მთავარი,სიახლეები

გვინდა ვკითხოთ მთავრობას, რა გააკეთეს? – უმუშევრად დარჩენილების აქცია ბათუმში

25.10.2020
გვინდა ვკითხოთ მთავრობას, რა გააკეთეს? – უმუშევრად დარჩენილების აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ ამ დრომდე არ იციან, შედგება თუ არა ეს შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან.

„არჩევნებიდან გამომდინარე, დღეს არის ბოლო ვადა, როცა მთავრობას შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და გვაინტერესებს, რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, რა გააკეთეს – ამის საკითხავად მოვედით. ვითხოვთ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის, ველოდებით შესასვლელში. ადგილზეა პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც იცავენ მთავრობის სახლს. ვდგევართ პოლიციელებთან ერთად,“ – გვითხრა აქციის მონაწილემ, გიორგი გორგილაძემ.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია 6 ოქტომბერს დაიწყეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ:

  • საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0%-ით
  • გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტის ჩამოწერას
  • სახელმწიფოსგან დაწესებული საკომპენსაციო თანხის გაზრდას და კომპენსაციის გადახდის ვადის გაგრძელებას
  • ქირით მცხოვრებთა დახმარებას
  • საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას
  • საზღვრების გახსნას

ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ. 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: