მთავარი,სიახლეები

ბათუმში ოპოზიციის წევრებზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

07.11.2020 • 2214
ბათუმში ოპოზიციის წევრებზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება დღეს, 7 ნოემბერს ბათუმში მომხდარ ფაქტზე. ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მისულ ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ბაზრობაზე 8 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ, მოქალაქე დაუპირისპირდა. მოგვიანებით დაპირისპირებაში ათამდე ადამიანი ჩაერთო, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია “მოქალაქეების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გენრი დოლიძეს, კიდევ ერთ ოპოზიციონერს გიორგი გაბაიძეს კი ცხელი ყავა შეასხეს.

პარტია “ლელოს” წევრის, მიშა ქავთარაძის ინფორმაციით, თავდამსხმელი სტეფანოვკას უბნის ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“ გიორგი გოგიჩაიშვილია.

შსს-ს პრესცენტრის თქმით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. შსს არ ასაჯაროვებს სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობას. პარტია “ლელო” კი ოპოზიციაზე  თავდასხმის ამსახველ კადრებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს პირი, რომელიც “ლელოს” წევრების თქმით, კონფლიქტის გამომწვევი და უშუალო თავდამსხმელი იყო.

“ლელოს” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფოტოზე ასახულმა ქალმა, გიორგი გაბაიძეს ცხელი ყავა შეასხა

ამავე თემაზე:

ბათუმში, „ხოფის ბაზრობაზე“ ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: