აჭარაში კოვიდის ახალი 10 შემთხვევა დადასტურდა | 15 თებერვალი

15 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 166 პაციენტი, მათგან 39 მძიმე პაციენტია, 5 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროებში 104 ადამიანი იმყოფება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 15 თებერვლის 21 საათიდან ხვალ, 16 თებერვლის 21 საათამდე,  აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა. აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში თოვა და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8– 13 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო …

ბათუმში ქალს მოტოციკლი დაეჯახა

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, ქვეით ქალს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წაიყვანა. გუშინ, 13 თებერვალს, ბათუმში ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა: შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე

ბათუმში კაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ე.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1974 წელს …

15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქცია იგეგმება

ხვალ, 15 თებერვალს, აჭარის  მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი აპირებს აქციაზე მისვლას და თავიანთი პრობლემების მოგვარების მოთხოვნას.  აქციის ინიციატორის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „აქციაზე მისვლას აპირებენ ის მოქალაქეები, ვინც აჭარაში ავტობანის თუ ჰესების  მშენებლობის გამო დაზარალდნენ. ასევე იპოთეკით დაზარალებულები, ვისაც სესხი ჰქონდა და პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, თვითდასაქმებულები, რომლებმაც მხოლოდ ერთჯერადი 300 ლარი …

ოცნების ქალაქში ხანძარია

ბათუმში, ე.წ. ოცნების დასახლებაში ხანძარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ამ დროისთვის [18:25 სთ.] ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.    

ანზორ ლაზიშვილი აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პროტესტის ფონზე გახდა

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ ანზორ ლაზიშვილი გახდა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად ანზორ ლაზიშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, კენჭისყრაში, 34 დელეგატიდან მონაწილეობდა 30 დელეგატი და მათგან 26-მა ლაზიშვილს დაუჭირა  მხარი. ანზორ ლაზიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დელეგატების დაკომპლექტების წესი მას არ შეუცვლია და ეს წესი მოქმედებს 2012 წლიდან. უკმაყოფილო სპორტსმენები აცხადებენ, რომ …

დაძაბულობა აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დაძაბულ ვითარებაში დაიწყო. ერთმანეთს ორი კანდიდატი უპირისპირდება – მოქმედი პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი და ხულოს სასპორტო სკოლის მოქმედი დირექტორი მევლუდ წულუკიძე. შესაძლოა არჩევნები ჩაიშალოს, რადგან მევლუდ წულუკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქვორუმი არ შედგა, რადგან მისმა მომხრე დელეგატებმა დატოვეს კენჭისყრა. ცნობილმა სპორტსმენმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ თქვა, რომ ის ცვლილებებს უჭერს …

ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი

ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

რომელ რეგიონში რამდენი ადამიანი დაიღუპა კოვიდით? – NCDC მონაცემებს არ ასაჯაროებს

დღეს, 14 თებერვალს, ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. იმავე ცენტრის დღეის მონაცემებით, კორონავირუსმა საქართველოში მთლიანობაში 3 352 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა არ არის ცნობილი ყველაზე უფრო ქვეყნის რომელი რეგიონი დააზარალა ვირუსმა. იქედან გამომდინარე, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ავრცელებს ინფორმაციას რეგიონების მიხედვით დაღუპულების რაოდენობის შესახებ, „ბათუმელებმა“ უწყებიდან ეს …

სკოლაში დაბრუნების პროცედურები კოვიდის გადატანის შემდეგ – ახალი რეკომენდაციები

მოსწავლის, მასწავლებლის ან/და თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ახალი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ 11 თებერვალს დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, „სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იმავე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე“. იმ პირებთან, ვისაც კოვიდი დაუდასტურდება, მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის …

ბათუმში ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების 2 ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

ბათუმში 13 თებერვალს ქვეითებზე ავტომანქანის დაჯახების 2 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ბათუმში მომხდარ ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. — 2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი …

ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  14 თებერვლის 21 საათიდან 15 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა; მთებში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო მთაში ღამით 0-5 გრადუსი …

რის აღრიცხვას ითხოვენ ყოველთვიურად დამსაქმებლებისგან – ახალი ვალდებულება ბიზნესს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სამუშაო დროის აღრიცხვის წესი და შესაბამისი ფორმა დაამტკიცა. ბრძანების მიხედვით, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა არის დასაქმებულთა სამუშაო დროის [ნამუშევარი საათების] აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს  წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხულ მონაცემებს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ. სამუშაო დროის აღრიცხვა, ახალი წესის შესაბამისად, სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი დამსაქმებლისთვის [იქნება ეს ფიზიკური …

კორონავირუსით კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 357 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 652 პაციენტი, ხოლო ვირუსი დაუდასტურდა 357 პირს. stopcov.ge-ს 14 თებერვლის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამში არის 265 557; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 258 093, ხოლო პანდემიის მთელ პერიოდში საქართველოში კორონავირუსისგან სულ 3 352 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, …

აჭარაში კოვიდის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 14 თებერვალი

14 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა – 58 პაციენტი, დღემდე კი გამოჯანმრთელებულია – 35 201 პაციენტი; კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვიაზეა] – 4 პაციენტი. ამ დროისთვის ბათუმის კლინიკაში მკურნალობს 169 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 98, ონლაინ კლინიკაში …

სილქფესტის ორი აქცია ვალენტინობაზე – ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობებით

„სილქფესტი“ ვალენტინობასთან დაკავშირებით, მობილური ქსელის მომხმარებლებს, ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობების 2 აქციას შეთავაზებს. [checklist] ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად  – კოდით *019# პაკეტი „მეტი უსასრულო+“ – 19 ლარად –  კოდით *010# ( უსასრულო ადგილობრივი ზარები + 7 GB ინტერნეტი + უსასრულო SMS )  [/checklist] პაკეტების მოქმედების ვადა 30 დღე სააქციო პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა მიეცემათ …

„კაცი მემუქრებოდა ოჯახის მოსპობით“, – პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდასხმის საქმეს არ იძიებენ

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებს – გენრი დოლიძეს, გიორგი გაბაიძეს, მიშა ქავთარაძესა და იზო სურმანიძეს ეგრეთ წოდებულ „ხოფის ბაზრობაზე“, ფლაერების დარიგების დროს, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ პარტია “ლელოს” წევრმა, მიშა ქავთარაძემ თქვა, რომ „თავდამსხმელი სტეფანოვკას უბნის ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“ გიორგი გოგიჩაიშვილია“. „კაცი მემუქრებოდა სიცოცხლის და ოჯახის მოსპობით. …

ბავშვები, რომლებიც ქუჩის ძაღლებს საკვებს უგროვებენ და სახლებს უშენებენ

„გამარჯობათ! ჩვენ სკოლა „სხივის” მოსწავლეები ვართ და ვაკეთებთ პრეზენტაციას იმის შესახებ, რომ შევიფაროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. შენც ძალიან დაგვეხმარები თუ ამას გააკეთებ და მალევე შეიფარებ ცხოველს. ჩვენი მიზანია გავაქროთ მაწანწალა ცხოველები და მათ ბედნიერად იცხოვრონ. იმედია შენც გვეთანხმები და ამ საქმეში დაგვეხმარები“, – წერია ხელნაწერ ბროშურებში, რომლებიც მარტვილში გაავრცელეს 9-10 წლის ბავშვებმა. როგორც 9 წლის …

რატომ ჩამოიშალა ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსის 1 სართული – სამინისტროს განმარტება

„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის მინიმუმ ერთი სართული ჩამოიშალა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა აცნობეს. რატომ ჩამოიშალა აშენებული სართული – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ. სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ „ე.წ. ოცნების ქალაქში“, კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად აღებული აქვს მშენებლობის ხარისხის ვალდებულება, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს“, – სხვა განმარტება სამინისტრომ არ გააკეთა. „ოცნების ქალაქში“ ამ დროისთვის …

ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს – შსს

ბათუმში კაცი დაჭრეს. შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცი ფიზიკური დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული სავარაუდოდ უსახლკაროა.

14 წლის გოგოს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის ნ.ტ-ს დღეს 13 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ეს პირველი სასამართლო სხდომა იყო დღეს ამ საქმეზე. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი იხილავდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა. ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის …

დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია და სტიპენდია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია.  პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქეს. გარდა პრემიისა, როგორც სამინისტრო აცხადებს, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, „ხოლო სტუდენტებისათვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება“. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი იყო, …

დამნაშავე უნდა დაისაჯოს – პრეზიდენტი 14 წლის გოგოს ტრაგიკულ გარდაცვალებაზე

„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“- განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა. პოლიციამ 14 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის ნ.ტ …

გვესმის რესტორნების წუხილი, მაგრამ მათი მტერი პანდემიაა – თურნავა

ორშაბათს 15 თებერვალს, შეზღუდვების ერთი ეტაპი იხსნება, რაც გულისხმობს იმას, რომ რესტორნები ღია სივრცეებში მუშაობას განაახლებენ, თუმცა მათ დახურულ სივრცეებში მუშაობა არ შეუძლიათ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ბედი ელით იმ რესტორნებს, რომლებსაც ღია ტიპის კაფეები არ აქვთ, თურნავა ამბობს, რომ მათი ესმის. „ჩვენ გვესმის რესტორნების წუხილი, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენ მათთან გვაქვს …

აჭარაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 13 თებერვალი

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს 13 თებერვალს, აჭარაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 პაციენტი. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა, გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 27 პაციენტი. კლინიკაში კი 161 ადამიანი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, აჭარაში კოვიდისგან გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თურქეთიდან შემოსული 24 500 კილოგრამი კარტოფილი დაავადებულია – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  ,,სარფის“ გავლით  თურქეთის რესპუბლიკიდან 24 500 კილოგრამი კარტოფილი შემოვიდა, რომელიც ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კარტოფილი დაავდებულია. „კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა“. დაავადებული კარტოფილი საქართველოში 11 თებერვალს შემოვიდა და ტვირთი …

რა გახდა ბათუმში 25 წლის მეხანძრის დაღუპვის მიზეზი

გუშინ, 12 თებერვალს, ბათუმში 25 წლის მეხანძრე-მაშველი, თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, იგი გამოძახებაზე იმყოფებოდა და მისი გარდაცვალების მიზეზი სახანძრო კიბიდან გადმოვარდნა გახდა. „მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა“ – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც  გუშინ გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. „ბათუმელებს“ სხვადასხვა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეხანძრის გარდაცვალების მიზეზი …

„დედასთან უნდოდა წასვლა“ – ახალი დეტალები 14 წლის ნინის დაღუპვის საქმეში

ხვალ, 13 თებერვალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს „14 წლის ნინის საქმეს“. ეს პირველი სასამართლო სხდომა იქნება ამ საქმეზე. სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებული 23 წლის ნიკაა. საქმე სავარაუდოდ დახურული იქნება, რადგან ის არასრულწლოვანს ეხება და სექსუალურ ძალადობას. „ვწუხვართ“ – ძირითადად ამ ფრაზით გამოიხატება ხელისუფლების თუ მისი ცალკეული მაღალჩინოსნის დამოკიდებულება „14 წლის ნინის საქმეზე“. ხელისუფლებიდან …

აბორტი საქართველოში 3825-მა თინეიჯერმა გაიკეთა ბოლო 5 წლის განმავლობაში | საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 3825 – მა თინეიჯერმა [13-დან 19 წლამდე პირმა]  გაიკეთა აბორტი. მათგან, ამავე პერიოდის კვლევით: აბორტი გაიკეთა 15 წლამდე ასაკის 29 გოგომ. 2018, 2019 წლებში 15 წლამდე ასაკის გოგოებში აბორტის შემთხვევები საქსტატის კვლევების მიხედვით არ დაფიქსირებულა, თუმცა აბორტი გაიკეთა: 2015 წელს …

23 წლის კაცს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც წარუდგინეს ბრალი | 14 წლის ნინის საქმე

საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და  თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, …

„გააჩერეთ“ – აქციის მონაწილეებმა ამბასადორ ბათუმის სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს | LIVE

ბათუმის ბულვარში მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა „ამბასდორ ბათუმის“ სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს. ეს კომპანია ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა. აქამდე კომპანიას მხოლოდ 4-სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა ნებართვა. „ამბასადორ ბათუმის“ დაკვეთით ბულვარში 16-სართულიან შენობას კომპანია „ანაგი“ აშენებს. აქციის მონაწილეებს სამშენებლო მოედნიდან გადმოასხეს ტალახი. „ამბასადორ …

უნდობლობა საზოგადოების მიმართ გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი – გენდერული საბჭოს თავმჯდომარე

ქობულეთში დაღუპული 14 წლის მოზარდის შესაძლო სუიციდის საქმეს ადგილობრივი თვითმმართველობის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. „ბათუმელები“ ქობულეთის საკრებულოში გენდერული საბჭოს ხელმძღვანელს ლია შაქარიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხედავს თუ არა მოზარდის ტრაგედიაში სისტემურ პრობლემას და მან, როგორც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, რა გააკეთა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მოზარდების მიმართ ძალადობა შემცირებულიყო. ლია შაქარიშვილი ამბობს, რომ „საკითხი ძალიან სენსიტიურია“ …

ქობულეთის სანაპიროზე მრავალწლოვანი ხეების ადგილას კორპუსებს აშენებენ [ფოტო]

მრავალწლოვანი ხეების გაჩეხვის ხარჯზე ქობულეთის სანაპიროს განაშენიანების პროცესი აქტიურად გრძელდება. თამარ მეფის სანაპირო, რომელიც ზღვისპირა პარკს მიუყვება, მეორე მხარეს კი კარგად გამწვანებული ეზოები ორსართულიანი სახლებით დიდ ხანს მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ქუჩად აჭარაში, მშენებლების ინტერესს ვერ გადაურჩა, პატარა სახლები დიდი მწვანე ეზოებით თანდათან გაქრა და მათ ადგილზე მრავალბინიანი მაღლივი კორპუსები გაჩნდა. ქობულეთის სანაპიროზე შეხვდებით ისეთ …

„ნინის გამო“ – ქალთა მოძრაობა ასდღიან კამპანიას აანონსებს 14 წლის გოგოს საქმეზე

დღეს, 12 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა ქალთა მოძრაობამ, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმეს გამოეხმაურა. „გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“, რადგან პრობლემა, რაც ამ ბავშვს ჰქონდა და ვერ მოუგვარა სახელმწიფომ, არის სისტემური და უამრავი სამინისტროა ამაში გარეული, რომელთაც ვერ შეასრულეს ვალდებულებები,“ – განაცხადა ბაია პატარაიამ, „საფარის“ ხელმძღვანელმა. იგი ყველა ორგანიზაციას, პოლიტიკურ …

ოცნების ქალაქში მშენებარე ბინებში გაზისა და წყლის სისტემები ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 592 098 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება. ბინებში ქსელის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე …

Exit mobile version