მთავარი,სიახლეები

ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაში მონაწილე დამნაშავის ვინაობა დადგენილია – შსს

25.10.2020 • 1423
ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაში მონაწილე დამნაშავის ვინაობა დადგენილია – შსს

შს სამინისტრო ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარი “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს“ – ვკითხულობთ შს სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: