მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა ზღვის პირას მიწის ნაკვეთს ყიდის

24.10.2020
აჭარის მთავრობა ზღვის პირას მიწის ნაკვეთს ყიდის

აჭარის მთავრობა ზღვის პირზე, ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე 11 235 კვ.მ. მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. აუქციონი 5 ნოემბერს უნდა დასრულდეს. ქონების საწყისი ფასი 5 მილიონ 450 000 ლარია, ბიჯი 150 000 ლარი.

აუქციონის მთავარი პირობა გასაყიდ ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაა, ზღვაზე გასასვლელი ბილიკით.

კომპლექსში განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან  სარეაბილიტაციო ცენტრი, შენობას უნდა ჰქონდეს არანაკლებ  60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომი და სკვერი.

საერთო ჯამში შემძენმა ხელშეკრულების გაფორმებიდან  ხუთი წლის ვადაში  პროექტში არანაკლებ  20 მილონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ეს ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე ადრეც ჰქონდა ორჯერ გამოტანილი, სხვა შემთხვევებში ნაკვეთები განმეორებით აუქციონზე სამინისტროს შემცირებული ფასით გამოაქვს, ამ შემთხვევაში კი ფასი მილიონით გაზრდილია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: