პირს, რომელიც გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდა, 4 წელი მიუსაჯეს | პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მაგომედ გუციევი დამნაშავედ ცნო. პროკურატურა იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის …

რატომ არ მუშაობს ბათუმის მერიის ვებგვერდები

„ჩხაკ, გადაიღებ ფოტოს, რომელზეც ასახული იქნება შენი უბნის კონკრეტული პრობლემა და ატვირთავ ამ გვერდზე, მიუთითებ მისამართს და  ეს ინფორმაცია ავტომატურად მივა მერიაში ისე, რომ არანაირი მისვლა და წერილის მიწერა არ დაგჭირდება“, – ასე აუხსნა ბათუმის მოსახლეობას მერიის თანამშრომელმა ახალი ვებგვერდის დამატების აუცილებლობა და მოსალოდნელი სარგებელი. პრეზენტაციას მაშინდელი მერიც ესწრებოდა. ამავე  გვერდზე უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ინფორმაციის …

როგორ აისახება გიორგი გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებაზე“? | გამოკითხვა

18 თებერვალს საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას. იგი პირველი პრემიერ-მინისტრია ბოლო წლების განმავლობაში, რომელმაც ღიად დაასახელა თანამდებობის დატოვების მიზეზი – შეუთანხმებლობა გუნდთან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გახარიას განცხადებით, მელიას დაკავება პოლიტიკური ესკალაციის რისკს გაზრდის. თქვენი აზრით, როგორ აისახება გიორგი გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებაზე“? როგორ აისახება გახარიას გადადგომა „ქართულ …

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება – ავარიული დაზიანება

შპს „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ხვალ, 20 თებერვლის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა ლერმონტოვის ქუჩის, გრიბოედოვიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში, ნინოშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების აბონენტებს. ამ წუთებში აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე. რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, წყალმა ამოხეთქა. ამ დროისთვის უცნობია დაზიანების მიზეზი, ადგილზე …

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წყალმა ამოხეთქა

ბათუმში, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში წყალმა ამოხეთქა. ამ დროისთვის უცნობია დაზიანების მიზეზი. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ეს ავარიული დაზიანებაა და სპეციალისტები მალე მივლენ შემთხვევის ადგილზე. „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება რამდენიმე ქუჩას შეუწყდება და ამის შესახებ ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.

ხიდაშელი: ღარიბაშვილს რუსულ-ჩინური ინტერესების გამტარ კომპანიაში მაღალ ხელფასს უხდიდნენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი პრემიერობის კანდიდატსა და პარლამენტს მიმართავს. ამჟამად უკვე ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელის, თინათინ ხიდაშელის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი შესაძლოა პრობლემური გახდეს. „ცნობილია, რომ ბატონი ღარიბაშვილი 2015 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩინური სახელმწიფო კომპანია CEFC-ის მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი იყო. აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით …

ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

საქართველოში 2021 წლის 1-ლი მარტიდან სრულად ამოქმედდება კანონი აკვაკულტურის შესახებ. პარალელურად, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები; ასეთი ზონის მართვის გეგმა, ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები და სხვა დოკუმენტები. საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური]. ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე …

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ფრანგული Figaro

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას შეეხება. Figaro წერს, რომ ეს არის ახალი ეპიზოდი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა, რომელშიც 2019 წლიდან რუსეთიცაა გარეული. ,,რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა ადგილი 3,7 მილიონი ქართველის გულში“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ 2021 წლის პოლიტიკური კრიზისი გაგრძელებაა …

მერისში ოქროს მხოლოდ მიწისქვეშა წესით მოიპოვებენ – რა ზეგავლენა ექნება გარემოზე, უცნობია

„მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ექვემდებარება თუ არა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იმსჯელოს. სამინისტროს შესაბამისი განცხადებით წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 12 თებერვალს მიმართა. სააგენტოს განცხადების მიხედვით, მერისის მადნიანი ველი, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ზღვის დონიდან 700-1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ობიექტი ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ასევე კულტურული …

„2021 წელი გადამწყვეტია ჩვენი პლანეტისთვის“ – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოხსენება სახელწოდებით – „შერიგება ბუნებასთან“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე ამ ასწლეულში შესაძლოა 3 გრადუსით გაიზარდოს, რაც კატასტროფა იქნება კაცობრიობისთვის იმ პირობებში, როცა ცხოველებისა და მცენარეების მილიონზე მეტი სახეობა გაქრობის პირასაა. გაერო წერს, რომ ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ავადმყოფობები ყოველწლიურად იწვევს 6,5 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ხოლო 1,8 მილიონი …

ბათუმში კვირას გამოიდარებს | უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 19 თებერვლის 21 საათიდან 20 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ნალექი – უმეტესად თოვლის სახით. აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება და ქარბუქი; საავტომობილო გზებზე – ლიპყინული. იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო ღამით:  …

„სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან“ | აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის წინაშე იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო სისტემა …

აჭარაში კოვიდის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა | დღევანდელი მონაცემები

19 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე აჭარაში კოვიდის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობს 147 ადამიანი, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა. საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეისათვის აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 620 ადამიანი. 

საქართველოში კოვიდით 7 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 388 ახალი შემთხვევა | 19 თებერვალი

19 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 16 391 ტესტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი. ამ ეტაპზე საქართველოში 1 813 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, ამ 356 მძიმე პაციენტია.  18 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – …

MDF: მედია ოფიციალური უწყებებიდან ინფორმაციას ვერ იღებს

როგორ ავსებენ ჟურნალისტები ინფორმაციულ ვაკუუმს, როცა კრიზისული ვითარებისას ოფიციალური უწყებები კომენტარებისგან თავს იკავებენ, მედიას კი საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება აქვს? საჭიროებათა კვლევაში, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მოამზადა, ჟურნალისტები და ექსპერტები ამ პრობლემებზე საუბრობენ. კვლევის ფარგლებში ჩატარებულ პირისპირ ინტერვიუებში ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც ამ დროს იქმნება, ინტერპრეტაციებისთვის ფართო ასპარეზს ქმნის, რაც ყოველთვის არ არის …

როცა მოზარდი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა – ფსიქოლოგის რჩევები

საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება გარდატეხის ასაკში მყოფთათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, მოზარდების 40-60%-ს არ მოსწონს საკუთარი თავი: ჰორმონალური პროცესების შედეგად იწყება სქესობრივი მომწიფება, მოზარდებს ეცვლებათ ხმა, სხეული. ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილები არაპროპორციულად იზრდება: კიდურები, ცხვირი და ა.შ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს ცვლილებები მოზარდებს აბნევთ და ძაბავთ. მშობლებსაც უჭირთ …

„4 წლის გადასახადი ერთად მომივიდა“ – ვის ეხება მიწის გადასახადი და რამდენია ჯარიმა 

მიწის მესაკუთრე კანონით ვალდებულია ყოველი წლის პირველ ნოემბრამდე წარადგინოს დეკლარაცია შემოსავლების სამსახურში და გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი. მიწის გადასახადის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პირს ყოველთვიურად დაერიცხება საურავი – გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით. ფიზიკურ პირს შეუძლია არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს და არ ეკუთვნის გადასახადის გადახდა; ან საგადასახადოს მიერ უკვე დარიცხულია მასზე …

გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა. ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული, წმინდა გიორგის ტაძარი კი თოვლის საფარველქვეშაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლიას“ ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი დეტალურად აღწერს, რა სიტუაციაშია ახლა წმინდა გიორგის ტაძარი. „მხოლოდ ორი კალთაა გადახურული – დაბალი რეგისტრის კალთები,“ …

ნიკა ქურდიანი მსოფლიოს წლის საუკეთესო SME ბანკირების სამეულში დაასახელეს

Efma-მ (ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია) და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების  სამეულში დასახელდა.  ნომინაციაში წლის საუკეთესო SME ბანკირი სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი  მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. თიბისის კონკურენციას უწევდნენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა, Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, Royal …

პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს

საქართველოს  პრემიერმინისტრობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.   გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს  შემდეგ გახდა ცნობილი. “დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე,” – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარტია “ქართული ოცნების”  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. …

ყოველ მეექვსე ბავშვს კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობა ემუქრება

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობა ათეულობით მილიონ ბავშვს ემუქრება იმ ქვეყნებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ორგანიზაციის ცნობით, შეიარაღებული მებრძოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონებში. საუბარია 426 მილიონიდან 72 მილიონ ბავშვზე, ბიჭებსა და გოგოებზე, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. ამავე დროს, ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 30 …

„გახარიამ შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერობა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გახარიამ პარტიის შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერის პოსტი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. მისთვის დღეს მომხდარი პოლიტიკური ამბები აჩვენებს იმას, რომ სახელისუფლებო ვერტიკალებს შორის პარტიული ვერტიკალია ყველაზე ძლიერი და ძალაუფლების გადანაწილება მთავრობას და სასამართლოს შორის რეალურად არ არსებობს. პოლიტოლოგისთვის პრემიერის წასვლით გამოჩნდა ისიც, „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში არჩევნებს არ აპირებს, რადგან „გახარია დანაკარგია“, – ამბობს …

ბელორუს ჟურნალისტებს 2 წელი მიუსაჯეს აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქებისთვის

მინსკის სასამართლომ ორი წელი, სასჯელის კოლონიაში მოხდით, მიუსაჯა ჟურნალისტებს საპროტესტო აქციიდან პირდაპირი ეთერის გაშვებისთვის, თუმცა ოფიციალური ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზება და მასში მონაწილეობა იყო. პოლონური არხის ჟურნალისტები, 27 წლის ეკატერინა ანდრეევა და 23 წლის დარია ჩულცოვა ნოემბერში დააკავეს, როცა ისინი პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ საპროტესტო აქციას, სადაც მოქალაქეები ბელორუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილის, რომან ბონდარენკოს …

17 წელი ქოხებში – 3 000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეები მთავრობას მიწის დაკანონებას სთხოვენ

ეკომიგრანტი, 63 წლის ნოდარ ჭაღალიძე 2006 წლიდან დღემდე თავისი ხელით აშენებულ ქოხში ცხოვრობს ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე, ყოფილი ნარკოლოგიურის მახლობლად. ნოდარ ჭაღალიძის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფო შემწეობაა – 140-ლარი პენსია სამხედრო ტრავმისთვის და 50 ლარი სოციალური დახმარება. საკვები ძირითადად სოციალური სასადილოდან მოაქვს. “ჩაცმა გინდა თუ წამალი, სხვა ყველაფერი შეზღუდულია. არაფერს არ უთავდება ეს ფული, ძალიან გაჭირვებული დრო …

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს. სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მასწავლებლის სკოლაში გადაადგილება და კონტაქტები ვიდეოთვალის მეშვეობით არის გადამოწმებული. „ეპიდემიოლოგები იყვნენ სკოლაში და დეტალურად შეისწავლეს სიტუაცია. მასწავლებელი სკოლის შენობაში ატარებდა პირბადეს და იცავდა დისტანციას, ასე რომ სკოლა სასწავლო პროცესს შენობაში აგრძელებს“, – …

0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა – სააპელაციო კომისიამ მასწავლებლის საჩივარი დააკმაყოფილა

„0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ლეილა ტარიელაძე, რომელიც დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ასწავლის. მან გარე დაკვირვება ახალ წლამდე გაიარა, თუმცა 0 შეფასება მიიღო. კრედიტები მასწავლებელს აპელაციის შემდეგ დაუწერეს. კრედიტების აღიარების შემდეგ ლეილა ტარიელაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. „ორი თვის წინ თქვენმა პოზიტიურად განწყობილმა შემოხმიანებამ და დაინტერესებამ გარე დაკვირვების …

რატომ ვერ გაასაჩივრებს მელია მოსამართლის გადაწყვეტილებას

ნიკა მელია აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ვერ გაასაჩივრებს. ასეთია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რადგან საქმე სასამართლოში უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება გასაჩივრდეს. „ვფიქრობ, რომ ეს ნორმატიული შინაარსი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მოთხოვნებთან, რადგან პირს ეზღუდება გაასაჩივროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც პირს ერთმევა თავისუფლება და პატიმრობაში მიდის,“ – ამბობს ნიკა მელიას …

“არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ” – კობახიძე გახარიას გადადგომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა პარტია “ქართული ოცნების” ოფისში. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში ნამდვილად იყო  აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გიორგი გახარიამ გუნდს არგუმენტები ვერ წარუდგინა. “გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას …

საქართველოში კოვიდით 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 365 ახალი შემთხვევა

18 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 17188 ტესტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 539 ადამიანი. ამ ეტაპზე საქართველოში 1869  ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში. 17 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2,12%, ბოლო 7 დღის – 2,3%, ბოლო 14 დღის – 2,7%.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება ხვალ, 19 თებერვალს და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. „სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გააკეთა. გახარიამ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა …

დღეს და ხვალ ბათუმში ისევ ითოვებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს და ხვალ, 18-19 თებერვალს, ბათუმსა და მთელ აჭარაში თოვლიანი და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვა, ზვავსაშიშროება და ქარბუქი; საავტომობილო გზებზე – ლიპყინული. იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო ღამით:  0 – 5 …

„შესაძლებელია პარლამენტმა მთავრობა არ დაამტკიცოს“ – სულხან სალაძე

„პარლამენტმა ახალი მთავრობა 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს“, – განმარტავს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი სულხან სალაძე, თუმცა ის არ გამორიცხავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერს მხარი არ დაუჭიროს. „ეს იქნება კარგი საშუალება ხელისუფლებისთვის, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როცა ამბობ, მთავრობას ვერ ვაკომპლექტებო, ვიდრე იმის თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა… შესაბამისად, ეს მოლოდინი არსებობს,“ …

აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 18 თებერვალი

18 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 26 პაციენტი. დღემდე აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა სულ 35 311 პაციენტი. კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 5 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 154 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 109, ონლაინ კლინიკაში – 111.

შს სამინისტრომ მელიას დაკავება დროებით გადადო

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“, – ეს მოკლე განცხადება შს სამინისტროს ვებგვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში. “ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას …

გახარია გადადგა

გიორგი გახარია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თავად გიორგი გახარიამ განაცხადა. „მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს სასამართლომ ბატონ მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს არ სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად …

Exit mobile version