მთავარი,სიახლეები

ბიზნესმენის ოჯახს ხელ-ფეხი შეუკრეს და დააბეს – ყაჩაღობა წალკაში

23.10.2020
ბიზნესმენის ოჯახს ხელ-ფეხი შეუკრეს და დააბეს – ყაჩაღობა წალკაში

რამდენიმე საათის წინ წალკაში ბიზნესმენ ჯონ ედვარ ფადნის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და ოჯახიდან ავტომანქანა, ფული, კომპიუტერი და ტელეფონები წაიღეს.

დაზარალებულების ოჯახში იმყოფება წალკის მერის წარმომადგენელი ბედიანის თემში ზვიად ხაფავა, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ადგილზე ამ წუთებში [23:3] პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.

„ორი ადამიანი იყო და ჰქონდათ ერთი იარაღი. შავი პირბადეები ეკეთათ, რომელიც მხოლოდ სახის ნაწილს უფარავდათ. როგორც დაყაჩაღებული ოჯახი ამბობს, ყაჩაღები ისე შევიდნენ ოჯახში თითქოს სტუმრები იყვნენ, შემდეგ კი ამოიღეს იარაღი. ოჯახის ყველა წევრს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და წაართვეს ფული, ავტომანქანა, ტელეფონები და კომპიუტერი. ამ დროისთვის ავტომანქანა ნაპოვნია“, – ამბობს მერის წარმომადგენელი.

ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.

როგორც ზვიად ხაფავა ამბობს, უცხოელების ოჯახი სამი წელია, რაც წალკაში დასახლდა. აქვთ მეურნეობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: