ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობის ღობის ნაწილი მოარღვიეს

დღეს, 21 თებერვალს, მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრებმა ბათუმის ბულვარში სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობის ღობის ნაწილი მოარღვიეს. „ამ ფორმით ვაპროტესტებთ ბათუმის ბულვარში 16 სართულის მშენებლობას“ – გვითხრა ალექსანდრე მილორავამ, აქციის მონაწილემ. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ …

რას ჰყვებიან ქართველი მოსწავლეები აშშ-სა და ბრიტანეთის სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

სკოლებში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებაზე საუბრისას საზოგადოების ნაწილს ხშირად მწვავე რეაქცია აქვს, ხშირად ტერმინებიც კი არასწორადაა გაგებული და სქესობრივი განათლება „სექსის სწავლებასთანაა“ გაიგივებული. რა საკითხებს განიხილავენ მოსწავლეებთან იმ ქვეყნების სკოლებსა და კოლეჯებში, სადაც სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სემინარები არათუ ნებადართული, სავალდებულოც კი არის? მარიამ მიქელაძემ შარშან, 2020 წელს, დაამთავრა ბრიტანეთში …

2021 წელს უნივერსიტეტებში აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამა იქნება – მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტები დაიწყებენ აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას. ჩხენკელმა ამის შესახებ დღეს, 21 თებერვალს, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. „შემუშავებულია და ინერგება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ვმუშაობთ …

რა დავკარგეთ 100 წლის წინ საბჭოთა ოკუპაციის დროს – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

უჭირს კონკრეტული ჩამონათვალის გაკეთება იმისა, თუ რა დავკარგეთ, რადგან თვლის, რომ წარსულის შანსებზე საუბარი 100 წლის შემდეგ რთულია. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ზუსტად 100 წლის წინ, როცა ბათუმში პირველი რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია დაბეჭდეს, საქართველო „ძალიან კარგ გზაზე“ იდგა და გამორჩეულიც კი იყო მსოფლიოში თავისი სოციალური ექსპერიმენტებით. კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის შემდეგ ლაშა ბაქრაძე დამოუკიდებელი …

დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა

შს სამინისტროს ცნობით, კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 31 წლის კაცი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კაცი არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 21 თებერვლის 21 საათიდან 22 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით:  0 – 5 გრადუსი ყინვა  მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 2 – …

10 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 258 ახალი შემთხვევა

21 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 9 653 ტესტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 3 257 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 723 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, რომელთა შორის 344 მძიმე პაციენტია.  ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 524 …

აჭარაში კოვიდის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 21 თებერვალი

21 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 2-მა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით აჭარაში, კოვიდკლინიკაში 146 პაციენტი მკურნალობენ, მათგან 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავარია ავტობანზე – დაშავდა სამი ადამიანი

დღეს, 21 თებერვალს ავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტობანზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთ ავტომანქანაში მყოფი მძღოლი და ორი მგზავრი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის …

„ბათუმმა“ 139:3 დაამარცხა გორის „ჯიქები“ – რაგბი

დღეს, 20 თებერვალს, ბათუმის „ბათუმმა“ რაგბიში გორის „ჯიქებს“ რეკორდული ანგარიშით – 139:3 სძლია. ბათუმელმა მორაგბეებმა 21 ლელო ისე დაუდეს მეტოქეს [რომელთგან 17 გარდასახვა ზუსტი იყო], რომ საპასუხოდ არც ერთი ლელო არ მიუღიათ. დიდი 10-ის მეცხრე ტურის “ბ” ჯგუფში ბათუმური კლუბი დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო გორელები 6 ქულით ბოლო პოზიციაზე არიან.

ბათუმის მერია იაფი სახლის კრიტერიუმებს ისევ აზუსტებს

ბათუმის მერიას იაფი სახლის კრიტერიუმებში დაზუსტებების შეტანა სურს, შესაბამისი მოთხოვნა საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადააგზავნეს. განკარგულების პროექტის მიხედვით კრიტერიუმებს რამდენიმე ახალი ჩანაწერი  ემატება . მთავარი სიახლე კი პროგრამის სავარაუდო ბენეფიარის სარეიტინგო ქულის განსაზღვრაა. ახლი ჩანაწერის მიხედვით ეგრეთ წოდებულ იაფ სახლში ბინის შეძენის მსურველი არ უნდა მიკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001 – მდეა. …

აჭარის მთავრობა ბათუმის ცენტრში მუნიციპალურ ქონებას ითხოვს

აჭარის მთავრობა ბათუმის მერიას ქალაქის ცენტრში,  ზღვასთან ახლოს მდებარე სამსართულიანი შენობის საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, ამ შენობაში უკვე წლებია გარემოს დაცვის სამმართველო ფუნქციონირებს, რამდენიმე ოთახს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები იყენებენ, ქონება 2021 წლის თებერვლამდე არა მუნიციპალური, არამედ სახელმწიფოს საკუთრება იყო და ზემოთ ჩამოთვლილ სტრუქტურებზე, სარგებლობის უფლებით, ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გადაცემული. 2021 წლის …

ბლექსის ადგილზე ახალი სკოლის პროექტს სამინისტრო კონკურსით შეისყიდის

ბათუმში, კოლეჯ „ბლექსის“ ადგილზე ახალი სკოლის ასაშენებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის, თუმცა, როდის გამოცხადდება კონკურსი, კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. მანამდე, ჩატარდება ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ახალი შენობის მშენებლობას [სავარაუდო მოცულობის განსაზღვრას]. ამ სამუშაოებისთვის კი, სამინისტრო მაქსიმუმ 6 000 ლარს გადაიხდის. ანალოგიურ და …

აჭარაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 20 თებერვალი

20 თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი; დღემდე გამოჯანმრთელებულია სულ 35 384 პაციენტი; კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა. აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 5 პაციენტი. ამ დროისთვის ბათუმში კლინიკაში მკურნალობს – 143 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 90, ონლაინ კლინიკაში – 107. …

„ბათომის“ წერილი ზაურ ახვლედიანს ძეგლების საბჭოს შებოჭვასა და სხვა საკითხებზე

საჯაროობა, პროფესიული შეზღუდვა და განსახილველი მასალების წინასწარ გაცნობის აუცილებლობა იმ საკითხებს შორისაა, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაცია „ბათომს“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს. შესაბამისი წერილით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა სააგენტოს დირექტორს, ზაურ ახვლედიანს მიმართა. შეგახსენებთ, რომ სააგენტოს დირექტორმა 2021 წლის თებერვალში საბჭოს დაკომპლექტების წესში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი განახლებული …

კოვიდით 19 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 396 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 19 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში გამოვლინდა 396 ახალი შემთხვევა. 20 თებერვლის მდგომარეობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  18 015 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 021 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 994 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო …

კოვიდპაციენტებისთვის სამინისტრო მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-19 ინტენსიური მართვის პროცესში პაციენტების სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციისა და შემდგომი დამუშავების მიზნით, პაციენტების მონიტორინგის ცენტრალური სისტემ(ებ)ის შესყიდვას გეგმავს. სისტემამ უნდა მიიღოს განგრძობადი ინფორმაცია და მონაცემები ცალკეულ საწოლებთან დაკავშირებული მონიტორებიდან; უნდა გააჩნდეს მაქსიმუმ 66 მონიტორთან დაკავშირების უნარი, რაც ასევე უზრუნველყოფს პერსონალის მიერ ერთდროულად რეალურ დროში 32 პაციენტის მონაცემების ნახვას და …

კობახიძის დაჯილდოება გზავნილია, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ, უნდა შევეგუოთ – ხვადაგიანი

ხვალ, 20 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან მეასე წელს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებენ. რას ნიშნავს კობახიძისთვის ამ ჯილდოს გადაცემა მას შემდეგ, როცა სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში  სერგეი გავრილოვი, რომელსაც საზოგადოების ძლიერი პროტესტის ფონზე მოუწია საქართველოს დატოვება, ირაკლი კობახიძეს კი – პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის? – ამ თემაზე  „ბათუმელებთან“ …

რას უქადის საქართველოს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა?

„ღარიბაშვილი არის ივანიშვილი ავატარით… მას ერთი სურვილი აქვს, შევარდეს დროზე ნაციონალების ოფისში, იქ ყველა დაარბიოს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, აწი რაც იქნება, ჩვენ ეგ უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იქნება კვადრატში, რადგან ახლა 2014 წელი აღარ არის, „ოცნებას“ აღარ აქვს იგივე ნდობა, რაც მაშინ ჰქონდა, კრიზისი კი, ღრმაა,“ – ჯერ „ოცნებიდან,“ …

რატომ არ მისცეს აფთიაქში პენსიონერს მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში

რატომ ვერ ახერხებენ მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღებას? „ბათუმელებთან“ მოქალაქე ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, რის გამოც, იძულებულია მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინოს. „დედაჩემი არის პენსიონერი და სარგებლობს მასწავლებლის სახელმწიფო დაზღვევით, ექიმმა გამოუწერა „ატორვასტატინი“ და „კარდიომაგნილი“. სამ აფთიაქში: „ავერსში“, „პსპ“-ში და „ფარმადეპოში“ მივედი და ყველგან, როცა დედაჩემის ბარათით მოვითხოვე …

რას აკეთებს ბავშვზე ზრუნვის განყოფილება ქობულეთის მერიაში

ქობულეთის მერიაში ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა. განყოფილება მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ნაწილია, რომლის წლიური დაფინანსება 151 250 ლარია. განყოფილებაში, რომელმაც ბავშვზე ძალადობის თუ სხვა უფლებების დარღვევის შემთხვევები უნდა შეისწავლოს, 5 ადამიანი მუშაობს. მათ შორის 3 სოციალური მუშაკი და 1 ინსპექტორი. რას აკეთებს და როგორ ესმით განყოფილებაში ბავშვზე ზრუნვა, …

სამინისტრო დიდი ოდენობით საწვავის საბაჟო პროცედურების დარღვევით გადატანას იძიებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინება. „არსებული ინფორმაციით საბაჟო პროცედურების დარღვევით მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის გადაადგილება, რომლის რეალიზაციაც სავარაუდოდ განხორციელდა საქართველოს მასშტაბით განლაგებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი …

მოქალაქე 40, ბიზნესი კი 1000 ლარით დაჯარიმდება პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე

დღეიდან, 19 თებერვლიდან, პანდემიის/ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირი 40 ლარით დაჯარიმდება, ხოლო, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის განმეორებით დაშვებისთვის, დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე – 1 000 ლარით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 18 თებერვალს მოაწერა. …

„ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ჩემს ოჯახს“ – ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა: „ბოროტად ვისარგებლე იმით, რომ ბატონ ირაკლის 15 წელია ვიცნობ, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ ქართუში, მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, რომ მე მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. …

ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა, მის ადგილს მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე წარადგინა. ღარიბაშვილის განცხადებით, სხვა მინისტრები პოსტს შეინარჩუნებენ. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.  

პირს, რომელიც გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდა, 4 წელი მიუსაჯეს | პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მაგომედ გუციევი დამნაშავედ ცნო. პროკურატურა იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის …

რატომ არ მუშაობს ბათუმის მერიის ვებგვერდები

„ჩხაკ, გადაიღებ ფოტოს, რომელზეც ასახული იქნება შენი უბნის კონკრეტული პრობლემა და ატვირთავ ამ გვერდზე, მიუთითებ მისამართს და  ეს ინფორმაცია ავტომატურად მივა მერიაში ისე, რომ არანაირი მისვლა და წერილის მიწერა არ დაგჭირდება“, – ასე აუხსნა ბათუმის მოსახლეობას მერიის თანამშრომელმა ახალი ვებგვერდის დამატების აუცილებლობა და მოსალოდნელი სარგებელი. პრეზენტაციას მაშინდელი მერიც ესწრებოდა. ამავე  გვერდზე უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ინფორმაციის …

როგორ აისახება გიორგი გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებაზე“? | გამოკითხვა

18 თებერვალს საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას. იგი პირველი პრემიერ-მინისტრია ბოლო წლების განმავლობაში, რომელმაც ღიად დაასახელა თანამდებობის დატოვების მიზეზი – შეუთანხმებლობა გუნდთან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გახარიას განცხადებით, მელიას დაკავება პოლიტიკური ესკალაციის რისკს გაზრდის. თქვენი აზრით, როგორ აისახება გიორგი გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებაზე“? როგორ აისახება გახარიას გადადგომა „ქართულ …

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება – ავარიული დაზიანება

შპს „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ხვალ, 20 თებერვლის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა ლერმონტოვის ქუჩის, გრიბოედოვიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში, ნინოშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების აბონენტებს. ამ წუთებში აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე. რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, წყალმა ამოხეთქა. ამ დროისთვის უცნობია დაზიანების მიზეზი, ადგილზე …

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წყალმა ამოხეთქა

ბათუმში, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში წყალმა ამოხეთქა. ამ დროისთვის უცნობია დაზიანების მიზეზი. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ეს ავარიული დაზიანებაა და სპეციალისტები მალე მივლენ შემთხვევის ადგილზე. „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება რამდენიმე ქუჩას შეუწყდება და ამის შესახებ ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.

ხიდაშელი: ღარიბაშვილს რუსულ-ჩინური ინტერესების გამტარ კომპანიაში მაღალ ხელფასს უხდიდნენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი პრემიერობის კანდიდატსა და პარლამენტს მიმართავს. ამჟამად უკვე ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელის, თინათინ ხიდაშელის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი შესაძლოა პრობლემური გახდეს. „ცნობილია, რომ ბატონი ღარიბაშვილი 2015 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩინური სახელმწიფო კომპანია CEFC-ის მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი იყო. აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით …

ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

საქართველოში 2021 წლის 1-ლი მარტიდან სრულად ამოქმედდება კანონი აკვაკულტურის შესახებ. პარალელურად, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები; ასეთი ზონის მართვის გეგმა, ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები და სხვა დოკუმენტები. საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური]. ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე …

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ფრანგული Figaro

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას შეეხება. Figaro წერს, რომ ეს არის ახალი ეპიზოდი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა, რომელშიც 2019 წლიდან რუსეთიცაა გარეული. ,,რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა ადგილი 3,7 მილიონი ქართველის გულში“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ 2021 წლის პოლიტიკური კრიზისი გაგრძელებაა …

მერისში ოქროს მხოლოდ მიწისქვეშა წესით მოიპოვებენ – რა ზეგავლენა ექნება გარემოზე, უცნობია

„მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ექვემდებარება თუ არა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იმსჯელოს. სამინისტროს შესაბამისი განცხადებით წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 12 თებერვალს მიმართა. სააგენტოს განცხადების მიხედვით, მერისის მადნიანი ველი, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ზღვის დონიდან 700-1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ობიექტი ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ასევე კულტურული …

„2021 წელი გადამწყვეტია ჩვენი პლანეტისთვის“ – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოხსენება სახელწოდებით – „შერიგება ბუნებასთან“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე ამ ასწლეულში შესაძლოა 3 გრადუსით გაიზარდოს, რაც კატასტროფა იქნება კაცობრიობისთვის იმ პირობებში, როცა ცხოველებისა და მცენარეების მილიონზე მეტი სახეობა გაქრობის პირასაა. გაერო წერს, რომ ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ავადმყოფობები ყოველწლიურად იწვევს 6,5 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ხოლო 1,8 მილიონი …

ბათუმში კვირას გამოიდარებს | უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 19 თებერვლის 21 საათიდან 20 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ნალექი – უმეტესად თოვლის სახით. აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება და ქარბუქი; საავტომობილო გზებზე – ლიპყინული. იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო ღამით:  …

Exit mobile version