მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ნოემბერი

07.11.2020 • 995
კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 754 პირი.  7 ნოემბერს 18-ით გაიზარდა კორონავირუისთ გარდაცვლილთა რიცხვი.

7 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ 54 852 ადამიანს აქვს ვირუსი დადასტურებული. აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 39 773 პირი, 14 612 ადამიანი კი მკურნალობას გადის საავადმყოფოებში, კოვიდ სასტუმროებში და საკუთარ სახლებში.

დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, ქვემო ქართლში – 109, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 38, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: