გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს და ხვალ, 18-19 თებერვალს, ბათუმსა და მთელ აჭარაში თოვლიანი და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება.
აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვა, ზვავსაშიშროება და ქარბუქი; საავტომობილო გზებზე – ლიპყინული.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
- ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 20 თებერვალს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვა,ზვავსაშიშროება, 21 თებერვალს კი გამოიდარებს.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია გამოიწვიოს ციტრუსოვანი კულტურების, განსაკუთრებით ლიმონის დაზიანება.
________________
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“