მთავარი,სიახლეები

აჭარაში 75 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 25 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა

25.10.2020 • 1475
აჭარაში 75 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 25 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა

25 ოქტომბრის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში 714 ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. აჭარაში 75 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 25 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

დღეის მონაცემებით, აჭარაში 1247 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, 10245 ადამიანი კი რეგიონში თვითიზოლაციაშია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, დღეს აჭარაში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: