მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

24.10.2020 • 1251
საქართველოში კოვიდის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი და გამოჯანმრთელდა – 412.

ამ დროისთვის:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3 571
  • კოვიდ სასტუმროში მკურნალობს – 2 293
  • ბინაზე მკურნალობს – 10 257 პაციენტი

აქედან, 427 მძიმე პაციენტია; ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 97 პირი.

  • კარანტინში იმყოფება – 4 180
  • თვითიზოლაციაში – 28 069

მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, გამოვლენილი 1 941 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 1034 შემთხვევა,
  • აჭარა – 320,
  • იმერეთი – 258,
  • ქვემო ქართლი – 107,
  • შიდა ქართლი – 68,
  • გურია – 12,
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 49,
  • კახეთი – 37,
  • მცხეთა-მთიანეთი – 36,
  • სამცხე-ჯავახეთი – 18,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

stopcov.ge-ს 24 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 26 503 -მდე გაიზარდა; მათ შორის გამოჯანმრთელდა სულ 10 163 და გარდაიცვალა 193 პაციენტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: