მთავარი,სიახლეები

ბათუმში კონსტიტუციის ქუჩა იქნება

17.02.2021
ბათუმში კონსტიტუციის ქუჩა იქნება

ბათუმში, თამარის დასახლებაში, გრიშაშვილის ქუჩიდან  დადიანის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი ქუჩად ჩამოყალიბდება, ბათუმის  საკრებულოს განათლების კომისია ამ ქუჩისთვის „კონსტიტუციის ქუჩის“ სახელის მინიჭებას გეგმავს. შესაბამისი განკარგულების პროექტი  კომისიამ უკვე განიხილა.

კომისიის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას გადაუგზავნეს, ხოლო საკრებულო სხდომაზე მას სამთავრობო კომისიიდან მიღებული დადებითი დასკვნის შემთხვევაში განიხილავს.

ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრებამ მიიღო. ქვეყნის პირველი კონსტიტუცია ბათუმში დაიბეჭდა.

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს მწერალთა კავშირის კორესპონდენცია მემედ აბაშიძის ქუჩაზე, N46-ში მდებარე შენობაზე რამაზ სურმანიძის მემორიალური დაფების განთავსების თაობაზე და ამ საკითხის კენჭისყრა შემდეგი სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.