შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ს., 1996 წელს დაბადებული გ.ნ. და 1995 წელს დაბადებული რ.პ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის …
Category Archives: სიახლეები
გვინდა ვკითხოთ მთავრობას, რა გააკეთეს? – უმუშევრად დარჩენილების აქცია ბათუმში
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ ამ დრომდე არ იციან, შედგება თუ არა ეს შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. „არჩევნებიდან გამომდინარე, დღეს არის ბოლო ვადა, როცა მთავრობას შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და გვაინტერესებს, რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, რა გააკეთეს – ამის საკითხავად მოვედით. ვითხოვთ თორნიკე …
Continue reading “გვინდა ვკითხოთ მთავრობას, რა გააკეთეს? – უმუშევრად დარჩენილების აქცია ბათუმში”
ვინ რამდენ ხელფასს მიიღებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში – რას უპირებენ განათლების სისტემას
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი, საბავშვო ბაღის, სკოლის მოსწავლის და სტუდენტის ვაუჩერული დაფინანსება. ყველა პარტია, მათ შორის ის, ვისაც უკვე აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია, განათლების სფეროს დაფინანსების მილიონობით ლარით ზრდაზე ლაპარაკობს. რამდენად რეალურია პარტიული დაპირებები და რატომ ჰგავს ხშირ შემთხვევაში მათი საარჩევნო გზავნილები ერთმანეთს? …
აჭარაში კასკადოვან ჩანჩქერებზე თოკით დაშვება იქნება შესაძლებელი [ფოტო]
ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. „ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის …
Continue reading “აჭარაში კასკადოვან ჩანჩქერებზე თოკით დაშვება იქნება შესაძლებელი [ფოტო]”
მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | ნაწილი მეორე | იდეალური ძარცვა
იაგო ხვიჩია 24 ოქტომბერი, 2020 წელი “გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან ბათუმში ბევრი მეგობარი მყავს, მათი და მათი ოჯახების დამსახურებით, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ჩემთვის ძალიან ახლობელია ეს ქალაქი. ბათუმში ჩამოსვლა, ყოველთვის ჩემი მეგობრების ნახვის სიხარულსა და მათთან გართობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტე ვიცოდი, რომ ამ ქალაქში თავს უცხოდ არ ვიგრძნობდი. არ ვიცი რა შედეგებით დამთავრდება არჩევნები, …
Continue reading “მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | ნაწილი მეორე | იდეალური ძარცვა”
პოლიციამ ერთი პირი დააკავა – ოჯახის დაყაჩაღების საქმე ხელვაჩაურში
ხელვაჩაურში პოლიციამ დააკავა დღეს მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პირი – ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. 25 ოქტომბერს, გამთენიისას, ხელვაჩაურში მცხოვრებ ოჯახს დაესხნენ თავს, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით. მძარცველებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს და ოჯახის წევრს, შუა ხნის კაცს სცემეს. იგი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი თავდასხმასა და დაყაჩაღებაზე საუბრობს, გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის …
Continue reading “პოლიციამ ერთი პირი დააკავა – ოჯახის დაყაჩაღების საქმე ხელვაჩაურში”
სოციალურად დაუცველი ბავშვები ვერ დაგველოდებიან, მათ სახელმწიფო უნდა მიეშველოს – ანა ნაცვლიშვილი
როგორ მოახერხებს „ლელო“ სიღარიბის დაძლევას, რა ვადაში იგრძნობს ცვლილებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი ამ პარტიის „მარშალის გეგმის“ ამუშავების შემთხვევაში? – კითხვებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს. ქალბატონო ანა, რა ვადაში და როგორ შეეხება „მარშალის გეგმა“ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ თითოეულ ოჯახს, რომელსაც ყოველ დღეს აქვს საკვების პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ღირსეულ ცხოვრებაზე? ამ …
ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაში მონაწილე დამნაშავის ვინაობა დადგენილია – შსს
შს სამინისტრო ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარი “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ …
Continue reading “ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაში მონაწილე დამნაშავის ვინაობა დადგენილია – შსს”
აჭარაში 75 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 25 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა
25 ოქტომბრის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში 714 ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. აჭარაში 75 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 25 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. დღეის მონაცემებით, აჭარაში 1247 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, 10245 ადამიანი კი რეგიონში თვითიზოლაციაშია. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, დღეს აჭარაში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეს ბათუმის #1 პოლიკლინიკაში კოვიდზე უფასო ტესტირება იქნება შესაძლებელი
აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დღეს, 25 ოქტომბერს, 15-დან 19 საათამდე ბათუმის N1 პოლიკლინიკა მიიღებს მოქალაქეებს კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის. „ვისაც აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, გთხოვთ მიმართოთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ბათუმის #1 პოლიკლინიკა ტბელ აბუსერიძის ქუჩის N2-ში მდებარეობს, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. დღეს აჭარაში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ხელვაჩაურში ოჯახს დაესხნენ თავს – გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო
25 ოქტომბერს, გამთენიიისას, ხელვაჩაურში მცხოვრებ ოჯახს დაესხნენ თავს, სავარაუდოდ, გაძარცვის მიზნით. მძარცველებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს და ოჯახის წევრი, შუა ხნის კაცს სცემეს, რომელსაც ამ დროს გაეღვიძა. იგი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი თავდასხმაზე საუბრობს, გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. სამინისტროში გვითხრეს, რომ სამართალდამცავები საქმეზე ჯერ ისევ …
Continue reading “ხელვაჩაურში ოჯახს დაესხნენ თავს – გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო”
„პროგრესელი“ გოგო ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია
თინეიჯერი მოჭადრაკე, რომელმაც ახლახანს 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო, დეა ბედოშვილია. დეა 6 წლის ასაკიდან თამაშობს ჭადრაკს. აჭარის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორია. საქართველოს სახელით მონაწილეობა მიუღია, როგორც მსოფლიო მასშტაბის, ასევე ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებზე. “ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია. მას როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მომზადება სჭირდება და შრომა, ძალიან …
Continue reading “„პროგრესელი“ გოგო ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია”
საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეთა ამ ზონებში/ზონებიდან ტრანსპორტირებისთვის და სხვადასხვა მომსახურებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სასტუმროებთან და კერძო კომპანიებთან ჯამში 67 343 203 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. თანხას კი, გაწეული მომსახურების მიხედვით უხდის. კოვიდსასტუმროების შემთხვევაშიც ხელშეკრულებებს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია აფორმებს. 9 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების მოწყობაზე 88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები მთლიანობაში 25 975 …
Continue reading “საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა”
ბათუმში 3 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით
25 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 90 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 12 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი, კონვერსიული აშლილობა“. ამავე კლინიკაში გუშინ საღამოს გარდაიცვალა 66 წლის ქალი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, დიალეზდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი“. ასევე გუშინ, ბათუმის …
თბილი, მზიანი ოქტომბერი ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ოქტომბრის 21 საათიდან 26 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 – …
Continue reading “თბილი, მზიანი ოქტომბერი ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა აჭარაში – 25 ოქტომბრის მონაცემები
25 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი.
საქართველოში კოვიდის 1928 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა
25 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი და გამოჯანმრთელდა –604. დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 28431 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 10767. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 201 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 4112 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3766, კოვიდსასტუმროში კი – 2268.
მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის სახელით კოვიდის წამალს სთავაზობენ – გაფრთხილება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული პირები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და სთავაზობენ პრეპატარს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის. „გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას“-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. …
Continue reading “მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის სახელით კოვიდის წამალს სთავაზობენ – გაფრთხილება”
აჭარის მთავრობა ზღვის პირას მიწის ნაკვეთს ყიდის
აჭარის მთავრობა ზღვის პირზე, ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე 11 235 კვ.მ. მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. აუქციონი 5 ნოემბერს უნდა დასრულდეს. ქონების საწყისი ფასი 5 მილიონ 450 000 ლარია, ბიჯი 150 000 ლარი. აუქციონის მთავარი პირობა გასაყიდ ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაა, ზღვაზე გასასვლელი ბილიკით. კომპლექსში განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან სარეაბილიტაციო …
Continue reading “აჭარის მთავრობა ზღვის პირას მიწის ნაკვეთს ყიდის”
„ოცნებამ“ საარჩევნო რეკლამაში 8 მილიონი ლარი დახარჯა
„ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 10 მილიონი ლარი მიიღო მიიღო, აქედან 8 მილიონი წინასაარჩევნო რეკლამაში დახარჯა, ხოლო 39 888 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის გადაუხდია – ეს ინფორმაცია სახელწიფო აუდიტის შუალედურ ანგარიშშია მოცემული, რომელიც 12 ოქტომბრის ჩათვლით მონაცემებს მოიცავს. ექვსმა პარტიამ, ჯამში, რეკლამისთვის უკვე 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა საარჩევნოდ. სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად სამშენებლო კომპანიები სწირავენ, შემდეგ …
Continue reading “„ოცნებამ“ საარჩევნო რეკლამაში 8 მილიონი ლარი დახარჯა”
ანზორ ბოლქვაძე ეკომიგრამტებზე: როგორ არ მომხდარა რეაგირება, ღმერთი ზეიდან იყურება
წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია -მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. რას აპირებს „ქართული ოცნება“? კითხვებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში …
Continue reading “ანზორ ბოლქვაძე ეკომიგრამტებზე: როგორ არ მომხდარა რეაგირება, ღმერთი ზეიდან იყურება”
ომბუდსმენმა ნათია ზოიძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა – საია
საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს აჭარის ტელევიზიის დირექტორის ყოფილ მოადგილის, ჟურნალისტ ნათია ზოიძის საქმესთან დაკავშირებით. ორგანიზაციის განცხადებით, სახალხო დამცველმა ჟურნალისტის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საიას განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, ნათია ზოიძის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას ზოგადი წინადადებით მიმართა და გამოძიების ეფექტიანად ჩატარებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის უფლებებს საია იცავს. ნათია ზოიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავდაპირველად …
„ოცნების“ სააგიტაციო მასალა ბათუმის ორ საარჩევნო უბანზე -„ლელო“ რეაგრებას ითხოვს
„ლელოს“ წევრებმა ბათუმის #მე-10 და #53-ე საარჩევნო უბნებზე „ოცნების“ სააგიტაციო მასალა დააფიქსირეს. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში ივანე ფირცხალაიშვილმა და ალექსანდრე მილორავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განმარტებით, „ეს ფაქტი გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ და ცენტრალური საარჩევნო კომისია ტანდემში მოქმედებენ.“ პარტიის წევრების თქმით, ორივე საარჩევნო უბანი ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის შენობაში ისეთ ადგილზეა განთავსებული, სადაც დაინტერესებული …
Continue reading “„ოცნების“ სააგიტაციო მასალა ბათუმის ორ საარჩევნო უბანზე -„ლელო“ რეაგრებას ითხოვს”
77 000 ბავშვი შიმშილობს – 5 პარტიის გეგმა შემდეგ 4 წელში
სიღარიბე ერთადერთი გამოწვევაა, რომლის უარყოფას, შეფუთვას, შელამაზების მცდელობას, აზრი არ აქვს და ამის გააზრება იმ პოლიტიკურმა გუნდმაც მოახერხა, რომელიც რვა წელია ქვეყანას მართავს. ის ამავე დროს გვარწმუნებს, რომ ბევრ ისეთ წარმატებას მიაღწია, რაზეც ვერ ვიოცნებებდით, ის რომ არ აგვერჩია. იუნისეფის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 77 000 ბავშვი დიდი ხანია თითებზე აღარ ითვლის დღეებს, როცა მშიერმა დაიძინა. …
Continue reading “77 000 ბავშვი შიმშილობს – 5 პარტიის გეგმა შემდეგ 4 წელში”
ცივად დაწურული წვენი ორგანული ბაღებიდან – ბათუმში “Georgia`s Natural“-ის მაღაზია გაიხსნა
ბათუმის „შავი ზღვის მოლში“ კომპანია „AromaProduct”-ისა და მისი შვილობილი კომპანია “Georgia`s Natural“-ის მიერ წარმოებული ორგანული, 100%-ით სუფთა პროდუქტების მაღაზია გაიხსნა. კომპანია “Georgia`s Natural“-ი ცივი დაწურვის მეთოდით ამზადებს თავისი ბიომეურნეობიდან ხილისა და ბოსტნეულის სუფთა წვენს შაქრის, წყლისა და დანამატების გარეშე. ამზადებენ ასევე სოუსებს, კონსერვებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, გაყინულ ხილს. საქართველოში „AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ს 7 მაღაზია აქვს, მათ …
ვინ იხეირებს ფარნავაზ მეფის 69-ში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნით
„შენობას არ გააჩნია არანაირი ღირებულება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით“, – ასეთი არგუმენტით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ფარნავაზ მეფის #69-ში ერთსართულიან საცხოვრებელს სახლს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ამ მისამართზე წლების წინ ძველი სახლი დაანგრიეს და ახალი ააშენეს. „ბათუმელებმა“ კი გამოარკვია, რომ ეს ასე არ არის და სახლის ძველი, აგურით ნაშენი კედლები, უბრალოდ, ბათქაშითაა …
Continue reading “ვინ იხეირებს ფარნავაზ მეფის 69-ში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნით”
ცესკო: 3 725 საარჩევნო უბნისთვის 7 102 600 ბიულეტენი იბეჭდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენები 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის იბეჭდება. საერთო ჯამში, თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის …
Continue reading “ცესკო: 3 725 საარჩევნო უბნისთვის 7 102 600 ბიულეტენი იბეჭდება”
ვის იცავს და როგორ საია აჭარაში – 25 წელი დემოკრატიისთვის
„წინ უნდა წავსულიყავით ამდენი რეფორმის ფონზე, მაგრამ ჩვენი საქმეებიდანაც ჩანს, რომ ისევ ჭიანურდება გამოძიება, ისევ პრობლემებია… ფაქტობრივად ნათელი წერტილისკენ ჯერ ვერაფერი შეიცვალა მართლმსაჯულებაში,“ – მიიჩნევს იურისტი პაატა დიასამიძე. ის უკვე ერთი წელია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. საია აჭარაში კი ზუსტად 25 წლისაა. რა ჩანს 25-წლიანი უფლებადამცველი საქმიანობიდან, შეიცვალა თუ ვერა რეგიონში არსებული საქმეების …
Continue reading “ვის იცავს და როგორ საია აჭარაში – 25 წელი დემოკრატიისთვის”
2,1 მილიონი ლარი ბათუმის გენგეგმისთვის – მერიის კონკურსი
ბათუმის მერიამ ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 118 ათას 644 ლარია [დღგ-ს გარეშე]. კონკურსის პირობის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია – ქალაქ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დაგეგმვა და სათანადო შედეგების მიწოდება შუალედური და …
Continue reading “2,1 მილიონი ლარი ბათუმის გენგეგმისთვის – მერიის კონკურსი”
ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან
24 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან 1 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით „78 წლის ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 30 სექტემბერს და გარდაიცვალა 23 ოქტომბერს. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“. 24 ოქტომბრის დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში სულ 10 პაციენტი გარდაიცვალა, ამასთან დაფიქსირდა ვირუსის 1 941 …
Continue reading “ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან”
ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 80 ხანდაზმული კოვიდისგან განიკურნა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პატრონაჟის ქვეშ არსებულ ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 80 ბინადარი კორონავირუსისგან განიკურნა. თავშესაფრის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის ინფორმაციით, ისინი თავს კარგად გრძნობენ. დეკანოზისავე ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის თავშესაფრის 10 ბინადარი, მათგან არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის, ზოგიერთი კი უსიმპტომოა. უსიმპტომო პაციენტები კოვიდსასტუმროში არიან გადაყვანილები, ხოლო ისინი, ვისაც ტემპერატურა …
Continue reading “ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 80 ხანდაზმული კოვიდისგან განიკურნა”
კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა აჭარაში – 24 ოქტომბრის მონაცემები
ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით აჭარაში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 247 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი. საერთო ჯამში დღეს ქვეყანაში 24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 412 პირი – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს გამოვლენილი …
Continue reading “კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა აჭარაში – 24 ოქტომბრის მონაცემები”
ბათუმი, პარიზის კომუნის ქუჩა | ცოტნე ცხვედიანი | პირველი ნაწილი
ავტორი: ცოტნე ცხვედიანი, მწერალი ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს წინა და ახალი მთავრობა ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. მათ ერთი იდეოლოგია აქვთ, თუმცა ამ საკითხს უფრო თუ არ დავაზუსტებთ, შესაძლოა, ეს უბრალოდ უიმედო ადამიანის ნათქვამს ჰგავდეს. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ ნეოლიბერალური პოლიტიკა, გაჰყვა მას და ახალ სიღრმეს მიაღწია. ფსკერისკენ სვლა …
Continue reading “ბათუმი, პარიზის კომუნის ქუჩა | ცოტნე ცხვედიანი | პირველი ნაწილი”
საქართველოში კოვიდის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი
24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი და გამოჯანმრთელდა – 412. ამ დროისთვის: სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3 571 კოვიდ სასტუმროში მკურნალობს – 2 293 ბინაზე მკურნალობს – 10 257 პაციენტი აქედან, 427 მძიმე პაციენტია; ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 97 პირი. კარანტინში იმყოფება …
Continue reading “საქართველოში კოვიდის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი”
ბიზნესმენის ოჯახს ხელ-ფეხი შეუკრეს და დააბეს – ყაჩაღობა წალკაში
რამდენიმე საათის წინ წალკაში ბიზნესმენ ჯონ ედვარ ფადნის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და ოჯახიდან ავტომანქანა, ფული, კომპიუტერი და ტელეფონები წაიღეს. დაზარალებულების ოჯახში იმყოფება წალკის მერის წარმომადგენელი ბედიანის თემში ზვიად ხაფავა, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ადგილზე ამ წუთებში [23:3] პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ. „ორი ადამიანი იყო და ჰქონდათ ერთი იარაღი. …
Continue reading “ბიზნესმენის ოჯახს ხელ-ფეხი შეუკრეს და დააბეს – ყაჩაღობა წალკაში”
ზაფხულიდან გეგმავდნენ, როგორ შეექმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო ჩვენთვის – სტუდენტი ვენიდან
27 წლის მამუკა ხითარაშვილმა ვენის უნივერსიტეტში სწავლა 2020 წლის ზამთრის სემესტრში დაიწყო. თეოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზეა. კორონავირუსის პანდემიის პირველ ტალღას ის სწორედ ვენაში შეხვდა. 2 თვე იოანე დამასკელის სახელობის თეოლოგიურ სახლში იყო გამოკეტილი 5 სტუდენტთან ერთად. კარანტინის რთული დღეები მათთან ურთიერთობამ, ურთიერთდახმარებამ გადაატანინა. ამბობს, რომ ჩაკეტილობის ეს დრო გერმანული ენის დასახვეწადაც გამოიყენა და …