მთავარი,სიახლეები

ბათუმში, „ხოფის ბაზრობაზე“ ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ

07.11.2020
ბათუმში, „ხოფის ბაზრობაზე“ ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ

ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე, ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 7 ნოემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციური ერთობის წევრები „ხოფის ბაზრობაზე“ ფლაერებს არიგებდნენ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით.

თავდამსხმელებმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს და გიორგი გაბაიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სავარაუდოდ იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, იმიტომ, რომ როგორც კი შევედით და მოიკითხეს, რომელი პარტიის წარმომადგენლები ვიყავით, ეგრევე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. სავარაუდოდ იქნებოდა შავი სამყაროს  წარმომადგენელი ეს ადამიანი, ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. თუ სწორად მახსოვს გიორგის ეძახდნენ. მე რაც დავინახე ჩხუბში დაახლოებით ათი კაცი მონაწილეობდა, მაგრამ ორი ადამიანი იყო, რომელიც ძალიან აქტიურობდა, სიტყვიერად შეურაცხგვყოფდა და აქტიურ შეტევაზე გადმოდიოდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა მიშა ქავთარაძემ.

მიშა ქავთარაძე ამბობს, რომ ბაზრობის სხვა თანამშრომლები მათ გამოჩენას მშვიდად შეხვდნენ, ეს ერთი ადამიანი კი უფრო მაყურებელს ჰგავდა, რომელიც ბაზრობაზე აკონტროლებს.

როგორც “ბათუმელებს” ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ უთხრა, მოჩხუბრებს მხოლოდ დაცვის პოლიცია აშველებდა. 112-ში ზარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს, რის შემდეგადაც ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია და პატრული მივიდა. ოპოზიციის წევრთა თქმით, პოლიციამ თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი დააკავა, გენრი დოლიძე და გიორგი გაბაიძე კი გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

“ბათუმელები” კომენტარისთვის შსს-ს პრესცენტრს დაუკავშირდა. შსს-ს პრესცენტრის თქმით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

___

ხვალ, 15:00 საათიდან ბათუმსა და თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები ტოტალურად გაყალბდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: