მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი – 8 ნოემბერი

08.11.2020
კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი – 8 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 34 ადამიანი. მონაცემებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  42 572-მდე გაიზარდა.

34 გარდაცვლილი პაციენტიდან  თბილისში –  14 ადამიანი გარდაიცვალა,  აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1,  ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით სულ 475 ადამიანია გარდაცვლილი

8 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან აქტიური შემთხვევა 14 680-ია.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 2 901 შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით ასე ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 461, იმერეთში – 340, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 199, გურიაში – 68, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 78, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: