სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# – ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო ზარები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის …
Category Archives: სიახლეები
ჟურნალისტი ნატო გოგელია: კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ მისმენენ
„ქართული ოცების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს „რადიკალური ოპოზიციის“ „დესტრუქციული გეგმების“ ნაწილი მათი მედიასაშუალებებიც იქნებიან. კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამის მაგალითად დაასახელა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საუბარი. კობახიძის ინფორმაციით, გოგელიამ ენმ-ის წარმომადგენელს სთხოვა, დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების დღეს პარტია „ხმაურის მოწყობას“ გეგმავდა. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, …
Continue reading “ჟურნალისტი ნატო გოგელია: კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ მისმენენ”
როდის შემოიტანენ გრიპის ვაქცინას აჭარაში
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, აჭარაში გრიპის ვაქცინის შემოტანა უკვე დაიწყეს, შემოსულია პირველი ნაკადი, ხოლო ხვალ, 30 ოქტომბერს, მეორე ნაკადს ელოდებიან. „ქვეყანაში ეტაპობრივად შემოდის ვაქცინა საფრანგეთიდან და შემდეგ ძალიან სწრაფად ნაწილდება. შემოსული ვაქცინა გამოვიყენეთ მიზნობრივად რისკჯგუფებზე, ესენი არიან: ორსულები, დიალეზზე მყოფები, C ჰეპატიტზე აქტიურ მკურნალობაში მყოფნი და სხვები. ამ ბოლო პერიოდში რისკჯგუფი …
რატომ დადის 3 ახალგაზრდა ხულოსა და ქობულეთის სოფლებში – ცვლილებას შენი ხმა სჭირდება
რამდენიმე დღეა სამი ახალგაზრდა სოფელ-სოფელ დადის და ადამიანებს უხსნის, თუ რატომ არის მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის სასურველი ცხოვრების შესაქმნელად. ეს ახალგაზრდები ივერი შაინიძე, ქეთი აბულაძე და ლიზა ანთაძე არიან. ორი მათგანი სტუდენტია, ერთი კი – აბიტურიენტი. ლიზა ქობულეთში ცხოვრობს, ივერი და ქეთი ხულოში. „ამ კარდაკარის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია …
„სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს“ – რიჟვაძე დიდაჭარის ინციდენტზე
„ნაცმოძრაობის ანგაჟირებული 4-5 ჟულიკი მე გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს“ – ასე გამოეხმაურა დღეს, 29 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გუშინ სოფელ დიდაჭარაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც თორნიკე რიჟვაძეს წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. რიჟვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას არ დაუტოვებია ტერიტორია და ინციდენტის მიუხედავად დიდაჭარაში შეხვდა მოქალაქეებს. „მიჰას და მთავარ არხს არ ვეკითხები გადაადგილებას, …
Continue reading “„სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს“ – რიჟვაძე დიდაჭარის ინციდენტზე”
ქარტია გმობს ჟურნალისტის უკანონო მიყურადების ფაქტს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 29 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების დღეს „რადიკალური ოპოზიციის“ „დესტრუქციული გეგმების“ ნაწილი მათი მედიასაშუალებებიც იქნებიან. კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამის მაგალითად „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საუბარი დაასახელა. კობახიძემ განაცხადა, რომ გოგელია ენმ-ის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მოსთხოვა დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების …
Continue reading “ქარტია გმობს ჟურნალისტის უკანონო მიყურადების ფაქტს”
ერთი სააკაშვილი უკვე შემოვიყვანეთ, ორს კიდევ შემოვიყვანთ – ენმ კობახიძეს პასუხობს
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის დღეს, 29 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ ლევან ვარშალომიძე აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია სარფში სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, ბათუმში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არასერიოზულია. მან „ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა. „ადამიანი, რომელიც ჩვენ დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი გვეგონა, გვეგონა …
Continue reading “ერთი სააკაშვილი უკვე შემოვიყვანეთ, ორს კიდევ შემოვიყვანთ – ენმ კობახიძეს პასუხობს”
რით ეხმარება აშშ USAID-ის მეშვეობით საქართველოს საარჩევნო პროცესში
შეერთებული შტატები, USAID-ისა და საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, საქართველოს COVID19 პანდემიის პირობებში უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაში ეხმარება. აშშ-მ ცესკოს ორ მილიონზე მეტი ერთჯერადი ნიღაბი, 50 ათასამდე მრავალჯერადი სახის ფარი, 6 ათას ლიტრზე მეტი ხელის სადეზინფექციო ხსნარი, 176 ათასი ლატექსის ხელთათმანი და 8 ათასი ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს აშშ-ს საელჩო …
Continue reading “რით ეხმარება აშშ USAID-ის მეშვეობით საქართველოს საარჩევნო პროცესში”
18 364 ადამიანი კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს – 29 ოქტომბრის მონაცემები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 18 364 ადამიანი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით. ამ სტატისტიკაში არ შედის სავარაუდო ინფიცირების შემთხვევები, როცა კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს ტესტის გარეშე ურჩევენ სახლში დარჩენას და იზოლაციას. 29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს კოვიდკლინიკებში მკურნალობს 4 209 ადამიანი. ქვეყანაში ყოველდღიურად კვლავ ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ბოლო …
ვინ ვერ მისცემს ხმას პანდემიის გამო
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ ამომრჩევლების სპეციალური სია დაამტკიცა, რომლებსაც საარჩევნო ყუთს ადგილზე მიუტანენ – კოვიდკლინიკებში, სასტუმროებსა და ბინაზე. რამდენი ამომრჩეველია სპეცსიაში, ცესკოს ჯერ არ გამოუქვეყნებია. ამ სიაში უნდა იყვნენ ის პირები, რომლებიც 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათისთვის მკურნალობდნენ კორონავირუსზე, იყვნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში და რომლებიც 31 ოქტომბერს იქნებიან აღნიშნულ დაწესებულებებსა და ბინაზე. რაც შეეხება …
თურქეთში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
თურქეთი მერვე ქვეყანა გახდა ევროპის რეგიონში, სადაც ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ 368 513 დადასტურებული შემთხვევაა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ თქვა, რომ სტამბული ითვლის თურქეთში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების ნახევარს. „თუ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვირუსს სტამბულში, რთული იქნება მისი დაძლევა” – ციტირებს „გარდიანი“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიერ …
Continue reading “თურქეთში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა”
კობახიძე: სააკაშვილის სარფში ჩამოსვლაზე ვარშალომიძე ინფორმაციის გავრცელებას აპირებს
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აჭარაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია სარფში სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ …
რამდენი იქნება საბანკო სესხის პროცენტი შემდეგ 4 წელში
წინასაარჩევნო პროგრამებში ვერ ნახავთ დაპირებას იმაზე, თუ რამდენით შეიძლება შემცირდეს საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ან საერთოდ შემცირდება თუ არა ეს პროცენტები. პოლიტიკოსები ამ მიმართულებით ზოგადად კონკურენციის გაძლიერების პირობას დებენ, თუმცა საქართველოში 16 ბანკია და, მაგალითად, „ლელოს“ ლიდერი – მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ კონკურენცია არსებობს და 16 ბანკს შორის გარიგებაც გამორიცხულია. საბანკო პოლიტიკასა და სესხებზე პარტიები …
Continue reading “რამდენი იქნება საბანკო სესხის პროცენტი შემდეგ 4 წელში”
კორონავირუსით აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში – 20. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები ბათუმის და ქობულეთის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული. მათი ასაკი 63-დან 78 წლამდეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, რომლის …
Continue reading “კორონავირუსით აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა”
აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 178, გარდაიცვალა – 9. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 29 ოქტომბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ამ დრომდე სულ 35 567 ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა 20, გამოჯანმრთელდა – 2075. stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904. ამ დროისთვის კარანტინშია 3324, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდსასტუმროებში იმყოფება – 2346 პირი.
ბათუმის სტადიონის დათვალიერებას ყველა მსურველი შეძლებს
ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ბათუმის დინამოს ქომაგებს უმასპინძლა. სტადიონის მასშტაბი, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მოედნის საფარი ერთიანად მოიწონა გულშემატკივართა ყველა თაობამ. სტადიონის დათვალიერების მსურველთათვის უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნდება სარეგისტრაციო აპლიკაცია, რის საშუალებითაც ყველა მსურველს შეეძლება სტადიონზე ვიზიტი.
რიჟვაძესთან კონფლიქტის ამსახველი მასალა სავარაუდო კიბერთავდასხმის შედეგად წაიშალა – აჭარაTV
დღეს, 28 ოქტომბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდიდან გაქრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისა და სოფელ დიდაჭარაში მოსახლეობის დაპირისპირების ამსახველი მასალა. ამავე თემაზე: „სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს რამდენიმე წუთის შემდეგ აღნიშნული მასალა ვებგვერდზე დაბრუნდა, მას შემდეგ, როცა ტელეკომპანია TV 25-ის საინფორმაციო სამსახური დაუკავშირდა აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსს, …
ვის მისცემს ხმას ბათუმი პარლამენტში მოსახვედრად – დეპუტატობის 21 კანდიდატი
ბათუმის #28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 21 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 21 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი გახდება ბათუმის მიერ არჩეული პარლამენტარი. ვინ არიან კანდიდატები? – „ბათუმელები“ გაგაცნობთ მათ ვინაობას. რესან კონცელიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. რესან კონცელიძე 57 წლისაა, პროფესიით იურისტია. 27 წელია იგი სამართალდამცავ სისტემაში მუშაობს, სხვადასხვა წლებში იყო აჭარის პროკურორი, აჭარის …
Continue reading “ვის მისცემს ხმას ბათუმი პარლამენტში მოსახვედრად – დეპუტატობის 21 კანდიდატი”
ბათუმში სამ ქუჩაზე ხვალ წყალი შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს 15 საათიდან 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შარტავას და ფიროსმანის ქუჩებს აბუსერიძის ქუჩის 19, 19ა, 21 და 23-ს ნომრებს „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და …
მასწავლებლების ნაწილს ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ჯერ არ დაუწყია
ცალკეულ მუნიციპალიტეტების სკოლებში ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ჯერ კიდევ არ დაუწყიათ პედაგოგებს, რადგან, როგორც „ბათუმელებს“ რესურსცენტრებში უთხრეს, TEAMS-ის პროგრამაში ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება ამ დრომდე არ არის დასრულებული. უფრო მეტიც, რესურსცენტრების ინფორმაციით, თუ როგორ უნდა იმუშაონ მასწავლებლებმა ელექტრონულ ჟურნალში, ამაზე ახლახან გადამზადდნენ სკოლის დირექტორები, რომლებმაც მასწავლებლები უნდა გადაამზადონ. ელექტრონული ჟურნალის „თიმსში“ ინტეგრირებაზე ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა განათლების …
Continue reading “მასწავლებლების ნაწილს ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ჯერ არ დაუწყია”
აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ქობულეთში, ალამბრის სასათბურე მეურნეობაში, სექტემბრის თვის ჩათვლით, 147 ტონა ბოსტნეული აწარმოეს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სამთავრობო პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ ახორციელებს. ცენტრის ინფორმაციით, დღის მდგომარეობით ბოსტნეულის მოსავალმა უკვე 160 ათასი ტონა შეადგინა. სამომავლოდ, აჭარის მთავრობა ბოსტნეულის წარმოებას ბიუჯეტის ფულით აღარ გეგმავს. სასათბურე მეურნეობა იჯარით …
Continue reading “აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს”
რატომ არ დააჯარიმა ხელვაჩაურის საოლქომ ჯუმბერ ვარდმანიძე
„…არ დასტურდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, არ დასტურდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, – წერს ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ომარ ვარშანიძე. ამ კომისიას უნდა დაედგინა, გამოიყენა თუ არა ადმინისრაციული რესურსი ჯუმბერ ვარდმანიძემ. საუბარია 25 სექტემბრის შემთხვევაზე – ხელვაჩაურში, სოფელ ჩხუტუნეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წინასაარჩევნოდ …
Continue reading “რატომ არ დააჯარიმა ხელვაჩაურის საოლქომ ჯუმბერ ვარდმანიძე”
კოორდინატორების არმია – ფორმულა, რითაც „ოცნება“ გამარჯვებას ცდილობს
„ქართულმა ოცნებამ“ აუდიტის სამსახურს წარუდგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას სხვადასხვა პირმა 10 მილიონი ლარი უკვე შესწირა. დოკუმენტების მიხედვით, „ოცნებამ“ ამ თანხიდან შრომის ანაზღაურებაში მხოლოდ 39 ათასი ლარი დახარჯა. „ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სექტემბრის თვეში ანაზღაურება ხელზე მიიღეს – თითოეულმა თვეში 150 ლარი. ქართულ „ოცნებას“ მინიმუმ 3 657 …
Continue reading “კოორდინატორების არმია – ფორმულა, რითაც „ოცნება“ გამარჯვებას ცდილობს”
პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან
გიორგი ხატიაშვილი მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ბევრი სხვა ქართველი სტუდენტის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ის აშშ-ში იყო. ახლა გიორგის სასწავლო დეპარტამენტი უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, სტუდენტებს ლექციები ზუმით უტარდებათ. შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს პრეზიდენტს ირჩევენ 4 წლის ვადით. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას გადავადება სჯობს და …
Continue reading “პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან”
„სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ უმაღლეს საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომერს – თორნიკე რიჟვაძეს დღეს, 28 ოქტომბერს, სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა. ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. სოფლის დატოვების მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“. ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია და …
Continue reading “„სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს”
ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე საპიკნიკე ადგილები მოეწყო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო, სულ სამი ადგილი. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის საძოვრები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის მარშრუტზე შეუძლიათ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, გარდა ჩირუხისა, მცირე …
Continue reading “ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე საპიკნიკე ადგილები მოეწყო”
რუსეთში დაფიქსირდა 24 საათში კოვიდით გარდაცვალების ანტირეკორდი – COVID-19
კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში კვლავ მძიმდება. ბოლო 24 საათში რუსეთში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 346 შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთის ხუთი რეგიონის საავადმყოფოებში საწოლების 95% დაკავებულია – ამის შესახებ რუსეთის მთავრობის სხდომაზე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. რუსეთის ვიცე პრემიერის თქმით, ზოგიერთ რეგიონში მხოლოდ ორიოდე ან უფრო ნაკლები კვირის სამყოფი მედიკამენტები …
Continue reading “რუსეთში დაფიქსირდა 24 საათში კოვიდით გარდაცვალების ანტირეკორდი – COVID-19”
კანფეტის ხისა და პალმის ნაყოფის მწიფობისთვე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
თუ გაზაფხული ყველაფრის ყვავილობის დროა ბოტანიკურ ბაღში, შემოდგომაზე აქ ყველაფერი მწიფობაშია შესული: ცაცხვებსა და წითელ ნეკერჩხლებს სადაცაა თესლი დასცვივდებათ, ხეივნებში ბრაზილიური, თავნაყოფა ბუტია პალმის ყვითელი, ტროპიკული ნაყოფის სურნელი ტრიალებს, ციტრუსის ბაღში ლიმონი და ფორთოხალი იწყებს შეყვითლებას, მწიფს აღმოსავლური ხურმაც. ბათუმის ბოტანიკური ბაღი იაპონური კამელიებისა და დიდყვავილა მაგნოლიების ხეივნით იწყება. კამელიები ორჯერ ყვავის: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. …
Continue reading “კანფეტის ხისა და პალმის ნაყოფის მწიფობისთვე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში”
არქტიკული ზღვის ყინულის მთავარი მწარმოებელი – ლაპტევების ზღვა გაყინვას აგვიანებს
ციმბირში ლაპტევების ზღვა, რომელიც არქტიკული ზღვის ყინულის მთავარ მწარმოებლად მიიჩნევა, გაყინვას აგვიანებს. ზღვა ჩვეულებრივ ოქტომბერში იყინება და ეს პირველი შემთხვევაა ზღვაზე აღრიცხვის წარმოების დაწყებიდან, როცა ოქტომბრის ბოლოს ზღვას ჯერაც არ დაუწყია გაყინვა. „გარდიანი“ წერს, რომ კლიმატოლოგების შეფასებით, ლაპტევების ზღვის დაგვიანებული გაყინვა გამოწვეულია ჩრდილოეთ რუსეთში უჩვეულოდ გაჭიანურებული სითბოთი და ატლანტიკური წყლების შედინებით. მეცნიერები ამბობენ, რომ ამან …
Continue reading “არქტიკული ზღვის ყინულის მთავარი მწარმოებელი – ლაპტევების ზღვა გაყინვას აგვიანებს”
ხულოში ბუნებრივი აირი შევიდა
აჭარის მთავრობის ცნობით, დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირი შევიდა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღეს ბუნებრივ აირს ავანთებთ ხულოს დაბაში და ეტაპობრივად, უკვე, ყველა ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. არც ერთი მოქალაქე და ოჯახი მთაში არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების გარეშე“, – …
აჭარის ბიუჯეტიდან კარანტინისთვის 11,3 მლნ, რესპუბლიკურისთვის კი – 2,8 მლნ ლარი დაიხარჯა
აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის სამი კვარტალის [იანვარი-სექტემბერი] შესრულების მიმოხილვა წარადგინა. დოკუმენტი მთავრობამ საბჭოს 27 ოქტომბერს გადაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხედვით: ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით [კარანტინის მოწყობაში], სექტემბრის თვის ჩათვლით, 12 500 000 ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ 11 360 300 ლარი შეადგინა. რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის და სხვა ღონისძიებების პროგრამისთვის …
სარეკლამო სივრცე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ – რატომ დუმს „ალმა“
ბათუმში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ყველა გაჩერებაზე, ძველ თუ ახალ ავტობუსებზე, ყველგან, მხოლოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბილბორდებია განთავსებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის ეს სარეკლამო სივრცე მიუწვდომელია, ზოგისთვის ფასის გამო ზოგისთვის კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმის მერიის პარტნიორმა კომპანიამ მათ უარი უთხრა. ეს სარეკლამო სივრცეები გაჩერებებსა და ავტობუსებზე შპს „ალმას“ ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ „ვისოლის“ …
Continue reading “სარეკლამო სივრცე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ – რატომ დუმს „ალმა“”
აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით
28 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 15 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“. ასევე, გარდაიცვალა 83 წლის ქალი, რომელსაც 17 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ კლინიკაში. დიაგნოზი – …
საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველია – საბოლოო სია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთიან სიაში 3 511 853 ამომრჩეველია ქვეყანაში. საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 14 170 მოქალაქეს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, 3 526 023 ამომრჩეველს აქვს. აღნიშნული მონაცემებით აჭარის სამ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია სულ 314 889 ამომრჩეველი. აქედან: N28 …
Continue reading “საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველია – საბოლოო სია”
კოვიდის 333 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 ოქტომბრის მონაცემები
28 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 225 კოვიდდადებითი პირი, გარდაიცვალა 7 პაციენტი. სულ საქართველოში დღეს კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 15 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში.