ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან

24.10.2020
ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან

24 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან 1 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით „78 წლის ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 30 სექტემბერს და გარდაიცვალა 23 ოქტომბერს. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“.

24 ოქტომბრის დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში სულ 10 პაციენტი გარდაიცვალა, ამასთან დაფიქსირდა ვირუსის 1 941 ახალი შემთხვევა, აქედან აჭარაში – 320; ამ ეტაპზე ქვეყანაში 427 მძიმე პაციენტია, მათ შორის აჭარაში – 77.

საქართველოში კოვიდის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: