მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა აჭარაში – 24 ოქტომბრის მონაცემები

24.10.2020
კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა აჭარაში – 24 ოქტომბრის მონაცემები

ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით აჭარაში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 247 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი.

საერთო ჯამში დღეს ქვეყანაში 24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  ხოლო გამოჯანმრთელდა 412 პირი – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს გამოვლენილი 1941 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 1034, აჭარაში – 320;

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121, აქედან 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 762, აჭარაში – 686,  მძიმე პაციენტია 427, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 77.

საკარანტინე სივრცეში იყოფება 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 849, აჭარაში-2 183;

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი. მათ შორის: თბილისში – 3 758, აჭარაში – 11 764.

ამ თემაზე:

საქართველოში კოვიდის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.