მთავარი,სიახლეები

ბათუმში თოვა გაგრძელდება, ღამით მოსალოდნელია ყინვა | ამინდის პროგნოზი

17.02.2021
ბათუმში თოვა გაგრძელდება, ღამით მოსალოდნელია ყინვა | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 17 თებერვლის 21 საათიდან ხვალ, 18 თებერვლის 21 საათამდე,  აჭარის სანაპირო რაიონებში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, თოვა.

აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით:  0 – 2 გრადუსი ყინვა 

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 19-20 თებერვალს, დროგამოშვებით კვლავ ითოვებს.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, ღამის  საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა  დაწევამ სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია გამოიწვიოს ციტრუსოვანი კულტურების, განსაკუთრებით ლიმონის დაზიანება.

________________

ფოტოზე: თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: