მთავარი,სიახლეები

ღამით, დიდ ქალაქებში ფეხით და ტრანსპორტით გადაადგილება 9 ნოემბრიდან იკრძალება – მთავრობა

07.11.2020
ღამით, დიდ ქალაქებში ფეხით და ტრანსპორტით გადაადგილება 9 ნოემბრიდან იკრძალება –  მთავრობა

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში წერტილოვანი შეზღუდვები  წესდება.

კერძოდ ქვეყნის დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში საღამოს 22 საათიდან დილის ხუთ საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით.

ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით შეზღუდვა არ შეეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს.  ასევე გაიცემა საშვები “საოპერაციო  შტაბთან შეთანხმებით  იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია  დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის და ასევე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად,” -თქვა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  ბრიფინგზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.