვლენებს შორის? – „ბათუმელების“ სტუდიაში საუბრობენ ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ტრაპაიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ნახეთ ვიდეო.

რას წერს აშშ-ში ყოფილი ელჩი ჯო უილსონის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე

2016 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, კონგრესმენი ჯო უილსონის მხარდაჭერით, რომელსაც ახლა პროპაგანდა ქვეყნის მტრად წარმოაჩენს, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ამერიკული ჯილდო “თავისუფლების მოკავშირე” და ამით გახდა პირველი ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც ამ სტატუსს ფლობს.სამხრეთ კაროლინაში მოქმედი „თავისუფლების ფონდის“ სახელით თავისუფლების მოკავშირე 2016 წელს ჯილდო საქართველოს მაშინდელ ელჩს არჩილ გეგეშიძეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადასცა. სწორედ ამ …

ირანში 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით – გაიზარდა ქალების სიკვდილით დასჯის შემთხვევები

გაეროს ცნობით, 2024 წელს ირანში სულ მცირე 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის 40 ადამიანი – მხოლოდ დეკემბრის ერთ კვირაში. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების უმრავლესობა უკავშირდება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს, მაგრამ ასევე, სიკვდილით დასაჯეს დისიდენტები და 2022 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები. გაერო აღნიშნავს, რომ ირანში გაიზარდა ქალების სიკვდილით …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 25 დეკემბრიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 8 იანვრის დღის პირველი საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების …

ივანიშვილი შიშით შეპყრობილია, მან შეიძლება დაკარგოს ფული და საფრანგეთის მოქალაქეობაც – ინტერვიუ

„ჩემი აზრით, ივანიშვილი შიშით შეპყრობილი ადამიანია. მისი გეგმა თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული. მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ მაკრონის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას ორმაგი მოქალაქეობა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე. მკვლევარი, ფსიქოლოგი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი და აქტივისტი, რომელსაც „ბათუმელები“ საპროტესტო აქციების დინამიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ესაუბრა. დავით, …

რუსეთის 7 რეგიონს უკრაინული დრონები დაესხა თავს – ქალაქ ენგელსში იწვის ნავთობის საწყობი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 8 იანვარს, ღამით, რუსეთის 7 რეგიონს უკრაინული დრონები დაესხა თავს. რუსული მხარის ცნობით, გასულ ღამეს სულ 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამჯერად უკრაინული დრონების სამიზნე იყო სარატოვის, კურსკის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კრასნოდარისა და ვოლგოგრადის ოლქები. ტელეგრამის რუსულ არხებზე წერენ, რომ აფეთქება მოხდა ქალაქ ენგელსში, სადაც დრონის აფეთქების შედეგად ნავთობის საწყობში ძლიერი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 801 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660] ტანკი – 9 714 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 20 205 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 21 729 ერთეული [+19] MLRS – 1 260 ერთეული [+0] …

ამ გაზის გამოყენება საქართველოს რეალობაში დაუშვებელია – ექიმი აქციებზე გაზით მოწამვლის შესახებ

„გაჟღერდა კოდირება იმ ჭურვების, რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ერთ-ერთ ლაკრიმატორთან, როგორიც არის, მაგალითად, CN – გაზი, ის დიდი ხანია გამოიყენება. CN – გაზი სხვადასხვა ქვეყანაშიც იყო გამოყენებული და მას აქვს ის გვერდითი მოვლენები, რასაც აღწერენ ჩვენი პაციენტები. CS – გაზი გამოიყენება 1928 წლიდან და ბოლო პერიოდში სიკვდილის შემთხვევებიც იყო …

აჭარაში მინისტრის მოადგილეების თანამდებობები დაამატეს და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატები დანიშნეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრები, რომლებიც „ოცნების“ გამსვლელ სიაში არ ჩაწერეს, სამინისტროებში მოადგილის თანამდებობებზე დანიშნეს. მანამდე აჭარის სამინისტროების დებულებაში ცვლილებები შეიტანეს და მეხუთე მოადგილის თანამდებობა დაამატეს. შესაბამის ცვლილებებს თორნიკე რიჟვაძემ გასული წლის ბოლოს მოაწერა ხელი. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ თანამდებობები უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ სიის გარეთ დარჩენილებისთვის შექმნეს, თუმცა ამას აჭარის მთავრობაში არ ადასტურებდნენ. მიუხედავად …

რაში დახარჯავს 7 მილიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტენდერის გარეშე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2025 წლის განმავლობაში ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით, სხვადასხვა მომსახურებას შეისყიდის – ჯამში 7 630 000 ლარად. სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული წესით განხორციელებაზე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი ბრძანება 2025 წლის 6 იანვარს გამოსცა. დეპარტამენტმა ამ გადაწყვეტილების შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა. მომსახურებები, რომლებსაც დეპარტამენტი უტენდეროდ შეისყიდის: „რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში …

მასწავლებელი პროგრამიდან ნაწარმოებების ამოღებაზე – „ოცნებისგან არ ველოდები არაფერს ეროვნულს“

რატომ ამოიღო განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიკოლონიალური აჯანყებები, ხაზგასმულია ქართველი ერის ბრძოლა თავისუფლებისთვის? „ბათუმელების“ სტუდიაში ამ თემაზე საუბრობენ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

Exit mobile version