მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა აჭარაში, 7 გარდაცვლილი

08.11.2020
კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა აჭარაში, 7 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათში აჭარაში  კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი.

8 ნოემბერს საქართველოში სულ  2 901 კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 57 753-ს შეადგენს. აქედან 14 680 არის მიმდინარე, აქტიური შემთხვევა.

8 ნომებრის მონაცემებით, 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 316, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტია 641, მათ შორის, თბილისში – 332, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი,  მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 92. 2 879 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: