ცნობილი კინორეჟისორები მოსწავლეებს ონლაინლექციებს ჩაუტარებენ

29 ოქტომბრიდან დისტანციური განათლების ფარგლებში ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები კინოს შესახებ მოისმენენ გაკვეთილებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. „პროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ყველა სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ექნება, დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს  წარმომადგენლებს, …

კორონავირუსით დაინფიცირების 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა. stopgov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა – 2197, გარდაიცვალა – 15. კორონავირუსით ამ დრომდე ქვეყანაში სულ 253 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინშია – 3757 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3847, კოვიდსასტუმროში – 2238. 

ცენტრალური ონლაინკლინიკა ოჯახის ექიმებით და სტუდენტებით დაკომპლექტდება – COVID19

მთავრობის 27 ოქტომბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება. „ონლაინკლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ“, – აღნიშნულია დადგენილებაში. ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და მართვის …

ოქტომბრის ბოლო დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 – …

ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონა

საინტერესოა, შენ რა წარმოგიდგენია, როცა ბინის დაზღვევაზე ფიქრობ? ალბათ, გონებაში პირველად ყველაზე ხშირად მომხდარი და მრავალჯერ გამეორებული წყლის ჩამოსვლა გაგახსენდება. სავარაუდოდ, ისიც კარგად იცი, ბინის დაზღვევა ხანძარს, ყაჩაღობას, გათბობის სისტემების, ელექტრო თუ სხვა შიდა გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლას და სტიქიურ მოვლენებსაც რომ ფარავს. თუმცა, თიბისი დაზღვევა სვამს კითხვას – იცი თუ არა, ზემოთ აღნიშნული შემთხვევების დადგომისას …

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გახსნეს

დღეს, 27 ოქტომბერს, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად 141 მილიონი ლარი დაიხარჯა. სტადიონის გახსნას პანდემიის გამო ფეხბურთის გულშემატკივარი არ დასწრებია. მაშინ, როცა სტადიონის გახსნის ცერემონია მიმდინარეობდა, სტადიონის წინ შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები. ისინი პრემიერ გახარიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ალტერნატივას”  …

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად 26 307 პირი დარეგისტრირდა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ბიზნესიდეა 26 307-მა პირმა წარადგინა. ეს იმ პროექტების რაოდენობას 4-ჯერ და მეტად აღემატება, რაც 4 წლის განმავლობაში მთლიანად დაფინანსდა [2015-18 წლებში დაფინანსდა სულ 6 212  პროექტი]. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ „პროგრამაში მონაწილეობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გააგზავნა განაცხადები“. მაგალითად, აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან …

ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტილი მონაკვეთი იანვრამდე არ გაიხსნება

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის ერთი ზოლი რამდენიმე დღეა ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. გადაკეტილია ქუჩის სავალი ნაწილი „კარფურსა“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის მონაკვეთში. ორმხრივი მოძრაობაა გზის სავალი ნაწილის მეორე ზოლში, რის გამოც აქ მუდმივად საცობია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე არაერთი მონაკვეთია გადაკეტილი. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს, „სამუშაოების დასრულების ვადა ორი თვეა, თუმცა, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს …

ქართული ფილმი „მარქსის ქუჩა #12″ ევროპული კინოდაჯილდოების კანდიდატია

ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მარქსის ქუჩა #12“ ევროპული კინოდაჯილდოების 2020 წლის  კანდიდატია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში. ფილმი ირინე ჟორდანიას პირველი, დამოუკიდებელი კინოპროექტია, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც თავადაა. წელს ამავე კინოდაჯილდოებაზე  ლევან გელბახიანიცაა წარდგენილი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] შესრულებული მთავარი როლისთვის. ირინე გელბახიანის მოკლემეტრაჟიანი, 15-წუთიანი ფილმი დაკარგულ სახლზეა. ქალი …

ულიმიტო ინტერნეტი 19 ლარად და სხვა პაკეტები – სილქფესტის აქცია

28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი – 5 ლარად 3 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 4 ლარად …

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

დღეს, 27 ოქტომბერს, ჩაქვში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა დაანონსდა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. „მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც …

დიახ, კოვიდით მეორედ ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ რამდენ ხანში?

დადასტურებულია, რომ კოვიდ19-ით ინფიცირება ხელმეორედაც შესაძლებელია. რეინფიცირების პირველი შემთხვევა აგვისტოში, ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს, როცა 33 წლის გამოჯანმრთელებულ კაცს კორონავირუსი ოთხ თვენახევრის (18 კვირაში) შემდეგ მეორედ შეეყარა. ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით რეინფიცირების ათამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, კორონავირუსის (SARS-CoV-2) ინფექციით გამომუშავებული დამცავი იმუნიტეტის ხარისხი და ხანგრძლივობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების უმრავლესობასთან რეინფიცირების …

როცა ეს ვკითხეთ, პარტიების წარმომადგენლებმა თავები დახარეს – შშმ თემი საარჩევნო პროგრამებში

რა ადგილი უკავია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვის როგორ ესმის მათი უფლებები და რა რჩება ძირითად გამოწვევად ამ სფეროში? თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ნინო ჩხაიძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურად არის ჩართული შშმ პირების გარემოსთან ადაპტაციის გაზრდის პროექტებში და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა შეხვედრას, რომელიც მათი უფლებების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ნინო, …

,,პროკრუსტეს სარეცელი“ – ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად,  პროკრუსტე იყო ავაზაკი, რომელიც   შეპყრობილ მგზავრებს ერთ საწოლზე აწვენდა. თუ შეპყრობილი ლოგინის სიგრძეზე მეტი აღმოჩნდებოდა, ზედმეტ ნაწილს წააჭრიდა, მოკლეს კი – საწოლის ზომაზე გაჭიმავდა. საბჭოთა ადამიანის – ადამიანის ახალი ტიპის ფორმირებაზე მთელი სისტემა მუშაობდა. იმთავითვე ტერორის ძალით, ხოლო მოგვიანებით იდეოლოგიის ძალით …

სააკაშვილის sms-ი საჯარო მოხელეებს – სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ

არჩევნებამდე 4 დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქალაქეებს sms შეტყობინება მისდით. სატელეფონო შეტყობინების მიხედვით, საჯარო მოხელეებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰპირდება, რომ არჩევანის გამო ისინი სამსახურს არ დაკარგავენ. „ძვირფასო საჯარო მოხელეებო, პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი არჩევანის გამო სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ. მ. სააკაშვილი,“ – ამ შინაარსის შეტყობინებას იღებენ მოქალაქეები.

ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა

ბათუმის ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა. ახალმა განათებამ ბილიკები, იაპონური სტილის ხიდი და ხე-მცენარეები ღამის საათებში კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა, რის გამოც აქ ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლეა.

არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ბრძანება კოვიდპაციენტებისთვის 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, ის პირები, რომლებიც 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დატოვებენ სამკურნალო დაწესებულებას ან ამოეწურებათ კარანტინში ყოფნის ვადა, აიღებენ ოფიციალურ ცნობას კლინიკის/სასტუმროს დატოვების შესახებ. ამ ცნობით მათ ექნებათ უფლება შესაბამის საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა. „ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო სტაციონარში ან საკარანტინო სივრცეში …

აჭარაში 8 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით 24 საათში

27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში 8 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 65 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმული – 82 წლის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 79 წლის კაცი, რომელსაც 13 ოქტომბრიდან კლინიკაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“. დღეს, 27 ოქტომბერს, გარდაიცვალა 82 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს დღეს ოფიციალურად გახსნიან

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს დღეს, 27 ოქტომბერს, ოფიციალურად გახსნიან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის სტადიონის გახსნილად გამოცხადების ღონისძიება დღეს, საღამოს 7 საათზე გაიმართება. ბათუმში საფეხბურთო სტადიონის გახსნა 12 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გახსნა გადაიდო. ამავე დღეს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა გამართულიყო. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში კვლავ რთულია. 27 …

დღეს აჭარაში კოვიდის 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სულ საქართველოში დღეს კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 23 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში.

კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 23

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების საერთო მაჩვენებელი 32 127-მდე გაიზარდა. stopgov.ge-ის 2020 წლის 27 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა – 1 262 , გარდაიცვალა – 23. კარანტინშია – 3 769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 3 832, კოვიდსასტუმროში კი – 2 249 პირი. 

საწარმოებს ჰაერის დაბინძურებისთვის 20-80 ათასი ლარით დააჯარიმებენ

საქართველოში მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მსხვილ საწარმოებს ობიექტებზე მტვრის შემაკავებელი თანამედროვე ფილტრაციის სისტემების დაყენებას და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგს ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოები 20 000-დან 80 000-მდე ლარით დაჯარიმდებიან ან პრობლემის აღმოფხვრამდე – შეაჩერებენ მუშაობას. აქამდე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური …

თვითიზოლაციაში საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი

თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის დღის 2 საათის ნაცვლად, 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე გადაიწია. ინფორმაცია ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. სპეცსიაში შეყვანილ ამომრჩეველს სპეცჯგუფი საარჩევნო ყუთს თვითიზოლაციის მისამართზე მიუტანს. შესაბამისად, საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შეუძლიათ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ნომერზე +995 32 251 00 51; შიდა ნომერი „0“ …

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს 

26 ოქტომბრიდან Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში iPad და iPhone შეძენისას, მომხმარებლები სილქნეტისგან საჩუქრად მიიღებენ მობილური ინტერნეტის ერთწლიან პაკეტს. ერთობლივ აქციაში Apple-ის მოდელებზე ყოველთვიურად შემდეგი პაკეტები გააქტიურდება: ყოველთვიური 10 გბ ინტერნეტი საჩუქრად iPad 7th Generation iPad mini iPad air მეტი ულიმიტო 25 ლარიანი საჩუქრად iPhone 11 iPhone 11 pro iPhone 11 pro max ყოველთვიური 20 …

ფუკუშიმას რეაქტორის წყალმა შეიძლება ადამიანის დნმ დააზიანოს – გრინფისი

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „გრინფისი“ აცხადებს, რომ იაპონიის ფუკუშიმას რეაქტორის ყველაზე მძიმე ბირთვული კატასტროფიდან ცხრა წლის შემდეგ წყალი, რომელსაც ცუნამისგან დაზიანებული რეაქტორის გასაცივებლად იყენებენ, შესაძლოა „წყნარ ოკეანეში გაათავისუფლონ“, რადგან საცავის სივრცე იწურება. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს წყალთან დაკავშირებით, რომელშიც არსებობს ნახშირბად 14-ის “საშიში” დონე. ხელისუფლებამ, მათ შორის, ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ერთადერთი გამოსავალი …

დამყარდეს მშვიდობა – სომხური დიასპორის აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა 25 ოქტომბერს აქცია გამართეს სომხეთის საკონსულოსთან. აქცია ბოლო თვეში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებოდა. „ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, მალე დამყარდეს მშვიდობა და შეჩერდეს აზერბაიჯანულ-თურქული აგრესია ყარაბაღის მოსახლეობაზე,“  – ამბობს არტურ ოგანესიანი, აჭარის სომეხთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი. აქციის ორგანიზატორი აჭარის სომხური დიასპორა იყო.   27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო …

491 ლარის კომპენსაცია ყოფილ ვიცე-მერს და ბიზნესმენ ბაგრატ მანველიძეს მთავრობისგან 

სტიქიით დაზარალებულმა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა და დღეს უკვე ბიზნესმენმა ბაგრატ მანველიძემ მთავრობისგან კომპენსაცია მიიღო – 491 ლარი და 30 თეთრი. საუბარია 2020 წლის ივნისში მოსულ სეტყვაზე, რამაც ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები დააზიანა. დაზარალებულთა სიაშია ბაგრატ მანველიძეც – ქედა, სოფელი ხარაულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა 490 ოჯახის დასახმარებლად …

აჭარაში კოვიდპაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს 24 სპეცუბანი მოემსახურება 

კოვიდპაციენტთა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით აჭარაში 24 საარჩევნო უბანია შექმნილი, აქედან ბათუმში – 16, ქობულეთში – 4, და თითო-თითო უბანი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. კლინიკებში, კოვიდსასტუმროებში და ბინაზე მყოფ პაციენტებს, ასევე კარანტინში მყოფ პირებს სპეცსიაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ავტომატურად შეიყვანს შესაბამისი უწყებებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით. აღნიშნული საარჩევნო უბნებიდან სპეცჯგუფები 31 ოქტომბერს …

Ajara TV-ის თანამშრომლების შესაძლო დევნაზე ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა – დაიწყოს გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ შესაძლო დევნის ფაქტებზე. „საქმის გარემოებების შესწავლით გაირკვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაუსაბუთებლად ან ფაქტობრივად არასწორი დასაბუთებით ხდებოდა კონკრეტული თანამშრომლებისთვის ფუნქციების ცალმხრივად შეცვლა, დისციპლინური …

ვფიქრობთ, პიკი იქნება ნოემბრის მეორე-მესამე კვირას – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური ზრდა გაგრძელდება და პანდემიის პიკი საქართველოში, სავარაუდოდ, ნოემბერში დადგება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს, 26 ოქტომბერს, განაცხადა საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე. „რომ შევაჯამო, ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, პროგნოზირების სხვადასხვა მოდელების გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ვფიქრობთ, რომ პიკი …

ბათუმში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

26 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს. „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი და ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიდურების ათეროსკლეროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა,“ – აღნიშნულია დიაგნოზში. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 86 წლის ქალი, რომელიც 21 ოქტომბერს შეიყვანეს კლინიკაში. დიაგნოზი: „ორმხრივი …

ბოლო კვირაა კოვიდი სიკვდილის გამომწვევი მესამე მიზეზია ევროპაში – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსი სიკვდილის გამომწვევი მესამე მიზეზია. „ყოველკვირეულ სიკვდილიანობას ანგარიშობენ და კოვიდი გახდა უკვე გულის იშემიური დაავადების და ინსულტის შემდეგ სიკვდილიანობის მესამე მიზეზი ბოლო კვირის განმავლობაში. კორონავირუსმა ერთი კვირის განმავლობაში გადაასწრო სიკვდილიანობით სიმსივნეებს, ალცჰეიმერს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და სხვა“, …

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ექიმებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან – ჩხენკელი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის, რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის მენეჯმენტში და დაეხმარებიან ექიმებს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში იქნება იმ უფროსკურსელების ბაზა, რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი და მზად არიან, დაეხმარონ ექიმებს. ჩხენკელის თქმით, სტუდენტების მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი და …

აჭარაში კოვიდის 296 შემთხვევა დადასტურდა

26 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 296  ახალი შემთხვევა დადასტურდა. 657 პაციენტს აჭარაში კორონავირუსზე კოვიდკლინიკებში მკურნალობენ, 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 23 პირი. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.  

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 1872 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 603, გარდაიცვალა – 14. კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია – 30 303 კარანტინშია – 3769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3832, ხოლო კოვიდსასტუმროში 2249 პირი მკურნალობს. 

უცხოელების ოჯახის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. და 1992 წელს დაბადებული ი.კ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთის მოქალაქის – პ.ქ.-ის და ავსტრალიის მოქალაქის – ჯ.ფ.-ის სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს, …

Exit mobile version