ბათუმში თურქეთს ახალი გენერალური კონსული ჰყავს. რიზა ქაღან ილმაზი გენერალური კონსულის პოსტს მომდევნო სამი წლით დაიკავებს. ის უკვე ბათუმშია და შეხვედრებს მართავს. ახალი გენერალური კონსული ოფიციალურად პოსტზე 7 ოქტომბერს დაინიშნა. რიზა ქაღან ილმაზმა ამ პოსტზე მაქბულე ქოჩაკი შეცვალა. ამავე თემაზე: „თურქეთ-საქართველოს შორის საზღვარი დადგენილია მილიმეტრებში“ – ინტერვიუ კონსულთან
Category Archives: სიახლეები
52 წლის ემანუელი და 56 წლის ჯენიფერი – ქალები, რომელთაც ნობელის პრემია მიიღეს
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ქალ მეცნიერებს – ემანუელ შარპანტიესა და ჯენიფერ დუდნას, გენომის ცვლილების მეთოდის განვითარებისთვის გადასცა. მეცნიერებმა გენების ტექნოლოგიის ეფექტიანი ხელსაწყო, სახელად CRISPR/Cas9 აღმოაჩინეს, რომელიც დნმ-ს შეცვლას ცხოველებში, მცენარეებსა და მიკროორგანიზმებში რამდენიმე კვირაში შესაძლებელს ხდის. CRISPR/Cas9-ის აღმოჩენა მეცნიერებს კიბოს თერაპიისა და მემკვიდრეობითი დაავადებების განკურნების იმედს აძლევს. ვინ არიან სიცოცხლის შემსწავლელ მოლეკულურ მეცნიერებებში რევოლუციური …
Continue reading “52 წლის ემანუელი და 56 წლის ჯენიფერი – ქალები, რომელთაც ნობელის პრემია მიიღეს”
არჩევნების წინ ბათუმის გენგეგმა ისევ გაახსენდათ – მერია კონკურსს აცხადებს
ბათუმის მერია ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტების შესყიდვაზე კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, უკვე დამუშავებულია ტექნიკური დავალება. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 500 000 ლარია. სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტები შედგება სამი ძირითადი დოკუმენტისგან, მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა, რაც ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნდა. ბათუმის გენერალური გეგმა, იგივე ქალაქის ტერიტორიების გამოყენების …
Continue reading “არჩევნების წინ ბათუმის გენგეგმა ისევ გაახსენდათ – მერია კონკურსს აცხადებს”
„იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო“ – თეოლოგი „დავით გარეჯის საქმეზე“
„საპატრიარქოსთვის კაპიტალის გადაცემით თუ შანტაჟის გზით ძალიან იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო და ეკლესია,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკალშვილი „დავით გარეჯის საქმეზე“, სადაც ორი პირია ბრალდებული და მთავარი მოწმეები სასულიერო პირები არიან. „დავით გარეჯის საქმე“ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გახადა ხელისუფლებამ აქტუალური, როცა მთავარმა პროკურატურამ ბრალი კარტოგრაფებს წარუდგინა. რა ჩანს სასულიერო პირების ჩვენებებიდან და მთავარეპისკოპოსების …
განახევრებული გაკვეთილები – როგორ ახერხებენ მიზნის მიღწევას მასწავლებლები
როგორ აისახება შემცირებული გაკვეთილები მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე, ახერხებენ თუ ვერა პედაგოგები ეროვნული სასწავლო გეგმის [ესგ] დაძლევას და რა ფორმით? მარინე ვართუმაშვილი გორის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია. ის 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი ფინალისტიცაა. პედაგოგი ამბობს, რომ თუ საკლასო ოთახში კვირაში ორ გაკვეთილს ატარებდა, დისტანციური სწავლების დროს ერთ გაკვეთილს ატარებს – თითო კლასთან თითო …
Continue reading “განახევრებული გაკვეთილები – როგორ ახერხებენ მიზნის მიღწევას მასწავლებლები”
პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილები აჭარის მთავრობის შენობასთან ისევ შეიკრიბნენ
„გამოსავალს არავინ გვთავაზობს. მთავრობა გვეუბნება, გაგებით მოეკიდეთო. ეტყობა, თბილი სავარძლებიდან იოლად ჩანს… ჩვენ პროტესტის ყველა ფორმას მივმართეთ, აღარ ვიცი, რა გავაკეთოთ,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. იგი პანდემიის დროს დარჩა უმუშევარი და რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციაზეა. პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებმა შიმშლობა 19 ოქტომბერს შეწყვიტეს. აჭარის მთავრობასთან შეკრებილები ამბობენ, რომ 6 ოქტომბრის შემდეგ, როცა პირველი საპროტესტო აქცია …
Continue reading “პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილები აჭარის მთავრობის შენობასთან ისევ შეიკრიბნენ”
რა შემთხვევაშია ეფექტური სისხლის პლაზმის თერაპია კოვიდპაციენტებში – კვლევა
კვლევა, რომელიც ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში დღეს, 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მიიჩნევს, რომ „გამოჯანმრთელებულთა პლაზმას“ მხოლოდ შეზღუდული ეფექტი აქვს და მას არ შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება ან დაავადების დამძიმება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 464-მა ზრდასრულმა კოვიდპაციენტმა (დაავადების საშუალო სიმძმით), რომლებიც აპრილიდან და ივლისამდე მოხვდნენ ინდოეთის საავადმყოფოებში. მათგან 235 პაციენტს, სტანდარტული მოვლის პარალელურად 24 საათის ინტერვალით, ორჯერ გადაუსხეს გამოჯანმრთელებულთა პლაზმა, …
Continue reading “რა შემთხვევაშია ეფექტური სისხლის პლაზმის თერაპია კოვიდპაციენტებში – კვლევა”
კოვიდტალღა გერმანიაში ”ძალიან სერიოზულია”, ესპანეთში კი ”კონტროლიდან გამოდის”
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვაში, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. რეგიონში დადასტურებული შემთხვევების წილი, მსოფლიო კოვიდსტატისტიკაში ახლა 38%, კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელში კი რეგიონის წილი 29% -მდე არის გაზრდილი წინა კვირასთან შედარებით. იმის გამო, რომ ევროპაში ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, ქვეყნები შეზღუდვების გამკაცრებას …
Continue reading “კოვიდტალღა გერმანიაში ”ძალიან სერიოზულია”, ესპანეთში კი ”კონტროლიდან გამოდის””
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის 21 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში კი მოსალოდნელია: დღისით: 15 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გატესტვის შემდეგ PCR-ი აღარ დაგჭირდებათ – იმნაძე
23 ოქტომბრიდან საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად განკუთვნილ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს ისეთივე სადიაგნოსტიკო ღირებულება ექნება, როგორც პჯრ კვლევას. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მიაწოდა. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტისთვის ნაცხს PCR კვლევის მსგავსად ცხვირ-ხახიდან იღებენ. „ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელიც ასევე ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი, ეს რომ …
კაცს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა, 10 ათას ევროს გადაუხდის საქართველო
„უჩა ილაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და მას მატერიალური, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 10 ათას ევროს გადაუხდიან,“ – ამბობს ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ [ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“] იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩა ილაშვილის ინტერესებს იცავდა. საქმე 2019 წლის 23 მარტს გურჯაანში მომხდარ შემთხვევას ეხება – მეთევზეებმა და, მათ შორის, უჩა ილაშვილმა …
სიმპტომების შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახის ექიმს – გამყრელიძე
სიცხის ან სხვა სიმპტომების შემთხვევაში პირველ რიგში დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს და იმოქმედეთ მისი დარიგების მიხედვით – განაცხადა დღეს, 23 ოქტომბერს, ამირან გამყრელიძემ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა. „თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და უნდა იცოდეს მისი ტელეფონის ნომერი. სიმპტომების შემთხვევაში არ არის აუცილებელი ვეძებოთ, თუ სად დავრეკოთ, სად გავიკეთოთ …
Continue reading “სიმპტომების შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახის ექიმს – გამყრელიძე”
მკაცრი რეკომენდაციაა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში პირბადის ტარება გარე სივრცეშიც – მთავრობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. „ეს ეხება ძირითადად ისეთ ადგილებს, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსის გაჩერებებზე და სხვა ადგილებში. ამას მკაცრად გააკონტროლებს პოლიციაც და შრომის ინსპექციაც. ასევე, სასურველია პირბადის ტარება იქ, სადაც დისტანციის …
აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 23 ოქტომბერი
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 6106 პაციენტი. 23 ოქტომბრის მონაცემებით აჭარაში მკურნალობს 641 პაციენტი კოვიდკლინიკებში და 1 110 ადამიანი კოვიდსასტუმროში. ბინაზე მკურნალობს 2 205-ზე მეტი პირი. 1 052 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. კოვიდკლინიკებში 12 მძიმე პაციენტია, რომლებიც მიერთებულნი არიან ხელოვნური …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 23 ოქტომბერი”
დადასტურდა კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი. 23 ოქტომბრის მონაცემებით ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 24 562-მდე გაიზარდა. რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა: [checklist] თბილისი – 686 აჭარა – 487 იმერეთი – 356 ქვემო ქართლი – 36 შიდა ქართლი – 35 სამეგრელო-ზემო …
Continue reading “დადასტურდა კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი”
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, საცხობი გატეხეს
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 23 ოქტომბერს დილით, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საცხობიდან წაღებულია თანხა. საცხობთან უკვე იმყოფება პოლიცია. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, იქვე მდებარე მეორე საცხობის მეპატრონე ობიექტთან მაშინ მივიდა, როცა დამნაშავე მის გატეხვასაც ცდილობდა. მომხდარ ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ მიიღებენ
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მოსარგებლეებს 22 ოქტომბრიდან კვლავ შეუძლიათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი პრეპარატების 5 დღის დოზა, თანაც კლინიკაში მიუსვლელად. თუმცა ეს დაშვებულია გამონაკლისის სახით – ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს – დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებით: „ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს, დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, გამონაკლისის სახით, ჩამანაცვლებელი …
Continue reading “მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ მიიღებენ”
იტალიაში ძაღლმა მწვანე ლეკვი გააჩინა
იტალიელი ფერმერის, კრისტიან მალოჩის ძაღლმა, სახელად სპელაჩიამ, მწვანებეწვიანი ლეკვი გააჩინა, ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ლეკვს მაშინვე ფისტაჩიო დაარქვეს. ფისტაჩიო ერთ-ერთია ხუთ ლეკვთაგან, რომელიც ფერმაში დაიბადა. ფისტაჩიოს და-ძმებს მათი დედის მსგავსად თეთრი ბეწვი აქვთ. მწვანებეწვიანი ლეკვის დაბადება დიდი იშვიათობაა. მიიჩნევა, რომ ბეწვის მომწვანო შეფერილობა მუცლადყოფნისას დედის ნაღვლის პიგმენტთან, ბილივერდინთან შეხების შედეგია. მწვანე შეფერილობა ფისტაჩიოს დროთა …
საბერძნეთი მაღალი რისკის ზონებში, მათ შორის ათენში, კომენდანტის საათს აწესებს – covid19
იმ მხარეებში, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ Covid19-ით, კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დღეს, 22 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. „აკრძალვების მიზანია შეამციროს საღამოობით შეკრებები, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას“, – წერს ტვიტერზე პრემიერ-მინისტრი. მიცოტაკისის თქმით, გადაადგილება 00:30-დან დილის 5 საათამდე აიკრძალება იმ ადგილებში, რომლებიც კოვიდ19-ის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევა და …
87 წლის კაცი ქობულეთიდან, რომელმაც კოვიდი დაამარცხა
87 წლის ოთარ აბაშიძე ერთ-ერთია იმ ათობით ასაკოვან ადამიანს შორის, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ოთარი რვასულიან ოჯახში ქობულეთში, სოფელ ჩაქვისთავში ცხოვრობს. კორონავირუსი ოთარ აბაშიძის ოჯახის ხუთ წევრს დაუდასტურდა – შვილს, რძალს, ორ შვილიშვილს და თავად ოთარს. ვირუსი ყველამ დაამარცხა. „ორი კვირა ვმკურნალობდი საავადმყოფოში. სანიმუშო ექიმები შემხვდა. უმაღლესი ყურადღება გამოიჩინეს ექიმებმა და დღეს მათი წყალობით სახლში ამოვედი. …
Continue reading “87 წლის კაცი ქობულეთიდან, რომელმაც კოვიდი დაამარცხა”
Доктор Лиза – ДДТ-მ ახალი კლიპი გადაიღო ექიმ ლიზა გლინკაზე
რუსულმა როკ-ჯგუფმა ДДТ-მ ახალი კლიპი – „Доктор Лиза” გადაიღო, ვიდეოკლიპი ამავე სახელწოდების ფილმთან ერთად გამოვიდა, რომლის ნახვაც დღეიდან, 22 ოქტომბრიდანაა შესაძლებელი. კლიპი «Доктор Лиза» ყველა მედდას, ექიმსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის წევრებს ეძღვნება. კლიპში ДДТ-ს ვოკალისტ იური შევჩუკთან ერთად, გარდა მომღერლებისა და მსახიობებისა, მონაწილეობენ მოხალისეები და პაციენტები საქველმოქმედო ფონდებიდან. კლიპში გამოყენებულია ასევე ფილმის გმირის, …
Continue reading “Доктор Лиза – ДДТ-მ ახალი კლიპი გადაიღო ექიმ ლიზა გლინკაზე”
“ოპერაცია სჭირდებოდა და კოვიდის გამო არ გაუკეთეს” – დაშავებული მორაგბის ახლობელი
დღეს, 22 ოქტომბერს, 31 წლის მორაგბე თაზო დავითაძე თბილისში, ერთ-ერთი კოვიდკლინიკის მიმღებში ორი საათის განმავლობაში ელოდა საავადმყოფოში თავისუფალ საწოლს. თაზო კლინიკაში სამდღიანი ლოდინის შემდეგ მოხვდა. ის მორაგბეა, თამაშის დროს ფეხის მყესი დაიზიანა და, გარდა იმისა, რომ კოვიდი აქვს, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. თაზოს კლინიკაში გადაყვანა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც მისმა ბიძაშვილმა, ანა თავდგირიძემ ფეისბუქში პოსტი …
Continue reading ““ოპერაცია სჭირდებოდა და კოვიდის გამო არ გაუკეთეს” – დაშავებული მორაგბის ახლობელი”
ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის [ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა] შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 40 ათასი ლარია. პირობის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულს „აჭარის მუზეუმი“ მაქსიმუმ 16 000 ლარს, 2020 წელს, საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის, ხოლო დანარჩენ თანხას – 2021 წელს, „აჭარის მუზეუმის“ …
Continue reading “ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება”
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ნაწილს 23 ოქტომბერს წყლის მიწოდება შეუწყდება
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ახალი დაერთების გამო, 23 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას – კაჩინსკების ქუჩიდან კობალაძის ქუჩის მონაკვეთამდე. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი …
Continue reading “შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ნაწილს 23 ოქტომბერს წყლის მიწოდება შეუწყდება”
16 წლის ოპერატორი, რომელსაც ბანკზე თავდამსხმელმა ესროლა – ვხედავდი, როგორ ამომიღო მიზანში
„არ მიმიტოვებია მაინც გადაღება“, – რამდენჯერმე გაიმეორა ჩვენთან საუბრის დროს ილია ჯიშკარიანმა. ის 16 წლისაა და გუშინ, 21 ოქტომბერს, პირველი ოპერატორი იყო, ვინც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გადაღება დაიწყო. ილია ჯიშკარიანს თავდამსხმელმა სავარაუდოდ ორჯერ ესროლა. ილია ტელეკომპანია „ოდიშის“ ოპერატორია. ილია ჯიშკარიანს რომ თავდამსხმელმა ორჯერ დამიზნებით ესროლა, ამის შესახებ მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიაც ჰყვება: „…დაინახა ფანჯრიდან, …
კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია, საქმეების 90%-ზე მეტი გაუხსნელი რჩება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია. 2018 წელს პოლიციამ სულ 1051 კომპიუტერული დანაშაული დაარეგისტრირა, 2019 წელს – 1611, ანუ 53%-ით მეტი, 2020 წელს კი, მხოლოდ იანვარ-აგვისტოში დარეგისტრირდა 1543 კიბერდანაშაული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26.17%-ით აღემატება. შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო 2012 წლის …
Continue reading “კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია, საქმეების 90%-ზე მეტი გაუხსნელი რჩება”
ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ოჯახები, ისინი ღვთის შვილები არიან – რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე ერთსქესიანთა კავშირის დაკანონების მომხრეა. ამის შესახებ ის რომის კინოფესტივალზე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს, რომელსაც „ფრანცისკე“ ჰქვია. ფილმი ოსკარზეა ნომინირებული. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. „ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ოჯახები. ისინი ღვთის შვილები არიან და ამის უფლება აქვთ. ამის გამო არავინ უნდა იყოს უბედური. უნდა მივიღოთ კანონი სამოქალაქო კავშირზე, ასე ისინი კანონით იქნებიან დაცულები“, …
კოვიდით გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 5 აჭარიდანაა, მათგან ერთი 40 წლისაა
22 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 5 აჭარაში. გარდაცვლილია 4 კაცი და ერთი ქალი. კოვიდით გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის იყო. 81 წლის კაცი, 49 წლის ქალი და 40 წლის კაცი „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. 66 წლის კაცი – კლინიკა „მედინაში“, ხოლო 60 წლის კაცი – ქობულეთის …
Continue reading “კოვიდით გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 5 აჭარიდანაა, მათგან ერთი 40 წლისაა”
ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებს საარჩევნოდაც არ ახსოვთ – ეკომიგრანტების ბუნდოვანი შემდეგი 4 წელი
წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია – მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. კანდიდატების პასუხი სხვადასხვაგვარია იმაზე, თუ რატომ აუარეს მათ გვერდი ეკომიგრანტებს. „არჩევნებს რომ მოვიგებთ, მერე …
მსოფლიო პრესის სატირული ნახატების კონკურსის გამარჯვებულები
მსოფლიო პრესის სატირულ-იუმორისტული ნახატების ყოველწლიური, რიგით მე-15 კონკურსი World Press Cartoon 2020 წელს პორტუგალიის ქალაქ კალდაშ-და-რაინიაში ჩატარდა. ფესტივალის ძირითადი გზავნილი პრესისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა. გერმანელი ილუსტრატორი, ფრანკ ჰოფმანი, რომლის კარიკატურამაც ბორის ჯონსონზე გრანპრი დაიმსახურა, მიიჩნევს, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება მსოფლიოში ამჯერად შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. „თუ დააკვირდებით, გაზეთები სულ უფრო იშვიათად …
Continue reading “მსოფლიო პრესის სატირული ნახატების კონკურსის გამარჯვებულები”
ქობულეთში დააყაჩაღეს ინკასაციის მანქანა, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა
„ქობულეთში დაყაჩაღებული მანქანა საქართველოს ბანკს არ ეკუთვნის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ბანკში. კადრებში, რომელსაც TV 25 ავრცელებს, ჩანს საქართველოს ბანკის ფილიალი, რომელიც შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 55 ათასი ევრო. თუმცა ამ თანხის ოდენობა სხვა არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს. შს …
Continue reading “ქობულეთში დააყაჩაღეს ინკასაციის მანქანა, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა”
კორონავირუსის ახალი 389 შემთხვევა აჭარაში – 22 ოქტომბერი
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – …
Continue reading “კორონავირუსის ახალი 389 შემთხვევა აჭარაში – 22 ოქტომბერი”
რა მოხდება, თუ კენჭისყრის დღეს უბანზე კომისიის 7-ზე ნაკლები წევრი აღმოჩნდება
31 ოქტომბერს თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო კომისია ჩაითვლება სპეცჯგუფად და ჩაატარებს კენჭისყრას. საუბნო საარჩევნო კომისიაში სულ 12 წევრია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით: „თუ კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისიები ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფებად (შემდგომში – სპეცჯგუფი) გარდაქმნილად და სპეცჯგუფს მიეცეს უფლება ჩაატაროს კენჭისყრა. …
Continue reading “რა მოხდება, თუ კენჭისყრის დღეს უბანზე კომისიის 7-ზე ნაკლები წევრი აღმოჩნდება”
ბათუმის მერია საბავშვო კარუსელს ყიდის
ბათუმის მერია მეორად საბავშვო კარუსელს განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე უპირობოდ ყიდის. წინა აუქციონზე გასაყიდი ფასი 22 ათასი ლარი იყო, ამჯერად კი, გასაყიდი ფასი 16 500 ლარია [ბიჯი 250 ლარი]. აუქციონის მონაწილემ ამ თანხის ნახევარი – 8 250 ლარი, ბეს სახით, წინასწარ უნდა გადაიხადოს. აუქციონი 2 ნოემბერს დასრულდება. აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი …
დადასტურდა კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 6 ადამიანი
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი. ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 22 803-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 4 408 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 155, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1 848.
რამდენად სწრაფად იღებთ სამედიცინო სერვისებს კოვიდ 19-ის პირობებში? – გამოკითხვა
რამდენად სწრაფად იღებთ სამედიცინო მომსახურებას კორონავირუსის პანდემიის პირობებში? გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში და თითოეულ შეკითხვაზე დააფიქსიროთ თქვენი პასუხი. ოჯახის ექიმმა გითხრათ, რომ ექვემდებარებით კლინიკაში გადაყვანას. რამდენ დღეში გადაგიყვანეს?