გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა. ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული, წმინდა გიორგის ტაძარი კი თოვლის საფარველქვეშაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლიას“ ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი დეტალურად აღწერს, რა სიტუაციაშია ახლა წმინდა გიორგის ტაძარი. „მხოლოდ ორი კალთაა გადახურული – დაბალი რეგისტრის კალთები,“ …

ნიკა ქურდიანი მსოფლიოს წლის საუკეთესო SME ბანკირების სამეულში დაასახელეს

Efma-მ (ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია) და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების  სამეულში დასახელდა.  ნომინაციაში წლის საუკეთესო SME ბანკირი სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი  მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. თიბისის კონკურენციას უწევდნენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა, Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, Royal …

პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს

საქართველოს  პრემიერმინისტრობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.   გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს  შემდეგ გახდა ცნობილი. “დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე,” – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარტია “ქართული ოცნების”  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. …

ყოველ მეექვსე ბავშვს კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობა ემუქრება

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობა ათეულობით მილიონ ბავშვს ემუქრება იმ ქვეყნებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ორგანიზაციის ცნობით, შეიარაღებული მებრძოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონებში. საუბარია 426 მილიონიდან 72 მილიონ ბავშვზე, ბიჭებსა და გოგოებზე, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. ამავე დროს, ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 30 …

„გახარიამ შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერობა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გახარიამ პარტიის შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერის პოსტი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. მისთვის დღეს მომხდარი პოლიტიკური ამბები აჩვენებს იმას, რომ სახელისუფლებო ვერტიკალებს შორის პარტიული ვერტიკალია ყველაზე ძლიერი და ძალაუფლების გადანაწილება მთავრობას და სასამართლოს შორის რეალურად არ არსებობს. პოლიტოლოგისთვის პრემიერის წასვლით გამოჩნდა ისიც, „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში არჩევნებს არ აპირებს, რადგან „გახარია დანაკარგია“, – ამბობს …

ბელორუს ჟურნალისტებს 2 წელი მიუსაჯეს აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქებისთვის

მინსკის სასამართლომ ორი წელი, სასჯელის კოლონიაში მოხდით, მიუსაჯა ჟურნალისტებს საპროტესტო აქციიდან პირდაპირი ეთერის გაშვებისთვის, თუმცა ოფიციალური ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზება და მასში მონაწილეობა იყო. პოლონური არხის ჟურნალისტები, 27 წლის ეკატერინა ანდრეევა და 23 წლის დარია ჩულცოვა ნოემბერში დააკავეს, როცა ისინი პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ საპროტესტო აქციას, სადაც მოქალაქეები ბელორუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილის, რომან ბონდარენკოს …

17 წელი ქოხებში – 3 000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეები მთავრობას მიწის დაკანონებას სთხოვენ

ეკომიგრანტი, 63 წლის ნოდარ ჭაღალიძე 2006 წლიდან დღემდე თავისი ხელით აშენებულ ქოხში ცხოვრობს ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე, ყოფილი ნარკოლოგიურის მახლობლად. ნოდარ ჭაღალიძის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფო შემწეობაა – 140-ლარი პენსია სამხედრო ტრავმისთვის და 50 ლარი სოციალური დახმარება. საკვები ძირითადად სოციალური სასადილოდან მოაქვს. “ჩაცმა გინდა თუ წამალი, სხვა ყველაფერი შეზღუდულია. არაფერს არ უთავდება ეს ფული, ძალიან გაჭირვებული დრო …

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს. სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მასწავლებლის სკოლაში გადაადგილება და კონტაქტები ვიდეოთვალის მეშვეობით არის გადამოწმებული. „ეპიდემიოლოგები იყვნენ სკოლაში და დეტალურად შეისწავლეს სიტუაცია. მასწავლებელი სკოლის შენობაში ატარებდა პირბადეს და იცავდა დისტანციას, ასე რომ სკოლა სასწავლო პროცესს შენობაში აგრძელებს“, – …

0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა – სააპელაციო კომისიამ მასწავლებლის საჩივარი დააკმაყოფილა

„0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ლეილა ტარიელაძე, რომელიც დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ასწავლის. მან გარე დაკვირვება ახალ წლამდე გაიარა, თუმცა 0 შეფასება მიიღო. კრედიტები მასწავლებელს აპელაციის შემდეგ დაუწერეს. კრედიტების აღიარების შემდეგ ლეილა ტარიელაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. „ორი თვის წინ თქვენმა პოზიტიურად განწყობილმა შემოხმიანებამ და დაინტერესებამ გარე დაკვირვების …

რატომ ვერ გაასაჩივრებს მელია მოსამართლის გადაწყვეტილებას

ნიკა მელია აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ვერ გაასაჩივრებს. ასეთია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რადგან საქმე სასამართლოში უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება გასაჩივრდეს. „ვფიქრობ, რომ ეს ნორმატიული შინაარსი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მოთხოვნებთან, რადგან პირს ეზღუდება გაასაჩივროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც პირს ერთმევა თავისუფლება და პატიმრობაში მიდის,“ – ამბობს ნიკა მელიას …

“არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ” – კობახიძე გახარიას გადადგომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა პარტია “ქართული ოცნების” ოფისში. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში ნამდვილად იყო  აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გიორგი გახარიამ გუნდს არგუმენტები ვერ წარუდგინა. “გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას …

საქართველოში კოვიდით 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 365 ახალი შემთხვევა

18 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 17188 ტესტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 539 ადამიანი. ამ ეტაპზე საქართველოში 1869  ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში. 17 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2,12%, ბოლო 7 დღის – 2,3%, ბოლო 14 დღის – 2,7%.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება ხვალ, 19 თებერვალს და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. „სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გააკეთა. გახარიამ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა …

დღეს და ხვალ ბათუმში ისევ ითოვებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს და ხვალ, 18-19 თებერვალს, ბათუმსა და მთელ აჭარაში თოვლიანი და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვა, ზვავსაშიშროება და ქარბუქი; საავტომობილო გზებზე – ლიპყინული. იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო ღამით:  0 – 5 …

„შესაძლებელია პარლამენტმა მთავრობა არ დაამტკიცოს“ – სულხან სალაძე

„პარლამენტმა ახალი მთავრობა 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს“, – განმარტავს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი სულხან სალაძე, თუმცა ის არ გამორიცხავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერს მხარი არ დაუჭიროს. „ეს იქნება კარგი საშუალება ხელისუფლებისთვის, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როცა ამბობ, მთავრობას ვერ ვაკომპლექტებო, ვიდრე იმის თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა… შესაბამისად, ეს მოლოდინი არსებობს,“ …

აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 18 თებერვალი

18 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 26 პაციენტი. დღემდე აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა სულ 35 311 პაციენტი. კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 5 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 154 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 109, ონლაინ კლინიკაში – 111.

შს სამინისტრომ მელიას დაკავება დროებით გადადო

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“, – ეს მოკლე განცხადება შს სამინისტროს ვებგვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში. “ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას …

გახარია გადადგა

გიორგი გახარია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თავად გიორგი გახარიამ განაცხადა. „მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს სასამართლომ ბატონ მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს არ სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად …

გრძელდება სილქფესტის აქცია სასაუბრო წუთებსა და ინტერნეტზე

სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს 18 თებერვალს სილქფესტის აქციას თავაზობს. კომბინაციით *202#, ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტები,  30 დღით ჩაირთავენ: [checklist] 400 ლოკალურ წუთს – 6 ლარად 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად 8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 8 ლარად [/checklist] პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის …

ბათუმში კონსტიტუციის ქუჩა იქნება

ბათუმში, თამარის დასახლებაში, გრიშაშვილის ქუჩიდან  დადიანის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი ქუჩად ჩამოყალიბდება, ბათუმის  საკრებულოს განათლების კომისია ამ ქუჩისთვის „კონსტიტუციის ქუჩის“ სახელის მინიჭებას გეგმავს. შესაბამისი განკარგულების პროექტი  კომისიამ უკვე განიხილა. კომისიის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას გადაუგზავნეს, ხოლო საკრებულო სხდომაზე მას სამთავრობო კომისიიდან მიღებული დადებითი დასკვნის შემთხვევაში განიხილავს. ზუსტად …

შერცხვენა „ღირსების“ სახელით – რა ტვირთს ჰკიდებს გოგოებს საზოგადოება

„დანაშაული გამოისყიდა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუამ, შვილიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ თქვა. საზოგადოების მხრიდან ამ ნათქვამმა კრიტიკა და ახლა უკვე ბრალდებული ბაბუის მიმართ აღშფოთება გამოიწვია. რა ტვირთს ჰკიდებს საზოგადოება გოგოებს და როგორ არის გაგებული დღეს „ღირსება“, რომლის „შელახვა“ ბავშვებსაც კი საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ? სად არის სკოლა და რა როლი …

მართვის უფლების მისაღებად თეორიულ გამოცდაზე გასვლა განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, დღეიდან, 17 თებერვლიდან, უკვე შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი. ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება …

ევა – გოგო ხულოდან | VIDEO

20 წლისაა. ხულოში, სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს. ის კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება იმუშაო საკუთარ თავზე, როგორ შეიძლება განვითარდე ყოველდღიურად შეზღუდული რესურსების მიუხედავად. ევა ართმელაძე სტუდენტია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას სწავლობს. “დავიბადე და გავიზარდე სოფელ ბეღლეთში, ხულოს მუნიციპალიტეტში. უშუქობა მიყვარს. ჩვენთან, სოფელში დიდი ზამთარი იცოდა. ბოლო რამდენიმე წელია თოვლი აღარ მოდის და …

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 მარტს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 8 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება. „ტესტირება ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით.  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, …

მართვით სუნთქვაზე მყოფი კოვიდპაციენტების მესამედს პტსა-ს სიმპტომები აღენიშნება | კვლევა

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის და საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე დაერთებული სამი კოვიდპაციენტიდან ერთს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) სიმპტომები უვითარდება, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვირუსი ზემოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს. კოვიდზე საეჭვო ან კოვიდდადასტურებული 13 049 პაციენტის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ მეხუთეს, ვინც საავადმყოფოში იყო …

რა უთხრა 14 წლის ნინის ბაბუამ მოსამართლეს – რეპორტაჟი სასამართლოდან

“რა ვქნა, რა გამეკეთებია?” – ჰკითხა ატირებულმა ბრალდებულმა სულიკო ცეცხლაძემ მოსამართლეს, როცა ის დაინტერესდა, რას ფიქრობდა 14 წლის ნინის ბაბუა პატიმრობაზე ან გირაოთი გათავისუფლებაზე. 14 წლის ნინის ბაბუამ ვრცელი სიტყვით მიმართა მოსამართლეს, თუმცა იმის გამო, რომ სხდომა დისტანციურად იმართებოდა, ბრალდებული პროცესზე ქობულეთის პოლიციის განყოფილებიდან ჩართეს და მისი ხმა ცუდად ისმოდა. “მე თუ მოსაკლავი ვარ, მომკალით…” …

მახინჯაურში ერთ მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა, კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა

მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა – ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაგვიდასტურეს, სადაც ასევე გვითხრეს, რომ კლასი, რომელშიც მოსწავლე სწავლობდა, დროებით ონლაინსწავლებაზე გადავიდა. აჭარაში სკოლის შენობებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდა. 17 დღის განმავლობაში სკოლებში კოვიდის ერთეული შემთხვევები დადასტურდა. პირველი თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის სულ 7 შემთხვევა გამოვლინდა მოსწავლეებში, მასწავლებლებში კი – ორი შემთხვევა. პროტოკოლის მიხედვით, …

„შუახევი ჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება მოსახლეობას

„შუახევი ჰესი“ 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით 8%-ით გაზარდა სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ,,თითქმის ერთი წელია, რაც შუახევი ჰესი ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევების გარეშე. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის პროცესში.’’ – …

„ამბასადორს“ ბულვარში პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600კვ/მეტრი უნდა – დღემდე უცნობი დოკუმენტი

კომპანია „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში საკუთარი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრისთვის პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600 კვ.მეტრი ტერიტორია სჭირდება. ამისთვის კომპანიის დირექტორი, ელგუჯა ქებურია, თავისივე ნაკვეთსა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის არსებულ ტერიტორიას ითხოვს ბათუმის მერიისგან. ამ წერილით ირკვევა, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ელგუჯა ქებურია ბათუმის ყოფილ მერს, ლაშა კომახიძეს 600 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ავტოსადგომზე პარკინგის ადგილების გადაცემას მუნიციპალურ …

ბულვარში სასტუმროს აშენება დაუშვებელია – კულტურის სამინისტროს კვლევითი ცენტრი

კულტურის სამინისტროს კვლევითი ცენტრის დასკვნით, ბათუმის ბულვარში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, 16-სართულიანი სასტუმროს აშენება უკანონო და დაუშვებელია. კომპანია „ამბასადორ ბათუმს“ ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 21 იანვარს მისცა, რასაც  ბათუმში პროტესტი მოჰყვა. 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე საზოგადოება „ბათომი“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] სამართლებრივ …

რამდენად საჭიროა ხარისხის განვითარების ჯგუფის შექმნა სკოლებში

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ითვალისწინებს საჯარო სკოლებში ხარისხის განვითარების ჯგუფის შექმნას, რომელმაც უნდა დაადგინოს კონკრეტული მასწავლებლის საჭიროება და დაეხმაროს კვალიფიკაციის ამაღლებაში. მაგული ჯინჭარაძე სოფელ ქობულეთში და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ქიმიის წამყვანი მასწავლებელია, რომელიც ამავე დროს ხარისხის განვითარების ჯგუფის ერთ-ერთი წევრიც იქნება. „ბათუმელები“ მას ამ საკითხზე ესაუბრა და ჰკითხა, თუ რა ეტაპზეა მის სკოლაში …

ბათუმში თოვა გაგრძელდება, ღამით მოსალოდნელია ყინვა | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 17 თებერვლის 21 საათიდან ხვალ, 18 თებერვლის 21 საათამდე,  აჭარის სანაპირო რაიონებში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, თოვა. აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო ღამით:  0 – 2 გრადუსი …

დადასტურდა კოვიდის 486 ახალი შემთხვევა, 13 ადამიანი გარდაიცვალა

17 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 19 192 კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.  ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 3 805 ადამიანი. აქედან 1 828  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 379 მძიმე პაციენტია. 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.8%, ხოლო …

აჭარაში კოვიდის 32 ახალი შემთხვევაა | 17 თებერვალი

17 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან აჭარაში 7 პირი გამოჯანმრთელდა, 5-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 167 პაციენტი, მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 4 პაციენტი. აჭარაში კოვიდსასტუმროებში 102 ადამიანი იმყოფება, ონლაინკლინიკაში რეგისტრირებულია 121 ინფიცირებული.

რატომ არ თანხმდება თორნიკე რიჟვაძე ღია შეხვედრებს

„ეს არის კომუნიკაციის პრობლემა, რაც აზარალებს პროცესს,“ – მიიჩნევენ მესამე სექტორის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიდგომაზე, როცა ის მოქალაქეებს არ ხვდება, ან ამბობს, რომ შეხვდება, ოღონდ მედიის გარეშე. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრების ტენდენცია ძლიერდება, რაც პრობლემას ვერ აგვარებს. „10 დღეში უფრო მეტნი ვიქნებით და ისევ მოვალთ“, – ამ განცხადებით …

Exit mobile version